აშშ-ში, კონექტიკუტის შტატში სკოლის ექთანი ფეისბუქზე გამოქვეყნებული "ტრანსფობიური" პოსტის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. პოსტით ირკვევა, რომ 11 წლის სტუდენტი puberty blockers (გარდატეხის ასაკის შეჩერება/დაბლოკვისთვის განკუთვნილი ჰორმონები) იღებდა და კიდევ 12 სკოლის მოსწავლე თავს არაბინარული (არც ქალი და არც კაცი) თვლიდა, მასწავლებლები კი ბავშვებს ამის გასაიდუმლოებაში ეხმარებოდნენ.
სკოლის ექთნის თქმით, ამის გასაიდუმლოებაში ბავშვებს ეხმარებოდნენ მასწავლებლები, სოციალური მუშაკები და სკოლის ადმინისტრაცია.
"მეცნიერება გვეუბნება, რომ ბავშვის ტვინი 20 წლამდე და მერეც ჩამოყალიბების პროცესშია, შესაბამისად გვაქვს კანონები, რომელიც კრძალავს ალკოჰოლს, თამბაქოს, მარიხუანას. სამაგიეროდ დაშვებულია დაბნეული, ჯერ კიდევ გარდატეხის ასაკს მიუღწეველი ბავშვებისთვის ჰორმონების გაკეთება და თინეიჯერების გენიტალიების მუტილაცია. რა შეუსაბამობაა!" - წერს ფეისბუქზე ექთანი.
სკოლა გამოძიებას ატარებს, სკოლის ექთანს კი შეჩერებული აქვს მუშაობის უფლება.
ادامه مطلب ...