cookie

Utilizamos cookies para mejorar tu experiencia de navegación. Al hacer clic en "Aceptar todo", aceptas el uso de cookies.

avatar

PANKISI INFO Channel

Mostrar más
Publicaciones publicitarias
259
Suscriptores
Sin datos24 horas
-17 días
-730 días
Archivo de publicaciones
📣📣📣 PANKISI INFO-მ თქვენთვის მოამზადა საინტერესო თემა ქისტების ურთიერთობის კულტურაზე. 🔸”ქისტებს დაუწერელი მორალური კოდექსი აქვთ, რომელშიც უდიდეს ადგილს იკავებს ერთმანეთთან ურთიერთობის კულტურა. მნიშვნელობა არ აქვს გენდერს, მნიშვნელობა არ აქვს ასაკს, არც სოციალურ მდგომარეობას, როცა საკითხი დგება ადამიანის შეურაცხყოფასა და უპატივცემობაზე, იქ ქისტი კაცის “იაჰ|”* ყოველთვის დგას მოწოდების სიმაღლეზე.” 🔸”ისლამის დამკვიდრებასთან ერთად, კიდევ უფრო გაიდგა ფესვები დედ-მამის დაფასებისა და პატივისცემის ნორმებმა. ამ პერიოდამდე, მშობლების, განსაკუთრებით მამისა და შვილის ურთიერთობაში გარკვეული მთიური “ყინული” იდგა. მამა ხალხის წინ შვილს არასდროს აიყვანდა ხელში, მოფერებაზე საუბარიც ხომ ზედმეტი იყო. რელიგიის შემოსვლასთან ერთად, ეს ტრადიცია შედარებით შერბილდა, თუმცა ის დამოკიდებულება, რომ შვილზე მშობელს თითქმის აბსოლუტური უფლება აქვს, დღემდე მოდის. შვილისთვის მშობელი ამომავალი წერტილია, საყრდენი და იმედია.” 🔎სტატიის სრულად სანახავად ეწვიეთ ჩვენს ბლოგს👇 https://pankisinfo.blogspot.com/2022/11/blog-post.html
Mostrar todo...
Photo unavailableShow in Telegram
წინასწარ გათხრილი საფლავები 1992 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ინგუშთა ეთნოწმენდა და გენოციდი განახორციელეს. 60 000-მდე კბილებამდე შეიარაღებული სადამსჯელო არმადა დაუპირისპირდა 80 000 ინგუშ მშვიდობიან მოსახლეს, რომელთაგან ნახევარზე მეტს მოხუცები, ქალები და ბავშვები წარმოადგენდნენ. დადასტურებული ინფორმაციით, 3 ნოემბრამდე სპეციალურად წინასწარ გაითხარა სასაფლაოები, სადაც ათასობით ინგუში არის სახელდახელოდ დამარხული, რათა ჩადენილი დანაშაულის კვალი დაეფარათ. 2010 წლის 21 ოქტომბერს ევროპარლამენტმა მიიღო სპეციალური რეზოლუცია ჩრდილოეთკავკასიის შესახებ, სადაც პუნქტი H ამტკიცებს, რომ ჩრდილო ოსეთის 1992 წლის მოვლენები იყო ინგუშური მოსახლეობის ეთნოწმენდა , როდესაც საკუთარი მიწებიდან განდევნილ იქნა 80 000 ეთნიკური ინგუში.
Mostrar todo...
📣📣📣 🔹Pankisi Info საინტერესო ინფორმაციებს ტელეგრამ არხისა და ჯგუფის გარდა გიზიარებთ სხვა პლათფორმებზეც🔁 🔹გადადით ლინკზე და ეწვიეთ ჩვენს ბლოგს, Instagram-ისა და Facebook-ის გვერდებს📲 🔹დაათვალიერეთ კადრები პანკისის ხეობიდან და მიიღეთ მეტი წვდომა სასურველ ინფორმაციაზე🌄📊 👇👇👇 https://linktr.ee/Pankisi_Info?utm_source=linktree_profile_share&ltsid=57f9e6a3-227c-48f2-8181-c055c2b9b927
Mostrar todo...
📣📣📣 PANKISI INFO-მ თქვენთვის მოამზადა საინტერესო სტატია უკრაინის მიერ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დამოუკიდებლობის აღიარებაზე. 🔸”თანამედროვე სამყაროში უკრაინამ, 18 ოქტომბერს,  პირველმა აღიარა სახელმწიფოს დამოუკიდებლობა, რომელიც ორჯერ იბრძოდა რუსეთის წინააღმდეეგ და 20 წელზე მეტია ოკუპირებული რუსეთის მიერ.  ეს არის ისტორიული დღე და მოვლენა, პირველ რიგში, იჩქერიისთვის და შემდეგ  მთელ ჩრდილოეთ კავკასიისთვის. უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ცნობს ჩეჩნეთის  რესპუბლიკა იჩქერიის დამოუკიდებლობას და გმობს ჩეჩენი ხალხის გენოციდს. მის მიღებას მხარი 351-დან 287-მა დეპუტატმა დაუჭირა.  64-მა დეპუტატმა  ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.” 🔸”მობილიზაციის გამოცხადების გამო, სხვადასხვა რესპუბლიკებში  გაღვივებული  საპროტესტო ტალღის ფონზე. იჩქერიის მხარდამჭერების ქმედებებს სხვა სეპარატისტული განწყობის მქონე რესპუბლიკებიც ადევნებენ თვალს და თუ იჩქერიელებმა დაიწყეს მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევა, მაშინ შესაძლებელია სხვა ხალხებსაც გაუჩნდეთ  იჩქეერიის მსგავსად დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სურვილი. ამ შემთხვევაში ჩრდილოეთ კავკასიის  ერთ სივრცეში მოქცევა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება.” 🔎სტატიის სრულად სანახავად ეწვიეთ ჩვენს ბლოგს👇 https://pankisinfo.blogspot.com/2022/10/blog-post_23.html
Mostrar todo...
Photo unavailableShow in Telegram
ქისტი მფრინავ-გამომცდელი ოლეგ ცათიაშვილი 1993 წელს გაგარინის უმაღლეს საავიაციო სასწავლებელში სწავლის დროს. ოლეგ ცათიაშვილი 1996 წლის 23 დეკემბერს ბოლნისთან ახლოს იაკ-58 ტიპის თვითმფრინავით აფრენისას ავარიულად ჩამოვარდა და დაიღუპა.
Mostrar todo...
მიიღეთ მონაწილეობა გამოკითხვაში👇 რომელი სოფლის სკოლაში გსურთ, რომ ჩატარდეს მომდევნო თამაში?Anonymous voting
  • ჯოყოლო
  • ბირკიანი
  • ომალო
0 votes
📣📣📣 ვინც თვალს გვადევნებთ, გეცოდინებათ, რომ PANKISI INFO ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში პანკისის სკოლებში ატარებს ინტელექტუალურ თამაშს “რა? სად? როდის?”-ს🦉 🔸პირველი თამაში ჩატარდა სოფელ დუისის საჯარო სკოლაში. 🔸იმისთვის, რომ შევარჩიოთ სკოლა, სადაც ჩავატარებთ მომდევნო “რა? სად? როდის?”-ს, გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა პატარა გამოკითხვა.
Mostrar todo...
რომელი სოფლის სკოლაში გსურთ, რომ ჩატარდეს შემდეგი თამაში?👇Anonymous voting
  • ჯოყოლო
  • ბირკიანი
  • ომალო
0 votes
“ფაქტები ჩეჩნეთის კანონიერი პრეზიდენტების შესახებ: _______________________________ 1. ჩეჩნეთის ხუთივე პრეზიდენტი ემსხვერპლა ოკუპანტის ტყვიას. 2. ჩეჩნეთის ოთხი პრეზიდენტი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. 3. ჩეჩნეთის სამი პრეზიდენტის ცხედარი დღემდე დაპატიმრებულია ФСБ-ს მიერ და ნათესავებს არ ეძლევათ მათი დატირების საშუალება. 4. ჯოჰარ დუდაევის საფლავის ზუსტი ლოკაცია რამდენიმე ადამიანმა იცის, რათა მისი ცხედარი არ შეურაცხჰყონ ოკუპანტებმა. 5. ჩეჩნების ხუთივე პრეზიდენტმა თანამდებობაზე ყოფნის დროის 50%-ზე მეტი ტყეში გაატარა. ჩეჩნეთის კანონიერი პრეზიდენტები: ჯოჰარ დუდაევი, ზელიმხან იანდარბიევი, ასლან მასხადოვი, აბდულ-ჰალიმ სადულაევი, დოკუ უმაროვი” წყარო:”ჩრდილოეთ კავკასია”
Mostrar todo...
მითოლოგია ____________________________________________ შუასაუკუნეების რელიგიური ხასიათის ძეგლები, წეს-ჩვეულებები, თქმულებები და გადმოცემები ნათლად მეტყველებენ ვეინახების წარმართულ რელიგიურ სიძნელეებზე. ის, რაც მათთვის უხილავი იყო და მიუწვდომელი, ეჭვს კი არ ბადებდა მათში, პირიქით, სწამდათ მათი. სჯეროდათ იმ ღმერთებისა, რომლებიც თავადვე შექმნეს. ვეინახების ღმერთების პანთეონში უმთავრესია დელა, მთავარი ღმერთი, რომელიც, ბერძენთა ღმერთების დარად, ადამიანის თვისებების მატარებელია და ცხოვრობს ზეცაში. მითიური წარმოდგენით, ღმერთმა შექმნა ადამიანი: მარჯვენა ხელის აღმოსავლეთისკენ გაშვერით გააჩინა კაცი, ხოლო მარცხენა ხელის დასავლეთისკენ გაშვერით- დედაკაცი და უწინასწარმეტყველა მათ ცოლ-ქმრობა. დელა არის ყოვლისშემძლე და ამიტომაც მას მიმართავენ ყველაზე სერიოზული, მნიშვნელოვანი თხოვნით. მეორე ადგილზე შეიძლება დავაყენოთ სიელა (ჭექა-ქუხილის ღმერთი). ვეინახები ფიცის დროს აუცილებლად მოიხსენიებდნენ ორივე ღმერთს ერთად (“დელარ-სიელარ” და შემდეგ ფიცი). თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ “დელა” ვეინახებში წარმოდგენილია ერთ მონოთეისტურ ღმერთად. ამიტომაც არის, ალბათ, დღეს ვეინახებში “დელა” და “ალლაჰი” გაიგივებული და ადრე წარმართი ღმერთის სახელი “დელა” გახდა ალლაჰის ერთ-ერთი სინონიმი.
Mostrar todo...
📣📣📣 PANKISI INFO-მ თქვენთვის მოამზადა საინტერესო სტატია კავკასიური პოეზიის ფესტივალზე. 🔸”ანაკლიამ  კავკასიური პოეზიის რიგით მეოთხე ფესტივალს „ანაკლია 2022-ს“  უმასპინძლა. ფესტივალი 29 სექტემბერს დაიწყო და 1 ოქტომბერს დაიხურა. ღონისძიება    ჩერქეზული კულტურის ცენტრისა (თბილისი) და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა. კავკასიური პოეზიის ფესტივალი პირველად ჩატარდა 2017 წელს და იგეგმებოდა  ყოველწლიური ფესტივალის ჩატარების ტრადიციის დამკვიდრება, მაგრამ პანდემიის გამო ვერ მოხერხდა  2020 და 2021 წლებში ფესტივალის ორგანიზება.” 🔸”სტუმრებმა   წარმოადგინეს თავიანთი ორიგინალურ ნაწარმოებები მშობლიურ ენებზე, ასევე ლექსების თარგმანები კავკასიის ხალხების სხვა ენებზე. შეხვედრებზე ასევე მოხდა ახალი ლიტერატურული პუბლიკაციების პრეზენტაცია.  სტუმრებს ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ გაცნობოდნენ სხვადასხვა კავკასიელი ხალხების ტრადიციასა და კულტურას.” 🔎სტატიის სრულად სანახავად ეწვიეთ ჩვენს ბლოგს👇 https://pankisinfo.blogspot.com/2022/10/blog-post.html
Mostrar todo...
Photo unavailableShow in Telegram
ჩეჩნეთი “ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია საპრეზიდენტო სახელმწიფოა. ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა 1991 წლის სექტემბერში. ქვეყნის კონსტიტუცია ძალაში შევიდა 1992 წლის 12 მარტს, ხოლო 1992 წლის 13 მარტს საქართველომ აღიარა ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა. იჩქერიის დედაქალაქია გროზნო (რუს. Грозный, ჩეჩნ. Дж|охарг|ала/ჯოჰარღალა). ძირითადი ქალაქებია: გუდერმესი, არგუნი, შალი, ნადტერეჩნაია, კარგალინსკაია, ბამუთი, ურუს-მარტანი, აჩხოი-მარტანი, შაროი, ვედენო… ქვეყნის ტერიტორია შეადგენს 16 000 კვ.კმ. ჩეჩნეთის პირველ ომამდე (1994წ. 11 დეკემბერი) აქ ცხოვრობდა 100 000 ჩეჩენი, 50 000 ინგუში, 14 500 სომეხი, 12 000 უკრაინელი, 1 000 ქართველი (უფრო ქისტები) და 100 000 მეტი რუსი. იჩქერია სამხრეთით ესაზღვრება საქართველოს, დასავლეთით- ინგუშეთის რესპუბლიკას, აღმოსავლეთითა და ჩრდილო- აღმოსავლეთით - რუსეთის ფედერაციას (სტავროპოლის მხარე). 1999 წლის სექტემბრიდან დღემდე იჩქერია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ბრძოლა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ დღესაც მიმდინარეობს.” წყარო: “ვეინახების ქართული საგა” ნონა ხანგოშვილი
Mostrar todo...
📣📣📣 PANKISI INFO-მ თქვენთვის მოამზადა საინტერესო სტატია გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით. 🔸”28 სექტემბერს, PANKISI INFO-ს ორგანიზებით, თბილისში, პარლამენტის წინ (შოთა რუსთაველის გამზირზე) გაიმართა აქცია  ჩრდილოეთ კავკასიელების დისკრიმინაციისა და მობილიზაციის  წინააღმდეგ. აქციის მთავარი მიზანი იყო ჩრდილოეთ კავკასიელების მიმართ არსებული დისკრიმინაციული დამოკიდებულების გაპროტესტება და  იმ ჩრდლოეთ კავკასიელების მხარდაჭერა, რომლებსაც რუსეთის მთავრობა იძულებით აგზავნის რუსეთ-უკრაინის ომში. აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ კავკასიელები მხარს არ უჭერენ  უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ე.წ. „სპეცოპერაციას“ და მათი  უმრავლესობა თვლის, რომ რუსეთმა სუვერენული სახელმწიფოს წინააღმეგ დაიწყო სრულმაშტაბიანი ომი.” 🔸”აქცია დაიგეგმა სპონტანურად, ერთი დღით ადრე, შესაბამისად ვერ მოხერხდა დიდი რაოდენობით ხალის მობილიზაცია. აქციაში მონაწილეობა მიიღო 50-მდე ჩეჩენმა ახალგაზრდამ,  აქციის მხარდასაჭერად მოვიდნენ ჩერქეზი და ქართველი აქტივისტებიც.   ასევე, აქციაზე იმყოფებოდნენ მედიის წარმომადგენლები, რომელთა ხელშეწყობითაც  შესაძლებელი გახდა ინფორმაციის ფართო საზოგადოებამდე მიტანა.” 🔎სტატიის სრულად სანახავად გადადით ჩვენს ბლოგზე👇 https://pankisinfo.blogspot.com/2022/09/blog-post_29.html
Mostrar todo...
📣📣📣 ცოტა რამ დღევანდელი აქციის შესახებ👇 🔸მადლობის დროა🔸 დღეს PANKISI INFO-ს ორგანიზებით თბილისში ჩატარდა მშვიდობიანი აქცია. აქციაზე ჩვენი მოთხოვნები იყო: არა მობილიზაციას! არა დისკრიმინაციას! ჩვენ საქართველოს მთავრობისგან მოვითხოვეთ, რომ მობილიზაციასა და რუსულ აგრესიას გამოქცეული ჩრდ.კავკასიელებისთვის ნება მიეცათ, შემოსულიყვნენ საქართველოში. აქცია პრობლემის სიმძაფრიდან გამომდინარე ძალიან სპონტანურად დაიგეგმა. 1 დღეში როგორც შევძელით, ისე მოვახდინეთ მობილიზება და ორგანიზება. მაგრამ, საბედნიეროდ ჩვენ მარტო არ ვყოფილვართ… პარლამენტთან 45-მდე ადამიანი მოვიდა მხარდასაჭერად. დიდ მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ცოტაოდენი წვლილი მაინც შეიტანა, თუნდაც მინიმუმ გააზიარა ინფორმაცია. მადლობა ინსტაგრამ, ტელეგრამ თუ ფეისბუქ ჯგუფებს, რომლებიც გვერდში გვედგნენ. და ბოლოს… მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომელთა გარეშე ეს აქცია უბრალოდ ვერ ჩატარდებოდა- მადლობა ყველას, ვინც მივიდა პარლამენტის წინ და გვერდში დაუდგა ჩვენს ხალხს, გვერდში დაგვიდგა ჩვენ! ჩვენ ამას ვაფასებთ! ____________ На Русском👇 —————————— 📣📣📣 Немного о сегодняшней акции 👇 🔸Спасибо Всем кто был с нами🔸 Сегодня в Тбилиси молодежная волонтерская организация «PANKISI INFO» организовала мирную акцию. Требованиями к акции были: Нет мобилизации! Нет дискриминации против кавказцев! Мы требовали у властей Грузии запустить в страну наших земляков, бегущих от преследования силовиков и мобилизации в России. Акцию запланировали очень спонтанно за 1 день. Но, к счастью, мы были не одни… Нас было около 45-ти человек. Большое спасибо всем, кто хоть немного внес свой вклад, хотя бы просто для того, чтобы поделиться информацией. Спасибо группам в Инстаграмм, в Телеграмме и Facebook, которые поддержали нас и поделились всеми подробностями. И наконец... спасибо всем и каждому, без кого эта акция просто не смогла бы состояться! Спасибо всем, кто пришел на митинг сегодня перед зданием парламента и поддержал наш народ и нас! Мы ценим это!
Mostrar todo...
Repost from PANKISI INFO
📣📣📣 ლოკაციები ❗️❗️❗️❗️❗️ ასსალამუ ალეიქუმ ხვალ ტრანსპორტი დაგელოდებათ შემდეგ ლოკაციებზე: 1. დუისი I. დუისის სკოლა II. საბჭოსთან (ფეკელ) 2. ჯოყოლო ჯოყოლოს ცენტრი 3. ომალო ომალოს ცენტრი(სკოლასთან) ვინც მოდიხართ აქციაზე, მოგვწერეთ ინსტაგრამზე👇 https://instagram.com/pankisinfo?igshid=YmMyMTA2M2Y= ტელეგრამის პირად შეტყობინებაში👇 @pankisinfo_dm ან დაგვიკავშირდით ნომერზე👇 557377140 გთხოვთ, იჩქარეთ❗️❗️❗️❗️ მნიშვნელოვანია დავადგინოთ მიახლოებითი რაოდენობა, რომლებიც ჩვენი ტრანსპორტით წამოვლენ.
Mostrar todo...
აქციაზე წამოსვლის მსურველებისთვის❗️❗️❗️ რომელი სოფლის მკვიდრი ხართ?Anonymous voting
  • დუისი
  • ბირკიანი
  • ჯოყოლო
  • ომალო
  • წინუბანი
  • ხალაწანი
0 votes
📣📣📣 დეტალები აქციასთან დაკავშირებით ❗️❗️❗️❗️❗️❗️❗️❗️ მოგესალმებით ყველას -აქცია თბილისში გაიმართება ხვალ, 15:00 საათზე, პარლამენტის წინ. -პანკისიდან მსურველების ტრანსპორტირებას PANKISI INFO-ს გუნდი 2 მარშუტკით უზრუნველყოფს. -ხვალ 10:00 საათისთვის მარშუტკა მსურველებს მიაკითხავს. -გთხოვთ არ დაიზაროთ მათ, ვისაც აქვთ შესაძლებლობა, რომ საკუთარი ტრანსპორტით შემოგვიერთდნენ.
Mostrar todo...
📣📣📣 აპირებთ თუ არა აქციაში მონაწილეობის მიღებას? (გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა გამოკითხვაში. ეს დაგვეხმარება დავადგინოთ, თუ რამდენი ადამიანი იზიარებს და ეხმაურება ჩვენს წამოწყებას)Anonymous voting
  • დიახ
  • არა
0 votes
Repost from PANKISI INFO
📣📣📣 მშვიდობიანი აქცია ჩრდ.კავკასიაში მობილიზაციის წინააღმდეგ ❗️❗️❗️❗️❗️❗️❗️❗️ მოგესალმებით ყველას! როგორც ყველანი ვხედავთ, რთული დღეები უდგათ ჩვენს დებს, ძმებს და მთლიანად კავკასიას; ყველა ვხედავთ, რა ხდება ჩეჩნეთში, დაღესტანში, ინგუშეთში და აქვე, ლარსის გამშვებ პუნქტზე, ჩვენთან არც ისე შორს. უამრავი კავკასიელი ყველანაირი საარსებო მინიმუმის გარეშე ელოდება დახმარებას. შეუძლებელია, იყო სულით კავკასიელი და გულთან არ მიგქონდეს დღევანდელი მდგომარეობა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, PANKISI INFO-მ გადაწყვიტა, დააანონსოს აქცია თბილისში. პანკისიდან მსურველებს ჩვენი გუნდი გაუწევს ტრანსპორტირებას. გარდა ამისა, ჩვენი სტუდენტები (და არამხოლოდ), რომლებიც თბილისში იმყოფებიან… დროა ყველანი ერთად დავდგეთ ამ უსამართლობის წინააღმდეგ. იმის ახსნა, რომ ეს ჩვენი ყველას მორალური ვალდებულებაა, ვფიქრობთ, საჭირო აღარ არის.
Mostrar todo...
📣📣📣 აპირებთ თუ არა აქციაში მონაწილეობის მიღებას? (გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა გამოკითხვაში. ეს დაგვეხმარება დავადგინოთ, თუ რამდენი ადამიანი იზიარებს და ეხმაურება ჩვენს წამოწყებას)Anonymous voting
  • დიახ
  • არა
0 votes
Repost from PANKISI INFO
📣📣📣 მოგესალმებით ყველას! როგორც ყველანი ვხედავთ, რთული დღეები უდგათ ჩვენს დებს, ძმებს და მთლიანად კავკასიას; ყველა ვხედავთ, რა ხდება ჩეჩნეთში, დაღესტანში, ინგუშეთში და აქვე, ლარსის გამშვებ პუნქტზე, ჩვენთან არც ისე შორს. უამრავი კავკასიელი ყველანაირი საარსებო მინიმუმის გარეშე ელოდება დახმარებას. შეუძლებელია, იყო სულით კავკასიელი და გულთან არ მიგქონდეს დღევანდელი მდგომარეობა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, PANKISI INFO-მ გადაწყვიტა, დააანონსოს აქცია თბილისში. პანკისიდან მსურველებს ჩვენი გუნდი გაუწევს ტრანსპორტირებას. გარდა ამისა, ჩვენი სტუდენტები (და არამხოლოდ), რომლებიც თბილისში იმყოფებიან… დროა ყველანი ერთად დავდგეთ ამ უსამართლობის წინააღმდეგ. იმის ახსნა, რომ ეს ჩვენი ყველას მორალური ვალდებულებაა, ვფიქრობთ, საჭირო აღარ არის.
Mostrar todo...
PANKISI INFO-მ თქვენთვის მოამზადა საინტერესო სტატია დაადი იურთის ტრაგედიაზე. 🔸”კავკასიის ომის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელი 1819 წლის 14 სექტემბერს ჩეჩნეთის სოფელ დადი-იურტის, მის მცხოვრებლებთან ერთად, უსაფუძვლო და უაზრო განადგურებაა. უხსოვარი დროიდან ჩეჩნების წინაპრები ცხოვრობდნენ  თერეკის მარჯვენა სანაპიროზე. მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში თერეკის   სანაპიროზე ჩამოვიდა სოფელ წონთარის მკვიდრი (თანამედროვე ნოჟაი-იურტის რაიონი) „დაადა“. სოფელს დაადის სახელი დაერქვა - „დაადი იურთი“. 🔸”სოფელ დადი-იურტის წინააღმდეგ ოპერაციისთვის რაზმი გაიგზავნა დონის არმიის გენერალ-მაიორის სისოევის მეთაურობით. მის განკარგულებაში იყო 6 ქვეითი ასეული (ყაბარდოს 5 ასეული და სამების ქვეითი პოლკის 1 ასეული), 700 კაზაკი და 5 საარტილერიო იარაღი. 1819 წლის 15 სექტემბერს სისოევი ფარულად მიუახლოვდა დადი-იურტს და მოსახლეობას შესთავაზა ნებაყოფლობით გადასულიყვნენ სუნჟას მიღმა. დადი-იურტის მცხოვრებლებმა უარყვეს წინადადება და გენერალმა სისოევმა ბრძანა თავდასხმა.” 🔎სტატიის სრულად სანახავად გადადით ჩვენს ბლოგზე👇 https://pankisinfo.blogspot.com/2022/09/blog-post_14.html
Mostrar todo...
Photo unavailableShow in Telegram
1992 წელს აფხაზეთის ომის პრობლემებთან დაკავშირებით ქ.გროზნოში ჩავიდა ქისტების დელეგაცია ჯოხარ დუდაევთან შესახვედრად. შეხვედრამ დადებითი შედეგი გამოიღო, აიკრძალა და საჯაროდ დაგმობილ იქნა აფხაზეთში ჩატარებული ყველა სპეცოპერაცია ჩეჩნების მხრიდან. ჯოხარ დუდაევმა თბილად მიიღო დელეგაცია და ყველა მათი პირობა შეასრულა. ხოლო ქისტებისთვის მიწების გამოყოფასთან დაკავშირებით, რაც ერთ-ერთ მოთხოვნას მიეკუთვნებოდა დელეგაციის მხრიდან, დუდაევმა უპასუხა:”მიწები აქ თქვენიცაა, რადგან თქვენი წინაპრებისაა და ნებისმიერ დროს დაგხვდებათ საკუთარი მიწა. რაც შეეხება საქართველოს მიტივებას, არ გირჩევთ, ის ჩვენთვის ძალიან მშობლიურია და არ ვიცით ხვალინდელ დღეს როგორ დავჭირდებით ერთმანეთს და გამოვადგებით ერთმანეთს” ფოტოზე:მარცხნიდან მარჯვნივ პირველ მწკრივში:ვისერგი ალხანაშვილი,ვასია გორნაკაშვილი, ბუღდან გორგიშვილი,ჟორა მაჩალიკაშვილი,ჯარაფა ხანგოშვილი, ბისოლთი მარგოშვილი. მეორე მწკრივში: სულეიმან გუმაშვილუ,მათე ციხესაშვილი,ხასო ხანგოშვილი. მესამე მწკრივში: ელდარი ხანგოშვილი, შოთა გუმაშვილი. წყარო: “ვეინახების ქართული საგა”- ნონა ხანგოშვილი
Mostrar todo...
📣📣📣 🔹Pankisi Info საინტერესო ინფორმაციებს ტელეგრამ არხისა და ჯგუფის გარდა გიზიარებთ სხვა პლათფორმებზეც🔁 🔹გადადით ლინკზე და ეწვიეთ ჩვენს ბლოგს, Instagram-ისა და Facebook-ის გვერდებს📲 🔹დაათვალიერეთ კადრები პანკისის ხეობიდან და მიიღეთ მეტი წვდომა სასურველ ინფორმაციაზე🌄📊 👇👇👇 https://linktr.ee/Pankisi_Info?utm_source=linktree_profile_share&ltsid=57f9e6a3-227c-48f2-8181-c055c2b9b927
Mostrar todo...
📣📣📣 PANKISI INFO-მ თქვენთვის მოამზადა საინტერესო სტატია იჩქერიის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. 🔸”6 სექტემბერს 31 წელი შესრულდა იმ მოვლენიდან, რომელმაც ჩეჩნეთის თანამედროვე ისტორიას  ჩაუყარა საფუძველი. მრავალი წლის შემდეგ ჩეჩნეთმა შეძლო დე-ფაქტო დამოუკიდებლობის მოპოვება და ამ დამოუკიდებლობისთვის მრავალწლიანი ომის წარმოება. ახლა 6 სექტემბერს ჩეჩნეთში აღინიშნება  „სამოქალაქო შეთანხმების, ერთიანობისა და შერიგების დღე“, როგორც ეს რეგიონის ამჟამინდელი ხელმძღვანელის მამამ, ახმად კადიროვმა დააწესა. ადრე იჩქერიაში  ფართოდ აღინიშნებოდა  "დამოუკიდებლობის დღე". 🔸”ჩეჩნეთის ამჟამინდელი პრორუსული ხელისუფლება, არ აღიარებს ამ დღესასწაულს, თუმცა მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელის მამა ახმედ კადიროვი წინა წლებში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ზეიმების აქტიური მონაწილე იყო.  ჩეჩნეთში ეს დღე არ აღინიშნება. ამის ნაცვლად,  2002 წელს, 6 სექტემბერი რესპუბლიკის დღედ გამოცხადდა. “ 🔎სტატიის სრულად სანახავად გადადით ჩვენს ლინკზე👇 https://pankisinfo.blogspot.com/2022/09/blog-post.html
Mostrar todo...
ფრაგმენტი ლევ ტოლსტოის ჰაჯი მურატიდან (ტოლსტოი 1851-1854 წლებში ცხოვრობდა ჩეჩნეთში და თავისი თვალით უნახავს ჩეჩნური სოფლების უმოწყალო რბევა) შინ დაბრუნებულ სადოს სახლი დანგრეული დახვდა: სახურავი ჩაქცეული, კარი და ბანის ბოძები ჩაფერფლილი, კერა შებილწული. მისი შვილი, ისლამაზი, თვალნათელი ბიჭუნა, ასეთი აღფრთოვანებით რომ შესცქეროდა ჰაჯი-მურატს, ნაბადგადაფარებული ცხენით მოასვენეს მეჩეთთან, ბავშვს ხიშტი ზურგში ჰქონდა ჩაცემული. თავდაჭერილი, სათნო მანდილოსანი, რომელიც სუფრას ემსახურებოდა ჰაჯი მურატის სტუმრობისას, ახლა თმაგადლშლილი დასდგომოდა შვილის ცხედარს; სახეს იხოკავდა, დაჭრილი ნადირივით ღრიალებდა. სადომ წერაქვი და ბარი მოიძია და შვილისთვის საფლავის გასათხრელად წავიდა ნათესავებთან ერთად. მოხუცი პაპა, რომელიც სულ ახლახან მობრუნებულიყო თავისი საფუტკრიდან, ჩამოქცეული სახლის კედელთან იჯდა, ჩხირს ჩორკნიდა და უაზროდ გასცქეროდა სივრცეს. თივის ორი ზვინი გადაეწვათ რუსებს საფუტკრეში, მისი ხელით დარგული, ნასათუთები ჭერმისა და ალუბლის ხეები ჩაელეწ-ჩაენაცრათ და, რაც მთავარია, ფუტკრის სკები ცეცხლში ჩაებუგათ. სახლებიდან დედაკაცების ვაი-ვიში ისმოდა, გოდებდა მოედანიც, სადაც კიდევ ორი გვამი მიასვენეს.” წყარო: თუმი დიშნი-”ვეინახების ქართული საგა”
Mostrar todo...
📣📣📣 PANKISI INFO-მ თქვენთვის მოამზადა სტატია ჩვენი გუნდის მიერ ორგანიზებულ დასუფთავების აქციაზე “ერთად ვიზრუნოთ პანკისზე”. 🔸”27 აგვისტოს, პანკისის ხეობაში, „პანკისი ინფოს“ ორგანიზებით, მოეწყო აქცია „ერთად ვიზრუნოთ პანკისზე“. დასუფთავდა,  ის ტერიტორია,  სადაც მძიმე ანტისანიტარული მდგომარეობა იყო შექმნილი. აღნიშნულ აქციაში მონაწილეობა შეეძლო ნებისმიერ მსურველს.  ადგილზე   20-მდე ადგილობრივი მოხალისე  მუშაობდა, რომლებსაც „პანკისი ინფომ“ გაუწია ტრანპორტირება და მობილიზება . დასუფთავების აქცია სოფელი დუისიდან დაიწყო და სარწყავ არხთან მდებარე საპიკნიკე გორა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა. ამ ლოკაციის გასუფთავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან ეს ტერიტორია მიმზიდველია როგორც ადგილობრივებისთვის, ისე  ტურისტებისა და დამსვენებლებისთვის.” 🔸”მუსლიმ თემს გარემოს დაცვა ნამდვილად არავისგან არ უნდა ესწავლებოდეს და არ უნდა საჭიროებდეს გარემოს დაბინძურებაზე  მონიტორინგის გამკაცრება, რადგან გარემოს დაბინძურებას თავად ყურანი კრძალავს. წინასწარმეტყველი ყოველთვის მოუწოდებდა თავის ხალხს სიწმინდისაკენ: "ალლაჰი სუფთაა და უყვარს სისუფთავე. შეინარჩუნე სისუფთავე შეძლებისდაგვარად. ალაჰმა ისლამი შექმნა სისუფთავეზე. სამოთხეში სუფთა ადამიანის გარდა არავინ შევა." 🔎სტატიის სრულად სანახავად გადადით ჩვენს ბლოგზე👇 https://pankisinfo.blogspot.com/2022/08/blog-post_30.html
Mostrar todo...
Photo unavailableShow in Telegram
📣📣📣 PANKISI INFO-მ თქვენთვის მოამზადა სტატია ზელიმხან ხანგოშვილზე. 🔸”დღეს  პანკისის ხეობის  ერთ-ერთი გამორჩეული და ძვირფასი  ადამიანის, ზელიმხან ხანგოშვილის  ხსოვნის დღეა. ის  გარდაიცვალა  2019 წლის 23 აგვისტოს. ზელიმხან ხანგოშვილის პიროვნული თვისებები დღესაც კი ახსოვს ხალხს. იგი შეძლებისდაგვარად ყოველთვის ეხმარებოდა გაჭირვებულ ხალხს როგორც ფინანსურად, ისე მორალურად. ზელიმხან ხანგოშვილი გამოირჩეოდა ინტელექტუალური შესაძლებლობებით და საკუთარ შესაძლებლობებს ყოველთვის   იყენებდა პანკისის ხეობის მაცხორვებლებისთვის საკეთილდღეო საქმის გასაკეთებლად.” 🔸 2019 წლის 23 აგვისტოს  ბერლინის ცენტრში,  ტირგარტენის პარკში მოკლეს  იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ყოფილი საველე მეთაური, საქართველოს მოქალაქე  თორნიკე ქავთარაშვილი, იგივე ზელიმხან ხანგოშვილი.  ხანგოშვილი  პარკში იყო, როდესაც მკვლელი ველოსიპედით მიუახლოდა, ჯერ ზურგში ესროლა, შემდეგ საკოტროლო ტყვიით  შეასრულა დავალება..” 📍სტატიის სრულად სანახავად გადადით ჩვენს ბლოგზე👇 https://pankisinfo.blogspot.com/2022/08/blog-post_23.html
Mostrar todo...
Photo unavailableShow in Telegram
გმირები არ კვდებიან დღეს 23 აგვისტოა… ზუსტად 3 წელი გავიდა ზელიმხან ხანგოშვილის ვერაგული მკვლელობიდან, მთელი პანკისი და არა მხოლოდ პანკისი რომ შეაზანზარა. ამ დღეს ხეობაში ალბათ ვერ შეხვდებოდით ადამიანს, რომლის სახეც სევდით არ იყო სავსე…ზელიმხანს ყველა იცნობდა, ყველა აფასებდა. ასე ხდება, როცა გიყვარს შენი ხალხი და მათ სამსახურში დგახარ; ასე რჩება ყოველი იმ ადამიანის სახელი, რომლისთვისაც “სხვა” უბრალოდ არ არსებობს- ყველა მისიანია და ის ყველასიანია. ერთმა ბრძენმა თქვა:-“ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი”.უბრალო ადამიანებს “ისინი” ვერ ამჩნევენ; ზელიმხანიც უბრალო ადამიანი იყო, უბრალო იყო გულით და არა ღვაწლით. გავა 5 წელი, 10,20, თუმცა ეს ადამიანი ქისტების წარუშლელ მოგონებებში იცხოვრებს. რთულია, ჩვენთვის ძვირფას ადამიანებზე წარსულ დროში საუბარი, თუმცა ჩვენ გვახსოვს ჩვენი წარსული, ჩვენ გვახსოვს ისინი, ვინც უკეთეს მომავალს შეეწირნენ, ჩვენ არ ვივიწყებთ ჩვენს გმირებს!
Mostrar todo...
📣📣📣 ⏳დარჩა სულ რაღაც 3 დღე… შაბათს, 27 აგვისტოს, PANKISI INFO-ს გუნდის ორგანიზებით იმართება დასუფთავების აქცია🚮 📍პირველი ლოკაცია იქნება სარწყავი არხის მიმდებარედ არსებული საპიკნიკე გორა⛰ 🔸აქციაში მონაწილეობის მსურველებმა მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში(ადგილები შეზღუდულია). მოხალისეებს PANKISI INFO გაუწევს ტრანსპორტირებას🚐 🔸აქცია დაიწყება 17:00 სთ-ზე. დღის ბოლოს კი გაიმართება პიკნიკი სუფთა ბუნებაში🍕🥤 მოგვწერეთ ტელეგრამის პირად შეტყობინებაში👇 @pankisinfo_dm ტელეგრამზე👇 https://instagram.com/pankisinfo?igshid=YmMyMTA2M2Y= მესენჯერში👇 https://www.facebook.com/pankisinfo/ ან დაგვიკავშირდით ნომერზე👇 📞+995 557 377 140
Mostrar todo...
📣📣📣 მიიღეთ მონაწილეობა PANKISI INFO-ს გამოკითხვაში👇 თქვენი აზრით, როგორც პანკისის ხეობის მკვიდრს, გაქვთ თუ არა მორალური ვალდებულება, იზრუნოთ ხეობის სისუფთავესა და გარეგნულ იერზე? (პასუხი ანონიმურია)Anonymous voting
  • დიახ
  • არა
  • დიახ, თუმცა არ ვაკეთებ
  • ხეობაში ისედაც დაცულია სისუფთავე
0 votes
📣📣📣 🔶ზაფხულში ქისტებისთვის (და არა მხოლოდ) პანკისი დასვენებისა და გართობის ცენტრად გვევლინება. ყველაზე ცხელი სამი თვე ყველაზე გადატვირთული და ხმაურიანი ხდება. დღის მხიარულად გასატარებლად ოჯახებთან ერთად გადიან პანკისის ლამაზ და დაუვიწყარ, სიმწვანით სავსე ლოკაციებზე. ⛰🌊☀️ ⭕️მაგრამ… აქ ყურადღებას ითხოვს ერთი ძალზედ დიდი საკითხი - რამდენად ვუფრთხილდებით იმას, რაც ესოდენ დიდ სიამოვნებას გვანიჭებს❓❗️ 🔸ყველა ვხედავთ იმ მდგომარეობას, რაც “უწყინარ გართობასა” და ბუნებაში გასვლას მოსდევს: დაყრილი ნაგავი, დაბინძურებული გარემო, პოლიეთილენის ცელოფნები ხეებზე… ბევრი რომ არ გავაგრძელო, თქვენთვის ყველაფერი უკვე კარგად ნაცნობი და ხილულია. 🔶სწორედ ამიტომ, PANKISI INFO-ს გუნდი იწყებს ახალ პროექტს.🎉 🔸პროექტის ფარგლებში ჩვენი გუნდი პანკისის რამდენიმე ლოკაციაზე მოაწყობს დასუფთავების აქციებს მოხალისეებთან ერთად.🚮 🔸 «Ц1еналла - ах дин ду», - аьлла Делан Элчас(алейхи саляту ва салям)❗️ -ჩვენ სხვისგან არ გვესწავლება რამდენად მნიშვნელოვანია სისუფთავის დაცვა და საკუთარი გარემოსთვის ზიანის არ მიყენება. მოვუფრთხილდეთ იმას, რაც გვაქვს, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ის ჩვენია… 📍დასუფთავების პირველი აქცია მოეწყობა შაბათს, 27 აგვისტოს. მოხალისეებს PANKISI INFO გაუწევს ტრანსპორტირებას. 🚌 დასასრულს კი მოეწყობა პიკნიკი უკვე სუფთა და მოვლილი ბუნების ხედით⛰🍕🥤 🔶ვისაც გსურთ, თქვენი წვლილი შეიტანოთ ხეობის კეთილდღეობაში მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში, ადგილები შეზღუდულია❗️ 🔸პირადი შეტყობინების მოსაწერად გადმოდით ლინკზე👇 @pankisinfo_dm
Mostrar todo...
📣📣📣 🔹Pankisi Info საინტერესო ინფორმაციებს ტელეგრამ არხისა და ჯგუფის გარდა გიზიარებთ სხვა პლათფორმებზეც🔁 🔹გადადით ლინკზე და ეწვიეთ ჩვენს ბლოგს, Instagram-ისა და Facebook-ის გვერდებს📲 🔹დაათვალიერეთ კადრები პანკისის ხეობიდან და მიიღეთ მეტი წვდომა სასურველ ინფორმაციაზე🌄📊 👇👇👇 https://linktr.ee/Pankisi_Info?utm_source=linktree_profile_share&ltsid=57f9e6a3-227c-48f2-8181-c055c2b9b927
Mostrar todo...
📣📣📣 PANKISI INFO-მ თქვენთვის მოამზადა საინტერესო სტატია ჩეჩნეთის ეროვნულ გმირზე, იუსუბ ტემირხანოვზე. 🔸”ჩეჩნეთის ეროვნული გმირის, იუსუბ ჰაჯი ტემირხანოვის გარდაცვალებიდან  4 წელი გავიდა. ის 2018 წლის  3 აგვისტოს, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში (ომსკის რეგიონი, სამხრეთ-დასავლეთ ციმბირი), გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. იუსუბ ტემირხანოვი 2011 წელს დააპატიმრეს, იური ბუდიანოვის მკვლელობის ბრალდებით და  15 წელი მიუსაჯეს.  ტემირხანოვმა მისთვის სრულიად უცნობი გოგონას მკვლელობისთვის შური იძია,  ასევე სრულიად უცნობ ადამიანზე, რომელიც საკუთარი ქმედებით ყველა ჩეჩენის ღირსებას შეეხო.” 🔸”იუსუფ-ხაჯი თემირხანოვის გარდაცვალებამ და დაკრძალვამ მსოფლიოს აჩვენა სრულიად განსხვავებული ჩეჩნეთი, რადიკალურად განსხვავებული იმისგან, რომელსაც კრემლის პროპაგანდა საგულდაგულოდ  აჩვენებდა მრავალი წლის განმავლობაში. თემირხანოვის დაღუპვის შესახებ ინფორმაციის გაცვრცელებიდან რამდენიმე საათში, როდესაც მისი ცხედარი ჯერ კიდევ არ იყო ჩამოსვენებული მშობლიურ სოფელ გელდაგენში, ხალხის ბრბო  შეიკრიბა, ინგუშეთიდან, დაღესტნიდან და კავკასიის სხვა რეგიონებიდან დელეგაციები ჩავიდნენ ჩეჩნეთში,  რათა გამოეხატათ მწუხარება და მადლიერება მისი ოჯახის წევრებისთვის. სამგლოვიარო ღონისძიებები გაიმართა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, სადაც ჩეჩნური დიასპორა ცხოვრობს. “ 📄სტატიის სრულად სანახავად გადადით ჩვენს ბლოგზე👇 https://pankisinfo.blogspot.com/2022/08/blog-post.html
Mostrar todo...