Prime Time • პრაიმ ტაიმი
Ir al canal en Telegram
Prime Time — Georgia's leading news company, delivering trusted global coverage. Stay informed!
Mostrar más713
Suscriptores
-124 horas
-67 días
-530 días
Archivo de publicaciones
დონალდ ტრამპი – „მშვიდობის საბჭომ“ ღაზაში „ჰამასისა“ და სხვა შეიარაღებული ჯგუფების სრულ განიარაღებაზე ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია, ღაზა პალესტინის ახალი მთავრობის ხელში გადავა, ისრაელს ექნება უსაფრთხოება
თურქეთის სამოთხე იწვის: ანტალიაში ხანძარი სასტუმროებისკენ მიემართება, არის მძიმე დაკვამლიანება
თეთრი სახლი: მელანია ტრამპმა მეხუთედ შეუწყო ხელი უკრაინელი და რუსი ბავშვების ოჯახებში დაბრუნებას
უეფა-ს წევრი 55 ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატს და ფიფა-ს სხვა ტურნირებს ბოიკოტს გამოუცხადებს, თუ მუნდიალის წილებს კერძო ინვესტორებზე გაასხვისებს
Deutsche Welle: მოლდოვის მთავრობამ ენერგეტიკულ და ჰიდროლოგიურ სექტორებში 30 დღის ვადით მზადყოფნის მაღალი რეჟიმი დააწესა - პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებსა და ბიზნესსექტორს ენერგორესურსების მაქსიმალური ეკონომიისკენ მოუწოდა
ესპანეთის მთავრობა სრულ მზადყოფნაშია - ათასობით მიგრანტი მაროკოდან სეუტაში შეღწევას ცდილობს
ნათია თურნავა The Banker-თან ინტერვიუში - ქართული ბანკების მიერ Nasdaq Calypso-ს პლატფორმის დანერგვის მიზანია ხელი შეუწყოს საფინანსო სექტორის განვითარების მომდევნო ეტაპს
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ემი ვ. დიაზი შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევების გამო, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე საზოგადოებრივი კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
საბურთალოს რაიონში, „სითი მოლის“ მიმდებარედ ტრანსპორტის გადაადგილების ახალი სქემა შემუშავდა
თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს განცხადებას ავრცელებს.
„საბურთალოს რაიონში, სავაჭრო ცენტრ „სითი მოლის“ მიმდებარედ არსებული ქაოსური საგზაო მოძრაობიდან გამომდინარე, გადაადგილების ახალი სქემა შემუშავდა.
აღნიშნულ რთულ კვანძზე შეფერხებით მოძრაობდა, როგორც კერძო ავტომობილები, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტი. განსაკუთრებულად გართულებული იყო მოძრაობა 18-მეტრიანი ავტობუსებისთვის, რომელთაც ავტომანქანების საცობში ურთულდებოდათ მანევრირება, შეფერხება კი მგზავრებში დიდ უკმაყოფილებას იწვევდა.
ცვლილებები დაიგეგმა იმისთვის, რომ ნაკადები გადაეწყოს, განიმუხტოს ქაოსური მოძრაობა და გაიზარდოს საგზაო უსაფრთხოება, რათა მძღოლებმა გადაადგილებისას ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ და გადანაწილდნენ სხვადასხვა მიმართულებით.
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დაამტკიცა 250 მილიონი დოლარის სესხი თბილისის სტრატეგიული მნიშვნელობის შემოვლითი გზის მშენებლობის მხარდასაჭერად, რაც გააუმჯობესებს საგზაო დაკავშირებას, შეამცირებს სატრანსპორტო გადატვირთვას, გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტი ჰაბის როლს, – ამის შესახებ ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს.
რუსებმა კიევს, კრივი-რიჰსა და ლვოვს შეუტიეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები
სამართალდამცველებმა თბილისში 21 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 3 პირი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს პირი, რომელმაც "სარფის" გავლით, ავტომანქანით, სხვადასხვა ნივთში მალულად განთავსებული 1 215.52 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გადმოიტანა, რომლის საბაჟო ღირებულება 246 857 ლარს შეადგენს
რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის გამო პოლონეთში საჰაერო განგაშის სირენები ამოქმედდა - ლუბლინის სავოევოდოს მოსახლეობამ აფეთქებების შესახებ განაცხადა
რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, აშშ-ის არმიამ ირანზე მძლავრი საჰაერო დარტყმები განახორციელა.
მათივე ინფორმაციით, იერიშების სამიზნე გახდა „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ათობით სამიზნე, მათ შორის სამხედრო სარდლობის ცენტრები, რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების საწარმოო ობიექტები, სანაპირო სათვალთვალო და თავდაცვის სისტემები, ასევე საზღვაო შესაძლებლობები.
