cookie

ما از کوکی‌ها برای بهبود تجربه مرور شما استفاده می‌کنیم. با کلیک کردن بر روی «پذیرش همه»، شما با استفاده از کوکی‌ها موافقت می‌کنید.

avatar

Waralytics

🇺🇦 ოპერატიულ-ტაქტიკური ანალიზი, სტრატეგიის და პოლიტიკის შეფასება, დასკვნები და პროგნოზები რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ 🇺🇦

نمایش بیشتر
پست‌های تبلیغاتی
1 942
مشترکین
-524 ساعت
-87 روز
-2630 روز

در حال بارگیری داده...

معدل نمو المشتركين

در حال بارگیری داده...

რუსეთში მომხდარ მასობრიბ სროლაზე ბევრი არაფერია ცნობილი, ახლა შევაჯამოთ რა ვიცით და ვეცადოთ რაიმე დასკვნა გავაკეთოთ, თუ ინფორმაცია მოგვცემს შესაძლებლობას მოვლენები განვითარდა Крокус Сити Холл-ში, რომელიც Мкад-ის მახლობლად, მასკვა რეჩკას სანაპიროსთან მდებარეობს. საღამოს, დაახლოებით 8 საათზე 5-მდე დაუდგენელი პირი ნიღბებით შევიდა შენობაში და დაიწყო სროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან მაყურებლების მისამართით, რომლებიც კონცერტის დაწყებას ელოდებოდნენ. ამის შემდეგ გამოყენებულ იქნა ხელყუმბარა და როგორც ჩანს რაღაც ასაფეთქებელი მოწყობილობა ცეცხლგამჩენი ეფექტით. დაიღუპა 60 და დაშვდა კიდევ ორჯერ მეტი ადამიანი. თავდამსხმელები მიიმალნენ და მათი დაკავება ვერ მოხერხდა. სხვადასხვა ინფორმაციის მიხედვით, ისინი სლავური გარეგნობის მამაკაცები იყვნენ, შესაძლოა ისინი იყენებდნენ მისაწებებელ წვერებს/ულვაშებს. მათ არანაირი მოთხოვნა არ წამოუყენებიათ. ადგილზე მივიდა სპეცრაზმი, თუმცა როგორც ჩანს არც არაფრის გაკეთება არ მოუწია, ყველაფერი დასრულებული იყო. აღსანიშნავია, რომ 7 მარტს აშშ-მა და მერე სხვა დასავლურმა ქვეყნებმა მოუწოდეს საკუთარ მოქალაქეებს მოერიდეთ საჯარო თავშეყრის ადგილებს, ტერაქტებია მოსალოდნელიო. პუტინმა ამას უწოდა პროვოკაცია თუ რაღაც ასეთი. მომხდარის მერე ვაშინგტონში მიუსამძიმრეს და თქვეს რომ კონკრეტულად ამაზე არაფერი ვიცოდით, ზოგადი რაღაც ინფო გვქონდაო. რა ინფო იყო ეს ღმერთმა იცის. ატყდა პანიკა სოც ქსელებში, ბუნებრივია ბევრმა პროპაგანდისტმა უკრაინას დაუკავშირა მომხდარი. ამ ეტაპზე ყველა ცდილობს უბრალოდ რამე ტალღა არ გამაზოს და უფროსის მიზანი გამოიცნოს, მეტი არაფერი. მედვედევმაც დაწერა პოსტი, რომ "თუ" დადასტურდება რომ ეს უკრაინის გაკეთებულიაო, უნდა დავხოცოთ ეგენი ყველაო. გავრცელდა არაერთი ფეიკი, რომ ISIS-მა აიღო თავის თავზეო, რომ ინგუშები არიან დაკავებულებიო, რომ დანილოვმა აღიარა რომ უკრაინამ გააკეთაო და ა.შ. მოკლედ, რეალურად არაფერი არაა ცნობილი. რუსეთის ოფიციალური პოზიციაა, რომ ესაა ტერაქტი, ვის მიერ მოწყობილი, რა მიზნით და ა.შ. არ ამბობენ. მოკლედ, ახლა რა შეიძლება ითქვას. პირველ რიგში ის, რომ თუ მუცლით მეზღაპრე და სახალხო მთქმელი ზუბა ლამა არ ხარ, არ არსებობს პასუხი იმაზე თუ რა მოხდა. უბრალოდ მიმოვიხილოთ ვერსიები. კლასიკურად, ტერორიზმი რაიმე პოლიტიკურ მიზანს ისახავს, როგორც წესი. ამ ეტაპზე ეს მიზანი არ ჩანს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ის არ არსებობს. შესაბამისად, შესაძლოა ეს არის ტერაქტი და მოგვიანებით გამოჩნდება მისი მიზანი. ტერორიზმის კუთხით რა ვარიანტები გვაქვს? 1. ისლამური ტერორიზმი, დავუშვათ იხელთეს დრო უკრაინაში ჩართულობის ფონზე და გააქტიურდნენ. ამის რაღაც მცირე ინდიკატორები არსებობდა თუმცა განსაკუთრებული არაფერი. კლასიკურ ისლამურ ტერორიზმს ეს არ გავს ცალსახად, არანაირი პირდაპირი მინიშნება არ არსებობს, თუმცა ყოველთვის რაღაც ახალი ხდება სამყაროში და ვერაფერს გამორიცხავ. 2. უკრაინა/რუსი მოხალისეები უკრაინის მხრიდან - ბუნებრივია, უკრაინას რუსეთის იძულება უნდა შეწყვიტოს ომი და წავიდეს უკრაინიდან. ტერორიზმი თეორიულად შეიძლება იყოს ამისკენ გზა, თუმცა ამ ტიპის მოქმედება არ მესმის რა შედეგს უნდა იძლეოდეს. ამან კამპანიური ხასიათი თუ მიიღო, ჰა ჰა რაღაცაზე შეიძლება იფიქრო, თუმცა ძალიან ნაკლებ სავარაუდოა.ამის საპირისპიროდ უკრაინული კვალი რუსულ საზოგადოებას უფრო გააერთიანებს უკრაინის წინააღმდეგ და ეგ ნამდვილად არ უნდათ კიევში. არ ვიცი, მე ეს უაზრობა მგონია. 3. რუსული ოპოზიცია/წინააღმდეგობა - თეორიულად შეიძლება იწყება წინააღმდეგობის მოძრაობა რუსეთში პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ. ამ დროს გაუგებარია რატომ იწყებ სრულიად უდანაშაულო ხალხით? კაი, სოფთ თარგეთია, მაგრამ თუ ისევ ამ ხალხის მართვას აპირებ საბოლოოდ, რატო უნდა გააკეთო ეს? აქაც არ ლაგდება ლოგიკა. რამე სამთავრობო ღონისძიება რომ ყოფილიყო, ძალოვნები, პოლიტიკოსები, ელიტა, კიდე გავიგებდი ლოგიკას. კიდევ ვარიანტია უბრალოდ გაგიჟებული ადამიანების მიერ ჩადენილი, დავუშვათ ვინც ფრონტიდან დაბრუნდა რომელსაც ფრონტის ტრავმა აქვს და კრიშა პაეხალა. თეორიულად დავუშვათ, მაგრამ ასეთი ორგანიზებული და ამდენი ადამიანი ჩართული, ასე ეფექტურად მიმალვა? არ ახასიათებს ამ ტიპის მოქმედებებს ასეთი დასასრული და ასეთი გათვლილი ნაბიჯები. არც დიდად ჯგუფურობა. სადღაც შეიძლება დაუშვა რომ ესენი იყვნენ ფრონტიდან დაბრუნებული ადამიანები, რომლებიც ითხოვენ ომის დასრულებას ასეთი სისხლიანი ფორმით, აჩვენებენ ხალხს რა ხდება ფრონტზე და რომ ეს საშინელებაა. არ ვიცი...
نمایش همه...
👍 16 1
ბოლოს რჩება რომ თავად სპეცსამსახურებმა მოაწყეს რაღაც მიზნით. ამბობენ ვითომ მობილიზაციისთვისო. ნუ მობილიზაციისთვის თუ კეთდება ეს მაშინ ცალსახად უკრაინას უნდა დაბრალდეს და ეს გამოჩნდება მალევე. აბა ახლა ისლამისტები თუ იყვნენ უკრაინის წინააღმდეგ საომრად რატო უნდა წახვიდე? თუმცა ახლა რუსებს ბევრი ადამიანის აღჭურვის და ქვედანაყოფის დაკომპლექტების შესაძლებლობა შეზღუდული აქვთ. წესით ისეთი რაოდენობა ჭირდებათ ხალხის, რომ ამ ტრაგედიის გარეშეც უპრობლემოდ შეძლებენ გარეკვას. ახლა ომის პრეტექსტს რომ ეძებდნენ კიდევ ხო. არ ვიცი ლოგიკაში არ ჯდება თორე პუტინს ახლა ნამუსი არ შეაწუხებს ნამდვილად. აქაც ვერ ლაგდება ლოგიკა. დავუშვათ უფრო ძლიერად და დაუნდობლად შეუტევენ უკრაინას? რავი მეტი რა უნდა ქნან, ბირთვულის გარდა ყველაფერს აკეთებენ. რა ან ვინ უშლით ხელს უფრო მასშტაბურ შეტევაში? არავინ გარდა უკრაინის არმიისა. ასე რომ აქაც არ მესმის აზრი. მუსლიმურ კავკასიას შეუტიონ უნდათ და ამიტომ მოაწყეს და მათ დააბრალებენ? რა ვიცი, უკრაინაში ძლივს ხარ და ახლა კიდე სხვა ფრონტი დაიმატო? სიგიჟეა! ნუ სადღაც სადღაც ჩნდება აზრი რომ სპეცსამსახურების რაღაც ერთი სეგმენტი ამღრვევს წყალს ქვეყანაში. ვერ გამოვრიცხავთ, თუმცა არც რაიმე საფუძველი გვაქვს. მოკლედ ჯერ-ჯერობით არ ლაგდება ლოგიკა. მეორეცაა, სადაც პუტინია, იქ რაციონალური ლოგიკის ძებნა ცოტა უმადური საქმეა. ამ ლოგიკით უკრაინის წინააღმდეგ ომი არ უნდა დაეწყო. ასე რომ იუ ნევერ ნოუ. რაც მთავარია, მუცლით მეზღაპრეებს ერიდეთ და ეცადეთ მაინც რაციონალურად იმსჯელოთ, ამ ეტაპზე სხვა არაფერი დაგვრჩენია
نمایش همه...
👍 47 1
სალამი. სამწუხაროდ ვერ ვიცლი ვრცელი პოსტებისთვის. ამიტომ ამ ეტაპზე კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავიდეთ. ახლა მზად ვარ ვუპასუხო კითხვებს, გისმენთ!
نمایش همه...
👍 28 1
ამერიკაში ტრამპმაც რომ გაიმარჯვოს, ეს ევროპელებს აიძულებთ მეტი ფული ჩადონ თავდაცვაში და მეტად იყვნენ საკუთარ თავის იმედზე, რადგან პუტინის რუსეთისადმი ნდობა, ვფიქრობ საბოლოოდ დასრულდა. მოკლედ, მთლიანობაში ამ ამბის ყველაზე საკვანძო მომენტი აშშ-ს არჩევნები იქნება. სწორედ იქ გადაწყდება რა მიმართულებით განვითარდება სიტუაცია. თუმცა, სულ რომ შეწყდეს ამერიკული მხარდაჭერა, ვფიქრობ ევროპელები იმდენს მაინც მოახერხებენ, რომ უკრაინამ წინააღმდეგობა გააგრძელოს, ჩასანგრდეს და რუსებს სერიოზული წინსვლის საშუალება არ მისცეს. P.S. რაც აქ ვერ მოხვდა, შემდეგ პოსტებში დავწერ, მათ შორის 2024 წელის სცენარებზე. კითხვებზეც გიპასუხებთ კომენტარებში Waralytics
نمایش همه...
👍 85 6🤡 1
შემაჯამებელი პოსტი 2 თვიანი პაუზის შემდეგ შესავალი მოდი დავიწყოთ ბოდიშით. გაუმართლებლად დიდი ხნით გავქრი, ობიექტური და სუბიექტური მიზეზებით. დატვირთული გრაფიკის გამო ვეღარ ვახერხებ ხშირად წერას, თუმცა ახლა ვეცდები ორშაბათის გარკვეული ნაწილი დავუთმო ხოლმე ამ ამბებს. ახლა დავიწყოთ არსებული ვითარების შეფასებით და დავფაროთ პერიოდი, რაც პოსტი არ დამიწერია. ბოლო პოსტი ზუსტად 29 ნოემბერს დამიწერია, ანუ 2 თვის წინ. ოპერატიული ვითარების აღწერა ფრონტი, ამ ეტაპზე, დიდწილად სტატიკურია. უკრაინული კონტრ-შეტევის წარუმატებლობის შემდეგ, შეტევა რუსულმა ძალებმა წამოიწყეს და რამდენიმე მიმართულება აირჩიეს - კუპიანსკი, ბახმუტი, ავდიივკა და კონტრ-შეტევისას უკრაინის მიერ დაკავებული მცირე ტერიტორია რობოტინოსთან. ახლა სათითაოდ მიმოვიხილოთ ეს მიმართულებები. კუპიანსკზე შეტევას რუსები ჩრდილოეთიდან ცდილობდნენ. ეს არეალი კარგადაა გამაგრებული და რუსებს დიდი წარმატებები არ ჰქონიათ. მოგვიანებით დაიწყო შეტევა სამხრეთიდან და იკვეთება, რომ რუსები ახლა თავისი კლასიკური სცენარის გათამაშებას აპირებენ - ქალაქის სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან შემორტყმის მანევრის განხორციელება და ქალაქის მომარაგების ხაზებისთვის საფრთხის შექმნით უკრაინის ძალების იძულება, დატოვონ ქალაქი. იგივე სცენარი განხორციელდა ბახმუტში და ხორციელდება ავდიივკაში. თუმცა, აქამდე ჯერ საკმაოდ შორია კუპიანსკის შემთხვევაში. ამ ეტაპზე, რუსებმა დაიკავეს რამდენიმე უმნიშვნელო მცირე დასახლებული პუნქტი სამხრეთით. ბახმუტის შემთხვევაში, რუსებმა დაიბრუნეს უკრაინის მიერ გათავისუფლებული ტერიტორიის ნაწილი და ცდილობენ კლიშეევკაც დაიბრუნონ, ჯერჯერობით უშედეგოდ. პერსპექტივაში, შეტევის ჩასივ იარზე გაგრძელებაა სავარაუდოდ რუსების გეგმა, თუმცა ამ ეტაპზე ამაზე საუბარი ადრეა. რაც შეეხება ავდიივკას, ის ბევრი თვის მანძილზე იყო ნახევრად ალყაში. უკრაინული კონტრ-შეტევის დასრულების შემდეგ, როგორც ჩანს რუსულ მხარეს რაიმე წარმატების დემონსტრირება უნდოდა და ყველაზე მოწყვლად მიმართულებად ეს იქნა მიჩნეული. ფაქტია, რომ თვეების მანძილზე რუსების უდიდეს ძალისხმევაა ამ მიმართულებაზე კონცენტრირებული, თუმცა ქალაქის აღება ვერ ხერხდება. არის წინსვლა ამ მიმართულებით, თუმცა ჯერჯერობით უკრაინული ძალები აქ რჩებიან. რობოტინოს გარშემო რუსებმა დაიბრუნეს გარკვეული ტერიტორიები, მათ შორის სამხრეთში, ნოვოპროკოპივკასა და ვერბავოეს შორის. ეს არის ტრიალი მინდვრები და იდეაში მოცემულ მომენტში ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. უკრაინელები ამ ეტაპზე ერთადერთი მიმართულებით აქტიურობენ მეტ-ნაკლებად და ეს არის დნეპრის მარცხენა სანაპირო. თვეებია იქ უკრაინელებს შექმნილი აქვთ პლაცდარმი, რომლის გაფართოვებასაც ცდილობენ. ამ პლაცდარმის ლიკვიდაციას ცდილობენ რუსები, მაგრამ მარჯვენა სანაპიროდან უკრაინული არტილერია ამის საშუალებას არ აძლევს. ეს მიმართულება პერსპექტიულია, თუმცა არა ამ ეტაპზე. სამომავლოდ, შესაძლოა რამე საინტერესო გამოდნეს აქედან, სხვა მხარდამჭერი გარემოებების შექმნის შემთხვევაში. ოპერატიული ვითარების შეფასება ბოლო ორი თვეა ფრონტზე ინიციატივას რუსული მხარე დაეუფლა - ეს უდავოა. საკითხავია, რას გამოწურავს ამ ინიციატივიდან რუსული გენშტაბი. გამოცდილებით ვიცით, რომ ხშირად ვერც ვერაფერი გამოუწურავს ოპერატიული თვალსაზრისით, თუმცა საბრძოლო მოქმედებები ხშირად მხოლოდ რუკაზე ფერების შეცვლით არ გამოიხატება. წინა ზამთრის კამპანიამ აშკარად ხელი შეუშალა უკრაინას ძალების დაგროვებაში, რამაც გავლენა კონტრ-შეტევაზე მოახდინა. მე მტკიცებას არ დავიწყებ, რომ არა 2022-2023 წლის ზამთრის კამპანია, უკრაინა კონტრ-შეტევისას წარმატებას მიაღწევდა. თუმცა, როგორც ერთ-ერთი ფაქტორი, შეიძლება ვახსენოთ. საბოლოო ჯამში, ოპერატიული მიდგომის ეფექტიანობა, ოპერატიული ამოცანებიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს. რუსული მხარის ოპერატიული ამოცანა 100%-ით არ ვიცი რა არის, თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ არსებული შესაძლებლობებიდან, განცხადებებიდან, მოქმედებებიდან და ა.შ. გამომდინარე. მოკლევადიან პერსპექტივაში, რუსეთის ამოცანაა: · არ მისცეს უკრაინას შესაძლებლობა “ამოისუნთქოს“ და მშვიდად გადაჯგუფდეს; · არ მისცეს საშუალება უკრაინას დაზოგოს საბრძოლო მასალები, დასავლური სამხედრო მხარდაჭერის ვადების და მოცულობის ბუნდოვანების პირობებში; · ტაქტიკურ დონეზე გაიუმჯობესოს პოზიციები; · უკრაინაში მობილიზაციის ახალ ტალღამდე და შემდეგ ახალი მობილიზებულების ფრონტზე გამოჩენამდე, მაქსიმალურად მეტი ტერიტორია დაიკავონ. საშუალოვადიან პერსპექტივაში, რუსეთის ამოცანაა:
نمایش همه...
👍 32
· დაშალოს აღმოსავლეთის ფრონტი რამდენიმე ნაწილად და შეძლოს ოპერატიული დონის იერიშის განხორციელება; · დაიკავოს სლავიანსკი/კრამატორსკის აგლომერაცია და შექმნას დნიპროსა და ხარკოვზე შეტევის წინაპირობები. გრძელვადიან პერსპექტივაში, რუსეთის ამოცანაა: · სრულად დაიკავოს დნეპრის მარცხენა სანაპირო. რუსეთის ამჟამინდელი ოპერატიული მიდგომა პასუხობს მოკლევადიან ამოცანებს, საშუალო და განსაკუთრებით გრძელვადიანი ამოცანისთვის კი ნაკლებ რელევანტურია. თუმცა, რუსეთის მოქმედებების გარდა არსებობს ბევრი სხვა ფაქტორი, რომლებიც გავლენას ახდენენ უკრაინის რეზისტენტულობაზე და ამ ფაქტორებზე ქვემოთ ვისაუბრებთ. სტრატეგიული/პოლიტიკური ვითარება ომის საწყისი თვეების მერე, უკრაინისთვის ახლა ყველაზე რთული ვითარებაა, პოლიტიკური კუთხით. თავი იჩინა დასავლეთში „ომით დაღლილობამ“ და ბევრმა ისეთმა ფაქტორმა, ერთი შეხედვით რომ არ ჩანდა. პოპულისტურმა ჯგუფებმა უკრაინის მხარდაჭერის თემა ხელზე დაიხვიეს, რაშიც წარუმატებელი კონტრ-შეტევაც დაეხმარათ და მაქსიმალურად ხელს უშლიან დახმარების გაგრძელებას. ბუნებრივია, ამაში წვლილი უკრაინის მხარდამჭერი პოლიტიკური ჯგუფების უხარისხო სტრატეგიულ კომუნიკაციასაც მიუძღვის. ამას ემატება უკრაინაში ობიექტურად არსებული კორუფცია, რუსული დაზვერვის და საინფორმაციო ოპერაციების მუშაობა და ჯამში მივიღეთ ვითარება, რაც მივიღეთ. ფულის და იარაღის წყარო ძირითადად, ორია - ევროკავშირი და აშშ. აშშ-ში ახლა რესპუბლიკელები ბლოკავენ $60 მილიარდიან პაკეტს და აპირებენ ამ პაკეტის მხარდაჭერა გაცვალონ მიგრაციის შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებაში (თუმცა, ტრამპი ამაზეც არაა თანახმა). ევროპაში ძირითადად პრობლემა ორბანშია, თუმცა არამხოლოდ. ორბანზე ბერკეტები ევროკავშირსაც აქვს და გამოყენების მზაობაც იკვეთება. უახლოეს დღეებში წესით ეს საკითხი გადაწყდება. აქედან უკრაინა წლების მანძილზე დაახლოებით €50 მილიარდს მიიღებს. ამ დახმარებების მიღება უკრაინას ძალიან სჭირდება და ეჩქარება და იმედი ვიქონიოთ, რომ საკითხი მალე გადაწყდება. უფრო გრძელვადიანი პრობლემაა მემარჯვენე პოპულისტების გაძლიერება ევროპულ ქვეყნებში, იქნება ეს სლოვაკეთი, ნიდერლანდები, თუ სხვები. წელს კიდევ ბევრი არჩევნები იქნება, ეროვნულიც და ევროპარლამენტისაც. ვნახოთ რამდენად შორს წავა მემარჯვენეების გაძლიერება. თუმცა მემარჯვენე ცალსახად უკრაინის მოწინააღმდეგეს არ ნიშნავს, ასე მარტივად არაა ყველაფერი. მოკლედ, ომი უკრაინაში ძალიან მასშტაბური მოვლენაა და დიდი გავლენა მოახდინა პირველ რიგში ევროპულ, ამავდროულად ამერიკულ პოლიტიკაზე. ის უპრეცედენტო ერთიანობა, რაც დასავლეთში არსებობდა ომის საწყის ეტაპზე, თუნდაც წინა წელს სრულიად წარმოუდგენელი იყო. ამ ერთიანობის გარკვეული შერყევა დროთა განმავლობაში არაა გასაკვირი, ემოციებმა გადაიარა და ომი რუტინაში გადავიდა. ამავდროულად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ომმა მოიტანა ნატოში 2 ძლიერი წევრის მიღება, სამხედრო ინდუსტრიების ამუშავება, სამხედრო ბიუჯეტების ზრდა და ა.შ. და ეს პროცესი უკრაინის მხარდაჭერის ხარისხის მიუხედავად, უახლოეს მომავალში შეუქცევადი იქნება. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში. ტრამპის არჩევის შემთხვევაში, რისი შანსიც იმაზე ნაკლებია, ვიდრე ცდილობენ წარმოაჩინონ, თუმცა არც ისეთი დაბალია, თავი რომ დაიმშვიდოს ვინმემ, რა პოლიტიკას გაატარებს ის უკრაინის კონფლიქტთან მიმართებაში, უცნობია. ნუ სულ მცირე ჩემთვისაა უცნობი. ნიკი ჰეილის და ბაიდენის შემთხვევაში, მეტ-ნაკლებად გასაგებია რასაც უნდა ველოდოთ და ეს უკრაინისთვის სასიკეთო სცენარია. რაც შეეხება რუსეთს. ფაქტია, რომ პუტინმა სიტუაციის დაჭერა შეძლო. დალაგდა სამხედრო მრეწველობის ტემპები, ეკონომიკა გარეგნულად ბევრად კარგად გამოიყურება ვიდრე რეალურად არის, თუმცა ჩამოშლა ამ ეტაპზე ნაკლებ სავარაუდოა, თუ რაიმე მიზეზით ნავთობის ფასი სულ მცირე, არ განახევრდა. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასეთი რეჟიმები როგორც წესი მოულოდნელად, ინდიკატორების გარეშე ფეთქდება ხოლმე. ამ ეტაპზე, ტაქტიკურად, რუსეთი უფრო მომგებიან ვითარებაშია, თუმცა სტრატეგიულად მე ვერ ვხედავ მისი გამარჯვების კონტურებს. რაიმე ქალაქის ან ტერიტორიის დაკავება რუსეთს ვერ მისცემს ვერანაირ რეალურ წარმატებას, გარდა საინფორმაციო ხმაურისა. ისიც ფაქტია, რომ პუტინმა ევროპა რეალურად შეაშინა, რამაც დაასრულა საუბრები ევროპის სტრატეგიულ ავტონომიასა და აშშ-სგან დისტანცირებაზე.
نمایش همه...
👍 36 4 1🤡 1
👍 13 1
სალამი. გიზიარებთ Georgian Center of Strategy and Developement-ის პუბლიკაციას - "ნატო უსაფრთხოების ახალ გარემოში" 📚პუბლიკაციაში, რომლის პირველი ნაწილის ავტორიც მე ვარ, გაეცნობით ექსპერტთა შეფასებებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა: შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურა რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, ნატოს ღია კარის პოლიტიკა და მისი შეკავების პოლიტიკის ტრანსფორმაცია, უკრაინის მოვლენების გავლენა საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე და ბალტიისპირა ქვეყნების შეიარაღების მოდერნიზაცია. ამასთან, პუბლიკაცია მოიცავს სტუდენტების მიერ კვლევითი კონკურსის ფარგლებში მომზადებულ ნაშრომებს ალიანსის გარშემო აქტუალურ საკითხებზე. 🖇პუბლიკაცია მომზადდა პროექტის „უკეთ გავიცნოთ ნატო - ფაზა II” ფარგლებში, რომელსაც GCSD, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების მხარდაჭერით ახორციელებს. https://gcsd.org.ge/storage/files/doc/NATO%20Publication_final.pdf?fbclid=IwAR0lrP0jo7-EYI6LJk7DeRzC6KQ4U2s4atq5OqVcoiBv1CgTWCQt6z1IQ5U
نمایش همه...

👍 38
დღეს ვუპასუხებ კითხვებს ისრაელ-ჰამასის თემაზე, რადგან ბევრი კითხვა მივიღე ამ საკითხთან დაკავშირებით. ოღონდ, იმ დათქმით, რომ არც არაბისტი ვარ, არც ახლო აღმოსავლეთის სპეციალისტი (ეს არ ნიშნავს რომ ამ თემაზე არაფერი ვიცი)
نمایش همه...
👍 29 5
ზაფხული-შემოდგომის კამპანიის შეფასება ბოლო პერიოდში არ მქონდა დრო და საშუალება პოსტების წერისთვის, რისთვისაც ბოდიშს გიხდით კიდევ ერთხელ. ამ პოსტით მე შევაჯამებ მთლიანად ზაფხულსა და შემოდგომაზე ფრონტზე განვითარებულ მოვლენებს და მივცემ მათ კონტექსტს, დავწერ რაში შევცდი, რაში მართალი ვიყავი და ვეცდები გავიხედო მომავალი გაზაფხულისკენაც. ამ ყველაფერზე საუბრისას პოლიტიკასაც ვერ ავცდებით, რადგან ველზე მიმდინარე მოვლენები პოლიტიკაზე აისახება და პირიქით. მოკლედ, წლის დასაწყისიდან უკრაინული მხარე აანონსებდა კონტრ-შეტევას ზაპოროჟიეს ოლქში, რომელსაც უნდა გაეწყვიტა რუსების ლოგისტიკური დერეფანი ყირიმამდე და ეს პრაქტიკულად რუსების ომში დამარცხებას გამოიწვევდა. ამისთვის ინტენსიურად მზადდებოდა ძალები როგორც უკრაინაში, ასევე ევროპის სახელმწიფოებში. სულ საუბარი იყო დაახლოებით 16 ბრიგადაზე. უკრაინას გადაეცა შეიარაღება, მათ შორის არტილერია და ჯავშანტექნიკა ამ ბრიგადების დასაკომპლექტებლად. ბრიგადების მომზადება რამდენიმეთვიანი იყო, რაც იმთავითვე ცნობილი იყო რომ საკმარისი არ არის ბრიგადის რეალური ჩამოყალიბებისთვის. ამის ნიველირებისთვის ხდებოდა გამოცდილი ოფიცრების გადანაწილება სხვა საბრძოლო ქვედანაყოფებიდან. ამასობაში რუსეთიც ემზადებოდა თავდაცვისთვის. აშენდა ასეულობით კილომეტრზე გადაჭიმული თავდაცვითი ნაგებობები, 2-3 ეშელონად. საინჟინრო მომზადებაში გაერთიანდა თხრილები, მიწაყრილები, დაცული საცეცხლე წერტილები, ნაღმური ველები, ბლინდაჟები და ა.შ. უკრაინამ მიიღო დიდი რაოდენობით 155 მმ-იანი ლულიანი არტილერია, რომელიც თავისი მახასიათებლებით სჯობნიდა რუსულს და ამან მისცა საშუალება უკრაინულ ძალებს კონტრ-ბატარეულ ბრძოლაში უპირატესობა მოეპოვებინა სამხრეთში. უკრაინამ ვერ მიიღო ATACAMS ტიპის რაკეტები 160-300 კმ რადიუსით. სამაგიეროდ, მიიღო Storm Shadow ტიპის ფრთოსანი რაკეტები ბრიტანელებისა და ფრანგებისგან, რომლებიც საშუალებას იძლეოდა განხორციელებულიყო დარტყმები პრაქტიკულად სრულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს რაკეტები მოდიფიცირებულ Су-24 ტიპის საფრონტო ბომბდამშენებზე დაეკიდა. სამაგიეროდ, უკრაინამ ვერ მიიღო ავიაცია, რომელსაც საკვანძო მნიშვნელობა აქვს შეტევითი ოპერაციებისთვის ორი ძირითადი კუთხით - ძალთა დაცვა და ცეცხლი. ანუ, ერთი, რომ ავიაცია დაეხმარებოდა უკრაინას შეტევისას მოწინააღმდეგის ავიაციის ზემოქმედებისგან თავდაცვაში, ამავდროულად კი განახორციელებდა შეტევაში წასული ქვედანაყოფების საცეცხლე მხარდაჭერას. ამ ორი პრობლემის ნიველირება გადაწყდა ერთი მხრივ არტილერიით, მეორე მხრივ კი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით. სამწუხაროდ, უკრაინამ ვერ მიიღო საკმარისად ბევრი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალება, რუსეთი კი მუდმივად ცდილობდა მიეყენებინა დარტყმები უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში, რადგან ეიძულებინა კიევი საკუთარი საშუალებების დიდი ნაწილი ქალაქების დასაცავად ზურგში დაეტოვებინა. რუსული ავიაცია განსაკუთრებით დიდი პრობლემა გახდა მას შემდეგ, რაც რუსებმა დანერგეს პლანირებადი ავიაბომბების გამოყენება. იქამდე, რუსები უმართავ ბომბებს მხოლოდ ფრონტის ხაზთან ახლოს იყენებდნენ, რადგან უფრო ღრმად შესვლის შემთხვევაში, უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა თვითმფრინავებს ანადგურებდა. შესაბამისად, რუსებს უწევდათ გამოეყენებინათ მხოლოდ დეფიციტური ფრთოსანი რაკეტები. მათი წარმოება ნელი და ძვირია. რუსებმა შექმნეს მოდული, რომელიც ძველ უმართავ ავიაბომბებზე მაგრდება, მას აქვს ფრთები და საჭე და გაშვების მერე დაახლოებით 60 კმ-ზე მიფრინავს, მეტ-ნაკლებად ზუსტადაც. შესაბამისად, ეს ბომბები უკრაინული შეტევისთვის დიდ პრობლემად იქცა. ახლა გადავიდეთ შეტევის ვარიანტებზე. მე ადრეც ვწერდი და ახლაც ამ აზრზე ვარ - ვფიქრობ რომ უკრაინა შეტევას სვატოვე-სტარობელსკის მიმართულებით გეგმავდა. ამის მიზეზი რამდენიმეა - უკრაინას უნდოდა რომ ისევ შეცდომაში შეეყვანა რუსები, რომლებიც ზაპოროჟიეს მიაყრიდნენ ძალებს და ნახსენები მიმართულება დაუცველი დარჩებოდა. ამ მიმართულებაზე რუსების თავდაცვითი ნაგებობები არ იყო ისე ძლიერი როგორც სამხრეთში. შესაბამისად, უკრაინა შეძლებდა დამატებითი ტერიტორიების დაბრუნებას და მოემზადებოდა გაზაფხულზე სამხრეთში შეტევისთვის იმ იმედით, რომ იქამდე F-16 და ATACAMS მიიღებდა.
نمایش همه...
👍 29 6