Visioner
رفتن به کانال در Telegram
OSINT | მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტები, გეოპოლიტიკური მოვლენები, სიახლეები და ანალიტიკა.
نمایش بیشترکشور مشخص نشده استدسته بندی مشخص نشده است
960
مشترکین
اطلاعاتی وجود ندارد24 ساعت
اطلاعاتی وجود ندارد7 روز
اطلاعاتی وجود ندارد30 روز
آرشیو پست ها
960
🇮🇱🇱🇧🇵🇸 | ღაზის სექტორში ისრაელის სახმელეთო ოპერაციის მოახლოვებასთან ერთად უფრო და უფრო იძაბება ვითარება ჩრდილოეთ ისრაელში, სადაც გააქტიურებულია ლიბანური ტერორისტული დაჯგუფება ჰეზბოლა.
მხოლოდ დღეს ჰეზბოლამ, სულ მცირე 3 ტსმრ ისროლა IDF-ის პოზიციებისკენ რასაც მოჰყვა მსხვერპლი. საპასუხოდ, ისრაელმა სამხრეთ ლიბანში გამაგრებულ ტერორისტებზე საარტილერიო და საჰაერო იერიშები მიიტანა. მცირემასშტაბიანი შეტაკებები ახლაც გრძელდება.
მანამდე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ჰეზბოლამ სახმელეთო იერიშის შედეგად დაიკავა ისრაელის ერთ-ერთი სადამკვირვებლო პუნქტი არ დადასტურდა, მასზე აღმართული წითელი დროშა კი IDF-ის 35-ე სადესანტო ბრიგადის აღმოჩნდა და არა ჰეზბოლას ე.წ შურისძიების დროშა.
ამჟამად ისრაელის თავდაცვის ძალებს ჩაკეტილი აქვთ ლიბანის სასაზღვრო ზონა 4 კმ-ის მანძილზე.
@visionergeo
960
🇮🇱🇵🇸 | ისრაელს ღაზის სექტორში სრულმასშტაბიანი სახმელეთო ოპერაცია ჯერ არ დაუწყია. ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, "ლოკალური რეიდების" ფარგლებში ღაზის სექტორის ტერიტორიაზე შევიდნენ ქვეითები და ტანკები, რათა გაეწმინდათ ტერიტორია პოტენციური ტერორისტებისგან და დაედგინათ დაკარგული ისრაელელების ადგილმდებარეობა.
ამავდროულად, სხვადასხვა ებრაული წყარო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ახლა სახმელეთო ოპერაციის დაწყება გარდაუვალია და შესაძლოა ეს დღეს ღამეც კი მოხდეს.
პარალელურად, დაძაბულია ვითარება ქვეყნის ჩრდილოეთით სადაც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მცირემასშტაბიანი შეტაკებები IDF-სა და ლიბანურ დაჯგუფებებს შორის.
@visionergeo
960
ისმაილ ჰანიე - ჰამასის უმაღლესი ლიდერი და პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელი.
შეიძლება ითქვას, რომ ჰამასი არსებობას და განვითარებას სწორედ ისმაილ ჰანიეს ძლიერი საერთაშორისო კავშირებით ახერხებს.
ამჟამად იგი ყატარის მფარველობის ქვეშ დოჰადან ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას, რის გამოც ისრაელისთვის რთულად ხელმისაწვდომი სამიზნეა.
7 ოქტომბერს გავრცელდა კადრები, სადაც ჰანიე ყატარის დედაქალაქ დოჰაში თავის ოფისში აღნიშნავდა ჰამასის მოულოდნელ თავდასხმას ისრაელზე ორგანიზაციის სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად.
ისმაილ ჰანიემ თავი ჯერ კიდევ პირველი და მეორე ინტიფადების დროს გამოიჩინა. იგი ისრაელის სამხედრო სასამართლომ რამდენჯერმე დააპატიმრა კიდეც.
ჰანიე მალევე მოხვდა ჰამასის უმაღლეს წრეებში, რაც მის აქტიურობასთან ერთად, ჰამასის დამფუძნებელ, აჰმედ იასინთან ახლო ურთიერთობამაც განაპირობა. იასინი მას ენდობოდა და მომავალ ლიდერად აღიქვამდა.
2006 წელს ჰამასმა პალესტინის საკანონმდებლო არჩევნებში სწორედ ისმაილ ჰანიეს თაოსნობით გაიმარჯვა, რის შედეგადაც ჰამასმა შეძლო ღაზის სექტორში მოწინააღმდეგე პარტიის, ფატაჰის დამარცხება და, პრაქტიკულად, ერთპიროვნული სამხედრო მმართველობის დამყარება.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ისმაილ ჰანიე ტერორისტად, ჰამასი კი ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავთ გამოცხადებული, იგი მაინც ახერხებს საკმაოდ ძლიერი საერთაშორისო პოლიტიკის გატარებას, რაც, ძირითადად, მოიცავს მის უშუალო კავშირებს ირანთან, თურქეთთან და რუსეთთან.
ჰანიე რამდენჯერმე ღიად შეხვდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ-თაიფ ერდოღანს, ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს. მას, ასევე, ახლო ურთიერთობა აკავშირებს ირანის უზენაეს ლიდერ აიათოლა ხამენეისთან და ზოგადად ირანის ოფიციალურ პირებთან, ისევე, როგორც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან.
ერთი სიტყვით, დღესდღეობით ისმაილ ჰანიე არის ჰამასის მთავარი მამოძრავებელი ძალა, ხოლო ისრაელისთვის უმნიშვნელოვანესი, თუმცა საკმაოდ რთულად ხელმისაწვდომი სამიზნე.
@visionergeo
960
⚫️ მუჰამედ დეიფი: ჰამასის გასამხედროებული ფრთის, ალ-ქასამის ბრიგადების მიუწვმდომელი მეთაური.
ის ათწლეულების განმავლობაში ებრძოდა ისრაელს და პასუხისმგებელია თვითმკვლელი ტერორისტების ტალღის ორგანიზებაზე, რომელმაც ათობით ისრაელელის სიცოცხლე შეიწირა.
"დეიფი" არაბულად სტუმარს ნიშნავს, რაც მიუთითებს მის ჩვევაზე ყოველი ღამე გაატაროს სხვადასხვა ადგილას, რათა თავიდან აიცილოს ისრაელის სპეცსამსახურების თვალთვალი და საჰაერო თავდასხმები.
იგი ითვლება ჰამასის მოულოდნელი შეტევის მთავარ დამგეგმავად. მან განაცხადა, რომ ოპერაცია ღაზას 16-წლიანი ბლოკადის და ისრაელის ოკუპაციის საპასუხოდ ჩატარდა.
დეიფი გადაურჩა მკვლელობის არაერთ მცდელობას. 20 წლის წინ ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ის კინაღამ დაიღუპა, დაკარგა ხელი და ფეხი. მორიგი თავდასხმისას კი ერთი თვალი.
2014 წელს ისრაელის მორიგი საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა მისი ცოლი და ახალშობილი შვილი.
მის სახელს უკავშირდება ჰამასის ადგილობრივი წარმოების რაკეტა "ქასამის" დაპროექტება. ამბობენ, რომ ის აგრეთვე დგას ღაზას ქვეშ გვირაბების მასშტაბური ქსელის გაყვანის უკან.
დეიფი ამჟამად ალ-ქასამის ბრიგადებს მის მოადგილესთან, მარვან ისასთან ერთად ხელმძღვანელობს, რომელიც, ასევე, მნიშვნელოვანი სამიზნეა ისრაელისთვის.
@visionergeo
960
⚫️ შემდეგ პოსტებში გაგაცნობთ ჰამასის ლიდერებსა და გავლენიან პირებს, რომლებიც მიმდინარე კონფლიქტში ისრაელის სპეცსამსახურებისთვის პრიორიტეტულ სამიზნეებს წარმოადგენენ:
სიაში ერთ-ერთი პირველია იაჰია სინვარი - ჰამასის ხელმძღვანელი ღაზის სექტორში.
"იაჰია სინვარი ოპერაციის მეთაურია და ის მკვდარი ადამიანია," - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ ჰამასის მოულოდნელი თავდასხმის შემდეგ.
სინვარი ღაზის სექტორში ყველაზე მაღალი რანგის თანამდებობას იკავებს, ჰამასში კი რიგით მეორე ყველაზე გავლენიანი პირია ტერორისტული დაჯგუფის საერთო ლიდერის, ისმაილ ჰანიეს შემდეგ.
1980-იანი წლების ბოლოს იაჰია სინვარი ხელმძღვანელობდა ჰამასის "პოლიციას," სადაც პასუხისმგებელი იყო ისრაელთან თანამშრომლობაში ბრალდებული პალესტინელების თვალთვალსა და დასჯაზე. მან არაერთი კოლაბორაციონიზმში ბრალდებული პალესტინელი დასაჯა სიკვდილით, რის გამოც ხან-იუნისის ჯალათი შეარქვეს.
1988 წელს მისი ხელმძღვანელობით გაიტაცეს და მოკლეს ორი ისრაელელი ჯარისკაცი. ჩადენილი სასტიკი დანაშაულების გამო სინვარი დააპატიმრეს, თუმცა 2011 წელს იგი 1000-ზე მეტ პალესტინელ პატიმართან ერთად გაცვალეს ისრაელელ ჯარისკაც გილად შალიტზე, რომელიც ჰამასს 5 წლის განმავლობაში ჰყავდა დატყვევებული.
2015 წელს სინვარი აშშ-ის მთავრობამ ტერორისტად გამოაცხადა.
2017 წელს პირველი, ხოლო 2021 წელს მეორე ვადით აირჩიეს ჰამასის ღაზის ფრთის ხელმძღვანელად ფარული არჩევნებით.
2021 წლის მაისში ისრაელ-პალესტინის ორკვირიანი კრიზისის დროს ისრაელის საჰაერო ძალებმა სინვარის სახლზე საჰაერო დარტყმა განახორციელეს, თუმცა ჰამასის ლიდერი უვნებლად გადარჩა.
იაჰია სინვარი ითვლება ჰამასის ყველაზე რადიკალური და ექსტრემისტული ხაზის წარმომადგენლად. იგი დღემდე ღაზის სექტორში მდებარე მშობლიურ ქალაქ ხან-იუნისში ცხოვრობს და ისრაელისთვის ჰამასის ლიდერებს შორის ერთ-ერთი უპირველესი სამიზნეა.
@visionergeo
960
🇬🇪🇺🇦 შერეკილების ქართულმა დანაყოფმა წარმატებული ოპერაციის შედეგად გაათავისუფლა რუსების მიერ დაკავებული რამდენიმე მოწინავე პოზიცია უკრაინაში.
კომბინირებულ ოპერაციაში მონაწილე ქვეითების მოიერიშე ჯგუფს მხარდაჭერას უწევდა დრონების დანაყოფიც.
@visionergeo
960
🇮🇱 განახლება:
გუშინ ისრაელის საჰაერო ძალები მთელი ღამის განმავლობაში ამუშავებდნენ ტერორისტების პოზიციებს ღაზის სექტორის სიღრმეში, პარალელურად კი ჩრდილოეთ და სამხრეთ ისრაელის სასაზღვრო ზონებში მიმდინარეობდა IDF-ის მძიმე ტექნიკის მობილიზება.
ღამის მდგომარეობით საპოლიციო ძალებმა IDF-ის ჯარისკაცებისა და მძიმე ტექნიკის დახმარებით მოახერხეს ჰამასის მიერ დაკავებული 29 დასახლებული პუნქტის დაბრუნება, თუმცა ქალაქის ბრძოლები გრძელდება სამხრეთ ისრაელის 8 სხვადასხვა წერტილში. ჰამასის თქმით, მათ საბრძოლველად დამატებითი ნაწილები გაგზავნეს.
ისრაელი ემზადება პოტენციურად სამ ფრონტზე, ღაზის სექტორში, დასავლეთ სანაპიროზე და ლიბანის სამხრეთში ჩაატაროს ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია და საბოლოოდ აღკვეთოს ტერორისტული საფრთხე.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ექსკლავში მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა, რადგან მოსალოდნელია, რომ ისრაელის კონტრშეტევის შედეგად განადგურდება ღაზის სექტორის დიდი ნაწილი.
ისრაელმა 300 000-ზე მეტი რეზერვისტი გამოიძახა აქტიურ სამსახურში, რაც ყველაზე დიდი რეკრუტირებაა 1973 წლის შემდეგ.
დილით ჰეზბოლამ ჩრდილოეთ ისრაელში მდებარე კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ნაღმტყორცნებით განახორციელა თავდასხმა, ისრაელმა კი ლიბანელ ტერორისტებს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა არტილერიითა და დრონებით. ჯერჯერობით ჰეზბოლა ისრაელის წინააღმდეგ ოფიციალურად ომში არ ჩართულა, თუმცა IDF-ის ნაწილების ჩრდილოეთში მისამაგრებლად, სავარაუდოდ, მსგავსი პროვოკაციები ლიბანიდან გაგრძელდება.
@visionergeo
960
🇮🇱 ისრაელში განვითარებული მოვლენების შემაჯამებელი პოსტი:
დღეს დილის 7:30 საათიდან ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰამასმა ღაზის სექტორიდან ისრაელზე მასიური სარაკეტო იერიში მიიტანა, რასაც მოჰყვა ჰამასის გასამხედროებული ფრთის, ალ-ქასამის ბრიგადებისა და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების ასობით შეიარაღებული პირის შეიჭრა სამხრეთ ისრაელის ტერიტორიაზე. ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ინფორმაციით, ტერორისტებს ამ დრომე აქტიურად ებრძვიან, სულ მცირე, 22 ქალაქსა თუ დასახლებაში, სადაც მათ კონტროლის სრულად ან ნაწილობრივ დამყარება მოახერხეს. 1973 წლის იომ-ქიფურის ომის შემდეგ პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ისრაელის მიმართულებით შეტევა განხორციელდა როგორც ხმელეთიდან, ასევე, ჰაერიდან და ზღვიდან.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი საომარ მდგომარეობაშია და იწყებს "ჯერ არნახულ ძლიერ კამპანიას, სანამ ტერორიზმის ეს საფრთხე საბოლოოდ არ დამარცხდება."
ეს არის პირველი შემთხვევა 1973 წლის შემდეგ, როდესაც ისრაელმა გამოაცხადა საომარი მდგომარეობა, რაც, თავის მხრივ, მიუთითებს კონფლიქტის სერიოზულობაზე.
ჰამასის გარდა თავდასხმაში მონაწილეობს ღაზის სექტორში არსებული, პრაქტიკულად, ყველა ტერორისტული ორგანიზაცია, მათ შორის პალესტინის ისლამური ჯიჰადი (PIJ).
მასიური იერიშის დაწყებასთან ერთად სამხრეთ ისრაელიდან ამ დრომდე ვრცელდება ცნობები და გრაფიკული კადრები, სადაც ჩანს ტერორისტების მიერ ჩადენილი სასტიკი ომის დანაშაულები, სისხლიანი თავდასხმები სამოქალაქო პუნქტებზე, ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეების უმოწყალო ხოცვა-ჟლეტა და ა.შ.
ბოლო მონაცემებით თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულია, სულ მცირე, 200 და დაშავებულია 1000-ზე მეტი ადამიანი.
ტერორისტებმა, ასევე, მოახერხეს IDF-ის კუთვნილი რამდენიმე Merkava ტანკისა და ათობით სხვადასხვა ტიპის ჯავშანტრანსპორტიორის განადგურება თუ ხელში ჩაგდება. მათ, ასევე, ტყვედ ჩაიგდეს 50-მდე ისრაელის მოქალაქე, მათ შორის, თავდაცვის ძალების მებრძოლები და მაღალი რანგის ოფიცრები.
ჰამასის თქმით, დღის განმავლობაში ღაზის სექტორიდან 5000-ზე მეტი რაკეტა იქნა გაშვებული, რაც ისრაელის ყველაზე მასშტაბური დაბომბვაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში.
შეტევის მოულოდნელობიდან და მასშტაბურობიდან გამომდინარე სრულფასოვნად ვერ მუშაობს ისრაელის საჰაერო თავდაცვის ბადე, რის გამოც არაერთი რაკეტა ჩამოვარდა დასახლებულ პუნქტში, მათ შორის, თელ-ავივშიც.
IDF-ის წრეებში არსებული კომუნიკაციების მასიური პრობლემების გამო, რაშიც თავისი წვლილი მიუძღვის ისრაელში მიმდინარე სუკოტის დღესასწაულს, შეფერხდა ჯარებისა და რეზერვების მობილიზება, რამაც კიდევ უფრო გაუმარტივა ტერორისტულ დაჯგუფებებს ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრისა და იქ მოქმედების პროცესი.
აღსანიშნავია, რომ ისრაელის საჰაერო ძალები საპასუხოდ მთელი დღის განმავლობაში ახორციელებენ ღაზის სექტორში გამაგრებულ ტერორისტებზე საჰაერო თავდასხმებს.
ისრაელის საპასუხო თავდასხმების შედეგად ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი ბოლო მონაცემებით 232-ია, დაშავებულია, სულ მცირე, 1679 ადამიანი.
მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების ფონზე, აშშ-მა, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და სხვა დასავლურმა ქვეყნებმა (მათ შორის, საქართველომაც) გაავრცელეს განცხადებები ისრაელისადმი ცალსახა მხარდაჭერის შესახებ. თავის მხრივ, ჰამასის თავდასხმის აღსანიშნავად ირანში ხალხი ქუჩებში საზეიმოდ გამოვიდა. არაბული ქვეყნების უმრავლესობა კი კონფლიქტის მიმდინარეობაში პასუხისმგებლობას ისრაელსაც აკისრებს.
@visionergeo
960
🇬🇪🇺🇸 საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებისა და ამერიკელი მწვანე ბერეტების მებრძოლების ერთობლივი ღამის სწავლება ბათუმში Agile Spirit 2023-ის ფარგლებში.
@visionergeo
960
⚫️ აზერბაიჯანის მიერ წამოწყებული სამხედრო ოპერაციიდან მეორე დღეს ყარაბაღის სეპარატისტული რეჟიმი დანებდა და დათანხმდა შემდეგ პირობებს:
• ყარაბაღის ტერიტორიას სრულად დატოვებენ სომხეთის შეიარაღებული ძალების დარჩენილი დანაყოფები.
• „მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის“ არალეგალური შეიარაღებული ფორმირებები სრულად დაიშლება და განიარაღდება, ასევე, მოხდება მძიმე ტექნიკისა და შეიარაღების გაყვანა ყარაბაღის ტერიტორიიდან.
• ყარაბაღში მცხოვრები სომხების უფლებები განიხილება შეხვედრაზე ადგილობრივ მოსახლეობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, რომელიც გაიმართება ქალაქ ევლახში 2023 წლის 21 სექტემბერს.
როგორც ირკვევა, ამ პუნქტების შესრულება სეპარატისტებს რუსი "სამშვიდობოების" ზედამხედველობის ქვეშ მოუწევთ.
@visionergeo
960
🇬🇪🇺🇸 საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რქბ (რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური) დაცვის ასეულისა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა ქბრბ-ზე რეაგირების ქვედანაყოფის, მე-2 საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის ერთობლივი წვრთნები ვაზიანში.
#AgileSpirit2023
@visionergeo
960
⚫️ მოგვიანებით კი 🇬🇪 საქართველოს თავდაცვის ძალების მებრძოლებმა (22-ე ბატალიონი) 🇺🇸 ამერიკელ სამხედროებთან (4th SFAB & 54th SFAB) ერთად მონაწილეობა მიიღეს საჰაერო-მოიერიშე და სამედიცინო-საევაკუაციო სწავლებებშიც, სადაც ჩართული იყო UH-60 Blackhawk ვერტმფრენი.
#AgileSpirit2023
@visionergeo
960
⚫️ გუშინ Agile Spirit-ის ფარგლებში ნორიოს საწვრთნელ არეალში გაიმართა სიმულაციური სწავლება, სადაც 🇬🇪 საქართველოს თავდაცვის ძალებისა და 🇺🇸 აშშ-ის არმიის მებრძოლები დაუპირისპირდნენ 🇬🇧 ბრიტანელ სამხედროებს.
@visionergeo
