cookie

ما از کوکی‌ها برای بهبود تجربه مرور شما استفاده می‌کنیم. با کلیک کردن بر روی «پذیرش همه»، شما با استفاده از کوکی‌ها موافقت می‌کنید.

avatar

Artsakh Now / Karabakh Now - (არცახი / ყარაბაღი)

ინფორმაცია და ანალიზი

نمایش بیشتر
جورجيا363زبان مشخص نشده استدسته بندی مشخص نشده است
Advertising posts
146مشترکین
اطلاعاتی وجود ندارد24 ساعت
اطلاعاتی وجود ندارد7 روز
اطلاعاتی وجود ندارد30 روز
آرشیو پست ها
შეუძლებელია რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფა არცახის საკითხის სამართლიანი მოგვარების გარეშე: არმენ სარქისიანი სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მეგობრობასა და თანამშრომლობას მეზობელ საქართველოსთან. ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა განაცხადა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან თბილისში შეხვედრის შემდეგ და აღნიშნა, რომ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებს საუკუნეების ისტორია აქვს. „თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების განმტკიცება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა როგორც ჩვენი ქვეყნების, ასევე რეგიონის უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის”, – თქვა სარქისიანმა. მისი თქმით, ქართველ კოლეგასთან ერთად განიხილეს დღის წესრიგის საკითხების ფართო სპექტრი, რაც შეეხება ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და კულტურის და სხვა სფეროებს. სომხეთის პრეზიდენტის თქმით, თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს თანამედროვე ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, ბიოტექნოლოგიების, კიბერ უსაფრთხოების, სურსათის უვნებლობის სფეროებში. „ჩემს ქართველ კოლეგას წარვუდგინე სომხური მხარის მიდგომები და შეხედულებები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ. მე განსაკუთრებით ხაზგასმით აღვნიშნე, რომ შეუძლებელია რეგიონში ადგილობრივი მშვიდობის დამყარება, სტაბილურობის უზრუნველყოფა არცახის კონფლიქტის სამართლიანი მოგვარების გარეშე“, – აღნიშნა სარქისიანმა.
نمایش همه...
სომხეთის რესპუბლიკის სახალხო დამცველი მიმართავს საერთაშორისო სტრუქტურებს სომეხი ხალხის განცხადებების საფუძველზე სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველი არმან თათოიანი მიიჩნევს, რომ 12 აპრილს ბაქოში გახსნილი არცახის ომისადმი მიძღვნილი “პარკი” და აზერბაიჯანის პრეზიდენტის 13 აპრილის გამოსვლები გაჟღენთილია სომხეთისა და სომეხი ხალხის მიმართ სიძულვილითა და მტრული დამოკიდებულებით, ეს ფაშიზმის გამოხატულებაა. როგორც “არმენპრესი” იტყობინება, თათოიანმა ასევე აღნიშნა თავის Facebook გვერდზე, რომ ამ გამოსვლებში ხაზგასმული იყო აზერბაიჯანის ხალხის უპირატესობები (ზნეობა, ინტელექტუალური შესაძლებლობები და ა.შ.) სომხეთისა და არცახის მთელი მოსახლეობის ღირსების საზოგადოებრივი დამცირების ხარჯზე. ისტორიული ფაქტები აშკარად დამახინჯებული იყო. ”როგორც სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველი, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას არასდროს წარუმართავს სიძულვილის ან მტრობის სახელმწიფო პოლიტიკა აზერბაიჯანელი ერისა და აზერბაიჯანში მცხოვრები უბრალო ხალხის მიმართ. აზერბაიჯანის პრეზიდენტის გამოსვლების ამ ციტატებს ამჟამად თარგმნის სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველის აპარატი და გადაეგზავნება საერთაშორისო, მათ შორის ადამიანის უფლებათა სახელმწიფო სტრუქტურებს, რადგან ისინი გამოყენებული იქნება ჩვენს ანალიზში და ადამიანის უფლებათა დაცვისადმი მიმართულ წინადადებებში”, – თქვა თათოიანმა.
نمایش همه...
აივაზიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხეთის რესპუბლიკის პრინციპული პოზიცია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საბოლოო მოგვარების შესახებ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არა აივაზიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხეთის პრინციპული პოზიცია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საბოლოო მოგვარების საკითხთან დაკავშირებით. როგორც "არმენპრესი" იტყობინება, სომხეთის ეროვნულ ასამბლეაში აივაზიანი ამ საკითხს შეეხო, ფრაქცია “ჩემი ნაბიჯის” წევრის ტათევიკ ჰაირაპეტიანის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას. ”სომხეთის პრინციპული პოზიცია ცნობილია. კონფლიქტის საბოლოო მოგვარებად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ პოლიტიკური, მოლაპარაკებებით შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ყველას უფლებებს, რომელიც გადაწყვეტს არცახის სტატუსს თვითგამორკვევის უფლების რეალიზაციის საფუძველზე”, – აღნიშნა აივაზიანმა.
نمایش همه...
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გარკვეულ დიაგნოზს ხედავს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალის განცხადებებსა და საქციელში. "ეს განცხადებები არ არის ახალი, ისინი კეთდებოდნენ 2007-2011 წლებში, კეთდებოდნენ მუდმივად. ახლა შეიძინა ახალი სულისკვეთება. ვფიქრობ, ამ განცხადებებში დაისვა გარკვეული დიაგნოზი, რადგან მუზეუმიც კი შექმნა, სადაც დაღუპული ჯარისკაცების ცხედრებია გამოსახული.ამ ფონზე სურათის გადაღება და შემდეგ საერთაშორისო საზოგადოებისათვის ჩვენება ვფიქრობ, ეს გარკვეულ ფსიქოლოგიურ პრობლემასთანაა დაკავშირებული. ჩემი აზრით, ჩვენ არ უნდა განვეწყოთ აგრესიულად და ვიფიქროთ შურისძიებაზე, არამედ საჭიროა გამოვხატოთ თანაგრძნობა იმ ადამიანის მიმართ, ვიც ასე იქცევა. თუ არ ვცდები, იგნატ მამიანმა დაწერა ლექსი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ, რომელშიც ასეთი ძალიან კარგი სტროფი არის: "მე შენ არ მძულხარ, მე – მეცოდები, ისე როგორც საგიჟეში გამომწყვდეულ თავისთავის მაგინებელ გიჟს იცოდებენ გამვლელები და ნორმალურები". ვფიქრობ, ეს სტროფი არის ჩვენი საუკეთესო პასუხი ილჰამ ალიევისადმი დღეს", – თქვა მან.
نمایش همه...
დაკარგული აზერბაიჯანელი სამხედროების დედები კვლავ დახმარებას სთხოვენ ფაშინიანს აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეების დედები, რომლებიც არცახის წინააღმდეგ ომში უგზო -უკვლოდ დაიკარგნენ, დახმარებას სთხოვენ სომხეთის პრემიერ მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს. როგორც “ინფოტეკა 24” იუწყება, რომ სამხედრო მოსამსახურეების დედებმა საპროტესტო აქცია გამართეს პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ადმინისტრაციის შენობასთან. დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების მშობლებმა პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრა მოითხოვეს. ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის დედამ აღნიშნა, რომ მათ ხუთი თვის განმავლობაში არ აქვთ ინფორმაცია შვილების ბედზე და სომხეთისგან დახმარებას ითხოვენ. მან დახმარება სთხოვა სომხეთის პრემიერ მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს მათი შვილების პოვნაში, რადგან აზერბაიჯანში მათ თხოვნაზე არავითარი გამოხმაურება არ მიუღია.
نمایش همه...
პარლამენტში მთიანი ყარაბაღის საკითხზე დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელს მოუსმენენ საქართველოს პარლამენტში მთიანი ყარაბაღის საკითხზე იმსჯელებენ. საკითხის განხილვა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში იგეგმება. კომიტეტის დღის წესრიგში აღნიშნულია, რომ მსჯელობა გაიმართება თემაზე – „მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის სამშვიდობო შეთანხმების გავლენა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების გარემოზე“. კომიტეტის ფარგლებში დეპუტატები დაზვერვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, შალვა ლომიძეს მოუსმენენ. კომიტეტის სხდომა სავარაუდოდ დაიხურება, რადგან ბოლო პერიოდში მსგავს საკითხებზე კომიტეტის სხდომები იხურება.
نمایش همه...
რუსეთ-სომხეთის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა ხორციელდება სრული მოცულობით. რუსი თანამდებობის პირი რუსეთი და სომხეთი სრული მოცულობით ახორციელებენ სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამას. ამის შესახებ TASS-ს განუცხადა რუსეთის ფედერალური სამსახურის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის პრესმდივანმა ვალერია რეშეტნიკოვამ. ”სომხეთი რჩება ჩვენი ერთ-ერთ ტრადიციული პარტნიორი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში. ორივე მხარეს შორის ადრე გაფორმებული შეთანხმებების შესაბამისად, ყველა მიწოდება ხორციელდება დროულად და სრული მოცულობით”, – აღნიშნა რეშეტნიკოვამ და დასძინა, რომ თანამშრომლობა გაგრძელდება. მან ახალი გარიგების დადების შესაძლებლობაზე საუბრისას განაცხადა, რომ ამ საკითხების განვითარება განხორციელდება დაგეგმილი გზით. რეშეტნიკოვამ არ გამორიცხა სომხეთისთვის რუსული უილოტოების მიწოდება. ”ამ დროისთვის ჩვენ გთავაზობთ მთელი რიგი უპილოტო მფრინავი აპარატების ექსპორტს, განსაკუთრებით დაზვერვის სისტემებს Орион-Э, რომლებსაც გააჩნიათ შორი ფრენის შესაძლებლობა. სომხური მხრიდან შესაბამისი განცხადების შემთხვევაში, მხარეები მზად არიან განიხილონ იგი დადგენილი პროცედურის შესაბამისად”, -აღნიშნა მან.
نمایش همه...
ვაღარშაკ ჰარუთიუნიანმა და სერგეი შოიგუმ განიხილეს სომხეთ-რუსეთის სამხედრო თანამშრომლობის საკითხები სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ ვაღარშაკ ჰარუთიუნიანსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრ, არმიის გენერალ სერგეი შოიგუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც განიხილეს სომხეთ-რუსეთის სამხედრო თანამშრომლობის საკითხები. როგორც სომხეთის თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა განაცხადა, თავდაცვის მინისტრებმა განიხილეს სომხეთში 102-ე რუსული სამხედრო ბაზის, სომხეთ-რუსეთის ერთობლივი დაჯგუფების საქმიანობა, სომხეთის არმიაში დაწყებული მასშტაბური რეფორმები, ასევე სიუნიკში უსაფრთხოების საკითხების ფართო სპექტრის მოსაგვარებლად. ვაღარშაკ ჰარუთიუნიანმა და სერგეი შოიგუმ ასევე ისაუბრეს რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის მისიაზე მთიან ყარაბაღში.
نمایش همه...
ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტს შესთავაზა სომხეთში ახალი ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობის შესაძლებლობის განხილვა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შესთავაზა განიხილოს სომხეთში ახალი ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობის შესაძლებლობა. როგორც "არმენპრესი" იტყობინება, ასეთი წინადადება ფაშინიანმა მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე გააკეთა. "იმედი მაქვს, რომ დღეს ჩვენ განვიხილავთ სტრატეგიულ ინვესტიციებთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხს. ამ მხრივ, მსურს თქვენთან ერთად განვიხილო სომხეთში ახალი ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობის შესაძლებლობა", – აღნიშნა ფაშინიანმა.
نمایش همه...
ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულია, რომ რუსეთი და სომხეთი მალე აღადგენენ სავაჭრო ბრუნვის მოცულობას სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაარწმუნა, რომ კორონავირუსის ეპიდემიის გამო შემცირებული სავაჭრო ბრუნვა აღდგება. ,,დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ შევძლებთ არა მხოლოდ ამ მოცულობის აღდგენას, არამედ წინსვლას. ვხედავ, რომ უწყებათაშორისი კომისია აქტიურად მუშაობს ორივე მხარესთან. თქვენ აქტიურად უჭერთ მხარს ამ კომისიის საქმიანობას. რუსეთის ვიცე პრემიერ მინისტრი რეგულარულად სტუმრობს ერევანს”, – როგორც იუწყება ”არმენპრესი” აღნიშნა პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ომისშემდგომ ვითარებაში სავაჭრო, ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების გახსნასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რის შედეგადაც, პუტინის თქმით, სომხეთი ქვეყნის განვითარების ახალ შესაძლებლობას მიიღებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა პუტინს მოსკოვში მიწვევისთვის და ხაზი გაუსვა, რომ ასეთი კავშირები ძალიან მნიშვნელოვანია დღის წესრიგის საკითხების განხილვისთვის. ,,ჩვენ უკვე შევთანხმდით, რომ დღეს იქნება სრული დღის წესრიგი, მათ შორის სტრატეგიული საკითხების განხილვა. რა თქმა უნდა, მინდა აღვნიშნო, რომ რუსი სამშვიდობოების ყოფნა მთიან ყარაბაღში გახდა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების ძირითადი ფაქტორი”, – თქვა ფაშინიანმა.
نمایش همه...
ArmRadio: აზერბაიჯანი – საქართველოს მტერი თუ მოყვარე? მიმდინარე წლის 16 მარტს, აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ მიმართა მოსახლეობას და მოუწოდა მათ შეასრულონ ქვეყანაში მოქმედი სპეციალური საკარანტინო რეჟიმის მოთხოვნები, რათა თავიდან აიცილონ COVID-19 ინფექციის გავრცელება და უარი თქვან წელს ნოვრუსის ტრადიციულ აღნიშვნაზე, დაუშვან დღესასწაულის ჩატარება მხოლოდ ოჯახის წევრებთან ერთად, მასობრივი შეკრებების გარეშე. ასევე აზერბაიჯანმა გააუქმა სადღესასწაულო ღონისძიებები ნოვრუზთან დაკავშირებით, 2020 წლის COVID-19 პანდემიის გამო. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საზოგადოებრივმა აქტივისტებმა, რომლებიც აზერბაიჯანელებს წარმოადგენენ საქართველოში, მოითხოვეს 21 მარტის კომენდანტის საათის გაუქმება ნოვრუზის დღესასწაულთან დაკავშირებით, რაზეც უარი მიიღეს. ფაქტობრივად, აღმოჩნდა, რომ მათ არ აინტერესებთ ისედაც მძიმე ვითარება, რაც ქვეყანაში შეიქმნა ეპიდემიის გამო. ისინი მზად არიან საფრთხეში ჩააგდონ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა საკუთარი ქვეყნის შიგნით, არამედ მეზობელ საქართველოში. ამ ყველაფრის გარდა, აზერბაიჯანის ხელისუფლება, რომელიც თურქეთის პოლიტიკის მიმდევარია და საქართველოში დაძაბული პოლიტიკური ვითარებით სარგებლობს, ქვეყანაში მოქმედი აზერბაიჯანული არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, ცდილობს კიდევ უფრო გაამწვავოს სიტუაცია და იქ მცხოვრები სხვა უმცირესობების პროვოცირება მოახდინოს. მუდმივად ჟღერადი მთავრობის დეკლარაციების თანახმად, საქართველო და აზერბაიჯანი არა მხოლოდ კარგი მეზობლები და მეგობრები, არამედ სტრატეგიული მოკავშირეებიც არიან. ამასთან, როგორც ისტორია გვასწავლის და პრაქტიკაშიც ჩანს, საქართველოსთვის აზერბაიჯანი არასდროს ყოფილა კარგი მეზობელი, მეგობარი და მით უმეტეს, მოკავშირე.
نمایش همه...
აზერბაიჯანი ცდილობს იპოვოს საბაბი და არ დააბრუნოს ტყვეები: ანა ნაღდალიანი "რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება უხეშად არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს და 2020 წლის 9 ნოემბრის დეკლარაციის დებულებების თანახმად აღებულ ვალდებულებებს სომეხი სამხედრო ტყვეების და მშვიდობიანი მოსახლეობის უკან დაბრნების შესახებ. ამ საკითხზე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ზეწოლის საპასუხოდ, აზერბაიჯანული მხარე ცდილობს გაამართლოს მისი ქცევა და იმიზეზებს დანაღმული ტერიტორიების რუკების სიყალბეს", - თქვა სომხეთის სს სამინისტროს სპიკერმა ანა ნაღდალიანმა. ნაღდალიანმა აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდა თავი შეიკავონ საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ამგვარი პრაქტიკისგან და აქტიური ნაბიჯებით იმოქმედონ 9 ნოემბრის სამმხრივი დეკლარაციისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მოთხოვნების შესაბამისად აღებული ვალდებულებების შესასრულებლად, რაც გულისხმობს ყველა მძევლის დაუყოვნებლივ და უპირობოდ განთავისუფლებას.
نمایش همه...
ჩვენ შევთანხმდით საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან: ხოჯოიანი ღვინოების მარკირების თემაზე წამოჭრილი დავა უკვე კარგა ხანია გრძელდება სომეხ და ქართველ მწარმოებლებს შორის. როგორც ჩანს სომხეთის ეკონომიკის მინისტრის არმან ხოჯოიანის „ფეისბუქის“ გვერდზე გაკეთებული ჩანაწერიდან, ეს სადაო საკითხი ნელ-ნელა, მაგრამ მაინც გვარდება. როგორც ბატონი არმან ხოჯოიანი წერს, „საქართველოს დელეგაციის წევრებთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია, ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას მისხალის, საფერავისა და რქაწითელის ჯიშებისაგან დამზადებული სომხური წარმოების ღვინოები მარკირების ფორმის მიუხედავად (გარდა ქართულ ენაზე მარკირებისა) შესაძლებელია საქართველოს ტერიტორიით გავიდეს გარე ბაზარზე. რაც შეეხება „კახეთის“ ჯიშის ყურძენზე დამზადებული ღვინის საკითხს ჩვენ შევთანხმდით ორი მიდგომის განხილვაზე, მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივებზე, რომელთა შესახებაც მე დაწვრილებით გაცნობებთ უახლოეს მომავალში”, – წერს იგი.
نمایش همه...
სომხეთი ძალიან დაინტერესებულია რუსეთი Su-30SM და სხვა იარაღით მომარაგების საკითხით: ფაშინიანი სომხეთს რუსეთთან გრძელვადიანი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სურვილი აქვს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოსკოვში სამუსაო ვიზიტის წინ „ინტერფაქსთან” ინტერვიუში განაცხადა ”სომხეთი მოწოდებულია რუსეთის ფედერაციასთან ფართო, გრძელვადიანი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისთვის, რაც ორი ქვეყნის გრძელვადიან სტრატეგიულ ინტერესებში შედის”, – თქვა ფაშინიანმა. სომხეთის პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთის ტერიტორიაზე შეიქმნა და მოქმედებენ ჯარების ერთობლივი ჯგუფი (ორმხრივი სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებების თანახმად, ორი სომხურ-რუსული ჯგუფი), საჰაერო თავდაცვის ერთობლივი სისტემა კავკასიის რეგიონში, ორივე ქვეყანა არის კუხო-ს წევრი, აშკარაა, რომ სომხეთი ძალიან დაინტერესებულია რუსეთიდან სამხედრო ირაღის მოწოდებით, რათა ჰქონდეს რუსეთთან და კუხო-ს სხვა მოკავშირეებთან თავსებადი შეიარაღება და საბრძოლო მასალები.
نمایش همه...
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა თურქეთის მონაწილეობა 44-დღიან ომში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა „ქვეყნები 2020. მოხსენება ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ ”, რომელშიც „ქვეყნები 2020. მოხსენება ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ. განყოფილებაში „სომხეთი“ შეეხო გასულ წელს სომხეთში მომხდარ მოვლენებს. სახელმწიფო დეპარტამენტმა არცახში 44-დღიანი ომის განყოფილებაში აღნიშნა, რომ ”აზერბაიჯანმა, თურქეთის მხარდაჭერით, შეძლო აღედგინა კონტროლი ოთხ რეგიონზე, ხოლო 9 ნოემბრის განცხადებით, კიდევ სამი რეგიონი მშვიდობიანად გადაეცა აზერბაიჯანს”. ამრიგად, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, თავის მხრივ, ადასტურებს თურქეთის მონაწილეობას ომში და აზერბაიჯანის მხარდაჭერას.
نمایش همه...
გუბერნატორი. სომხეთი გზების განბლოკვის მომხრეა, მაგრამ არის ერთი მაგრამ მე მომხრე ვარ, რომ ყველამ თავისი საქმე აკეთოს და ის შეასრულოს პროფესიონალურად. ამის შესახებ NEWS.am- თან საუბრისას განაცხადა ტავუშის გუბერნატორმა ჰაიკ ჩობანიანმა. ”მე არაკორექტულად მიმაჩნია უსაფრთხოების საბჭოს მდივნის არმენ გრიგორიანის განცხადება. ძირითადი დისკუსიები მიმდინარეობს გზების განბლოკვის საკითხზე, ”- აღნიშნა გუბერნატორმა. ”მე ვიცი, რომ სომხეთი ამ პროცესის მომხრეა ეკონომიკური თვალსაზრისით. ეს ჩვენს ინტერესებში შედის. მაგრამ უსაფრთხოების საკითხი პრიორიტეტულია და ჩვენ ბალანსი უნდა დავიცვათ,” – დასძინა ჩობანიანმა. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლოდროინდელ ინტერვიუში არმენ გრიგორიანმა, უპასუხა რა კითხვას, თვლის თუ არა სომხეთი თურქეთს მტერ სახელმწიფოდ, აღნიშნა, რომ სომხეთმა გარკვეული შესწორებები უნდა გააკეთოს თავის მიდგომებში.
نمایش همه...
ქართველი უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე მოუწოდებს ქართველებს, უარი თქვან აზერბაიჯანულ საქონელზე. ”ჰერეთში ქართველების მჩაგვრელ, ეკლესიების ტუალეტებად გადამქცეველ და დავით გარეჯის მიმტაცებელ ოკუპანტ აზერბაიჯანის პროდუქციას ვუთხრათ ,,არა“!” – წერს მჟავანაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
نمایش همه...
აზერბაიჯანელებმა შეურაცხყვეს მე -19 საუკუნის სომხური ეკლესია აზერბაიჯანელი სამხედროები შეურაცხყოფენ სომხურ ეკლესიას, ღიად აჩვენებენ ეკლესიის განზრახ შეურაცხყოფას და აშკარად იციან, რომ ეკლესია სომხურია. ამის შესახებ სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველი არმან თათოიანი ვიდეოს გამოქვეყნებით აცხადებს. ”ეს არის წმინდა ეღიშის სომხური ეკლესია მატაღისში, არცახი (XIX საუკუნე). ამ ვიდეოში აზერბაიჯანელი სამხედროები (ფორმაზე აშკარად ჩანს თურქეთის დროშა) ცინიკურად შეურაცხყოფენ და ანადგურებენ სომხურ ეკლესიას, ღიად აჩვენებენ ეკლესიის განზრახ შეურაცხყოფას და იციან, რომ ეკლესია სომხურია. ვიდეოში ისინი ამბობენ შემდეგს: ეკლესიაში შესვლამდე: ”მოდით ახლა შევიდეთ ამათ (იგულისხმება სომხების) ეკლესიაში, სადაც მე უკვე ვილოცე”. ეკლესიაში შესვლის შემდეგ: ”ეს სომხებს ეკუთვნით, აქ ყველაფერი სომხებს ეკუთვნით, ჩვენ ის მოვაძრეთ”. აშკარაა, რომ ეს არის ღია სიძულვილის აქტი, როგორც ეთნიკური, ასევე რელიგიური ნიშნით. ამავე დროს, ეს ცალკე შემთხვევა არ არის, არამედ ეს არის აზერბაიჯანში მრავალი წლის განმავლობაში განხორციელებული სიძულვილისა და მტრობის სისტემატური პოლიტიკის შედეგი, რომელიც დღესაც გრძელდება.
نمایش همه...
აზერბაიჯანი განაგრძობს ომს არცახის კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ. დავით ბაბაიანი მტრის კონტროლის ქვეშ მოქცეული მეხაკავანის ეკლესიის განადგურება განხორციელდა აზერბაიჯანის ხელისუფლების, პირადად ამ ქვეყნის პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის მითითებით, გამოთქვა არცახის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაბაიანმა, შეეხო რა სომხური ზორავორის წმინდა მარიამ ღვთისმშობლის ეკლესიის განადგურებას. ”ეს სხვა არაფერია, თუ არა კულტურული გენოციდი. ნადგურდება სომხური კულტურის ყველა კვალი, ნადგურდება ჩვენი საფლავები, ნადგურდება ყველაფერი, და ეს ყველაფერი ხორციელდება სახელმწიფოს მაღალი მფარველობის ქვეშ”, – აღნიშნა მან. მინისტრის თქმით, ბაქოს დიქტატორის მიერ გატარებული პოლიტიკა ეწინააღმდეგება თუნდაც მის მიერ აღიარებულ ყურანის წესებს. ”ის, რასაც ალიევი აკეთებს, არის სარწმუნოების, ყურანისა და ისლამის ყველა წესის დარღვევა, რადგან ყურანში არ არის არც ერთი ადგილი, სადაც წერია, რომ ქრისტიანული სტრუქტურები უნდა განადგურდეს”, – აღნიშნა მან. წმიდა ღვთისმშობლის ეკლესია აშენდა 4 წლის წინ, 2017 წელს.
نمایش همه...
თურანის არმიის საკითხი შესაძლოა რეალობად იქცეს მომავალში. ექსპერტი თურანის არმიის საკითხი შესაძლოა რეალობად იქცეს მომავალში. ამის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორმა, თურქოლოგმა რუბენ საფრასტიანმა. მისი თქმით, ახლა ეს მხოლოდ საუბარია, რომელსაც თურქეთი იყენებს საგარეო პოლიტიკის ინტერესების ფარგლებში. ”პანთურქიზმის იდეოლოგია, როგორც ანკარის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი საფუძველი, ვლინდება, მათ შორის, თურქულენოვან ქვეყნებთან სამხედრო თანამშრომლობის გაფართოებით”, – აღნიშნა მან. საფრასტიანმა დასძინა, რომ პანთურქიზმი არ არის თურქეთის საგარეო პოლიტიკის ერთადერთი იდეოლოგიური საფუძველი, ის ასევე შეიცავს პან-ისლამიზმისა და ნეო-ოსმალიზმის ელემენტებს.
نمایش همه...
დე ფაქტო საქმე გვაქვს თურქულ არმიასთან. მინისტრმა ისაუბრა არმიის რეფორმებზე ომის შემდეგ რეგიონში გეოპოლიტიკური მდგომარეობა შეიცვალა. დღეს სომხეთს საქმე აქვს თურქეთ-აზერბაიჯანის არმიასთან, რომელიც თანდათან ერწყმება. ამის შესახებ ეროვნულ კრებაში მთავრობასთან სხდომაზე კითხვა-პასუხის დროს, განცხადება გააკეთა სომხეთის თავდაცვის მინისტრმა ვაღარშაკ ჰარუთიუნიანმა, უპასუხა რა დეპუტატების შეკითხვებს არმიაში განხორციელებული რეფორმების შესახებ. ”და დე ფაქტო, ჩვენ საქმე გვაქვს თურქეთის არმიასთან. ბუნებრივია, ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ჩვენი არმიის სტრუქტურა, სომხურ-რუსული ურთიერთობები შესაბამოსობაში უნდა მოვიყვანოთ ამ შექმნილ საფრთხესთან. ეს რეფორმები სწორედ ამისკენ არის მიმართული”, – აღნიშნა მინისტრმა. ჰარუთიუნიანმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ რეფორმების ფარგლებში ასევე განიხილება ოფიცრის როლი, ოფიცრის სამსახურის მიმზიდველობა.
نمایش همه...
აზერბაიჯანმა პასუხი უნდა გასცეს სომეხი სამხედრო ტყვეების წამების გამო – ადამ შიფი სომეხი სამხედრო ტყვეების წამება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა. ფეისბუქზე აშშ-ს კონგრესმენი ადამ შიფი შეეხო სომეხი სამხედრო ტყვეების საკითხს ”Human Rights Watch- ის ბოლოდროინდელი ანგარიში ადასტურებს იმას, რისიც ბევრ ჩვენგანს ეშინოდა. აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ბოროტად გამოიყენეს სომეხი სამხედრო ტყვეები და დააკავეს სამოქალაქო პირები. 200-მდე სამხედრო ტყვე კვლავ აზერბაიჯანში არალეგალურად იმყოფება, არსებობს შემდგომი ძალადობის რისკიც. სომეხი სამხედრო ტყვეების წამება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა, ყველა დამნაშავე პასუხისგებაში უნდა მიეცეს”, – წერს შიფი.
نمایش همه...
ადგილი აქვს მცდელობას წაიშალოს ან გაყალბდეს არცახის ათასწლეულოვანი კულტურული მემკვიდრეობა და კუთვნილება – აივაზიანი სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კულტურული დიპლომატიის კომისიის შექმნას. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არა აივაზიანმა განაცხადა ეროვნულ ასამბლეაში. "ამჟამად, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება, ჩვენი ჩართვა საერთაშორისო საზოგადოებაში. ამ თვალსაზრისით, კულტურას, როგორც რბილი ძალის ფაქტორს, ძალზე მნიშვნელოვანი როლი აქვს. ამ პლატფორმის შექმნით, ჩვენ წარვადგენთ განაცხადს, ჩვენS დიპლომატიურ არსენალში კულტურის ძლიერ იარაღად გახდომის მიმართულებით“, – თქვა აივაზიანმა. აივაზიანმა ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე კულტურის პოპულარიზაცია არის კომისიის ძირითადი ამოცანა. „არცახის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა მსოფლიო კულტურის განუყოფელი ნაწილია და მისი განადგურება, შეურაცხყოფა ან გაყალბება თავიდან უნდა იქნას აცილებული. ცნობილია, რომ აზერბაიჯანის ოკუპაციის ქვეშ მყოფ არცახის ტერიტორიებზე მოხდა სომხების სრული განდევნა.
نمایش همه...
თურქეთის მოქალაქე სტეპანაკერტის საავადმყოფოში გადაიყვანეს სტეპანაკერტის საავადმყოფოში გადაიყვანეს მძიმე მდგომარეობაში მყოფი თურქეთის მოქალაქე, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა დასტაბილურდა, იგი გაწერეს და გადასცეს რუს სამშვიდობოებს. აღნიშნულის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა არცახის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრომ. ”18 მარტს, არცახის ჯანდაცვის სამინისტროს სტეპანაკერტის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურმა მიიღო ზარი, რომ თურქეთის მოქალაქე, 1965 წელს დაბადებული მეჰმად ესენ ჰასანი იმყოფებოდა რუსეთის სამხედრო ჰოსპიტალში. მას დაუსვეს დიაგნოზი “მწვავე კორონარული სინდრომი, არითმია, წინაგულების ფიბრილაცია, კარდიოგენური შოკი, მიოკარდიუმის ინფარქტი”. შემდეგ პაციენტი გადაიყვანეს არცახის რესპუბლიკურ სამედიცინო ცენტრში, სადაც მიღებული იქნა ყველა ზომა. პაციენტი კარდიოგენური შოკიდან გამოიყვანეს, ჩაუტარეს მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც ის 19 მარტამდე დარჩა. "სიტუაციის სტაბილიზაციის შემდეგ, იგი გაწერეს და გადაეცათ რუსეთის სამშვიდობო ძალებს”, – იტყობინება არცახის ჯანდაცვის სამინისტრო.
نمایش همه...
აშშ - ჰადრუთში, სომხური ეკლესიის მახლობლად სასაფლაო ვანდალიზმის მსხვერპლი გახდა აშშ-ს საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიამ (USCIRF) გამოაქვეყნა ანგარიში აზერბაიჯანში 2020 წელს რელიგიური თავისუფლების მდგომარეობის შესახებ, რომელიც 2019 წლის ქვეყანაში მიმდინარე ტენდენციებსა და მოვლენებს ეხება. 2020 წლის დასაწყისში USCIRF-ის მისია ეწვია აზერბაიჯანს ადგილზე არსებული სიტუაციის გადახედვის მიზნით. მოხსენებაში აგრეთვე იყო დებულებები გასული წლის ბოლოს მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით სამხედრო კონფლიქტის შესახებ. კომისიის თანახმად, აზერბაიჯანში რელიგიური თავისუფლების მდგომარეობა კვლავ პრობლემურია. კერძოდ, 2009 წლის "რელიგიური თავისუფლების შესახებ" კანონის გამო. ხელისუფლებას არ სურს მისი ხელხლა განხილვა. 2020 წლის სექტემბერში მთიან არცახისა და აზერბაიაჯნს შორის სამხედრო კონფლიქტის განახლების დროს სომხეთმა აზერბაიჯანი დაადანაშაულა ქ. ღაზანჩეცოცის ეკლესიის მიზანმიმართულ დაბომბვაში. მოხსენების თანახმად, ეკლესია ორჯერ მოხვდა პირდაპირი დაბომბვის ქვეშ, რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა ეკლესიის სახურავი და შიგნიტა მხარე
نمایش همه...
აშშ-ს სენატის კომიტეტმა ბაიდენს სომხების გენოციდის აღიარებისკენ მოუწოდა აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სომხების გენოციდის აღიარებისკენ მოუწოდა. ”ამას დღეს ჩვენ ვწერთ, რათა მოგიწოდოთ ოფიციალურად აღიაროთ სომხეთის გენოციდის ჭეშმარიტება”, – ნათქვამია კომისიის წევრების მიერ ბაიდენისადმი მიმართულ წერილში. კონგრესმენებმა აღნიშნეს, რომ ადრე, 2020 წლის განცხადებაში, ბაიდენმა სომეხი ხალხის გენოციდი აღიარა, როგორც “გენოციდი”. მათ მოითხოვეს, რომ ეს კვლავ გაკეთდეს, ქვეყნის პრეზიდენტის სტატუსში. განცხადებაში ნათქვამია, რომ 2019 წელს, როგორც წარმომადგენელთა პალატამ, ასევე სენატმა მიიღეს რეზოლუციები სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ. ”ახლა დროა აღმასრულებელმა ხელისუფლებამაც იგივე გააკეთოს”, – განაცხადეს კომისიის წევრებმა.
نمایش همه...
აზერბაიჯანი ანადგურებს და ითვისებს არცახის სომხურ კულტურულ მემკვიდრეობას. საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება არცახის რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ. ,,ამ დღეებში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია არცახის რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიებს, კერძოდ, ჰადრუთის რეგიონს და ქალაქ შუშის, რომელიც აზერბაიჯანის კონტროლს დაექვემდებარა აზერბაიჯანის, თურქეთის და ტერორისტების მიერ განხორციელებული აგრესიის შედეგად. მთელი ომის განმავლობაში, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ჩაიდინეს მასობრივი სისასტიკე, მათ შორის ეთნიკური წმენდა და სამხედრო დანაშაულები არცახის სომხების მიმართ, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევით. აზერბაიჯანის მიერ ჰადრუთის რეგიონის ოკუპაციის დროს, ერთ დროს აყვავებული დასახლებები ათიათასობით მოსახლისგან მთლიანად დაიცალა და მრავალი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა...., – ნათქვამია განცხადებაში.
نمایش همه...
აზერბაიჯანი დაბრკოლებას უქმნის ჰუმანიტარული მისიის შესვლას მთიან ყარაბაღში – სომხეთის სსმ მიუხედავად საერთაშორისო ვალდებულებისა, აზერბაიჯანი დაბრკოლებას უქმნის ჰუმანიტარულ გზას მთიანი ყარაბაღში. ამის შესახებ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ არტაკ აპიტონიანმა გაეროს ევროპის ეკონომიკურ კომისიაში მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. ”აზერბაიჯანი ბლოკავს მთიანი ყარაბაღის ჰუმანიტარული მისიის, მათ შორის გაეროს ჰუმანიტარული დახმარების მისიების შესვლას. ეს ნეგატიურ შედეგებს ტოვებს არცახში ეპიდემიის გავრცელებისა და მისი შედეგების დაძლევის მიმართულებით”, – თქვა აპიტონიანმა. მან ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანის მიერ გატარებული ეს პოლიტიკა ეწინააღმდეგება გაეროს უსაფრთხოების საბჭოს 2565 რეზოლუციის დებულებებს, რომელიც ცოტა ხნის წინ მოითხოვს ჰუმანიტარული და სამედიცინო პერსონალის შეუფერხებლად შესვლას კონფლიქტის ზონებში, რათა ხელი შეუწყოს COVID-19– ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.
نمایش همه...
საფრანგეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მთიანი ყარაბაღის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას სომხეთში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჯონათან ლაკოტი ირწმუნება, რომ მათთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არცახ-აზერბაიჯანის ომის შემდეგ არცახის (მთიანი ყარაბაღის) კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება იყო. “არმენპრესის” ცნობით, ამის შესახებ ლაკოტმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. ”ომის ბოლოს, მის წინა დღეებში, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სპეციალური შეხვედრა მოიწვია, სადაც განიხილებოდა კულტურული მემკვიდრეობის საკითხები. რა თქმა უნდა, ძალიან გვინდა, რომ იუნესკომ შეძლოს ეფექტური კვლევის ჩატარება რეგიონში მოკლე დროის განმავლობაში. იუნესკოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ეს კვლევები ჯერ არ ჩატარებულა, რის გამოც ჩვენ ძალიან ვწუხვართ, ”- განაცხადა ელჩმა და დასძინა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში საფრანგეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ გაღრმავდეს თანამშრომლობა სომხეთთან კულტურული მემკვიდრეობის ფარგლებში.
نمایش همه...
20 ივნისს სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება – პრემიერ მინისტრი ცოტა ხნის წინ შედგა ჩემი შეხვედრა ფრაქცია “აყვავებული სომხეთის” ლიდერ გაგიკ წარუკიანთან. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა Facebook- ის საკუთარ გვერდზე დაწერა. ”შეხვედრის დროს ჩვენ ავღნიშნეთ, რომ არსებული შიდაპოლიტიკური სიტუაციიდან გამოსვლის საუკეთესო გზა არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრაქციასთან „ ჩემი ნაბიჯი“, ფრაქცია „ნათელი სომხეთის“ ლიდერთან ედმონ მარუქიანთან ჩემი განხილვების გათვალისწინებით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სომხეთის რესპუბლიკაში 20 ივნისს გაიმართება“, – წერს პრემიერ მინისტრი.
نمایش همه...
სრ მთელი რიგი სამხედრო ნაწილები საბრძოლო მზადყოფნის მაღალ დონეზე აიყვანეს 16 მარტს დაწყებული ტაქტიკური და ტაქტიკურ – პროფესიული სამხედრო წვრთნების ფარგლებში მე –3 ჯარის გაერთიანების სამხედრო ნაწილები მზადყოფნის შესაბამის დონეზე იქნა აყვანილი. თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ პერსონალმა დაიკავა დანიშნულების ადგილები და დაიწყეს წინასწარ დასახული ამოცანების შესრულება. შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე სამხედრო წვრთნების ფარგლებში 1-ლი ჯარის გაერთიანების სამხედრო ნაწილებიც ასევე აიყვანეს საბრძოლო მზადყოფნის მაღალ დონეზე. პერსონალი და სამხედრო ტექნიკა გავიდა მუდმივი დისლოკაციის ადგილებიდან. მათ დაიკავეს წინასწარ დანიშნული ადგილები. მე-4 ჯარის გაერთიანებაში ჩატარდა დაქვემდებარებული სამხედრო ნაწილების კომუნიკაციური ქვედანაყოფების მეთაურების შეხვედრები. ტრენინგების ჩატარების მიზანი იყო კავშირგაბმულობისა და ვიდეო სათვალთვალო სისტემების სტრუქტურის, ექსპლუატაციისა და მომსახურეობის შესახებ სამხედრო მომსახურების ცოდნის შემოწმება, პრაქტიკული უნარ-ჩვევების სრულყოფა.
نمایش همه...
10 000-იანი ჯარი – მუქარის ფონზე. ბაქოს სამხედრო წვრთნების გზავნილი აღმოსავლეთმცოდნემ არტიომ ტონოიანმა სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს გადაცემა “ტარაწაშრჯან” (რეგიონი)-ის ფარგლებში ისაუბრა აზერბაიჯანში ჩატარებულ მასშტაბურ სამხედრო წვრთნებზე, მის მიზნებზე და შესაძლო გზავნილებზე, აგრეთვე აზერბაიჯანში ომის შემდგომ ვითარებაზე. ტონოიანმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არის პირველი მასშტაბური სამხედრო სწავლება, რომელიც ჩატარდა აზერბაიჯანში ომის შემდეგ, და ოფიციალური მონაცემებით აქცენტი კეთდება, რომ ანტიტერორისტული მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებულ დავალებებს შეასრულებენ, და თუ მხედველობაში მივიღებთ რეგიონის ბოლო მოვლენებს, მაშინ ისინი ძირითადად მიმართულია სწორედ სრ-ის წინააღმდეგ და გარკვეულწილად მიმართულია რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც არცახის ტერიტორიაზე სამშვიდობო მისიას ახორციელებს, რის შესახებაც მეტყველებენ ე.წ. სამხედრო ექსპერტების აქცენტები, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ მთავრობასთან. ”აშკარაა, რომ არსებობს გარკვეული ”პრობლემები ”, რომლითაც აზერბაიჯანის ხელისუფლება უკმაყოფილოა არცახში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. მათი მოლოდინის თანახმად, არცახის განიარაღება უნდა მომხდარიყო, ისინი ხაზს უსვამენ იმასაც, რომ ლაჩინის დერეფანში კონტროლი არ ხორციელდება, და სომხეთს ჯერ კიდევ შეუძლია დერეფნის საშუალებით დაუკავშირდეს არცახს. ცხადია, რომ სამხედრო წვრთნები შეიცავს შეტყობინებას. არსებობს ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანი მზად არის ახალი სამხედრო ოპერაციების, ანტისტერორისტული ოპერაციებისათვის და ა.შ.”, – აღნიშნა ექსპერტმა.
نمایش همه...
საქართველომ კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანის გავლით სომხეთში დროებითი გაზის მიწოდების საკითხზე შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ (GGTC) არ აქვს ინფორმაცია სომხეთში რუსეთის გაზის მიწოდების მარშრუტის დროებითი შეცვლის შესახებ. ინფორმაცია Sputnik სომხეთის კორეპონდენტთან საუბრისას აცნობა კომპანიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ლევან ტორონჯაძემ. მანამდე ,,გაზპრომ ექსპორტი“ იტყობინებოდა, რომ რუსული გაზი სომხეთს აზერბაიჯანის გავლით მიეწოდება დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში. ეს დაკავშირებულია “ჩრდილოეთ კავკასია – ამიერკავკასიის” გაზსადენის დაგეგმილ პროფილაქტიკურ-სარემონტო სამუშაოებთან. სწორედ ეს გაზსადენი აწვდის გაზს რუსეთიდან სომხეთში საქართველოს გავლით. ”ასეთი ინფორმაცია ჯერ არ მიგვიღია. ჩვენს მხრივ არანაირი ცვლილებები არ არის. ამ დროისთვის გაზის გადაცემა ყველა მიმართულებით, მათ შორის სომხეთის მიმართულებით, ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება”, – განაცხადა ტორონჯაძემ. Sputnik აზერბაიჯანი იუწყება, რომ SOCAR–მა ნება დართო რუსული გაზის დროებითი ტრანზიტი საქართველოში აზერბაიჯანის გავლით ანაზღაურებად საფუძველზე. შესაბამისი ინფორმაცია სააგენტოსთან საუბრისას დაადასტურა კომპანიის წარმომადგენელმა იბრაჰიმ აჰმედოვმა. ”რუსეთმა აზერბაიჯანს სთხოვა დროებით გაზი გაეტარებინა საქართველოში, ჩრდილო კავკასია-ამიერკავკასიის მაგისტრალური გაზსადენის შეკეთების სამუშაოებთან დაკავშირებით.” შპს ,,გაზპრომ ექსპორტმა“ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR, რედ.) 16 მარტს გააფორმეს მოკლევადიანი ხელშეკრულება აზერბაიჯანის გავლით რუსული გაზის ტრანსპორტირების შესახებ. ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ ,,ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის“ მაგისტრალური გაზსადენის რუსულ მონაკვეთზე დაგეგმილი სარემონტო სამუშოების დროს საქართველოს საზღვრამდე მომხმარებელს გაზი მიეწოდოს აზერბაიჯანის გავლით. შეკეთებას შეიძლება დაახლოებით სამი კვირა დასჭირდეს. მათი დასრულების შემდეგ, გაზის ტრანსპორტირება განხორციელდება უწინდელი მარშრუტით.
نمایش همه...
სომხეთი იწვევს დიასპორის სომეხ სპეციალისტებს იმსახურონ სომხეთის რესპუბლიკის მმართველობით სისტემაში სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის საკითხებში მთავარი კომისრის აპარატმა დაიწყო პროგრამა “iGorts” 2021, რომელიც აკადემიური სერთიფიკატისა და სამუშაო გამოცდილების მქონე დიასპორის 50 სომეხ მაღალხარისხოვან სპეციალისტს საშუალებას მისცემს იმუშაონ სომხეთის სამინისტროებსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებში. ოფისის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, პროგრამა მეორედ ხორციელდება და 2021 წლის განაცხადები მიიღება 15 აპრილამდე სომხურ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. ვადის ამოწურვის შემდეგ, დაიწყება განაცხადების განხილვის პროცესი და პირველ ეტაპში გასული მონაწილეები, მოწვეული იქნებიან გასაუბრებაზე. საბოლოო შერჩევის შემდეგ, დიასპორის სომეხი სპეციალისტები ერთი წლის ვადით დასაქმდებიან შესაბამის უწყებებში. IGorts არის პირველი პროგრამა სომხეთის რესპუბლიკის ისტორიაში, რომლის ფარგლებშიც დიასპორის სომეხი სპეციალისტები სახელმწიფო დონეზე მოიწვევიან სამუშაოდ სომხეთის მთავრობაში, რომლის ხარჯებს მთლიანად ფარავს სახელმწიფო. პროგრამა არამარტო სთავაზობს მმართველ სისტემაში მუშაობის უპრეცედენტო შესაძლებლობას, არამედ სახელმწიფო მშენებლობის საქმეში ფანჯარას უხსნის დიასპორის სომხებს სამშობლოსთან უფრო ღრმა კავშირის შესაქმნელად. დიასპორის საკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისმა iGorts პირველად დაიწყო 2020 წლის გაზაფხულზე, დიასპორის პროფესიული პოტენციალის მოზიდვით სომხეთ-დიასპორის ურთიერთობების განმტკიცების მიზნით. ამჟამად 19 დეპარტამენტში მუშაობს 51 დიასპორის სომეხი სპეციალისტი 19 სხვადასხვა ქვეყნიდან. პროგრამის ფარგლებში შერჩეულ სპეციალისტებს მიიღებენ ავიაბილეთს (სომხეთის და უკუ მიმართულებით), ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის საფასურს, ბინადრობის საფასურს და ჯანმრთელობის დაზღვევას. 2021 წელს პროგრამა დაიწყება 1 სექტემბერს და გაგრძელდება 12 თვე.
نمایش همه...
არცახის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს აცნობა აზერბაიჯანის დანაშაულების შესახებ აზერბაიჯანის ხელისუფლება მნიშვნელოვნად ამცირებს ტყვეთა რაოდენობას. ამის შესახებ ერევანში ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანა ლინდესთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა არცახის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაბაიანმა. ”შეხვედრაზე განიხილეს აზერბაიჯან-ყარაბაღის ომთან, არსებულ ვითარებასთან და რეაბილიტაციასთან დაკავშირებული შესაძლო მოვლენებთან კავშირის მქონე სხვადასხვა საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების საკითხებს”, – აღნიშნა მინისტრმა. ”რასაც აზერბაიჯანი აკეთებს, არის არა მხოლოდ ადამიანის ნორმების, არამედ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა. პირველი: აზერბაიჯანში ტყვეები და მძევლები უფრო მეტია, ვიდრე ის მიიჩნევს. მეორე: რის საფუძველზე ცდილობს აზერბაიჯანი ტყვეებს უწოდოს ტერორისტები? დასაბუთებისთვის აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციები ადგილზე გაეცნონ ვინ არიან ისინი, ტერორისტები არიან თუ რიგითი ხალხი, სახალხო გვარდია. რატომ მალავენ ისინი მონაცემებს? ჩვენ ხომ ვიცით, რომ ტყვეები უფრო მეტია”, – აღნიშნა დავით ბაბაიანმა. ბაბაიანმა განაგრძო, თუ რატომ არღვევს აზერბაიჯანი სამმხრივ განცხადებას და “ყველა ყველასთვის” პრინციპს, რადგან აზერბაიჯანში სომხების სიძულვილმა მიაღწია სახელმწიფო პოლიტიკის დონეს. ,,ჩვენ არ ვიცით რა მიზნებს ისახავს ბაქო. შესაძლოა ისინი ცდილობენ დესტაბილიზაცია გაუწიონ შიდა პოლიტიკურ ვითარებას, რადგან ეს საზოგადოებაში არსებულ განწყობას უკავშირდება”.
نمایش همه...
გამოსასყიდი ომისთვის: გადაეცემა თუ არა აზერბაიჯანის არმია თურქეთს ”აზერბაიჯანის ჯარების თურქიფიკაციის ტენდენცია დაფიქსირდა ჯერ კიდევ 44-დღიანი ომის დაწყებამდე, 2020 წელს. გარდა ამისა ლაპარაკიც იყო ერთობლივი სამხედრო ჯგუფის შექმნაზეც, რომელსაც „თურანს“ დაარქმევდნენ“, – ამბობს რეგიონალური საკითხების ექსპერტი კარენ ჰოვანისიანი. თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების რეგულარული ერთობლივი წვრთნები დაიწყო … ის ამ ბოლო 10 თვის განმავლობაში მესამეა. საინტერესოა, რომ ამ წვრთნების ძირითადი მიზანი არის აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების შესაბამისობა თურქეთის სტანდარტებთან. ”ჩვენ ვაგრძელებთ აზერბაიჯანთან თანამშრომლობას პრინციპის „ერთი ერი – ორი სახელმწიფო“ საფუძველზე”, – ნათქვამია თურქეთის თავდაცვის მინისტრის Twitter -ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. რეგიონალური საკითხების ექსპერტის აზრით, ომმა დააჩქარა ყველაფერი, აზერბაიჯანის არმია იმართებოდა თურქეთის შეიარაღებული ძალების მხრივ და მთელ ომს თურქეთი აკონტროლებდა. ისინი არ მალავენ, რომ აზერბაიჯანული არმია უნდა იქცეს თურქული არმიის ერთ სამხედრო ნაწილად. ეს ის ფასია, რომელსაც იხდის აზერბაიჯანი...
نمایش همه...
ინდოეთის ელჩი ირანში: “ჩვენ ვგეგმავთ ინდოეთის ოკეანე დავუკავშიროთ ევრაზიას სომხეთის გავლით” ინდოეთის ელჩმა გადამ დჰარმენდრამ, ყურადღება გაამახვილა ირანული პორტის ჩაბაჰარის განვითარებაზე. ამის შესახებ იტყობინება ირანული გაზეთი Khabaronline. ”ჩვენ ვგეგმავთ ჩაბაჰარის დასავლეთ ნაწილისა და ინდოეთის ოკეანის დაკავშირებას ევრაზიასა და ჰელსინკთან სომხეთის ტერიტორიის გავლით, ჩრდილოეთ-სამხრეთ დერეფნის შექმნით“, - თქვა მან. მისი თქმით, ნიუ დელი გეგმავს ჩაბაჰარის გახადოს რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანი და დატვირთული პორტი. ინდოელმა დიპლომატმა ავღანეთის დაკავშირებას ჩაბაჰარის პორტთან სარკინიგზო ხაზით ჩრდილოეთ-სამხრეთის დიდი დერეფნის პროექტის პირველ რგოლი უწოდა. მან ხაზი გაუსვა, რომ ნიუ დელი ცდილობს განავითაროს ურთიერთობა საოკეანე პორტ ჩაბაჰარით იმ ქვეყნებთან, რომლებსაც არ გააჩნიათ გასასვლელი ზღვა
نمایش همه...
"აზერბაიჯანის თავდასხმები სომხების წინააღმდეგ გრძელდება". ბრედ შერმანი აშშ ბრედ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსმა წევრმა, ბრედ შერმანმა, კონგრესში სიტყვით გამოსვლისას დაგმო აზერბაიჯანის მიერ სომეხთა წინააღმდეგ ჩადენილი ხოცვა სუმგაითში, კიროვაბადსა და ბაქოში, მოიხსენია რა დარუპულთა ხსოვნა. შერმანის განცხადებას წარმოადგენს Asbarez-ი. ”მე სომხურ-ამერიკული საზოგადოების გვერდით ვდგავარ, მოვიხსენიებ სომეხი ხალხის ხოცვა-ჟლეტას სუმგაითში (1988 წლის 27-29 თებერვალი), კიროვაბადში (1988 წლის 21-27 ნოემბერი) და ბაქოში (1990 წლის 13-19 იანვარი) . 33 წლის წინ, აზერბაიჯანის ქალაქ სუმგაითში მცხოვრები სომხები სამიზნე გახდნენ ეთნიკური ნიშნის გამო. New York Times იუწყება, რომ სომხებს “დევნიდნენ”. სუმგაითის ხოცვა იყო სომეხი უმცირესობის მიმართ ძალადობის ესკალაციის დასაწყისი, რის შემდეგაც ანტი-სომხური ძალადობის ტალღა გავრცელდა კიროვაბადსა და ბაქოში,რამაც გამოიწვია აზერბაიჯანიდან 390 000 სომხის იძულებითი დეპორტაცია და 1991-1994 წლებში არცახში ომის დროს. სამწუხაროდ, აზერბაიჯანელთა თავდასხმები სომხების წინააღმდეგ მხოლოდ გრძელდება. სომხეთის და არცახის წინააღმდეგ ბოლოდროინდელი აგრესიის დროს აზერბაიჯანმა განახორციელა შეტევა მშვიდობიან მოსახლეობაზე. Human Rights Watch– მა დააფიქსირა კასეტური საბრძოლო მასალებისა და საარტილერიო ჭურვების გამოყენება სამოქალაქო სტრუქტურების წინააღმდეგ. დღეს სომხები აზერბაიჯანში კვლავ ტყვეობაში იმყოფებიან, არ აქვთ სომხეთში დაბრუნების ზუსტი გრაფიკი. სომეხი სამხედრო ტყვეები აზერბაიჯანში ფიზიკურ ძალადობას და სხვა არაადამიანურ მოპყრობას ექვემდებარებიან. აზერბაიჯანის მთავრობამ პასუხი უნდა აგოს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. მე გავაგრძელებ მუშაობას კონგრესში, რათა ნათელი მოვფინო მსგავს წარსულ და აწმყო სიმხეცეებს”, – აღინიშნება შერმანის განცხადებაში.
نمایش همه...
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ახლო მომავალში ეწვევა სომხეთსა და აზერბაიჯანს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ანა ლინდე უახლოეს მომავალში აპირებს ეწვიოს სომხეთსა და აზერბაიჯანს. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ ლინდემ დაწერა Twitter-ის თავის მიკრობლოგზე. ”სასარგებლო ბრიფინგი ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებსა და ჩემს პირად წარმომადგენელ კასპრჩიკთან, ჩემი მომავალი ვიზიტის წინ აზერბაიჯანსა და სომხეთში”, – წერს ლინდე.
نمایش همه...
ერთობლივი სამხედრო სწავლება ჩატარდა რუსულ სამხედრო ბაზასთან ერთად 2-4 მარტს ჩატარდა ერთობლივი სამეთაურო-საშტაბო სწავლება სომხეთის შეიარაღებული ძალების და რუსეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ჯგუფის (ძალების) მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტ ტიგრან ფარვანიანის ხელმძღვანელობით. ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი. სწავლება მოიცავდა სომხეთის და რუსეთის ჯარების გაერთიანებული ჯგუფის სამხედრო ნაწილებს, რფ შეიარაღებული ძალების 102-ე სამხედრო ბაზას, სომხეთში რფ ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო განყოფილების ადმინისტრაციებს. ”სამხედრო შენაერთების მუდმივ დისლოკაციის ადგილებში ჩატარებული სწავლების მიზანი იყო სამხედრო ნაწილების, სამხედრო ნაწილებისა და ქვედანაყოფების მზადყოფნის გაუმჯობესება მშვიდობიანი პერიოდიდან სამხედროზე გადასვლის დროს”, – ნათქვამია თავდაცვის მინისტრის განცხადებაში გარდა ამისა, სწავლება მიზნად ისახავდა სამეთაურო უნარების განვითარებას, აგრეთვე მმართველი ორგანოების ჰარმონიული მუშაობის უზრუნველყოფას საბრძოლო მოქმედებების დროს.
نمایش همه...