სულის ევოლუცია/თამარ კვარაცხელია
رفتن به کانال در Telegram
677
مشترکین
+124 ساعت
+17 روز
-230 روز
آرشیو پست ها
👇👇👇👇
რას უნდა ველოდოთ თებერვალში?
✨ პორტალები ახალ რეალობაში: თითოეული მოვლენა, რომელიც ახლა ხდება, არის წერტილი სხვა რეალობაში გადასასვლელად. შესაძლებლობები უკვე ჩანს, თუმცა ზოგიერთი მათგანი შეიძლება ზედმეტად „სწრაფი“ მოგვეჩვენოს.
✨ ოცნებებთან პირდაპირი წვდომა: ის, რაც ადრე მიუღწეველი გეგონათ, ახლა ერთი ნაბიჯის დაშორებითაა. თებერვლის მაღალი ვიბრაციები გვაძლევს შანსს, მივიღოთ სასურველი ყოველგვარი რთული გზებისა და ბრძოლის გარეშე.
✨ „კი, მაგრამ არა“ — კოლექტიური მერყეობა: გარესამყაროში შეიძლება იგრძნოთ არასტაბილურობა. თითქოს ყველაფერი გადაწყდა, მაგრამ უცებ გარემოებები იცვლება. ნუ შეგეშინდებათ — ეს მხოლოდ სიტუაციის ხელახალი გადაწყობაა უკეთესი შედეგისთვის.
ისრიალე სიამოვნებით! 🌊🏄♂️
🌊 თებერვლის ვიბრაციული პროგნოზი: დაიჭირე შენი ტალღა!
2026 წლის თებერვალი არ არის უბრალოდ თვე, ეს არის ალბათობათა ოკეანე.
Lee-ს პროგნოზით, თებერვლის ენერგიები იმპულსური ტალღებივით იმოქმედებს — ისინი ჩნდებიან, ქრებიან და გზას ახალ შესაძლებლობებს უთმობენ.
წარმოიდგინეთ სერფერი ოკეანეში... 🏄♀️
ის ზის და ელოდება „იმ ერთადერთ“ ტალღას. ზოგს ატარებს, ზოგზე ვერ ასწრებს, ზოგან კი წონასწორობას კარგავს. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ოკეანე ტალღებს არ წყვეტს!
👇👇👇👇👇
❗️❗️❗️
აბა რას ირტყვით ფინანსების მარათონი ჩავუშვათ მაისის ბოლომდე?
დაპლიუსდით რამდენი მიიღებთ მონაწილეობას?
ხვავის, ბარაქის და კეთილდღეობის
☝️👇👇👇მოძებნეთ დისკომფორტის ზონა: დაწექით, მოდუნდით და იპოვეთ სხეულში სიმძიმე, ტკივილი ან უხერხულობა. ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რომელ მოვლენას შეესაბამება ეს შეგრძნება?“
იმოგზაურეთ მეხსიერებით: გადაინაცვლეთ იმ ადგილას, სადაც ეს მოხდა, ოღონდ აწმყო დროში. თუ ის სახლი დანგრეულია, თქვენი ენერგია იქაურ ხეებზე, ქვებსა თუ მიწაზე იქნება დარჩენილი.
იპოვეთ თქვენი ენერგია: ნუ ეძებთ ადამიანებს ან ნივთებს. ეძებეთ ის, რაც მიტოვებული და დავიწყებულია, მაგრამ თქვენია. ის შეიძლება ჰგავდეს ნისლის ღრუბელს, აბლაბუდას, გამხმარ ბალახს ან ფოთლებს.
დაიბრუნეთ ის: შეაგროვეთ ეს ყველაფერი ერთ გუნდად, დაიდეთ მზის წნულზე და შეისუნთქეთ. ან წარმოიდგინეთ თასი, ჩაალაგეთ მასში ეს ენერგია და დალიეთ (თასის ფორმა ენერგიას პირვანდელ, სუფთა სახეს უბრუნებს).
შედეგი: ამის შემდეგ მოვლენა თქვენთვის ემოციურად უფერული და უმნიშვნელო გახდება. რეალურ ძალას იგრძნობთ რამდენიმე დღეში, როცა ენერგიის ასიმილაცია მოხდება.
მნიშვნელოვანი დაკვირვება: ხშირად ადამიანებიც აბლაბუდის ქსელში გახვეული არიან. როდესაც ამ „აბლაბუდას“ (თქვენს ენერგიას) მათ ჩამოხსნით, მათ მიმართ ემოციური დამოკიდებულება სუსტდება და შინაგანი თავისუფლება გებრუნებათ.
რჩევა თქვენთვის:
ეს ტექნიკა განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როცა გრძნობთ, რომ ვიღაცაზე ან რაღაცაზე ფიქრს თავს ვერ ანებებთ. ეს ნიშნავს, რომ თქვენი ენერგია იქაა „გაბმული“. სიყვარულით და მადლიერებით თამ არსს
🌀 ენერგიის დაბრუნების ტექნიკა
შენ ადამიანებისკენ იმიტომ ისწრაფვი, რომ ენერგია გაკლია. სინამდვილეში, სხვების ენერგია კი არ გჭირდება, მათში საკუთარ ენერგიას ეძებ, მაგრამ არასწორია ეს გზა. შენ გჭირდება შენივე ენერგია, რომელიც სულის მეხსიერებაშია როგორც ცოდნა ჩაწერილი.
ჩვენ უზარმაზარ ენერგიას ვტოვებთ წარსულსა და მომავალში, რის გამოც აწმყოში ვსუსტდებით.
მომავალი: როდესაც მოვლენას წინასწარ განვიცდით და რაღაცას ძალიან ძლიერად ვნატრობთ, ენერგიას მომავალში ვაგზავნით. როცა ეს ხდება, სიხარულს იმიტომ ვგრძნობთ, რომ იქ გაგზავნილ ენერგიას ვხვდებით. მაგრამ სიხარული მალე გადის, ენერგია იხარჯება და ისევ წარსულში რჩება. ამიტომ, უმჯობესია ენერგია ჩადოთ განზრახვასა და მოქმედებაში, ვიდრე ოცნებებში.
წარსული: ჩვენი ენერგიის უდიდესი ნაწილი ძველ განცდებში, წყენებსა და ემოციურ „ტკივილებშია“ ჩარჩენილი.
როგორ ამოვიღოთ ენერგია წარსულიდან:
👇👇👇
☝️👇ადამიანს, რომელსაც მადლიერების გამოხატვა არ შეუძლია, მუდმივად აწუხებს კითხვა: „კი მაგრამ, რისთვის უნდა ვიყო მადლიერი? რა ხდება ჩემს ცხოვრებაში ისეთი, რომ მუდმივად თავი ვუკრა და მადლობები ვაფრქვიო?..“ ამგვარად, ის კეტავს მადლის ენერგეტიკულ არხს და ეფლობა უბედურებებსა და უფულობაში... ვინაიდან, იქ, სადაც სიკეთე არ არის, ბოროტება იწყებს ბატონობას.
„მადლობა“ ნიშნავს – „მადლის გავცემას“
იმ მომენტში, როცა ამ სიტყვას წარმოთქვამთ, სამყარო გიგზავნის სიკეთის ენერგიას თქვენს ცხოვრებაში არსებული ბოროტი გამოვლინებების გასანეიტრალებლად. თქვენი ცხოვრება იწმინდება უმეცრებისგან და ქრება მძიმე კარმის ზემოქმედება.
წარმოთქვით სიტყვა „მადლი“ და დატკბით მისი ჟღერადობით. მადლი – ეს არის სიყვარულის სიმღერა და სიხარულის ხმა. მადლიერების ძალას რომ ჩაწვდეთ, ყველაფერს, რაც გაბადიათ, უნდა შეხედოთ არა როგორც უბრალო ნივთებს, არამედ როგორც სიუხვის მდინარის მჩქეფარე ნაკადის დასტურს.
უმადლოდეთ შემოქმედს ყველაფრისთვის, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება და რაც უკვე მოხდა. მადლიერი იყავით ყველა ადამიანის, ვინც გზად შეგხვდებათ: კეთილთა – სიკეთიისთვის და გულუხვობისთვის, ბოროტების – გამოცდილებისთვის და ცხოვრებისეული გაკვეთილებისთვის. მადლობა გადაუხადეთ თქვენს მწყენინებელს: მის გარეშე თქვენ ვერ იგრძნობდით საკუთარ სისუსტეზე გამარჯვების სიხარულს.
იყავით მადლიერი გამარჯვების ზეიმისა და დამარცხებით შეძენილი სიბრძნისთვის.
დაუღალავად გაეცით მადლიერება, რადგან სამყარო ჩვენს ქმედებებზე იმავე „ვალუტით“ გვიხდის, რომელსაც თავად ვიყენებთ.
რაც უფრო მეტად გასცემთ მადლს (იქნებით მადლიერი), მით უფრო სწრაფად შეუერთდება თქვენი მადლის დინება სამყაროსეულ სიუხვის ნაკადს და მაშინ შეიცნობთ ჭეშმარიტი ბედნიერების უსაზღვროებას. ესმაყაროებით თამ არსს
მადლიერება – ეს არის ენერგეტიკული არხი, რომლის მეშვეობითაც ჩვენს ცხოვრებაში მადლი შემოდის.
👇👇👇👇
გაგრძელება☝️☝️☝️☝️აქ არის მთავარი მიზეზებია თუ, რატომ ადგება ადამიანი ამ გზას:
🌿 1) შინაგანი სიმშვიდისთვის
სულიერი განვითარება გვასწავლის არა გარემოს შეცვლას, არამედ საკუთარ მდგომარეობასთან მუშაობას.
როცა შიგნით მშვიდობაა, გარეთაც ყველაფერი სხვანაირად აღიქმება.
🌿 2) ცნობიერების გაფართოებისთვის
ადამიანი იწყებს საკუთარი აზრების, ემოციებისა და რეაქციების დანახვას.
აღარ არის მხოლოდ ავტომატურ რეჟიმში — ჩნდება არჩევანი.
🌿 3) ტკივილისა და შიშის ტრანსფორმაციისთვის
სულიერი პრაქტიკა ეხმარება ადამიანს იმ გამოცდილების გაცნობიერებაში, რომელიც შიგნით არის დაგროვილი, და მის ნაზ გარდაქმნაში.
🌿 4) საკუთარი დანიშნულების გახსენებისთვის
ბევრი ადამიანი გრძნობს, რომ ცხოვრებაში რაღაც აკლია, თითქოს სიღრმე აკლია.
სულიერი განვითარება ეხმარება ადამიანს მიუახლოვდეს საკუთარ არსს.
🌿 5) ურთიერთობების გასაჯანსაღებლად
როცა ადამიანი საკუთარ თავთან არის კონტაქტში, სხვებთანაც უფრო გულწრფელი და მშვიდი ხდება.
🌿 6) ცხოვრების შეგნებულად ცხოვრებისთვის
სულიერი გზა გვასწავლის ყოფნას აქ და ახლა, და არა მხოლოდ გადარჩენას.
🌿 7) პასუხისმგებლობის აღებისთვის საკუთარ ცხოვრებაზე
აღარ ვაბრალებთ ყველაფერს გარესამყაროს — ვხედავთ, სად არის ჩვენი არჩევანი.
სულის ევოლუცია აუცილებელი არ არის "ყველასთვის".
მაგრამ მისი საჭიროება ადამიანის ცხოვრებაში მაშინ ჩნდება, როცა მას ეწყება შინაგანი კითხვების დასმა:
— რატომ ვცხოვრობ ასე?
— რატომ ვიმეორებ ერთსა და იმავე სცენარებს?
— რატომ არ მაკმაყოფილებს მხოლოდ გარეგანი წარმატება?
— რატომ ვეძებ სიმშვიდეს?
ეს კითხვები უკვე სულის ევოლუციის დასაწყისია.
გაგრძელება👇👇👇👇
☝️☝️☝️💬 გთხოვთ, გააზიარეთ კომენტარებში:
— რა შეიცვალა თქვენში ამ ხნის განმავლობაში?
— რას შეამჩნიეთ საკუთარ ფიქრებში, ემოციებში, სხეულში ან ურთიერთობებში?
— რა გახდა თქვენი ყველაზე დიდი აღმოჩენა?
— რა წაიღეთ ამ გზიდან თქვენთვის?
თქვენი სიტყვები შეიძლება გახდეს სხვისთვის შთაგონება.
მადლობა თითოეულ თქვენგანს ნდობისთვის, გულწრფელობისთვის და ამ გზაზე ყოფნისთვის.
ეს იყო სიხარულის და სინათლის სივრცე, რომელიც ჩვენ ერთად შევქმენით.
✨ გაგრძელება იქნება… სულ მალე სიახლით დაგიბრუნდებით ❤️
☝️☝️☝️🌿 რა მოაქვს მადლიერებისა და სიხარულის ყოველდღიურ შემჩნევას:
🔹 ამცირებს შფოთვას და შინაგან დაძაბულობას
🔹 ზრდის ენერგიასა და სიცოცხლის განცდას
🔹 აძლიერებს თვითღირებულებას
🔹 ამაღლებს განწყობას ბუნებრივად, ძალდატანების გარეშე
🔹 გვასწავლის დავინახოთ შესაძლებლობა იქ, სადაც ადრე მხოლოდ სირთულეს ვხედავდით
🔹 აჩერებს მსხვერპლის როლს და გვაბრუნებს პასუხისმგებლობაში
🔹 აძლიერებს ურთიერთობებს
🔹 ქმნის შინაგან სიმყარეს გარე ცვლილებების დროს
მადლიერება არ ნიშნავს პრობლემების უარყოფას.👇👇👇👇
✨ დასრულებას უახლოვდება ჩვენი ონლაინ მარათონი „მადლიერება და სიხარული“ სადაც #ზრდისფაქტორში მონაწილეობა შედიოდა ყოველდღიური აქტივობით…
"მადლიერება და სიყხარულის მარათონი" არ იყო უბრალოდ პრაქტიკა.
ეს არის ნელი დაბრუნება საკუთარ თავთან.
სწავლა — ყოველდღიურობაში შეგვენიშნა სინათლე.
იმ მცირე დეტალებში, რომლებიც ხშირად თვალთახედვის მიღმა გვრჩება.
მადლიერება არ ცვლის მხოლოდ განწყობას.
ის ცვლის ფოკუსს.
ხსნის გულს.
ამშვიდებს გონებას.
და ნელა, მაგრამ ღრმად, გარდაქმნის ცხოვრებას.
✨ „მუცლად ყოფნის მანდალა — გზა შენი ჩასახვიდან დაბადებამდე…“
ეს მასტერკლასი არის ფაქიზი შინაგანი მოგზაურობა —
სივრცე, სადაც შეგიძლია შეხება მიიღო იმ პირველ მომენტებთან,
რომლებმაც შენი ცხოვრების საფუძველი შექმნა.
✨ რატომ „მანდალა“?
მანდალა არის სულის ენა.
სიმბოლოების, ფერების და წრის მეშვეობით იქმნება უსაფრთხო ველი, სადაც ცნობიერება იწყებს გახსნას, ხოლო სხეული — განთავისუფლებას.
ეს არ არის უბრალოდ ნახატი.
ეს არის შინაგანი რუკა შენი დაბადების გზისა.
✨ თუ გრძნობ, რომ მზად ხარ ამ გზისთვის — ეს შემთხვევითი არ არის.
📅 31 იანვარი, შაბათი
🕖 19:00
📍 ონლაინ | Zoom
GT Evolution Center გიწვევთ შეხვედრაზე:
🌀 „მუცლადყოფნის მანდალა“
ეს არ არის უბრალოდ ლექცია —
ეს არის გახსენება და დაკავშირება იმ წყაროსთან,
სადაც იბადება ჩვენი სიცოცხლის ენერგია.
💰 ღირებულება: 50 ლარი
📄 საჭიროა: თაბახის ფურცლები და ფერადი ფანქრები.
👩🏫 ლექციას წარუძღვება
ცენტრის ფსიქოლოგი �
თეონა მშვიდობაძე .
👉მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში,
გაიარეთ რეგისტრაცია:
https://forms.gle/DYEzXQpMEtuEwkGE7
მედიტაციის სივრცე
დაწყება: 24 იან. 21:00 სთ. Asia/Tbilisi
https://us02web.zoom.us/j/5553116007?pwd=dLHesl7F2W7L0sfadbgcKd4HSFAb1n.1&omn=88285109725
ID: 555 311 6007
შესვლის კოდი: 0126
‼️მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
👉დღეს საღამოს
მედიტაციის ჯგუფს რომ შემოუერთდეთ
ZOOM ის ბმულს ნახევარი საათით ადრე დავდებ
💯დასწრება თავისუფალია
❗️შემოსვლის წესები:
❌არ დააგვიანოთ
❌დაგვიანევულზე არ შემოხვიდეთ (აზრი აქ აქვს)
❌შემოსვლისას იქვე ხმა გათიშეთ
❌ჩანაწერი არ იქნება საჯარო (მხოლოდ ტელეგრამ ჯფუფის წევრევისთვის, ამ კობკრწტული ჯგუფის ბმულს ხვალ დავდებ)
👉შემდეგი მედიტაციის თარიღი დანონსდება ამ ჯგუფში და Telegram არხზე
💚შეხვედრამდე
დღეს საღამოს მედიტაციის ჯგუფა რომ შემოუერთდეთ ZOOM ის ბმულს ნახევარი საათით ადრე დავდებ
اکنون در دسترس! پژوهش تلگرام ۲۰۲۵ — مهمترین بینشهای سال 
