cookie

ما از کوکی‌ها برای بهبود تجربه مرور شما استفاده می‌کنیم. با کلیک کردن بر روی «پذیرش همه»، شما با استفاده از کوکی‌ها موافقت می‌کنید.

avatar

Artsakh Now / Karabakh Now - (არცახი / ყარაბაღი)

ინფორმაცია და ანალიზი

نمایش بیشتر
جورجيا363زبان مشخص نشده استدسته بندی مشخص نشده است
پست‌های تبلیغاتی
146
مشترکین
اطلاعاتی وجود ندارد24 ساعت
اطلاعاتی وجود ندارد7 روز
اطلاعاتی وجود ندارد30 روز
آرشیو پست ها
შუშიში აზერბაიჯანელმა ვანდალებმა შეურაცხყვეს ჰოვჰანნეს თევოსიანის ბიუსტი (ვიდეო) შუშში, აზერბაიჯანელმა ვანდალებმა შეურაცხყვეს სსრკ პოლიტიკოსის, სოციალური შრომის გმირის ჰოვანეს (ივან) თევატროსის ძე (ფეოდოროვიჩ) თევოსიანის ბიუსტი. ვანდალიზმის ამსახველი ვიდეო გავრცელდა სოციალურ ქსელებში და ტელეგრამ არხში. ვიდეოში ჩანს, აზერბაიჯანელი ვანდალები როგორ აგდებენ მიწაზე თოკზე მიბმულ ბიუსტს, შემდეგ კი მას წიხლებს ურტყამენ და ამ ყველაფერს სიამოვნებით უღებენ ვიდეოს. ჰოვანეს თევოსიანი დაიბადა 1902 წლის 4 იანვარს, მთიანი ყარაბაღის ქალაქ შუშიში. 1927 წ. დაამთავრა მოსკოვის სამთო აკადემია. 1927-1936 წწ მას ეკავა ხელმძღვანელი თანამდებობები ეროვნული ეკონომიკის სფეროში. 1936-1939 წწ ის იყო სსრკ თავდაცვის ინდუსტრიის სახალხო კომიტეტის პირველი მოადგილე .1939 წლიდან მუშაობდა გემთმშენებლობის ინდუსტრიის სახალხო კომიტეტში. 1948-1950წწ იგი იყო მეტალურგიული მრეწველობის მინისტრი. 1956 წლიდან – სსრკ ელჩი იაპონიაში. 1937-1958 – სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. მას მიენიჭა სოციალური შრომის გმირის წოდება. იგი დაჯილდოვდა ლენინის, შრომის წითელი დროშის ორდენით.
نمایش همه...
სომხური “X-100” სადგური ხელს შეუშლის უპილოტო მფრინავი აპარატების და სხვა მოწყობილობების მუშაობას (ვიდეო) სომხეთის რესპუბლიკის მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრმა ჰაკობ არშაკიანმა წარმოადგინა სომხური წარმოების სატელიტური პოზიციონირების სისტემების ზეწოლის რადიოელექტრონული ბრძოლის “X-100” სადგური. სადგურის დანიშნულებაა ზემოქმედება მოახდინოს სატელიტური პოზიციონირების GPS, GLONASS და სხვა ტიპის სისტემებზე, რათა ხელი შეუშალოს უპილოტო მფრინავი აპარატების და სხვა მოწყობილობის პოზიციონირების სისტემების მუშაობას 100 კმ – ზე დაშორებით. სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ამ და სხვა ნამუშევრებს შეგიძლიათ გაეცნოთ 25-27 მარტს დემირჭიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში ჩატარებული #Armhaytek შეიარაღებისა და თავდაცვის ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში.
نمایش همه...
"რუხი მგლები" გააქტიურდნენ არცახის ოკუპირებულ ტერიტორიებზე პარტია “თურქეთის ნაციონალისტური მოძრაობა” და მასთან დაკავშირებული ექსტრემისტული ნეო-ფაშისტური ორგანიზაცია “რუხი მგლები” ბოლო დროს გააქტიურდნენ არცახის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. კერძოდ, პარტიამ გამოაცხადა შუშში სკოლის გახსნის განზრახვის შესახებ. რატომ არცახში, რა რისკებს იწვევს ეს გააქტიურება ჩვენს რეგიონში? თურქოლოგ რუბენ საფრასტიანის თქმით, ბოლო პერიოდში თურქეთის საგარეო პოლიტიკაში შეიმჩნევა პანთურქული ტენდენციების გაძლიერება. ეს განპირობებულია მმართველი პარტიის, მისი ლიდერის ერდოღანის შეხედულებებით და მიზნებით. "მეორეს მხრივ, 90-იანი წლების დასაწყისიდან” თურქეთის ნაციონალისტური მოძრაობის “პარტიისა და” რუხი მგლების “ყურადღების ცენტრში იყო არცახის საკითხი. ”ნაციონალისტების სკოლის აშენებით შუშში, ისინი ცდილობენ უზრუნველყონ მათი არსებობა არცახის გულში", – ამბობს საფრასტიანი.
نمایش همه...
სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის ნაწილი შეიძლება გადავიდეს ქვეყნის აღმოსავლეთით ერევანი და მოსკოვი მუშაობენ აღმოსავლეთ სომხეთში რუსული 102-ე სამხედრო ბაზის გარკვეული სამხედრო ფორმირების გადანაწილების შესაძლებლობაზე, განუცხადა სომხეთის თავდაცვის მინისტრმა ვაგარშაკ ჰარუთუნიანმა "რია ნოვოსტი"-ს. "ალბათ უფრო სწორი იქნება ვილაპარაკოთსომხეთის აღმოსავლეთის მიმართულებით რუსული სამხედრო ბაზიდან ნებისმიერი სამხედრო ფორმირების გადანაწილების შესაძლებლობაზე (მისი გაფართოების გათვალისწინებით) და ამ კონტექსტში საკითხი ერთობლივად განიხილება", - თქვა მინისტრმა. გარდა ამისა, მისი თქმით, სომხეთში მესაზღვრეებს დამატებითი ფუნქციები ენიჭებათ. "მართლაც, რუსი მესაზღვრეებს აქვთ დამატებითი ფუნქციები აზერბაიჯანთან სომხეთის რესპუბლიკის საზღვრის უსაფრთხოებისა და დაცვის უზრუნველსაყოფად. ეჭვი არ მეპარება, რომ მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობა დამყარდა ჩვენი სახელმწიფოების სასაზღვრო სამსახურებს შორის, ისევე, როგორც სომხეთში რუსი მესაზღვრეების წინაშე დასმული ყველა ამოცანა შესრულდება უმაღლეს დონეზე", – თქვა ჰარუთიუნიანმა. "მთიან ყარაბაღში კონფლიქტამდე, სომხეთში რუსეთის FSB- ს სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს ევალებოდათ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამავალი დსთ-ს საზღვრის უსაფრთხოება და დაცვა. დღეს სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა", – თქვა მინისტრმა.
نمایش همه...
ინრერვიუ არცახის საგარეო საქმეთა მინისტრ, ბატონ დავით ბაბაიაბთან
نمایش همه...
ხალხის შეიარაღება საჭიროა, მაგრამ თავდაცვის ჯგუფებში გაერთიანების პირობით: ვოვა ვარდანოვი კანონპროექტი სომხეთის საზღვრისპირა თემების მაცხოვრებლების შეიარაღების შესახებ აუცილებელია, მაგრამ რეგლამენტი სწორად უნდა იყოს მოცემული, ამბობს არცახის განმათავისუფლებელი ომის ვეტერანი, სომხეთში პირველი სპეციალური დაზვერვის დივერსიული რაზმის ფუძემდებელი, საზოგადოებრივ-სამხედრო-პატრიოტული ორგანიზაციის „ომა“-ს დამფუძნებელ-მეთაური ვოვა ვარდანოვი. მისივე თქმით, იარაღის ტარების შესახებ მოქმედი კანონი არასრულია თავისი შეზღუდვებით, ზოგი დებულებები აბსურდულიც კი არის. ჯარიდან ახლად დაბრუნებულ, დემობილიზებულ, შესაძლოა წოდების მქონე ჯარისკაცს არ აქვს თოფის ქონების უფლება, ხოლო 5 წლის სტაჟის მქონე მონადირეს, რომელსაც შეიძლება ლოთობის მავნე ჩვევაც კი აქვს შეუძლია იარაღი ატაროს. „ჩვენ გვგონია, რომ იარაღის ტარების უფლების მისაღებად საკმარისია ადამიანი იყოს ფხიზელი, არ იყოს ნარკომანი და არ ჰქონდეს ფსიქიური პრობლემა. არა, ეს არ არის საკმარისი. ჩემი აზრით იარაღის ტარების უფლება უნდა მიეცეს იმ პიროვნებას, რომელიც ჩართული იქნება თავდაცვის რომელიმე ჯგუფში ან რაზმში. კანონით განსაზღვრული უნდა იყოს, რომ თუ ადამიანი სამოქალაქო არმიის რომელიმე ნაწილში არ ირიცხება, ის ლიცენზიას ვერ მიიღებს”, – აღნიშნა ვარდანოვმა ”რადიოლურ”-ის კორესპოდენტთან საუბრისას.
نمایش همه...
აზერბაიჯანელმა სამხედროებმა კაპანის თემის სოფლებთან ცეცხლი გახსნეს: ადამიანის უფლებათა დამცველი სომხეთის რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა დამცელი თანმხლებ პირებტან ერტად ექვია სიუნიქის რაიონის ქალაქ კაპანს და საზღვრისპირა სოფლებს. ვიზიტმა გამოავლინა მოსახლეობის სიცოცხლის, ქონების და სხვა სასიცოცხლო უფლებების საშიშროებები და დარღვევები. ამის შესახებ განცხადება გაავრცელა ადამიანის უფლებათა დამცველმა არმან ტატოიანმა. ვიზიტი შედგა კაპანის თემის ხელმძღვანელის, გორგ ფარსიანის და სხვა კომპეტენტური თემის წარმომადგენლების თანხლებით. ვიზიტის განმავლობაში ჩატარდა დეტალური დისკუსიები, მათ შორის, პირადი საუბრები მოსახლეობასთან, გაკეთდა პროფესიული დაკვირვება, განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა ინდივიდუალური მიდგომით. ვიზიტის შედეგების საფუძველზე, სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველმა აღნიშნა, რომ...
نمایش همه...
რეალურია თუ არა აფხაზეთის რკინიგზის გახსნა? გადაცემა "ტარაწაშრჯან"-ის („რეგიონი“) ფარგლებში, ქართველოლოგი ჯონი მელიქიანი შეეხო აფხაზეთის რკინიგზის გახსნის შესაძლებლობას და მის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მნიშვნელობას სომხეთისთვის. ქართველოლოგის აზრით, აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე 90-იანი წლების ომის შემდეგ ბევრჯერ ყოფილა ლაპარაკი. სომხეთ-საქართველოს, სომხეთ-რუსეთის თითქმის ყველა მოლაპარაკებებში ეს საკითხი გარკვეულწილად განიხილებოდა, მაგრამ ამ წლების განმავლობაში ყოველთვის იყო პოლიტიკური წითელი ხაზების საკითხი, რამაც შეაფერხა მოლაპარაკებების შესაძლებლობა. საქართველომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი პრიორიტეტად აქცია. აფხაზეთის მოლაპარაკებების მაგიდასთან ყოფნა არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, ეს ქმნის პრობლემებს. ამასთან, ექსპერტის აზრით, საქართველოში არსებობს კონსენსუსი, რომ აფხაზეთთან ან სამხრეთ ოსეთთან სატრანსპორტო განბლოკვის შემთხვევაში საქართველომ შესაძლებელია მეტი კავშირი დაამყაროს აფხაზეთთან ან ოსეთთან, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს ამ კონფლიქტის მოგვარებას უახლოეს მომავალში.
نمایش همه...
პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა ბიძინა ივანიშვილს 65 წლის იუბილე მიულოცა პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა 65 წლის იუბილესთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გაუგზავნა საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრს და პარტია "ქართული ოცნების" ყოფილ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს. სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა "არმენსპრესს" განუცხადა, რომ პრეზიდენტმა სარგსიანმა გამოხატა რწმენა, რომ ერთობლივი ძალისხმევით სომხეთსა და საქართველოს შორის ტრადიციული კეთილმეზობლური ურთიერთობები უახლოეს მომავალში ახალ სტიმულს მიიღებს და კიდევ უფრო განვითარდება. პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა ბიძინა ივანიშვილს ჯანმრთელობა და წარმატება, საქართველოს მეგობარ ხალხს კი მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.
نمایش همه...
არცახში ამჟამად ცხოვრობს 105-110 ათასი არცახელი. არტაკ ბეგლარიანი ”ჩვენი ანგარიშით, ამჟამად არცახში ცხოვრობს 105-110 ათასი არცახელი, რაც ნიშნავს, რომ სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება დაახლოებით 35-40 ათასი არცახელი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა დევნილია. მათი ნაწილი, შესაძლოა არაუმეტეს 10,000, უსახლკარო ხალხი არაა, რომლებმაც ინდივიდუალურად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არ დაბრუნდნენ სახლში”, – აღნიშნა არცახის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა არტაკ ბეგლარიანმა. აზერბაიჯანის მიერ არცახის წინააღმდეგ დაწყებული ომის შედეგად დაახლოებით უსახლკაროდ დარჩენილი და არცახში სახელმწიფო მხარდაჭერით სხვადასხვა თავშესაფრებში მოთავსებულთა რაოდენობა დაახლოებით 10 ათასი ადამიანია. ”არცახის დაახლოებით 10 ათასი ადამიანი სახელმწიფო ცენტრალიზებულ ორგანიზებულ შენობებში – სასტუმროებში, სასტუმრო სახლებში, სახელმწიფო მხარდაჭერით ნაქირავებ სახლებში არიან განთავსებული. ისინი ასევე განთავსდნენ სხვადასხვა სოფლების თავისუფალ საბინაო ფონდებში, ამავე დროს, სამუშაოები მიმდინარეობს საბინაო ფონდების გაზრდის მიზნით”,- აღნიშნა მან.
نمایش همه...
დაიწყებენ თუ არა ანკარა და ბაქო სამხედრო ოპერაციებს დაღესტანში როგორც "Lragir.am"-ი წერს, ყარსში დასრულდა თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი სამხედრო წვრთნები, რის შედეგადაც თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა, რომ თურქეთი მზად უნდა იყოს ნებისმიერი თანამედროვე საფრთხისა და გამოწვევებისთვის, რომლებიც მუდმივად ცვალებადია. არაბული პრესა წერს, რომ თურქეთი ქმნის ღარიბი სირიელი დაქირავებულებისაგან პროქსიარმიას, რომელსაც იყენებს საკუთარი შეხედულებისამებრ. ეს ჯარები გამოიცადა ჯერ კიდევ არცახში. სად გაგზავნის ერდოღანი თავის ჯარს ამჯერად? თურქეთის მიერ სირიელი დაქირავებულების არცახში გაგზავნას ადასტურებენ, როგორც დასავლეთში, ასევე ირანში და რუსეთშიც. ის ფაქტი, რომ თურქეთს აქვს გარკვეული მიზნები ირანში, რუსეთსა და ევროპაში, საეჭვო არ არის.
نمایش همه...
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთში უმიზნო გასროლები მოხდა: თავდაცვის სამინისტრო 14 -15 თებერვალს სრ სახელმწიფო საზღვრის სომხეთ-აზერბაიჯანის კონტაქტის ხაზის მთელ სიგრძეზე არანაირი სასაზღვრო ინციდენტი არ დაფიქსირებულა, ოპერატიული ვითარება არ შეცვლილა. საზღვრის ზოგიერთ ნაწილში დაფიქსირდა არარეგულარული, ძირითადად ჰაერში გასროლები, რამაც არ შეცვალა ოპერატიული ტაქტიკური სიტუაცია. სრ ეროვნული უსაფრთხოების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების პასუხისმგებლობაში არსებული გორის-კაპანის სახელმწიფოთაშორისი საავტომობილო გზის ვოროტან-დავით ბეკის მონაკვეთზე სასაზღვრო ინციდენტები არ დაფიქსირებულა. სომხეთის შეიარაღებული ძალებისა და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების ქვედანაყოფები აკონტროლებენ სასაზღვრო სიტუაციას სასაზღვრო სარტყლის მთელ სიგრძეზე.
نمایش همه...
9 ნოემბრის განცხადება დერეფნის შექმნის შესახებ რაიმე დებულებას არ შეიცავს: ანნა ნაღდალიანი სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის 2020 წლის 9 ნოემბრის ერთობლივი განცხადების 9-ე პუნქტი, რაიმე დერეფნის შექმნის შესახებ დებულებას არ შეიცავს, განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ანნა ნაღდალიანმა, პასუხი გასცა რა "არმენპრესის" კორესპოდენტის შეკითხვას. – აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ "10 ნოემბერს ხელმოწერილ ერთობლივ განცხადებაში არსებობს დებულება ნახჭევანისაკენ დერეფნის შექმნის შესახებ", რა კომენტარს გაუკეთებთ ამ საკითხს? – 9 ნოემბრის ერთობლივი განცხადების მე-9 პუნქტში აღნიშნულია: "რეგიონში ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირის განბლოკვის“ შესახებ, ამ გაგებით სომხეთი გამოდის რეგიონში სტაბილურობის დამყარებისა და თანამშრომლობის პერსპექტივების საკითხში. აღნიშნული პუნქტი არ შეიცავს რაიმე დერეფნის შექმნის დებულებებს. სომხეთის ტერიტორიაზე გამავალი თითოეული გზა ან საკომუნიკაციო მიმართულება არის და იქნება მხოლოდ სომხეთის სუვერენიტეტისა და იურისდიქციის ქვეშ.
نمایش همه...
ახალი ეპიზოდი მოსკოვი-ბაქოს ყარაბაღის გარიგებიდან სპეციალიზებული ვებ- გვერდი Neftegaz.ru იუწყება, რომ 15 თებერვლიდან აზერბაიჯანული ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდება ბაქო-ნოვოროსიისკის ნავთობსადენის საშუალებით, რუსული Transneft-სა და აზერბაიჯანის SOCAR-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. 2021 წელს დაგეგმილია 1 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირება. წლის დასაწყისიდან ბაქომ მთელი თავისი ნავთობი გადაიტანა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის საშუალებით. მანამდე, მცირე რაოდენობით აზერბაიჯანული ნავთობის ტრანსპორტირება მოხდა ჩრდილოეთის ნავთობსადენის საშუალებით ̶ 28,4 მილიონი ტონიდან მხოლოდ 613 ათასი ტონა. ვებგვერდი წერს, რომ ნოვოროსიისკის მარშრუტი არ არის ხელსაყრელი ბაქოსთვის. ხშირად დავა წამოიჭრება ხოლმე Transneft–სა და SOCAR–ს შორის გადაცემის ტარიფებზე, რომლებიც SOCAR-მა ძვირად მიიჩნია. გარდა ამისა, ბაქო-ნოვოროსიისკის ნავთობსადენი ტრანსპორტირებს რუსული Urals ტიპის ნავთს, რომელიც იაფი ნავთობია და მისი ფასი იზრდება მხოლოდ აზერბაიჯანულ ნავთობთან შერევის შემდეგ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბაქოც განიცდის ზარალს ნავთობის ფასის შემცირების შედეგად, მაგრამ ამის სამაგიეროდ მოსკოვი მატ გულს იგებს სომხების ხარჯზე. აშკარაა, რომ ეს გარიგება ლავროვის გეგმის განხორციელებისა და მოსკოვი-ბაქოს შეთანხმებებისა და ვაჭრობის ნაწილია. ნებისმიერი ასეთი შეთანხმება მიიღწევა სომხეთის უფლებების მორიგი დარღვევის ხარჯზე.
نمایش همه...
თურქეთმა სამომავლო რუკა გამოაქვეყნა: რუსეთი იმედოვნებდა, რომ საქმეს სომხებით მორჩებოდა როგორც "Lragir.am"-ი წერს, თურქულმა ტელეარხებმა აჩვენეს თურქული გავლენის გაფართოების ცნობილი ცენტრის "Stratfor"-ის რუქა-პროგნოზი. რუკის მიხედვით, 2050 წელს თურქეთის გავლენის ქვეშ მოექცევიან ჩრდილოეთ აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის, ამიერკავკასიის, სამხრეთ რუსეთის, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების, ყუბანის, როსტოვის ოლქისა და ყირიმის რიგი ტერიტორიები.
نمایش همه...
სომხეთის არმიის გაძლიერებამ შეიძლება ხელი შეუშალოს რეგიონის გათურქებას ”ყარსში დასრულდა 1 თებერვალს დაწყებული თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი სამხედრო წვრთნები ”ზამთარი 2021”, რომელშიც ჩართული იყო სატანკო და საარტილერიო შენაერთები, სნაიპერული ჯგუფები, სპეცრაზმი და საჰაერო ძალები. ,,რაზმინფოს“ ვებგვერდის ანალიტიკოსმა სონა ხაჩატრიანმა გაზეთ “სომხეთის რესპუბლიკა”-თან საუბრისას განაცხადა. ექსპერტ არტურ ეღიაზარიანის აზრით, ამ სწავლების თავისებურება ის იყო, რომ მასში აშკარად იყო ნახსენები ახალი სამხედრო ტექნიკის გამოცდები. ”ამ სამხედრო წვრთნების პირობები ბუნებით ძალიან ჰგავდა სომხეთის ტერიტორიაზე მოქმედებას. სინამდვილეში, ეს იყო ერთ-ერთი ნაბიჯი პანთურქული, გაერთიანებული თურანული არმიის შექმნისკენ, რომელიც ამ დროისთვის მოიცავს აზერბაიჯანულ-თურქულ სამხედრო გაერთიანებებს. ეს წვრთნები გზავნილი იყო ჩვენს შესაშინებლად, მაგრამ მეორეს მხრივ, არ უნდა უგულებელვყოთ ის ფაქტი, რომ ისინი მართლაც ემზადებიან ომისთვის და ინარჩუნებენ ბრძოლისუნარიან არმიას”, – აღნიშნა ეღიაზარიანმა.
نمایش همه...
შედგა სამმხრივი სამუშაო ჯგუფის სხდომა სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერების თანათავმჯდომარეობით სომხეთის რესპუბლიკის ვიცეპრემიერის მჰერ გრიგორიანის, რუსეთის ფედერაციის ვიცე პრემიერის ალექსეი ოვერჩუკის და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის შაჰინ მუსტაფაევის თანათავმჯდომარეობით 2021 წლის 12 თებერვალს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა სამმხრივი სამუშაო ჯგუფის მეორე სხდომა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის მთავრობა. სხდომაზე განიხილეს ერთობლივი მუშაობის პროცესი, რომელიც გამომდინარეობს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის 2020 წლის 9 ნოემბრის განცხადების მე -9 პუნქტის, ისევე როგორც 2021 წ. 11 იანვრის განცხადების მე -2, მე -3, მე -4 პუნქტების შესრულებიდან. შეთანხმებულია შემდგომი სამუშაო გრაფიკი.
نمایش همه...
სომხეთი თურქეთთან საზღვრის გახსნის სურვილზე საუბრობს თურქეთს აღარ აქვს მიზეზი, სომხეთთან საზღვარი ჩაკეტილი ჰქონდეს, – ამის შესახებ განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არა ივაზიანმა. ამავე დროს, აივაზიანი აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე თურქეთთან არანაირი მოლაპარაკება ამჟამად არ მიმდინარეობს. “თურქეთი საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლით თანადათანობით ნორმალურ პროცესს უნდა დაუბრუნდეს, და პირველ რიგში, საუბარია იმაზე, რომ სომხეთის ბლოკადისთვის მას აღარ აქვს მიზეზები. როგორც იცით, ბლოკადა, საზღვრის ჩაკეტვა არცახში სტატუს-კვოთი იყო განპირობებული, რომელიც ძალის გამოყენების შედეგად, შეიცვალა და შესაბამისად, თურქეთს აღარ აქვს მეტი მიზეზი იმისთვის, რომ სომხეთთან დაკეტილი ჰქონდეს საზღვარი. სომხეთი და ჩვენი დიპლომატია ქმედით ძალისხმევას გამოიჩენს იმისთვის რომ ჩვენი უახლოესი გარემოცვა კეთილსაიმედო იყოს სომხეთის უსაფრთხოების გასაძლიერებლად”.
نمایش همه...
სომხეთი გახდება სატრანზიტო პუნქტი რეგიონში: ქართველმა ექსპერტმა პირობებზე ისაუბრა თეირანი- (ჯულფა) – ერევნის რკინიგზის ამოქმედება შეცვლის სომხეთის როლს რეგიონში, საშუალებას მისცემს რესპუბლიკას გახდეს სატრანზიტო ქვეყანა და ძირითადი სატრანსპორტო კვანძი სამხრეთ კავკასიაში. მანამდე კი ერევანმა არა მხოლოდ დიდი რესურსები უნდა მოიძიოს, არამედ უნდა გადაწყვიტოს პოლიტიკური საკითხებიც, რის გამოც ქვეყნის საზღვრები წლებია დაკეტილია. დიდი ხანია ცნობილია სომხეთ-ირანის სარკინიგზო მიმართულების ამოქმედების განზრახვის შესახებ. თემა კვლავ აქტუალური გახდა სომხეთის ეკონომიკის მინისტრის ვაჰან ქერობიანის განცხადების შემდეგ. მან ირანში თქვა, რომ ერევანი-თეირანის რკინიგზის ამოქმედება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო პრობლემების მოგვარებას. საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ ამ ვარიანტის განხორციელება პერსპექტიულია სომხეთისთვის, მაგრამ არამომგებიანი თბილისისთვის. "Sputnik სომხეთის" ჟურნალისტთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ თუ ერევანი მართლაც დაამყარებს სარკინიგზო კავშირს თეირანთან, სომხეთი ავტომატურად გახდება სატრანზიტო ქვეყანა. “ამ შემთხვევაში, ირანიდან და ინდოეთიდან, ისევე როგორც ჩინეთიდან, საქონელი სომხეთში მოვა არა საქართველოს, არამედ აღნიშნული რკინიგზის გავლით. საქართველოს სატრანსპორტო დერეფანი დაკარგავს 700 ათასიდან 1 მილიონ ტონა საქონელს წელიწადში”, – თქვა ცაგარეიშვილმა. იგი შესაძლებლად მიიჩნევს ბაქო-მეღრი-ნახჭევანი-ახურიანი-ყარსის მარშრუტის ამოქმედებას, რაც სომხეთს საგზაო ტყვეობიდან გამოსვლის საშუალებას მისცემს. ამასთან, იგი მიიჩნევს, რომ ეს პროექტი რთულად განსახორციელებელია როგორც პოლიტიკის, ისე ინფრასტრუქტურული თვალსაზრისითაც. ცაგარეიშვილის აზრით, ერევანი სარგებლობას მიიღებს, თუ ქვეყანა ანკარასთან ურთიერთობას მოაწესრიგებს და დაიწყებენ სარკინიგზო კომუნიკაციას. ამ შემთხვევაში, საქართველო დაკარგავს სომხეთის ექსპორტისა და იმპორტის ნაკადის დიდ ნაწილს. ამავე დროს, საქართველოს დარჩება ევროპაში რუსეთიდან, ყაზახეთიდან და შუა აზიიდან გამავალი ტვირთი. გარდა ამისა, სომხეთ-აზერბაიჯანის მაგისტრალი ვერ შეცვლის რუსეთიდან სომხეთისკენ მიმავალ იმ გზას, რომელიც გადის “ზემო ლარსის” საგუშაგოზე. ”ხორბალი, რომელიც სომხეთში სტავროპოლიდან და კრასნოდარიდან ჩამოაქვთ, ლარსში გადის. ეს არის მოკლე და ეკონომიკურად მომგებიანი გზა. სომხეთ-აზერბაიჯანის შესაძლო მაგისტრალით წრის დარტყმა ბიზნესისთვის ძვირი ჯდება”, – თქვა ცაგარეიშვილმა.
نمایش همه...
სომხეთის თავდაცვის მინისტრი. გენერალმა მურადოვმა ალიევთან შეხვედრის დროს დააყენა საზღვარზე პერიოდული სროლის საკითხი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, აზერბაიჯანის მხრიდან ყარაბაღსა და სიუნიქის რეგიონში პერიოდულად გასროლის ხმა ისმის. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის მინისტრმა ვაღარშაკ ჰარუთიუნიანმა აღნიშნა ეროვნულ კრებაში მთავრობასთან კითხვა-პასუხის სესიის დროს. მინისტრმა, კერძოდ, აღნიშნა. ”ჩვენ ამ შემთხვევებს ვაფიქსირებთ და სამშვიდობო ძალებს ვაწვდით ინფორმაციას, თუ საქმე ეხება ყარაბაღს. მე შევხვდი მურადოვს და ეს საკითხი დავაყენე. მან, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ამ თემაზე ესაუბრა ილჰამ ალიევს. საკითხი კვლავ რჩება ჩვენს დღის წესრიგში”.
نمایش همه...
რუსეთის საგარეო უწყება: საქართველოსთან საბაჟო შეთანხმება უნდა ამუშავდეს რუსეთი მზად არის ითანამშრომლოს საქართველოსთან საბაჟო ადმინისტრირების, ვაჭრობის და საქონლის ტრანზიტის საკითხებზე, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ. "რაც შეეხება 2011 წელს რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელმოწერილ შეთანხმებას ტვირთების საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმების შესახებ, ის ნადვილად ჯერ ძალაში არ შესულა", – განაცხადა რუდენკომ. მინისტრის მოადგილის თქმით, მისი რეალიზების დაწყებას აფერხებს დღეისათვის არსებული უთანხმოება. ამ უთანხმოების განხილვა მიმდინარეობს აღნიშნული შეთანხმების შესრულებაზე ზედამხედველობის ერთობლივი კომიტეტის და გადაუჭრელ საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში. "რუსული მხარე მიესალმება კონსტრუქციული მუშაობის გაგრძელებას, ორივე მხარისთვის მისაღები გამოსავლის პოვნას, რათა 2011 წლის შეთანხმება რაც შეიძლება სწრაფად ამუშავდეს", – დასძინა მან.
نمایش همه...
სომხეთი იწყებს საარტილერიო ჭურვების წარმოებას: ადგილობრივი წარმოების დრონები უკვე დაფრინავენ 5 წლის განმავლობაში სომხეთის სამხედრო ინდუსტრიის ბიუჯეტი თითქმის გასამმაგდა, განაცხადა მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრმა ჰოკობ არშაკიანმა.მან ასევე აღნიშნა, რომ 2017 წელს ამ სფეროს სახელმწიფო დაფინანსებამ შეადგინა 1,6 მილიარდი დრამი, 2018 წელს – 2,4, 2019 წელს – 3,8, 2020 წელს – 3,3 მილიარდი დრამი, რომელსაც ომის დროს და 2021 წელს დაემატა 3,4 მილიარდი დრამი. 4,6 მილიარდი დრამი უკვე გამოიყო ბიუჯეტიდან. "საარტილერიო ტექნიკისა და მათი საბრძოლო მასალების წარმოების ის შესაძლებლობები, რომლებიც შეიქმნა 2021 წელს, უკვე შეძლებს სრულად დააკმაყოფილოს ჩვენი ადგილობრივი სამხედრო მოთხოვნა, ხოლო წარმოება მთლიანად ორგანიზებული იქნას სომხეთში. ეს ეხება არტილერიას, სხვადასხვა კალიბრის ჭურვებს, ასევე ყუმბარმტყორცნების წარმოებას. ზოგიერთ შემთხვევაში, თავდამსხმელი უპილოტო აპარატების სახელმწიფო ტესტირება უკვე მიმდინარეობს. როდესაც ტესტირება დასრულდება, გადავალთ სერიულ წარმოებაზე", – თქვა არშაკიანმა.
نمایش همه...
უგზოუკვლოდ დაკარგული აზერბაიჯანელი სამხედროების დედები ფაშინიანს დახმარებას სთხოვენ აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეების დედები, რომლებიც არცახის ომში უგზოუკვლოდ დაიკარგნენ, დახმარებას სთხოვენ სომხეთის პრემიერ მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს. აზერბაიჯანული მედია იუწყება, რომ სამხედრო მოსამსახურეების დედები პროტესტს გამოხატავენ თავდაცვის სამინისტროს შენობის წინ. ”მე მჭირდება ფაშინიანის დახმარება. გთხოვთ: ჩემს შვილს ვეძებდი, რომ მეპოვნა, თავდაცვის სამინისტროდან არავინ გამოგვეხმაურა” – თქვა ერთ-ერთი დაკარგული სამხედრო მოსამსახურის დედამ, რომელსაც ერთადერთ გამოსავალდ სომხეთის პრემიერ-მინისტრისათვის მიმართვა მაიჩნია. დაკარგული აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურეების მშობლებმა განაცხადეს, რომ თავდაცვის სამინისტროში ისინი არ მიიღეს და მათ სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. @ArcakhNow
نمایش همه...
როგორ შეუძლიათ უცხოელებს შესვლა არცახში? მოქმედებს ახალი პროცედურა უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ომისშემდგომ პირობებში არცახში შესვლისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის მოქმედებს განახლებული პროცედურა, აცხადებს არცახის საგარეო საქმეთა სამინისტრო "უცხო ქვეყნების მოქალაქეებმა, რომელთაც სურთ ვიზიტით ეწვიონ არცახს, არცახში შესვლის ნებართვის მისაღებად წინასწარ უნდა მიმართონ არცახის საგარეო საქმეთა სამინისტროს. ეს პროცედურა ვრცელდება როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომელთაც სჭირდებათ შესვლის ვიზა, ასევე იმ ქვეყნების მოქალაქეებზეც, რომელთათვისაც მოქმედებს უვიზო რეჟიმი", – ნათქვამია განცხადებაში. განაცხადების დამტკიცების შემდეგ, ამის შესახებ ეცნობება განაცხადის წარმდგენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც შესაბამის ვიზებს მიიღებენ ერევანში, არცახის მუდმივ წარმომადგენლობაში, რის შემდეგაც მათ შეეძლებათ ეწვიონ არცახს. რაც შეეხება პირობებს, შესვლის ნებართვა გაიცემა 3-4 სამუშაო დღის განმავლობაში. ზოგჯერ პროცესი შეიძლება მეტ ხანს გაგრძელდეს, ამის შესახებ ეცნობება მოქალაქეს, რომელმაც განაცხადი წარადგინა.
نمایش همه...
სტეფანაკერტში შესვლის ნებართვის საკითხი ბაქოსთან ვერ განიხილება: არცახის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯან-ყარაბაღის კონფლიქტის საბოლოო მშვიდობიანი გზით მოგვარება, მთიანი ყარაბაღის საერთაშორისო აღიარება, ორმხრივი კავშირების განვითარება, შიდა სომხური კავშირების შემდგომი გაძლიერება უცვლელი დარჩა არცახის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკაში, განაცხადა არცახის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაბაიანმა. "პირველ რიგში, საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს ძალიან მოქნილი. დღეს მთავარი ამოცანაა არცახის სუბიექტურობის შენარჩუნება, მათ შორის გეოპოლიტიკურისაც. არცახის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ამ მდგომარეობაში დარჩა, რადგანაც ამიერკავკასიის რეგიონში ძალების გეოპოლიტიკური ბალანსი ჩვენთან ერთად ერთია, ჩვენს გარეშე კი სულ სხვა ამბავია. უფრო მეტიც, არცახის გაუჩინარება გახდება ტექტონიკური აფეთქებების დეტონატორი შუა აღმოსავლეთის, შუა აზიის, კავკასიის, ვოლგის რეგიონის, აღმოსავლეთ ევროპის და ა.შ. ეს სიტუაციის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებლებია”, – თქვა მან. @ArcakhNow
نمایش همه...
ანკარა თავის მოკავშირეებთან ერთად საშიში ხდება … ყოველდღიური გაზეთი “სომხეთის რესპუბლიკა”: ”ახლო აღმოსავლეთში და ცენტრალურ აზიაში მომდევნო წლებში განვითარებული მოვლენების პროგნოზირებისათვის აუცილებელია სამხედრო-პოლიტიკური ალიანსების წევრი ქვეყნების ქცევის გათვალისწინება, რომელთა როლი დომინანტი გახდა ბოლო წლებში. თურქეთი და მისი მოკავშირეები აქტიურ პოლიტიკას ატარებენ ზემოთ აღნიშნულ რეგიონებში. ჩვენი დასავლეთის მოსაზღვრის მოქმედებები უკვე აღწევენ ყირგიზეთსა და ჩინეთს, ხოლო მისი მოკავშირე, პაკისტანი, კონფლიქტშია ინდოეთთან და ძალიან აქტიურია ავღანეთში. ამ სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის არსის და ქცევის წარმოსადგენად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თურქეთის, არამედ მისი მთავარი მოკავშირის, პაკისტანის ქცევა. მსგავსი რეგიონალური დაძაბულობისა და ინტენსიური პროცესების ფონზე, პაკისტანის ხელისუფლებამ მიიღო მკვეთრი გადაწყვეტილება ქვეყნის მთავარი ტერორისტული დაჯგუფების ლიდერის გამართლებისა და განთავისუფლების შესახებ. ეს ადასტურებს, რომ ეს ქვეყანა, ისევე როგორც თურქეთი, ააქტიურებს მის კონტროლს დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციებზე, რომლებიც შემდგომ პროცესებში იქნება გამოყენებული. გაზვიადება არ არის იმის თქმა, რომ პაკისტანი არის ატომური ბომბის მქონე ქვეყანა, ამიტომ რეალისტურად უნდა შევაფასოთ რისკები და საშიში მოვლენები, რომლებიც მოსალოდნელია განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში”.
نمایش همه...
რა შესაძლებლობებს შეუქმნის სატრანსპორტო კავშირების განბლოკვა სომხეთსა და საქართველოს? სომხეთი საქართველოს ყოველთვის განიხილავდა და შემდგომშიც განიხილავს მას როგორც მეგობარ სახელმწიფოს, რომელთანაც ურთიერთობების განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ საქართველოსთან მრავალ სფეროში თანამშრომლობის განსამტკიცებლად და განსავითარებლად. ამის შესახებ განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა ვიცემინისტრმა გაგიკ ღალაჩიანმა, შეეხო რა ომის შემდგომ პერიოდში პირველად სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრას. მისივე თქმით, დღეს ჩვენს რეგიონში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ცვლილებები და მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია როგორც სომხეთის, ასევე საქართველოს ინტერესებთან. ამავდროულად, მიმდინარე მოვლენების პირობებში, ახალი გამოწვევების პარალელურად, შეიძლება გაჩნდეს ახალი შესაძლებლობები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუწყონ სომხეთ-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავებას. შეეხო რა სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის კონტექსტში ხაზგასმული ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მუშაობის გაგრძელებას, გაგიკ ღალაჩიანმა აღნიშნა: ”ჩვენ მნიშვნელობას ვანიჭებთ სომხეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი კომისიის მუშაობის უწყვეტობის უზრუნველყოფას. სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით პერსპექტიულია ტრანსპორტის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და სხვა სფეროები. ამ მხრივ, შეგვიძლია გამოვყოთ მაგალითად, მოლაპარაკებები სპარსეთის ყურე-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის ჩამოყალიბებაზე, სომხეთ-საქართველოს ახალი ელექტროგადამცემი ხაზისა და ქვესადგურის მშენებლობის გარშემო განხორციელებული სამუშაოები, რომელთა წარმატებით დასრულების შემდეგ შესაძლებლობა შეიქმნება რუსეთის, საქართველოს, სომხეთისა და ირანის ენერგეტიკული სისტემების სინქრონიზაციისთვის და ა.შ.
نمایش همه...
მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტი არცახის სომხების თვითგამორკვევის უფლებასთან დაკავშირებით სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველმა არმან თათოიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა არცახელი სომხების თვითგამორკვევის უფლების შესახებ მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტი, რომელიც წარმოდგენილია ქვემოთ. ”სომხეთის გასაბჭოების დროს, 1920 წლის 30 ნოემბერს აზერბაიჯანის რევოლუციურმა კომიტეტმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ საბჭოთა აზერბაიჯანსა და საბჭოთა სომხეთს შორის აღარ არსებობს საზღვრის საკითხი, ზანგეზური და ნახჭევანი სომხეთს გადაეცა, ხოლო ყარაბაღის მთიან ნაწილს მიენიჭა თვითგამორკვევის უფლება. დეკრეტი 2 დეკემბერს გამოქვეყნდა ბაქოს გაზეთ “კომუნისტში”. უფრო მეტიც, ამის შემდეგ აზერბაიჯანის რევოლუციურმა კომიტეტმა გამოაცხადა: ”დღეიდან აღმოფხვრილადაა გამოცხადებული სასაზღვრო დავები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. მთიანი ყარაბაღი, ზანგეზური და ნახჭევანი ითვლება სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ნაწილებად”. გადაწყვეტილება-განცხადება გამოქვეყნდა ერევნის გაზეთ “კომუნისტის” 1920 წლის 7 დეკემბრის ნომერში. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ რკ(ბ)პ ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიურომ 1921 წლის 3 ივნისს დაავალა საბჭოთა სომხეთის მთავრობას დეკლარაციით გამოეცხადებინა “მთიანი ყარაბაღი სომხეთის კუთვნილება”. ბიუროს გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს, მათ შორის იყო აზერბაიჯანის რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე ნ. ნარიმანოვიც”,- ნათქვამია თათოიანის პოსტში.
نمایش همه...
ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, იყვნენ ფრთხილი თავიანთ გამონათქვამებში: არცახის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ უკანასკნელ ხანებში აზერბაიჯანი ახორციელებს საინფორმაციო კამპანიას, თითქოს საერთაშორისოსაზოგადოება მას აქტიურად მხარს უჭერს და ცნობებს აქვეყნებს თუ როგორ ულოცავენ მას "დაკავებული" ტერიტორიების "განთავისუფლებასთან" დაკავშირებით. ამის შესახებ განცხადებას აქვეყნებს არცახის საგარეო საქმეთა სამინისტრო. განცხადებაში ასევე ნათქვამია: „ჩვენ საჭიროდ ჩავთვლით კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ თურქეთის დახმარებით და საერთაშორისო ტერორისტების მონაწილეობით 2020 წლის სექტემბერში არცახის რესპუბლიკის წინააღმდეგ განხორციელებულმა შეიარაღებულმა აგრესიამ უამრავი ტანჯვა გამოიწვია. ათასობით უდანაშაულო სომეხი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა, ასობით უგზო-უკვლოდ დაიკარგა, მრავალი ტყვედ და მძევლად აიყვანეს, აწამეს, მათ მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობა გამოიჩინეს, გაანადგურეს სომხური კულტურული მემკვიდრეობა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას და ორგანიზაციას, იყვნენ ძალიან ფრთხილად და კორექტულად აზერბაიჯან-ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ თავიანთ განცხადებებში. არ გააკეთონ განცხადებები, რომლებმაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედონ კონფლიქტის ყოვლისმომცველ მოგვარებაზე, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების საერთაშორისო მცდელობებზე, შეურაცხყოს ათასობით ადამიანის გრძნობა. დიპლომატიური ეტიკეტი არ შეიძლება იქნას გამოყენებული არცახის რესპუბლიკის ტერიტორიების ოკუპაციის ლეგალიზაციისა და არასამართლებრივი საერთაშორისო ქმედებების გამართლებისათვის.
نمایش همه...
აზერბაიჯანელი სამხედროები დასცინიან რუს სამშვიდობოებს აზერბაიჯანელი სამხედროები დასცინიან რუს სამშვიდობოებს, ვითომ მათ კარგად არ იციან რუსული და ავრცელებენ ინტერნეტში. აზერბაიჯანელებს არ შეუძლიათ აპატიონ რუსეთს ის ფაქტი, რომ მათ არ მიეცათ სამხედრო დანაშაულის ჩადენის გაგრძელების უფლება, ამიტომ მათ რუსი სამშვიდობოები მტრებად მიაჩნიათ. ექნებათ მათ საკმარისი გამბედაობა, რომ პირდაპირ თქვან ამის შესახებ, ან საკმარისია მხოლოდ "ხუმრობებისთვის"?
نمایش همه...
სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ქვედანდაყოფებმა ბოლო წლების სწავლებების დროს საკმაოდ მაღალი მზადყოფნა გამოიჩინეს, განაცხადა კუხო-ს გენერალურმა მდივანმა სტანისლავ ზასმა. ზასის თქმით, მისთვის არაკორექტული იქნება სომხეთის არმიის ბრძოლისუნარიანობის შეფასება ახლა, ყარაბაღის ომის შემდეგ. ეს უნდა გააკეთოს სომხეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა. "ამავე დროს, ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენი ყველა მოვლენის დროს (პირველ რიგში, სამხედრო წვრთნების დროს), სომხურმა ქვედანაყოფებმა სამხედრო მზაობის მაღალი დონე გამოავლინეს", – აღნიშნა ზასმა. უფრო მეტიც, მისი თქმით, სომხეთის შეიარაღებული ძალები კოლექტიური თავდაცვის ძალების ნაწილია. ამ კონფლიქტის მიუხედავად, მან გავლენა არ იქონია ზოგადად კოლექტიური თავდაცვის ძალების საბრძოლო ეფექტურობაზე. @ArcakhNow
نمایش همه...
რუსი სამშვიდობოების ვარჯიშები BTR-82A ჯავშანმანქანებით სტეპანაკერტში (არცახი/მთიანი ყარაბაღი)
نمایش همه...
სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო აზერბაიჯანის განცხადება ყაზახის რეგიონის მიმართულებით ცეცხლის გახსნის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ 2 თებერვალს, დაახლოებით 5 საათზე, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნეს ყაზახის რეგიონში, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სასაზღვრო-საბრძოლო ბაზაზე. ”ეს აბსოლუტური სიცრუეა”, – აცნობეს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა.
نمایش همه...
თურქეთ-აზერბაიჯანის სამხედრო წვრთნები ̶ მზადება ომისთვის თუ ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის? რა მიზანს ემსახურება თურქეთ-აზერბაიჯანის რეგულარული სამხედრო წვრთნები დღეს ყარსში? რა პრობლემის მოგვარებას ცდილობენ ისინი? ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მათი გზავნილი გასაგებია – სამხედრო წვრთნები მესიჯია რუსეთისათვის, ამავდროულად, ისმიზნად ისახავს დამატებითი ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენას სომხურ საზოგადოებაზე. ექსპერტების აზრით, ახალი ომის საშიშროება რეალურია.
نمایش همه...
რუსულ-თურქული მონიტორინგის ცენტრი ფორმალური სტრუქტურის შთაბეჭდილებას ტოვებს - ექსპერტი "რაზმინფოს" ექსპერტმა ჰაიკ ხაჩიკიანმა ისაუბრა აღდამში ცოტა ხნის წინათ გახსნილ რუსულ-თურქულ მონიტორინგის ცენტრზე და მოსაზრება გამოთქვა, რომ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ცენტრი მდებარეობს აღდამში, მაგრამ სინამდვილეში ის იქ არ არის. მონიტორინგის ცენტრი გაიხსნა აღმოსავლეთით სოფელ მარზილუში, სადაც ადრე სომხური პოზიციები იყო. "გასაგებია, რომ წარსულში ისინი არ აშენებდნენ ბაზას პოზიციიდან ასეთ მანძილზე, რაც ლოგიკურიც იყო. მე არ ვფიქრობ, რომ მონიტორინგის ცენტრის ადგილმდებარეობა სიმბოლურია, არა მგონია, რომ ბაზის მშენებლებს ასეთი გათვლები ჰქონოდათ, ის უბრალოდ აზერბაიჯანის კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე განათავსეს", – თქვა ექსპერტმა. რაც შეეხება თურქეთის ყოფნას, ექსპერტის აზრით, ეს უნდა განიხილებოდეს მხოლოდ ერთობლივი მონიტორინგის ცენტრის ფარგლებში, რომ არ არის ცნობილი თურქების სამომავლო გეგმები, ასევე არ არის ცნობილი, თუ რომელ სხვა ადგილებში განთავსდება თურქული ნაწილები მომავალში. @ArcakhNow
نمایش همه...
01.02.2021 - არცახში რუსეთის შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციის განხორციელების ტერიტორიის განახლებული რუკა 🔹 სასაზღვრო ხაზის გასწვრივ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაცულია. 🔹 ბოლო დღე-ღამეში სომხეთიდან ყარაბაღში დაბრუნდა 96 ლტოლვილი. საერთო ჯამში 51 947 ადამიანი. 🔹 მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში “ცხელ ხაზზე” მიღებულია 575 შეტყობინება. 🔹რუსმა ექიმებმა დახმარება აღმოუჩინეს მთიანი ყარაბაღის 1 238 მაცხოვრებელს, მათ შორის 157 ბავშვს. 🔹 განაღმვითი სამუშაოების მიმდინარეობისას საბრძოლო მასალებისგან გაიწმინდა 859,3 ჰა ტერიტორია, 245,8 კმ გზა, 962 შენობა-ნაგებობა, მათ შორის სოციალური დანიშნულების 27 ობიექტი, აღმოჩენილი და განეიტრალებულია 23 936 ფეთქებადი ნივთიერება. @ArcakhNow
نمایش همه...
ჰარუთიუნიანმა და შოიგუმ განიხილეს სომხეთ-რუსეთის საშტაბო მოლაპარაკებების შედეგები დყეს, 1 თებერვალს, რუსული მხარის ინიციატივით, შედგა სატელეფონო საუბარი სომხეთის თავდაცვის მინისტრ ვაღარშაკ ჰარუთიუნიანსა და რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრ, არმიის გენერალ სერგეი შოიგუს შორის. "თავდაცვის სამინისტროების ხელმძღვანელებმა განიხილეს გასულ კვირას სომხეთ-რუსეთის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის მიმართულებით საშტაბო მოლაპარაკებების შედეგები, აგრეთვე ომისშემდგომ პერიოდში სომხეთის უსაფრთხოების საკითხების მოგვარების პროცესი. ვაღარშაკ ჰარუთიუნიანმა კმაყოფილება გამოხატა მთიან ყარაბაღში რუსული სამშვიდობო ძალების საქმიანობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მისი ეფექტურობის საუკეთესო დადასტურებაა ცეცხლის შეწყვეტის თითქმის სრული დაცვა, რის გამოც დეკემბერ-იანვარში სერიოზული ინციდენტები არ დაფიქსირებულა, გარდა არცახის რესპუბლიკის თავდაცვის არმიის ერთი სამხედრო მოსამსახურის დაჭრისა", - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში. თავდაცვის სამინისტროები ასევე განიხილეს რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. @ArcakhNow
نمایش همه...
“მონიტორინგის” საფრთხეები ჯერ კიდევ არ არის მთლიანად აღქმული. ტიგრან აბრაჰამიანი უპილოტო მფრინავი აპარატების ფრენების საშუალებით, თურქულ მხარეს არა მხოლოდ ვიდეო მეთვალყურეობის, არამედ რადიო დაზვერვის შესაძლებლობაც ექნება. ამის შესახებ განაცხადა ანალიტიკური ცენტრის "ჰენაკეტის" ხელმძღვანელმა, ტიგრან აბრაამიანმა. ”რუსეთ-თურქეთის ერთობლივი მონიტორინგის ცენტრის კიდევ ერთი საშიში ფაქტორი. თურქულ მხარეს არა მხოლოდ ვიდეო მეთვალყურეობის, არამედ რადიო-დაზვერვის შესაძლებლობა ექნება თვითმფრინავების ფრენების საშუალებით. მე ვფიქრობ, რომ ამ “მონიტორინგის” საფრთხეები ბოლომდე გააზრებული არ არის. სხვათა შორის, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს სად მდებარეობს მონიტორინგის ცენტრი, აკნის რეგიონში (ყოფილი აღდამი) თუ ბაქოში, რადგან ადგილმდებარეობის არჩევანი არანაირად არ ზრდის ან არ ამცირებს მის საშიშროებას. ცენტრის საქმიანობით გამოწვეული საფრთხეები მის ფუნქციურ შესაძლებლობებსა და შორეულ მიზნებს მოიცავს”, – დაწერა მან. @ArcakhNow
نمایش همه...
რონდელის ფონდის უფროსი მკვლევრის - გიორგი ბადრიძის მიმოხილვა ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ
نمایش همه...
საერთაშორისო ზეწოლა აზერბაიჯანზე დღითიდღე იზრდება ̶ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სამხედრო ტყვეების საკითხზე იმისათვის, რომ ვისაუბროთ რეგიონში სტაბილურობაზე, მშვიდობაზე და უსაფრთხოებაზე, პირველ რიგში, უნდა შეიქმნას ნდობის ატმოსფერო, ხოლო ნდობის ატმოსფერო იქმნება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრის შემთხვევაში. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არა აივაზიანმა განაცხადა იერაბლურის პანთეონში ჟურნალისტებთან საუბრისას. "პირველ რიგში, ჩვენი ტყვეების გათავისუფლების საკითხში აზერბაიჯანმა უნდა გაიგოს, რომ ეს ჰუმანიტარული საკითხია და თუ ამ საკითხით მანიპულირება კვლავ გაგრძელდება, დარწმუნებული ვარ აზერბაიჯანს პრობლემა შეექმნება", – თქვა მან. კითხვაზე, არის თუ არა ძვრები სამხედრო ტყვეების დაბრუნების საკითხში, მან უპასუხა. "გარწმუნებთ, რომ არსებობს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ყოველდღიურად მუშაობს. ჩვენს ხაზზე, თუ ნახეთ, საერთაშორისო ზეწოლა დღითიდღე იზრდება და იმედი მაქვს, რომ აზერბაიჯანი მიხვდება, რომ ეს საკითხი სასწრაფოდ უნდა გადაწყდეს".
نمایش همه...