Georgia First NEWS
رفتن به کانال در Telegram
ამბები, ფაქტები და პოზიციები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან პოლიტკორექტულობას და ლიბერალურ დღის წესრიგს. Facebook - facebook.com/geofirstnewsofficial Website - geo-first.com Insagram - instagram.com/geofirstnews/ Youtube - youtube.com/@geofirstnews
نمایش بیشتر2 985
مشترکین
+124 ساعت
+77 روز
+2130 روز
آرشیو پست ها
2 985
აშშ-მა სირია 47 წლის შემდეგ ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიიდან ამოიღო
აშშ-მა სირია ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიიდან ამოიღო. ამ გადაწყვეტილებით წერტილი დაესვა 1979 წლიდან მოქმედ სტატუსს და მოიხსნა ის, რასაც დამასკო უცხოური ინვესტიციების გზაზე ბოლო სერიოზულ ბარიერად მიიჩნევდა.
სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს სტატუსი 24 აგვისტოს გააუქმა, მას შემდეგ, რაც კონგრესის განხილვის 45-დღიანი ვადა ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე ამოიწურა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესს თავისი განზრახვის შესახებ ჯერ კიდევ 8 ივლისს აცნობა.
🔗 ვრცელი სტატია
geofirstnews გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე
2 985
ტარიფები, ჩიპები და ტაივანი: გეოპოლიტიკური ჭადრაკი აშშ-სა და ჩინეთს შორის
სრული გადაცემა 🔗 https://youtu.be/ueCzeKl2ASQ
🎙 კონსერვატიული პორტალი „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ წარმოგიდგენთ ისტორიკოს ნუკრი შოშიაშვილის გადაცემათა ციკლს - „მილენიალი“
2 985
დასავლელი მოკავშირეები კიევში ამჯერად კიდევ უფრო მეტი დაპირებით ბრუნდებიან
„მზადყოფნის კოალიცია“ ამ ორშაბათს კიევში კვლავ იკრიბება. დღის წესრიგი უცვლელია: მეტი იარაღი, მეტი სანქცია რუსეთს და უსაფრთხოების ახალი გარანტიები უკრაინას.
სიმბოლურად, დამოუკიდებლობის დღეს დაგეგმილ შეხვედრას 30-ზე მეტი ქვეყანა ესწრება, ხოლო პროცესს გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და გერმანია თანათავმჯდომარეობენ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონკრეტული მოთხოვნა წამოაყენა: უკრაინას ზამთრამდე სულ მცირე 300 დამატებითი საჰაერო თავდაცვის რაკეტა სჭირდება. პრეზიდენტის თქმით, კიევმა Patriot-ის სისტემისთვის 2023 წელს 675 რაკეტა მიიღო, 2025 წელს – 364, ხოლო 2026 წლის განმავლობაში მხოლოდ 264-ის მიღებას ელის. ეს ნაკადი იმ ფონზე მცირდება, როცა რუსეთი ბალისტიკურ რაკეტებსა და დრონებს სულ უფრო ინტენსიურად იყენებს.
🔗 ვრცელი სტატია
geofirstnews გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე
2 985
ბერლინი უარს ამბობს ტრადიციულ პოლიტიკურ ელიტაზე: სექტემბრის არჩევნების წინ AfD და Die Linke დომინირებენ
ბერლინი, ხელახალი გაერთიანების შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე დაქსაქსული არჩევნებისკენ მიემართება. ამ ფონზე რადიკალურად განწყობილი „მემარცხენეები“ (Die Linke) და მემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) პოზიციებს იმყარებენ, ხოლო ტრადიციული პარტიები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში დომინირებდნენ დედაქალაქში, გავლენას კარგავენ.
t-online-ის მიერ შაბათს გამოქვეყნებული Forsa-ს გამოკითხვით, Die Linke 22%-ით პირველ ადგილზეა და იგი ოთხი პროცენტით უსწრებს როგორც ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს (CDU), ისე AfD-ს, რომელთაც 18-18% აქვთ. „მწვანეები“ (Die Grünen) 16%-ზე არიან, ხოლო სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD) − მხოლოდ 12%-ზე.
🔗 ვრცელი სტატია
geofirstnews გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე
2 985
ის, რასაც ახლა ვხედავთ, არის მსოფლიო, რომელსაც ბალანსი სწყურია. ხოლო მრავალი ქვეყნის პერსპექტივიდან, და არა მხოლოდ გლობალური სამხრეთისა, აშშ არის ქვეყანა, რომლის დაბალანსებაც ყველაზე მეტადაა საჭირო
სრულიად გაოგნებული ვარ იმ ოფიციალურ პირთა რაოდენობით, რომლებიც, მართალია სიმპათიით არ არიან განწყობილები ირანის ან ისლამური რესპუბლიკის მიმართ, თუმცა პირად საუბრებში შვებით აღნიშნავენ თეირანის წარმატებას აშშ-ისრაელისა და ისრაელის აგრესიის წინააღმდეგ.
იმის გათვალისწინებით, რომ ამ ოფიციალური პირებიდან მრავალი წარმოადგენს ქვეყანას, რომელიც მყარად დგას აშშ-ის გვერდით და სერიოზული პრობლემები აქვს ისლამურ რესპუბლიკასთან, ეს „ჩუმი ქომაგობა“ ირანის მიმართ ბევრ რამეს გვეუბნება გლობალური მდგომარეობის შესახებ.
🔗 ვრცელი სტატია
geofirstnews გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე
2 985
აშშ-ში ბოლო 10 წლის განმავლობაში 31 ყოფილი კანონმდებელი და მაღალჩინოსანი შეუერთდა სამხედრო კონტრაქტორებს
ბოლო ათწლეულის განმავლობაში, კონგრესის 31 ყოფილმა წევრმა და მაღალჩინოსანმა დატოვა კაპიტოლიუმის ბორცვი და შეუერთდა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს ლობისტებად ან კონტრაქტორებად, ნათქვამია „ატომური მეცნიერების ბიულეტენის“ ახალ ანგარიშში.
ანგარიშში დასახელებული 21 კანონმდებელი მსახურობდა წარმომადგენელთა პალატის ან სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში, საკანონმდებლო ორგანოებში, რომლებიც ადგენენ პენტაგონის ყოველწლიურ პოლიტიკას ყოველწლიური ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის მეშვეობით. გარდა ამისა, ანგარიშში დასახელებულია კომიტეტის 10 ყოფილი მაღალჩინოსანი, რომლებიც გადავიდნენ იარაღის ინდუსტრიის ლობისტების პოზიციაზე.
🔗 ვრცელი სტატია
geofirstnews გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე
2 985
ახალი ირლანდიის რესპუბლიკური არმია სამოქალაქო ომის დაწყებით იმუქრება, თუ ყველა მიგრანტი ირლანდიიდან არ წავა
უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა საზოგადოება გააფრთხილეს, რომ „ახალი IRA“ (ირლანდიის რესპუბლიკური არმია) ირლანდიაში მიგრაციის გარშემო გაზრდილი დაძაბულობის სათავისოდ გამოყენებას ცდილობს და შესაძლოა ძალადობრივი კამპანია დაიწყოს, რომლის მიზანიც ქვეყნიდან მიგრანტების იძულებით გაძევება იქნება. დაზვერვის წყაროები შიშობენ, რომ დისიდენტური რესპუბლიკური ორგანიზაცია მიგრაციის გამო არსებული უკმაყოფილების გამოყენებას ცდილობს ხალხის გადაბირების მიზნით, რამაც შესაძლოა ირლანდიის საზღვრის ორივე მხარეს უსაფრთხოების სამსახურებისთვის კიდევ ერთი სახიფათო ფრონტი გახსნას.
🔗 ვრცელი სტატია
geofirstnews გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე
2 985
აშშ აცხადებს, რომ სრუტე ერთ დღეში 40-მა ტანკერმა დატოვა − მონიტორინგის სააგენტო კი ნულოვან მაჩვენებელს აფიქსირებს
ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, აშშ-მა ჰორმუზის სრუტის გავლით ერთ დღეში 40 გემის გატარება უზრუნველყო. თუმცა, ნაოსნობის საერთაშორისო მონიტორინგის სააგენტოს მონაცემებით, ამ წყლის გზით არცერთ გემს არ გაუვლია.
Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი წერს, რომ ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა მას პარასკევს დაუდასტურეს 40 ტანკერის უსაფრთხოდ გატარება, რომელთაც ჯამში 16 მილიონი ბარელი ნავთობი გადაჰქონდათ. ამის საპირისპიროდ, გლობალურმა ანალიტიკურმა პლატფორმა Kpler-მა, რომელიც ნაოსნობასა და ნედლეულის ბაზარს რეალურ დროში ადევნებს თვალს, იმავე დღეს სრუტედან ნავთობის გასვლა საერთოდ ვერ დააფიქსირა.
🔗 ვრცელი სტატია
geofirstnews გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე
2 985
„ევროპის გადარჩენის აქტმა“ 700 000 ხელმოწერა შეაგროვა, ორგანიზატორები კი ევროკავშირის სასამართლოში დავისთვის ემზადებიან
„ევროპის გადარჩენის აქტმა“ მისი შექმნიდან სამ თვეზე ნაკლებ დროში 700 000 ხელმოწერა შეაგროვა, რაც პანევროპულ, ანტიიმიგრაციულ და რემიგრაციულ კამპანიას სამიზნე ერთი მილიონ ნიშნულამდე კიდევ უფრო აახლოებს. მიუხედავად ამისა ევროკომისიამ უარი თქვა აქტის ოფიციალურად დარეგისტრირებაზე, როგორც ევროპის მოქალაქეთა ინიციატივის (ECI).
ნიდერლანდელმა აქტივისტმა და თანადამფუძნებელმა ევა ვლაარდინგერბრუკმა X-ზე საკუთარი გვერდის წარმატების შესახებ განაცხადა, რომ შემდეგი ნაბიჯები „მილიონი გამომწერი და სასამართლოსთვის მიმართვაა“ ბრიუსელის წინააღმდეგ.
🔗 ვრცელი სტატია
geofirstnews გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე
2 985
პეტრე მამრაძე: „ადრე გაშარჟება უჭირდათ, ახლა კი თავად პოლიტიკოსები ქმნიან შოუს“
სრული გადაცემა 🔗 https://youtu.be/ueCzeKl2ASQ
🎙 კონსერვატიული პორტალი „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ წარმოგიდგენთ ისტორიკოს ნუკრი შოშიაშვილის გადაცემათა ციკლს - „მილენიალი“
2 985
„ვოუქიზმის“ გარეშე არსებული მემარცხენეობის ილუზია
შეუძლია თუ არა ინტელექტუალურ ტრადიციას გამიჯნოს ის იდეები, რომელთა განვითარებაშიც მან წვლილი შეიტანა? ეს არის შეკითხვა, რომელიც ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ განხილულ პოლიტიკურ ესეიში, „მემარცხენეობა არ არის ვოუქისტური“, ჩნდება. მასში სიუზან ნეიმანი ამტკიცებს, რომ ვოუქიზმის ფენომენი არ წარმოადგენს მემარცხენეობის კულმინაციას, არამედ მის უარყოფას. თეზისი უდავოდ მიმზიდველია. ის საშუალებას იძლევა, შენარჩუნდეს განმანათლებლობის მემარცხენეების მორალური მემკვიდრეობა, ამავდროულად, იდენტობის პოლიტიკის ექსცესები მიეწერება საკუთარი ტრადიციისთვის უცხო გადახრას. თუმცა, დაისმის შეკითხვა, გაუძლებს თუ არა ეს ისტორიული რეკონსტრუქცია კრიტიკულ შემოწმებას იდეების ისტორიის შუქზე განხილვისას.
🔗 ვრცელი სტატია
geofirstnews გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე
2 985
„ნორდ სტრიმის“ აფეთქებაში ეჭვმიტანილი ამავე მოვლენაზე შექმნილი ფილმის გადასაღებ მოედანზე დააკავეს
„ნორდ სტრიმის“ გაზსადენების აფეთქებაში ეჭვმიტანილი უკრაინელი დივერსანტი იმ ფილმის გადასაღებ მოედანზე დააკავეს, რომელიც სწორედ ამ თავდასხმას ასახავს და რომელშიც მთავარ როლებს შონ პენი და ედრიენ ბროუდი ასრულებენ.
ვოლოდიმირ ჟურავლიოვი ხორვატიაში ოთხშაბათს გერმანიის მიერ გაცემული ევროპული დაპატიმრების ორდერის საფუძველზე დააკავეს; გერმანულ მხარეს მისი დაკითხვა სურს.
გერმანული გამოცემა Legal Tribune Online-ის ცნობით, იგი კონსულტანტად მუშაობდა ფილმზე − „გველების კუნძული“ (Snake Island), რომლის გადაღებებიც ზაგრებში დაიწყო, შემდეგ კი ქალაქ პულაში გაგრძელდა.
🔗 ვრცელი სტატია
geofirstnews გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე
2 985
დავით ზარდიაშვილი – ფეხბურთი და გეოპოლიტიკა: საკლუბო და სანაკრებო ფეხბურთის ნომოსი პოლიტიკური თეოლოგიის რაკურსით (შესავალი: სპორტის დესეკულარიზაცია და პოლიტიკური ონტოლოგია)
თანამედროვე გლობალურ მსოფლაღქმასა და კულტურაში ფეხბურთი დიდი ხანია გასცდა უბრალო გასართობი ინდუსტრიის ან სპორტის ვიწრო ფარგლებს. იგი გარდაიქმნა გლობალური ძალაუფლების, სუვერენიტეტის, კაპიტალისა და იდენტობის რეპროდუცირების მნიშვნელოვან ველად, განსაკუთრებით ისეთი საეტაპო მოვლენების დროს, როგორიც მუნდიალია. წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა და მის სპორტულ შედეგებთან ერთად გასააზრებელია ასევე თუნდაც გეოპოლიტიკური შედეგებიც. ამ თვალსაზრისით ფეხბურთის ფენომენის წმინდა სოციოლოგიური, კულტურული ან ეკონომიკური ანალიზი ოდენ ზედაპირული დარჩება, თუკი ყურადღებას არ დაუთმობს მის სიღრმისეულ, პოლიტიკურ-თეოლოგიურ სტრუქტურას.
🔗 ვრცელი სტატია
geofirstnews გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე
2 985
ვასილ პაპავა – ისრაელისა და თურქეთის ინტერესთა შეჯახება ასადის შემდგომ სირიაში
2026 წლის 18 აგვისტოს, ისრაელის საჰაერო ძალების მიერ სირიის ჩრდილო-დასავლეთით, იდლიბის პროვინციაში, აბუ-ედ-დუჰურის (აბუ-დუჰურის) სამხედრო აეროდრომზე განხორციელებული თავდასხმა მკაფიოდ ასახავს თურქეთსა და ისრაელს შორის მზარდ მეტოქეობას. ისრაელის ავიაციამ დაახლოებით რვა იერიში მიიტანა სამხედრო-საჰაერო ბაზის ტერიტორიაზე და ობიექტის საწყობებზე, რომლებიც თურქეთის საზღვრიდან დაახლოებით 70 კილომეტრში მდებარეობს. იერიშს მსხვერპლი არ ყოფილა, თუმცა ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზარალი, რომლის აღდგენაც ცოტა ხნის წინ დაიწყო, საგრძნობი აღმოჩნდა.
🔗 ვრცელი სტატია
@geofirstnews გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე
2 985
დავით ქართველიშვილი – კოდორის საჩუქარი
დღეს ბევრი უსამშობლო მოღალატე საუბრობს მოქმედი ხელისუფლების შესახებ, როგორც რუსეთის სამხედრო მანქანის „დონორზე“ და მაგალითად მოჰყავთ აფხაზეთში ჰუმანიტარული მისიით ჩატანილი 300 ტონა ბენზინი. ალბათ ჰგონიათ, რომ მათი ბელადის არ იყოს, ქართულ საზოგადოებასაც დემენცია დაემართა. თუ გვერდით გადავდებთ აშკარად პროპაგანდისტულ ციფრებს − მაგალითად, „1,5 მილიარდ დოლარს“ ან თითქოს დატოვებულ 250 ერთეულ გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს − და გაცილებით ფრთხილ მონაცემებს დავეყრდნობით, სურათი 2008 წლის საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის მაინც გამანადგურებელია.
🔗 ვრცელი სტატია
@geofirstnews გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე
2 985
დონალდ ტუსკი ტერორიზმს ახალისებს – მისი განცხადებით გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებაში ეჭვმიტანილები არ უნდა გაასამართლოს”
დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ გერმანიამ არ უნდა გაასამართლოს „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენების აფეთქებაში ბრალდებული ეჭვმიტანილები და დასძინა, რომ რუსული გაზის მილსადენების მშენებლებმა „უნდა იგრძნონ თავი შერცხვენილად და არა მათ, ვინც ეს მილსადენები გაანადგურეს“.
მისი განცხადებები მოჰყვა ოთხშაბათს ხორვატიაში უკრაინელი ეჭვმიტანილის დაკავებას 2022 წლის „ჩრდილოეთის ნაკადის“ საბოტაჟის საქმეში გერმანიის მიერ გაცემული ევროპული დაპატიმრების ორდერის საფუძველზე.
ეჭვმიტანილი, რომელიც გერმანელმა პროკურორებმა ვლადიმერ ზ.-დ ამოიცნეს, ადრე პოლონეთში 2025 წლის სექტემბერში დააკავეს, მაგრამ ვარშავის სასამართლომ უარი თქვა მის გერმანიაში ექსტრადირებაზე და მომდევნო თვეში მისი გათავისუფლებაც კი ბრძანა.
🔗 ვრცელი სტატია
@geofirstnews გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე
2 985
სტეპან ბანდერას აჩრდილი: ისტორიული დაპირისპირება პოლონეთსა და უკრაინას შორის ხელახლა გამწვავდა
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინასა და პოლონეთს – რუსეთთან ომში უკრაინის ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერს – შორის ურთიერთობები უჩვეულოდ დაიძაბა.
ურთიერთბრალდებების ხელახლა დაწყების მიზეზი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ივნისში მიღებული გადაწყვეტილება გახდა, რომლითაც ერთ-ერთ უკრაინულ სამხედრო დანაყოფს „UPA-ს გმირების“ სახელი მიენიჭა. UPA (უკრაინის ამბოხებულთა არმია) მეორე მსოფლიო ომის დროს უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაციის (OUN) შეიარაღებული ფრთა იყო.
🔗 ვრცელი სტატია
@geofirstnews გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე
