fa
Feedback
სულის ევოლუცია/თამარ კვარაცხელია

სულის ევოლუცია/თამარ კვარაცხელია

رفتن به کانال در Telegram

პიროვნული ზრდა და სულის ევოლუცია თამართან ერთად

نمایش بیشتر
676
مشترکین
اطلاعاتی وجود ندارد24 ساعت
+17 روز
-330 روز
آرشیو پست ها
მყოფადობა/არსობა ✨ მოწვევა მედიტაციურ სივრცეში: შიშიდან - სისავსემდე მედიტაციურ ონლაინ-სივრცეში ჩვენი მორიგი, რიგით მეხუთე შე
მყოფადობა/არსობა ✨ მოწვევა მედიტაციურ სივრცეში: შიშიდან - სისავსემდე მედიტაციურ ონლაინ-სივრცეში ჩვენი მორიგი, რიგით მეხუთე შეხვერდა დღეს იგეგმა 👇

1. კონცენტრაცია საკუთარ თავზე ➡️გამორთეთ ყველა ხელისშემშლელი ფაქტორი (ტელეფონი, ტელევიზორი). ➡️გადადეთ საქმეების სია — ეს დრო თქვენი საჩუქარია საკუთარი თავისთვის. ➡️მოკალათდით მოხერხებულად, სასურველია დაწვეთ. მოიკრიბეთ ენერგია და იყავით „აქ და ახლა“. გააკეთეთ რამდენიმე ღრმა, დამამშვიდებელი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა. 2. დააფასეთ თქვენი სხეული ➡️დაიდეთ ხელები გულზე. იგრძენით მისი ცემა. იგრძენით, როგორ ფართოვდება ფილტვები ჩასუნთქვისას და როგორ დუნდება ამოსუნთქვისას. ➡️გააცნობიერეთ ის საოცარი პროცესები, რომლებიც თქვენს სხეულში ამ წამს ხდება: სისხლის ცირკულაცია, უჯრედების მიერ საკვების ათვისება, ნეირონების მუშაობა. ➡️გაივსეთ მადლიერებით იმისთვის, რომ თქვენს სხეულს შეუძლია სიცოცხლის შეგრძნება. 3. დააფასეთ თქვენი არსება ➡️დაფიქრდით თქვენს უნიკალურობაზე: მილიარდობით ადამიანს შორის თქვენნაირი მხოლოდ ერთია. ➡️შეიგრძენით ის სიცოცხლის ნაპერწკალი, რომელიც თქვენს სხეულს აცოცხლებს — თქვენი სული. ➡️გაიხსენეთ ერთი თვისება, რომლისთვისაც საკუთარი თავის მადლიერი ხართ (მაგალითად, შეუპოვრობა, ინტელექტი ან კეთილი გული). ➡️გააცნობიერეთ: სამყაროს ჰქონდა მყარი მიზეზი იმისთვის, რომ თავი სწორედ თქვენი საშუალებით გამოეხატა. 4. გაეცით სიყვარული ➡️იგრძენით თქვენი ხელების სითბო გულზე. შეიგრძენით მადლიერება იმ უნიკალური ადამიანის მიმართ, ვინც ხართ. ➡️თქვით გულში ან ხმამაღლა: „მე მიყვარს ჩემი თავი“. გაიმეორეთ ეს სამჯერ, გააკეთეთ პაუზები და შეიწოვეთ ეს გრძნობა. ➡️უთხარით საკუთარ თავს ის, რისი მოსმენაც ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ. მადლობა გადაუხადეთ საკუთარ თავს ამ პრაქტიკისთვის. ეს პრაქტიკა შეგიძლიათ შეასრულოთ კვირაში რამდენჯერმე, გაღვიძებისას ან ძილის წინ. გახსოვდეთ: თქვენ ხართ საოცრება მხოლოდ იმიტომ, რომ ხართ ის, ვინც ხართ!

მარტივი პრაქტიკა: შეიგრძენი საკუთარი სრულყოფილება „შეწყვიტეთ საკუთარი თავის კრიტიკა იმის გამო, რაც არ ხართ, და დაიწყეთ საკუთა
მარტივი პრაქტიკა: შეიგრძენი საკუთარი სრულყოფილება „შეწყვიტეთ საკუთარი თავის კრიტიკა იმის გამო, რაც არ ხართ, და დაიწყეთ საკუთარი თავის დაფასება იმისთვის, რაც ხართ.“ — უცნობი ავტორი. ხშირად ვხვდებით თანამედროვე კულტურის ხაფანგში, რომელიც გვაიძულებს საკუთარი თავი სხვებს შევადაროთ. ჩვენს ნაკლოვანებებზე ვკონცენტრირდებით და ვერ ვამჩნევთ, რომ ის, რაც ჩვენ „მინუსად“ მიგვაჩნია, სხვისთვის შესაძლოა აღფრთოვანების საგანი იყოს. თუ სხვებს შეუძლიათ ჩვენში სინათლის დანახვა, ეს ჩვენც უნდა შევძლოთ. აი, ეფექტური პრაქტიკა, რომელიც დაგეხმარებათ აღადგინოთ თავის პატივისცემასა და სიყვარულში. გამოიყენეთ ის ყოველთვის, როცა იგრძნობთ, რომ თქვენი თვითშეფასება დაიწია. თავის მიღების პრაქტიკა თქვენ ხართ ის საოცრება, რომელიც ხელმისაწვდომია დაბადებიდან სიკვდილამდე. ეს პრაქტიკა დაგეხმარებათ ამ საოცრების აღმოჩენაში. 👇👇👇

გულის სიღრმეში თქვენ ხომ იცით, რომ ჯადოსნური არსებები ხართ, მიუხედავად იმისა, რომ ამას ვერ ხედავთ. როდესაც ისეთ რამეს წააწყდე
გულის სიღრმეში თქვენ ხომ იცით, რომ ჯადოსნური არსებები ხართ, მიუხედავად იმისა, რომ ამას ვერ ხედავთ. როდესაც ისეთ რამეს წააწყდებით, რაც ლოგიკით არ აიხსნება, მას სასწაულს უწოდებთ. გახსოვდეთ: თქვენ თვითონ ხართ სასწაული! საოცარ დროში ვცხოვრობთ! მთელი ჩვენი პოტენციალის გამოვლენის დროში. შეგვიძლია ვისურვოთ, ვიოცნებოთ, ვისურვოთ, ვიკითხოთ და უბრალოდ დავტკბეთ ცხოვრებით. დაე, ყოველი ჩასუნთქვა იყოს მადლიერება,, და ყოველი ამოსუნთქვა — სიყვარული. იბედნიერეთ! 💖🙌

‼️‼️‼️🎯აბა არ მოდუნდეთ!! ვინ რამდენ სასწაულს მოაგროვებთ დღეს? გელოდებით საღამოს ❤️

☀️☀️☀️☀️დილა მშვიდობისა, საყვარელო ადამიანებო! ყოველდღე, როგორც კი გაიღვიძებთ, გაიფიქრეთ — "დღეს სასწაულად გამიმართლა, რომ გა
☀️☀️☀️☀️დილა მშვიდობისა, საყვარელო ადამიანებო! ყოველდღე, როგორც კი გაიღვიძებთ, გაიფიქრეთ — "დღეს სასწაულად გამიმართლა, რომ გავიღვიძე, მე ცოცხალი ვარ, მაქვს ფასდაუდებელი ადამიანური სიცოცხლე და არ ვაპირებ მის ფუჭად დაკარგვას. მთელ ჩემს ენერგიას გამოვიყენებ საკუთარი თავის განსავითარებლად, მოვახმარ სულის ევოლუციას, რათა გული გავუხსნა სხვა ადამიანებს და მივაღწიო სინათლეს ყველა ცოცხალი არსების სასიკეთოდ. სხვებზე მხოლოდ კარგს ვიფიქრებ, ნებას არ დავრთავ საკუთარ თავს განრისხდეს ან ვინმეზე ცუდი გაიფიქროს; დღეს ვაპირებ, ვიყო ადამიანებისთვის იმდენად სასარგებლო, რამდენადაც შევძლებ. დაე, დღევანდელი დღე გახდეს 3 სასწაულის მომსწრე, სიკეთის დღე, სადაც თითოეული ჩვენგანი მას საკუთარი თავისა და სხვების განსჯისა თუ კრიტიკის გარეშე გაატარებს. უბრალოდ გავაკეთოთ ეს, საღამოს კი გავაანალიზოთ, რამდენად უფრო ჰარმონიულად და სიხარულით ჩაიარა ამ დღემ სხვა დღეებთან შედარებით! წარმატებები, საყვარელო ადამიანებო! ✨მესამყაროებით!🙏

სასწაული შეიძლება იყოს ნებისმიერი სასიამოვნო წვრილმანი: უცნობის ღიმილი; დროულად მოსული ავტობუსი; ღრუბლებიდან გამონათებული მზე. ნუ დაამცირებთ ამ წვრილმანებს — სწორედ მათგან იგება იღბლის უწყვეტი ნაკადი. რაც უფრო დიდხანს გამოიყენებთ ამ ტექნიკას, მით უფრო მასშტაბური და მნიშვნელოვანი გახდება თქვენი სასწაულები. ირწმუნეთ და მოგეცემათ! მესამყაროებით!

✨ სასწაული ნებადართულია! — მართე შენი დღე სიტყვით დილა მშვიდობისა, ჩემო საყვარელო ადამიანებო! დაე, დღეს მოხდეს სასწაული! თითო
✨ სასწაული ნებადართულია! — მართე შენი დღე სიტყვით დილა მშვიდობისა, ჩემო საყვარელო ადამიანებო! დაე, დღეს მოხდეს სასწაული! თითოეულმა თქვენგანმა იცის ორი ჯადოსნური სიტყვა, რომელთა დახმარებითაც საკუთარ ცხოვრებას აკონტროლებთ: „ნებადართულია!“ და „გაუქმებულია!“. სცადეთ, ჩაატარეთ ექსპერიმენტი: მიიზიდეთ ბედნიერი მოვლენები და მოიშორეთ პრობლემები მხოლოდ ამ სიტყვების ძალით. 🛠 როგორ მოვიქცეთ? დილით, გაღვიძებისთანავე, ტკბილად გაიზმორეთ და თქვით: „დღეს ჩემს თავს აუცილებლად გადახდება სამი სასწაული!“ შემდეგ გაატკაცუნეთ თითები და დარწმუნებით წარმოთქვით: „ნებადართულია!“. ამის მერე კიდევ ერთხელ გაატკაცუნეთ თითები და თქვით: „ვაუქმებ ყველა დაბრკოლებას!“. ამით თქვენ დილიდანვე აწყობთ საკუთარ თავს ყველაზე ბედნიერ მოვლენებზე და სამყაროსთან ჯადოსნურ ურთიერთქმედებაზე. 📝 სასწაულების დღიური ან გთავაზობთ ალტენატივას Telegram ჩათში აიღეთ წესად: ყოველ საღამოს ჩათში ჩაწერეთ ის სასწაულები, რაც დღის განმავლობაში გადაგხდათ. ასე, გამოიმუშავებთ უნარს მათი შემჩნევის ანუ ჯერ უნდა ისწავლოთ მათი დანახვა. 👇👇👇

‼️‼️‼️‼️რას იტყვით გადავერთოთ ახალ მარათონზე?

„ახლა მე ვუერთდები ჩემს ძალას. ვბრუნდები საკუთარ თავში — სიცხადეში, აქყოფნაში, სიჩუმეში. ახლა მე ვირჩევ გზას, სადაც სიცოცხლეს ესმის ჩემი და მპასუხობს დროულად. მადლიერი ვარ ცხოვრების, გამოცდილების და საკუთარი თავის — ყველაფრისთვის, რაც იყო და იმ წერტილისთვის, სადაც ვარ ახლა. მე ვიღებ ნაკადს ⚡️ მშვიდად, ბუნებრივად, როგორც სუნთქვას, როგორც სისხლის მოძრაობას, როგორც თავად სიცოცხლეს ჩემში. სიუხვე არ არის მიზანი. ეს ჩემი მდგომარეობაა. ჩემი ბუნება. ჩემი რიტმი. ჩემი სიტყვები ხსნის გზებს. ჩემი გადაწყვეტილებები ქმნის სივრცეს. ჩემი მდგომარეობა იზიდავს საჭირო ადამიანებს. ჩემს ველში არიან მხოლოდ წმინდა განზრახვის ადამიანები: მოკავშირეები, გამცილებლები, პარტნიორები. ისინი, ვისთან ერთადაც შინაგანი სიმაღლე და სიჩუმე იზრდება. მე ვხურავ წარსულს — შიშებს, ეჭვებს და სხვის სცენარებს. ისინი მეტს აღარ მმართავენ. მე შევდივარ ახალ ეტაპზე სუფთა ცნობიერებითა და ღია გულით. ჩემი ენერგია ჟღერს სიუხვის, სიყვარულისა და კეთილდღეობის სიხშირეზე. და სამყარო მპასუხობს უნისონში. ყოველი ფიქრი — თესლია. ყოველი სიტყვა — ბჭეა. ყოველი მოქმედება — გასაღებია. და ამ მომენტიდან მე ვცხოვრობ ისე, როგორც ჩემს სულს ეხმიანება. მე ვირჩევ ამ გზას. და ის გააქტიურებულია ახლავე.“ ⚠️ ახლა კი, არ გადახვიდე სხვა თემაზე. შემდეგი ერთი საათის განმავლობაში ყურადღება მიაქციე ადამიანების პირველ სიტყვებს, შემთხვევით ფრაზებს, შეტყობინებებსა და ნიშნებს. სწორედ მათი მეშვეობით იწყებს შენთან საუბარს სამყარო. შეგიძლია არ დაიჯერო — უბრალოდ დააკვირდი.

ეს არის ცნობიერების აქტივაციის უძლიერესი ინსტრუმენტი. ის მუშაობს ფოკუსის გადატანაზე — მატრიცული ხმაურიდან შინაგან სიჩუმესა და
ეს არის ცნობიერების აქტივაციის უძლიერესი ინსტრუმენტი. ის მუშაობს ფოკუსის გადატანაზე — მატრიცული ხმაურიდან შინაგან სიჩუმესა და კვანტურ შესაძლებლობებზე. ✨ წაიკითხე ერთხელ და დააკვირდი... წაიკითხე ეს ტექსტი მხოლოდ ერთხელ. შემდეგი ერთი საათის განმავლობაში კი — უბრალოდ დააკვირდი. როგორც წესი, ამ სიტყვების შემდეგ ადამიანები უცნაურ დამთხვევებს ამჩნევენ: შემთხვევითი ფრაზები, მოულოდნელი შეტყობინებები... გაჩნდება შეგრძნება, თითქოს სამყარომ უცებ პასუხი დაგიბრუნა. გაიმეორე: 👇👇👇👇

🗝 აქტივაციის პრაქტიკა თუ გრძნობთ, რომ რომელიმე სფეროში პრობლემები გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ შესაბამისი ნაკადი პრეტენზიებით გაქვთ დაბლოკილი. განბლოკეთ იგი მიმღებლობით:
„მე ვაღიარებ და ვიღებ ყველაფერს, რაც ჩემს ცხოვრებაშია ახლა. ვწყვეტ მოთხოვნას და ვიწყებ დაფასებას. ვუხსნი გულს მადლიერებას და ვუთმობ ადგილს ჩემი სხეულის თითოეულ უჯრედში“
.🔢 კვანტური კოდები სიუხვისთვის: წარმოთქვით ეს კოდები ენერგიის გასაძლიერებლად: ვმადლობ ახლა — მყისიერად გადააქვს ფოკუსი დეფიციტიდან იმაზე, რაც უკვე გაქვთ. ვიღებ ახლა — გიხსნით კარს სამყაროს ახალი საჩუქრებისთვის. ვამრავლებ ახლა — გაფართოების კოდი. ყველაფერი, რისთვისაც ამ წამს მადლობთ, გეომეტრიული პროგრესიით დაიწყებს ზრდას. მადლიერება სასწაულების მაგნიტია. რასაც აფასებთ, ის ყოველთვის მრავლდება. ✨ მოდით შევქმნათ მადლიერების ველი დაწერეთ კომენტარებში: 7 ნაკადიდან რომელს გრძნობთ დღეს ყველაზე მკაფიოდ? რისთვის შეგიძლიათ თქვათ ახლა გულწრფელი „მადლობა“?

👇🌳 ფესვების ნაკადი — მადლიერება თქვენი საგვარეულოს მიმართ. მშობლების, წინაპრებისა და იმ უძველესი ძალების მიმართ, რომლებმაც სიცოცხლის ესტაფეტა გადმოგცეს. მადლობა მათ თავად იმ ფაქტისთვის, რომ თქვენ ამ სამყაროში მოხვედით. 🪞 სარკეების ნაკადი — მადლიერება გარემოცვის მიმართ. მადლობა მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებს. განსაკუთრებული მადლობა კი მათ, ვინც რთული გაკვეთილები მოგცათ — ისინი თქვენი მასწავლებლები არიან, ვინც ზრდაში დაგეხმარათ. 🎨 შემოქმედების ნაკადი — მადლიერება თქვენი საქმიანობისა და ნიჭისთვის. იმ იდეებისთვის, რომლებიც თავში მოგდით და სამყაროსთვის სარგებლის მოტანის შესაძლებლობისთვის. 💎 გამოცდილების ნაკადი — მადლიერება განვლილი გზისთვის. ყველა განსაცდელის, კრიზისისა და სირთულისთვის. სწორედ მათ გამოჭედეს თქვენი შინაგანი ღერძი და გაგხადეს უფრო ბრძენი.

პრაქტიკა მადლიერების 7 ენერგეტიკული ნაკადი. გაატარეთ გულში თითოეული მათგანი: 🟤 დედამიწის ნაკადი — მადლიერება მატერიალური საძ
პრაქტიკა მადლიერების 7 ენერგეტიკული ნაკადი. გაატარეთ გულში თითოეული მათგანი: 🟤 დედამიწის ნაკადი — მადლიერება მატერიალური საძირკვლისთვის. მადლობა თქვენი მყუდრო სახლისთვის, გემრიელი საკვებისთვის, თბილი ტანსაცმლისა და იმ კომფორტისთვის, რაც უკვე გაქვთ. ეს გაძლევთ საბაზისო სიმშვიდეს და დაცულობის შეგრძნებას. ⚪️ სულის ტაძრის ნაკადი — მადლიერება თქვენი სხეულის მიმართ — რომელიც თქვენი სულის წმინდა ჭურჭელია. მადლობა ჯანმრთელობისთვის, ძალისთვის და იმ მაგიისთვის, რომლითაც ხედავთ მზის ამოსვლას, გესმით მუსიკა და შეიგრძნობთ სიცოცხლეს. 👇👇