El servicio también estå disponible en tu idioma. Para cambiar el idioma, pulseEnglish
Best analytics service

Add your telegram channel for

  • get advanced analytics
  • get more advertisers
  • find out the gender of subscriber
CategorĂ­aSin especificar
UbicaciĂłn del canal e idioma

audience statistics PANKISI INFO Channel

3490
~294
~8
84.00%
CalificaciĂłn general de Telegram
Globalmente
3 367 017lugar
de 5 688 541
56lugar
de 109

GĂ©nero de suscriptores

Averigua cuĂĄntos suscriptores masculinos y femeninos tienes en el canal.
?%
?%

Idioma de la audiencia

Descubre la distribuciĂłn de los suscriptores de canales por idioma
Ruso?%Inglés?%Árabe?%
Crecimiento del canal
GrĂĄficoTabla
D
W
M
Y
help

La carga de datos estĂĄ en curso

DuraciĂłn del usuario en el canal

Descubra cuĂĄnto tiempo permanecen los suscriptores en el canal.
Hasta una semana?%Viejos?%Hasta un mes?%
Ganancia de suscriptores
GrĂĄficoTabla
D
W
M
Y
help

La carga de datos estĂĄ en curso

Since the beginning of the war, more than 2000 civilians have been killed by Russian missiles, according to official data. Help us protect Ukrainians from missiles - provide max military assisstance to Ukraine #Ukraine. #StandWithUkraine
📣📣📣 đŸ”čPankisi Info საინჱერესო ინჀორმაáƒȘიებს ჱელეგრამ არჟიქა და áƒŻáƒ’áƒŁáƒ€áƒ˜áƒĄ გარდა გიზიარებთ სჼვა პლათჀორმებზეáƒȘ🔁 đŸ”čგადადით ლინკზე და ეწვიეთ áƒ©áƒ•áƒ”áƒœáƒĄ ბლოგს, Instagram-იქა და Facebook-იქ გვერდებსđŸ“Č đŸ”čდაათვალიერეთ კადრები პანკისის ჼეობიდან და მიიჩეთ მეჱი წვდომა სასურველ ინჀორმაáƒȘიაზე🌄📊 👇👇👇
@Pankisi_Info | Linktree
Linktree. Make your link do more.
35
0
📣📣📣 PANKISI INFO-მ áƒ—áƒ„áƒ•áƒ”áƒœáƒ—áƒ•áƒ˜áƒĄ მოამზადა საინჱერესო ქჹაჹია áƒ©áƒ”áƒ©áƒœáƒ”áƒ—áƒ˜áƒĄ ეროვნულ გმირზე, იუსუბ ჱემირჼანოვზე. đŸ”žâ€áƒ©áƒ”áƒ©áƒœáƒ”áƒ—áƒ˜áƒĄ ეროვნული გმირის, იუსუბ ჰაჯი ჱემირჼანოვის გარდაáƒȘვალებიდან  4 წელი გავიდა. იქ 2018 წლის  3 აგვისჱოს, მკაáƒȘრი რეჟიმის კოლონიაჹი (ომსკის რეგიონი, სამჼრეთ-დასავლეთ áƒȘიმბირი), გაურკვეველ ვითარებაჹი გარდაიáƒȘვალა. იუსუბ ჱემირჼანოვი 2011 წელს დააპაჱიმრეს, იური ბუდიანოვის მკვლელობის ბრალდებით და  15 წელი მიუსაჯეს.  ჱემირჼანოვმა მისთვის სრულიად უáƒȘნობი გოგონას მკვლელობისთვის ლური იძია,  ასევე სრულიად უáƒȘნობ ადამიანზე, რომელიáƒȘ საკუთარი Ⴤმედებით ყველა áƒ©áƒ”áƒ©áƒ”áƒœáƒ˜áƒĄ ჩირსებას ჹეეჼო.” đŸ”žâ€áƒ˜áƒŁáƒĄáƒŁáƒ€-ჟაჯი თემირჼანოვის გარდაáƒȘვალებამ და დაკრძალვამ áƒ›áƒĄáƒáƒ€áƒšáƒ˜áƒáƒĄ აჩვენა სრულიად განსჼვავებული ჩეჩნეთი, რადიკალურად განსჼვავებული იმისგან, რომელსაáƒȘ კრემლის პროპაგანდა საგულდაგულოდ  აჩვენებდა მრავალი წლის განმავლობაჹი. თემირჼანოვის დაჩუპვის ჹესაჼებ ინჀორმაáƒȘიიქ გაáƒȘვრáƒȘელებიდან რამდენიმე საათჹი, როდესაáƒȘ მისი áƒȘჼედარი ჯერ კიდევ არ იყო áƒ©áƒáƒ›áƒáƒĄáƒ•áƒ”áƒœáƒ”áƒ‘áƒŁáƒšáƒ˜ მჹობლიურ áƒĄáƒáƒ€áƒ”áƒš გელდაგენჹი, ჼალჼის ბრბო  ჹეიკრიბა, ინგუჹეთიდან, დაჩესჱნიდან და კავკასიის სჼვა რეგიონებიდან დელეგაáƒȘიები ჩავიდნენ ჩეჩნეთლი,  რათა გამოეჼაჱათ მწუჼარება და მადლიერება მისი ოჯაჼის წევრებისთვის. სამგლოვიარო áƒŠáƒáƒœáƒ˜áƒĄáƒ«áƒ˜áƒ”áƒ‘áƒ”áƒ‘áƒ˜ გაიმართა áƒ›áƒĄáƒáƒ€áƒšáƒ˜áƒáƒĄ áƒ—áƒ˜áƒ—áƒ„áƒ›áƒ˜áƒĄ ყველა Ⴤვეყანალი, სადაáƒȘ áƒ©áƒ”áƒ©áƒœáƒŁáƒ áƒ˜ დიასპორა áƒȘჼოვრობს. “ 📄სჱაჱიის სრულად სანაჼავად გადადით áƒ©áƒ•áƒ”áƒœáƒĄ ბლოგზე👇
Mostrar mĂĄs ...
იუსუბ ჱემირჼანოვის ჼსოვნას
Pankisi Info
100
0

📣📣📣 მიიჩეთ მონაწილეობა PANKISI INFO-ქ გამოკითჼვაჹი👇 ყველაზე ჼჹირად რომელ áƒžáƒšáƒáƒąáƒ€áƒáƒ áƒ›áƒáƒĄ იყენებთ ინჀორმაáƒȘიიქ მიჩების მიზნით?

Google
facebook
instagram
youtube
telegram
twitter
0
VotaciĂłn anĂłnima
322
1
📣📣📣 PANKISI INFO-მ áƒ—áƒ„áƒ•áƒ”áƒœáƒ—áƒ•áƒ˜áƒĄ მოამზადა საინჱერესო ქჹაჹია ვაინაჼების ისლამამდელ რწმენა-წარმოდგენებზე. đŸ”žâ€áƒ©áƒ”áƒ©áƒœáƒ”áƒ—áƒšáƒ˜ ისჱორიული,  ისლამამდელი წარმართობის კვალის დადასჱურება მარჱივია. ამაზე მოწმობს სჼვადასჼვა ისჱორიული ძეგლები და áƒ©áƒ”áƒ©áƒœáƒŁáƒ áƒ˜ ენა.  წარმართობის ეპოჄალი áƒĄáƒáƒ€áƒŁáƒ«áƒ•áƒ”áƒšáƒ˜ ჩაეყარა áƒ©áƒ”áƒ©áƒœáƒŁáƒ áƒ˜ ეთნოსის   მენჱალიჱეჱს, ჩირებულებით დამოკიდებულებებსა და მთლიანად კულჱურას. ვაინაჼების წარმართული კულჱურა საკმაოდ განვითარებული იყო, ჹეიáƒȘავდა მითოლოგიას, მთავარი ჩვთაებების პანთეონს, ჰყავდათ რელიგიური პირები და ჰჄონდათ წმინდა სალოáƒȘავი ადგილები.  ვაინაჼთა áƒŁáƒ«áƒ•áƒ”áƒšáƒ”áƒĄáƒ›áƒ რელიგიამ გაიარა გრძელი ისჱორიული გზა ჱოჱემიზმიდან - რელიგიის áƒŁáƒ«áƒ•áƒ”áƒšáƒ”áƒĄáƒ˜ Ⴠორმა - ჩმერთების áƒžáƒ”áƒ áƒĄáƒáƒœáƒ˜áƒ€áƒ˜áƒ™áƒáƒȘიამდე.” 🔾”ვაინაჼების პანთეონჹი სჼვა ჩვთაებებიáƒȘ არსებობდნენ. „სიელა“ იყო ჭეჄა-áƒ„áƒŁáƒźáƒ˜áƒšáƒ˜áƒĄ ჩმერთი, ზნეობის მáƒȘველი. „გალ-ერდი“ იყო áƒ›áƒ”áƒĄáƒáƒ„áƒáƒœáƒšáƒ”áƒáƒ‘áƒ˜áƒĄáƒ და ზოგადი კეთილდჩეობის მჀარველი. „სთიგალა“ áƒȘიქ ჩვთაებაა. „კინჩი“ მთვარის Ⴤალ჊მერთია. ამ ჩვთაებიდან ბევრს პაჱივს ქáƒȘემდნენ როგორáƒȘ áƒ›áƒ€áƒáƒ áƒ•áƒ”áƒšáƒ”áƒ‘áƒĄ გასული საუკუნის დასაწყისჹიáƒȘ.  „ელჱა“ გარეული áƒȘჼოველების მჀლობელი და მონადირეების მჀარველია. ლეგენდის თანაჼმად, ელჱა áƒȘალთვალა იყო, მისი საჼელს მზის áƒ©áƒáƒĄáƒ•áƒšáƒ˜áƒĄ ჹემდეგ არ áƒŹáƒáƒ áƒ›áƒáƒ—áƒ„áƒ•áƒáƒ›áƒ“áƒœáƒ”áƒœ და დჩისითაáƒȘ კი უპირაჱესობას ანიჭებდნენ სჼვა საჼელით მოჼსენიებას.” 🔎სჱაჱიის სრულად სანაჼავად გადადით áƒ©áƒ•áƒ”áƒœáƒĄ ბლოგზე👇
Mostrar mĂĄs ...
ვაინაჼების ისლამამდელი რწმენა-წარმოდგენები
Pankisi Info
79
0
📣📣📣 đŸ”čPankisi Info საინჱერესო ინჀორმაáƒȘიებს ჱელეგრამ არჟიქა და áƒŻáƒ’áƒŁáƒ€áƒ˜áƒĄ გარდა გიზიარებთ სჼვა პლათჀორმებზეáƒȘ🔁 đŸ”čგადადით ლინკზე და ეწვიეთ áƒ©áƒ•áƒ”áƒœáƒĄ ბლოგს, Instagram-იქა და Facebook-იქ გვერდებსđŸ“Č đŸ”čდაათვალიერეთ კადრები პანკისის ჼეობიდან და მიიჩეთ მეჱი წვდომა სასურველ ინჀორმაáƒȘიაზე🌄📊 👇👇👇
@Pankisi_Info | Linktree
Linktree. Make your link do more.
71
0
“დასაჼლება” ________________________________ â€œáƒĄáƒáƒ€áƒ”áƒšáƒ˜ დუისი პანკისის ჼეობაჹი ყველაზე ადრეული Ⴤიქჹური დასაჼლება უნდა იყოს — სავარაუდოდ, იგი 1826 წლიდან არსებობს. áƒĄáƒáƒ€áƒ”áƒš ჯოყოლოს დაარსების თარიჩად 1855 წელი მიიჩნევა. დააჼლოებით ამავე პერიოდჹი áƒ€áƒ˜áƒ„áƒĄáƒ˜áƒ áƒ“áƒ”áƒ‘áƒ áƒĄáƒáƒ€. ომალო. არსებობს მოსაზრება, რომ იგი ჯოყოლოზე ადრინდელი დასაჼლებაა და დაარსებულია თუჹეთჹი დიდი ჼნის წინ გადმოსაჼლებული და ერთ ჼანს იჄ მáƒȘჼოვრები მართლმადიდებელი áƒ„áƒ˜áƒĄáƒąáƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ მიერ. áƒ„áƒ˜áƒĄáƒąáƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ ოáƒȘდათორმეჱამდე კომლი 1848 წელს პანკისის ჼეობის ბალთაგორის მიდამოებჹი áƒ“áƒáƒ€áƒŁáƒ«áƒœáƒ“áƒ. მათ ჰჄონდათ 1000 áƒ°áƒ”áƒ„áƒąáƒáƒ áƒ˜ საჼნავ-სათესი სავარგული და áƒ›áƒ˜áƒŹáƒáƒ—áƒ›áƒáƒ„áƒ›áƒ”áƒ“áƒ”áƒ‘áƒáƒĄ ეწეოდნენ. როდესაáƒȘ áƒźáƒ”áƒšáƒ˜áƒĄáƒŁáƒ€áƒšáƒ”áƒ‘áƒ áƒ„áƒ˜áƒĄáƒąáƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ აჼალი ნაკადის დასასაჼლებლად ადგილს არჩევდა, ომალოჹი áƒ„áƒ˜áƒĄáƒąáƒ”áƒ‘áƒ˜ უკვე ბინადრობდნენ. 1858 წელს დაისვა áƒ„áƒ˜áƒĄáƒąáƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ 75 ოჯაჼის ომალოჹი გადაყვანის საკითჼი. იმავე წელს ალვანიდან ომალოჹი გადმოასაჼლეს áƒ„áƒ˜áƒĄáƒąáƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ 37 ოჯაჼი, ჼოლო 40 ოჯაჼის áƒ©áƒáƒ›áƒáƒĄáƒáƒźáƒšáƒ”áƒ‘áƒ ჹემდეგი წლის áƒ’áƒáƒ–áƒáƒ€áƒźáƒŁáƒšáƒ˜áƒĄáƒ—áƒ•áƒ˜áƒĄ იყო განზრაჼული.” წყარო:”ეთნოსები áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒšáƒ˜â€
Mostrar mĂĄs ...
106
0
📣📣📣 PANKISI INFO-მ áƒ—áƒ„áƒ•áƒ”áƒœáƒ—áƒ•áƒ˜áƒĄ მოამზადა საინჱერესო ქჹაჹია ვაინაჼების ჼალჼურ მედიáƒȘინაზე. 🔾”ჼალჼური  მედიáƒȘინა ნებისმიერი ერის ისჱორიული მემკვიდრეობაა. ჱრადიáƒȘიული მედიáƒȘინა ეთნიკურ, კულჱურულ და რელიგიურ áƒáƒĄáƒžáƒ”áƒ„áƒąáƒ”áƒ‘áƒ—áƒáƒœ ერთად,  პირდაპირ კავჹირჹია ეთნიკური áƒŻáƒ’áƒŁáƒ€áƒ˜áƒĄ ქაáƒȘჼოვრებელი ადგილის ეკოლოგიურ და áƒ’áƒ”áƒáƒ’áƒ áƒáƒ€áƒ˜áƒŁáƒš თავისებურებებთან. ვაინაჼების ჼალჼური მედიáƒȘინაზე áƒáƒ áƒ„áƒ”áƒáƒšáƒáƒ’áƒ˜áƒŁáƒ áƒ˜ გათჼრების მონაáƒȘემები გვაძლევენ ინჀორმაáƒȘიაქ. ისინი მოწმობენ, რომ áƒ©áƒ”áƒ©áƒœáƒŁáƒ áƒ˜ ჼალჼური მედიáƒȘინა áƒŁáƒ«áƒ•áƒ”áƒšáƒ”áƒĄáƒ˜ დროიდან წარმოიჹვა.” 🔾”ვაინაჼებჹი Ⴠართოდ იყო გავრáƒȘელებული ამულეჱები და თილისმები, რომლებჹიáƒȘ ჀურáƒȘელზე დაჱანილი ლოáƒȘვები იკერებოდა. მათ სჯეროდათ, რომ თილისმები  ბოროჱი თვალისგან იáƒȘავდნენ. ადრეული მუსლიმური მედიáƒȘინა ეყრდნობოდა ჩრდილოეთ კავკასიის ჱრადიáƒȘიულ áƒžáƒ áƒáƒ„áƒąáƒ˜áƒ™áƒáƒĄ და ბუნებრივ საჹუალებებს, როგორიáƒȘაა თაჀლი ან ზეითუნის ზეთი, ვაკუმიანი Ⴤილები (ჰიჯამა), რომლებიáƒȘ დჩესაáƒȘ კი áƒáƒ„áƒąáƒ˜áƒŁáƒ áƒáƒ“ გამოიყენება ბევრ ისლამურ Ⴤვეყანალი და მთელ áƒ›áƒĄáƒáƒ€áƒšáƒ˜áƒáƒšáƒ˜ დაავადებების სამკურნალოდ.” 🔎სჱაჱიის სრულად სანაჼავად გადადით áƒ©áƒ•áƒ”áƒœáƒĄ ბლოგზე👇
Mostrar mĂĄs ...
ჼალჼური მედიáƒȘინა
Pankisi Info
109
0
📣📣📣 đŸ”čPankisi Info საინჱერესო ინჀორმაáƒȘიებს ჱელეგრამ არჟიქა და áƒŻáƒ’áƒŁáƒ€áƒ˜áƒĄ გარდა გიზიარებთ სჼვა პლათჀორმებზეáƒȘ🔁 đŸ”čგადადით ლინკზე და ეწვიეთ áƒ©áƒ•áƒ”áƒœáƒĄ ბლოგს, Instagram-იქა და Facebook-იქ გვერდებსđŸ“Č đŸ”čდაათვალიერეთ კადრები პანკისის ჼეობიდან და მიიჩეთ მეჱი წვდომა სასურველ ინჀორმაáƒȘიაზე🌄📊 👇👇👇
@Pankisi_Info | Linktree
Linktree. Make your link do more.
93
0
áƒáƒ›áƒ€áƒ˜áƒ—áƒ”áƒáƒąáƒ áƒ˜ _______________________________ პანკისის áƒáƒ›áƒ€áƒ˜áƒ—áƒ”áƒáƒąáƒ áƒ˜ 1984-1986 წლებჹი იჄნა აჹენებული. იგი მიეძ჊ვნა მეორე áƒ›áƒĄáƒáƒ€áƒšáƒ˜áƒ ომჹი დაჩუპულთა ჼსოვნას. áƒáƒ›áƒ€áƒ˜áƒ—áƒ”áƒáƒąáƒ áƒ˜áƒĄ თავჹი აჹენებულია მემორიალი, რომელზეáƒȘ áƒĄáƒáƒ€áƒšáƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ მიჼედვით áƒ©áƒáƒ›áƒáƒŹáƒ”áƒ áƒ˜áƒšáƒ˜áƒ დაჩუპულთა საჼელები და გვარები. აჄ დიდი ჼნის მანძილზე იმართებოდა 9 მაისისადმი მიძ჊ვნილი áƒŠáƒáƒœáƒ˜áƒĄáƒ«áƒ˜áƒ”áƒ‘áƒ”áƒ‘áƒ˜, áƒ›áƒáƒĄáƒžáƒ˜áƒœáƒ«áƒšáƒáƒ‘áƒ“áƒœáƒ”áƒœ სჼვადასჼვა რანგის სჱუმრებს, მათ ჹორის იყო 1997 წელს ასლან მასჼადოვის სჱუმრობაáƒȘ. áƒáƒ›áƒ€áƒ˜áƒ—áƒ”áƒáƒąáƒ áƒ˜ მაჩლიდან გადმოჰყურებს მთელ ჼეობას და იჄ მისულებს საჹუალებას áƒáƒ«áƒšáƒ”áƒ•áƒĄ დაჱკბნენ უმჹვენიერესი ჼედით.
Mostrar mĂĄs ...
100
0
📣📣📣 PANKISI INFO-მ áƒ—áƒ„áƒ•áƒ”áƒœáƒ—áƒ•áƒ˜áƒĄ მოამზადა საინჱერესო ქჹაჹია ანჱიკური ჼანის ვაინაჼურ ჱომებზე. đŸ”žâ€áƒ©áƒ”áƒ©áƒœáƒ”áƒ—áƒ˜ და ინგუჹეთი  áƒŁáƒ«áƒ•áƒ”áƒšáƒ”áƒĄáƒ˜ დროიდან იყო ძველი áƒ©áƒ”áƒ©áƒœáƒŁáƒ áƒ˜ ჱომებით დასაჼლებული ჱერიჱორია, რაქაáƒȘ მოწმობს áƒáƒ áƒ„áƒáƒŁáƒšáƒ˜ áƒ„áƒ•áƒ˜áƒĄ იარაჩების ა჊მოჩენა (40 ათასი წლის წინანდელი). Â áƒ„áƒ•áƒ˜áƒĄ ჼანის ადამიანის კვალი ა჊მოჩნდა როგორáƒȘ დაბლობზე, ისე ინგუჹეთისა და áƒ©áƒ”áƒ©áƒœáƒ”áƒ—áƒ˜áƒĄ მთიანეთჹი. ლითონების ა჊მოჩენამ (áƒĄáƒžáƒ˜áƒšáƒ”áƒœáƒ«áƒ˜áƒĄ ნაწარმი კავკასიაჹი ძვ. ჏. V-IV ქქ-ლი გაჩნდა) და მეáƒȘჼოველეობის განვითარებამ ჼელი ჹეუწყო ჩრდილოეთ კავკასიის ჱერიჱორიის, კერძოდ კი მისი მთიანი რეგიონის áƒŁáƒ€áƒ áƒ განვითარებას. მოსაჼლეობის მთაჹი გადაადგილება, უპირველეს ყოვლისა,  ეკონომიკური მიზეზებით იყო გამოწვეული, კერძოდ,  ლითონის საჭიროება და პირუჱყვისთვის áƒĄáƒáƒ«áƒáƒ•áƒ áƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ ძიება.“ 🔾”გარკვეული áƒȘნობები áƒ©áƒ”áƒ©áƒœáƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄáƒ და ინგუჹების წინაპრების ჹესაჼებ თავად ანჱიკური áƒ”áƒžáƒáƒ„áƒ˜áƒĄ ავჱორების თჼზულებაჹიáƒȘ გვჼვდება. ამგვარად, ყურადჩებას იჄáƒȘევს სჱრაბონის გეოგრაჀიალი, პლინიუს უჟუáƒȘესთან და áƒžáƒšáƒŁáƒąáƒáƒ áƒ„áƒ”áƒĄáƒ—áƒáƒœ (აჟ. ჏. I-II ქქ.) მოჼსენიებული გარგარეელი ჼალჼის საჼელი. გარგარეი ლოკალიზებულია ჩრდილო-აჩმოსავლეთ კავკასიაჹი, დაჩესჱნის გელებისა და ლეგების ჱომებთან. áƒ›áƒ˜áƒ©áƒœáƒ”áƒŁáƒšáƒ˜áƒ, რომ ვაინაჼური ეთნიკური თემი გარგარეისთან უნდა იყოს დაკავჹირებული, ვინაიდან ეს ჱერმინი, დჩესაáƒȘ კი, ნათესავის მნიჹვნელობას აჱარებს(ინგუჹურად - გარგარ, áƒ©áƒ”áƒ©áƒœáƒŁáƒ áƒáƒ“ - გერგერა).” 🔎სჱაჱიის სრულად სანაჼავად ეწვიეთ áƒ©áƒ•áƒ”áƒœáƒĄ ბლოგს👇
Mostrar mĂĄs ...
ვაინაჼური ჱომები ანჱიკურ ჼანაჹი
Pankisi Info
124
0

🔔🔔🔔 გაეáƒȘანით და მიიჩეთ მონაწილეობა PANKISI INFO-ქ გამოკითჼვაჹი📊👇 đŸ”»áƒ©áƒáƒ›áƒáƒ—áƒ•áƒšáƒ˜áƒšáƒ—áƒáƒ’áƒáƒœ, თჄვენი აზრით, რომელი წარმოადგენს მთავარ პრობლემას პანკისის ჼეობაჹი? (ჼმის მიáƒȘემა ანონიმურია)

განათლების პრობლემა
ეკოლოგიური პრობლემა
áƒ“áƒáƒĄáƒáƒ„áƒ›áƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ áƒžáƒ”áƒ áƒĄáƒžáƒ”áƒ„áƒąáƒ˜áƒ•áƒ˜áƒĄ არარსებობა
áƒ—áƒáƒ•áƒ˜áƒĄáƒŁáƒ€áƒáƒšáƒ˜ აზრის გამოჼაჱვის ჹეზჩუდვა
ჱრანსპორჱი (áƒĄáƒáƒ€áƒšáƒ”áƒ‘áƒĄ ჹორის გადაადგილება)
0
VotaciĂłn anĂłnima
340
2
ჹამილის áƒȘოლი, ამინათი _______________________________ “ჹამილი, რომელიáƒȘ ჼედავდა, რომ áƒ„áƒ˜áƒĄáƒąáƒ”áƒ‘áƒ—áƒáƒœ მარჱო ძალით საუბარი სასურველ ჹედეგს ვერ მიაჩწევდა,მთელ რიგ დათმობებეზე მიდიოდა. ნათესაური კავჹირის გამოყენებაზეáƒȘ არ áƒŁáƒ—áƒ„áƒ•áƒáƒ›áƒĄ უარი და áƒȘოლად ჹეირთო Ⴤიქჹიქ Ⴤალი,რომელიáƒȘ მის áƒȘოლებჹი ყველაზე აჼალგაზრდა და ლამაზი იყო. ამინათი დაიბადა ჩანთი არგუნის მაჩალმთიან აულჹი. გავიდა წლები და ამინათი ულამაზესი Ⴤალილვილი დადგა. პოლიჱიკური და პირადი áƒ’áƒ áƒ«áƒœáƒáƒ‘áƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ გამო ჹამილმა 14 წლის ამინათი 1850წელს áƒȘოლად ჹეირთო. Ⴤიქჹი Ⴤალი არა მარჱო გარეგნულად იყო უნაკლო, არამედ გამოირჩეოდა ჭკუით,მოსაზრებულობით და დიდი გულისჼმიერებით. ამინათს არ უყვარდა ჹამილი. ამას განაპირობებდა,ალბათ იქიáƒȘ,რომ იმამი მისი ჼალჼის მიმართ მკაáƒȘრი იყო და მრავალი უბედურება დააჱეჼა თავს áƒ„áƒ˜áƒĄáƒąáƒ”áƒ‘áƒĄ. áƒšáƒ”áƒĄáƒáƒ«áƒšáƒ”áƒ‘áƒ”áƒšáƒ˜áƒ, სწორედ ეს სიმკაáƒȘრე გაჼდა მათი დაჹორების მიზეზიáƒȘ. ასეა თუ ისე,იმამ ჹამილმა ვერ მოჱეჼა ამინათის სიამაყე და 1858წელს გაეყარა.” /ჼასო ჼანგოჹვილი/
Mostrar mĂĄs ...
123
0
📣📣📣 PANKISI INFO-მ áƒ—áƒ„áƒ•áƒ”áƒœáƒ—áƒ•áƒ˜áƒĄ მოამზადა საინჱერესო ქჹაჹია ბეიბულათ თაიმიევის ეპოჄაზე. 🔾”1820-იან წლებჹი ჩეჩენი ჼალჼის ეროვნულ-áƒ’áƒáƒœáƒ›áƒáƒ—áƒáƒ•áƒ˜áƒĄáƒŁáƒ€áƒšáƒ”áƒ‘áƒ”áƒš áƒ‘áƒ áƒ«áƒáƒšáƒáƒĄ áƒźáƒ”áƒšáƒ›áƒ«áƒŠáƒ•áƒáƒœáƒ”áƒšáƒáƒ‘áƒ“áƒ áƒ©áƒ”áƒ©áƒœáƒ”áƒ—áƒ˜áƒĄ გამოჩენილი ლიდერი, სამჼედრო-პოლიჱიკური მოჩვაწე, ბეიბულათ თაიმიევი. მას მჼარს უჭერდა, áƒ€áƒáƒ„áƒąáƒáƒ áƒ‘áƒ˜áƒ•áƒáƒ“, áƒ©áƒ”áƒ©áƒœáƒ”áƒ—áƒ˜áƒĄ მთელი მოსაჼლეობა. ბეიბულათ თაიმიევი დაიბადა 1779 წელს, ჩარიბ ოჯაჼჹი,Â áƒĄáƒáƒ€áƒ”áƒš ბილჱოიჹი. áƒ—áƒáƒ˜áƒ›áƒ˜áƒ”áƒ•áƒĄÂ áƒ’áƒáƒáƒ©áƒœáƒ“áƒ áƒ’áƒáƒ›áƒáƒ áƒ©áƒ”áƒŁáƒšáƒ˜  ორაჱორული ნიჭი, კარგად იáƒȘოდა კავკასიაჹი  áƒȘარიზმის áƒ›áƒáƒ„áƒ›áƒ”áƒ“áƒ”áƒ‘áƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ ბუნება და იáƒȘოდა, როგორ დაემყარებინა საჭირო ურთიერთობა áƒźáƒ”áƒšáƒ˜áƒĄáƒŁáƒ€áƒšáƒ”áƒ‘áƒáƒĄáƒ—áƒáƒœ. რუსულ წყაროებჹი ბეიბულათი პირველად მოიჼსენიება 1802 წლის მოვლენებთან დაკავჹირებით, როდესაáƒȘ იქ და მთიელთა áƒŻáƒ’áƒŁáƒ€áƒ˜ თავს დაესჼა კაზაკებს.” 🔾”ბეიბულათ თაიმიევს კარგად იáƒȘნობდნენ არა მარჱო კავკასიაჹი, არამედ პეჱერბურგის უმაჩლეს წრეებჹიáƒȘ და რუსეთის áƒ€áƒáƒ áƒ’áƒšáƒ”áƒ‘áƒĄ გარეთაáƒȘ. იქ არაერთჼელ áƒȘდილობდა დაჩესჱანთან, ყაბარდასა და áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄáƒ—áƒáƒœ ურთიერთობის დამყარებას. ამ მიზნით ირანჹიáƒȘ კი წავიდა. როგორáƒȘ áƒ©áƒáƒœáƒĄ, მას ესმოდა, რომ áƒšáƒ”áƒŁáƒ«áƒšáƒ”áƒ‘áƒ”áƒšáƒ˜ იყო მარჱო ეომა   ერთ-ერთი áƒŁáƒ«áƒšáƒ˜áƒ”áƒ áƒ”áƒĄáƒ˜ არმიის წინააჩმდეგ, რომელმაáƒȘ იმ დროისთვის დიდი გამოáƒȘდილება მიიჩო áƒĄáƒáƒ€áƒ áƒáƒœáƒ’áƒ”áƒ—áƒ—áƒáƒœ, áƒ—áƒŁáƒ áƒ„áƒ”áƒ—áƒ—áƒáƒœ და ირანთან ომებჹი.” 🔎სჱაჱიის სრულად სანაჼავად ეწვიეთ áƒ©áƒ•áƒ”áƒœáƒĄ ბლოგს👇
Mostrar mĂĄs ...
ბეიბულათ თაიმიევის ეპოჄა
Pankisi Info
131
0
📣📣📣 Pankisi info-მ áƒ—áƒ„áƒ•áƒ”áƒœáƒ—áƒ•áƒ˜áƒĄ მოამზადა საინჱერესო ქჹაჹია áƒ©áƒ”áƒ©áƒœáƒŁáƒ  ეჱიკეჱზე. 🔾“თითოეულმა ეთნიკურმა áƒŻáƒ’áƒŁáƒ€áƒ›áƒ თავისი ისჱორიული განვითარების პროáƒȘესჹი ჹეიმუჹავა სოáƒȘიოჱიპური ჄáƒȘევის რეგულაჱორები, რომელთა არქი არიქ მორალური ნორმები, ე.ი. სწორი და არასწორი ჄáƒȘევის ჹესაჼებ იდეების სისჱემა, რომელიáƒȘ მოითჼოვს გარკვეული áƒ›áƒáƒ„áƒ›áƒ”áƒ“áƒ”áƒ‘áƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ ჹესრულებას და სჼვების áƒáƒ™áƒ áƒ«áƒáƒšáƒ•áƒáƒĄ. ეთნიკური áƒŻáƒ’áƒŁáƒ€áƒ˜áƒĄ კომუნიკაáƒȘიიქა და ჄáƒȘევის მოდელები ყალიბდება და ირჩვევა მორალური áƒȘნობიერებით და  ამდიდრებს ზოგად ეროვნულ და საყოველთაო ჩირებულებებს. მოგეჼსენებათ, კომუნიკაáƒȘია არიქ არა მჼოლოდ ინჀორმაáƒȘიიქ გაáƒȘვლა, არამედ სოáƒȘიალური და áƒ€áƒĄáƒ˜áƒ„áƒáƒšáƒáƒ’áƒ˜áƒŁáƒ áƒ˜ áƒŁáƒ áƒ—áƒ˜áƒ”áƒ áƒ—áƒ„áƒ›áƒ”áƒ“áƒ”áƒ‘áƒáƒȘ. áƒ©áƒ”áƒ©áƒœáƒ”áƒ‘áƒĄ, ისევე როგორáƒȘ სჼვა ეთნიკური áƒŻáƒ’áƒŁáƒ€áƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ წარმომადგენლებს ჹორის კომუნიკაáƒȘიიქ ჱრადიáƒȘიული კულჱურის áƒĄáƒáƒ€áƒŁáƒ«áƒ•áƒ”áƒšáƒĄ წარმოადგენს ადამიანების, როგორáƒȘ áƒĄáƒ„áƒ”áƒĄáƒ˜áƒĄ და ასაკობრივი áƒŻáƒ’áƒŁáƒ€áƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ წარმომადგენლების, áƒŁáƒ áƒ—áƒ˜áƒ”áƒ áƒ—áƒ„áƒ›áƒ”áƒ“áƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ პრინáƒȘიპები.” 🔾”„გ1ილლაკჼ“ არიქ ჄáƒȘევის კულჱურის გარეგანი გამოვლინება: მიმიკა, ჟესჱები, ჼმის ჱემბრი, ჯდომის, დგომის, ჭამის, მოსმენის, ლაპარაკის და áƒ«áƒ˜áƒšáƒ˜áƒĄ უნარიáƒȘ კი, ისევე როგორáƒȘ მრავალი სჼვა რამ, რამაáƒȘ ლეიძლება პირველი ჹთაბეჭდილება მოაჼდინოს ადამიანზე. მაგალითად: áƒŁáƒ€áƒ áƒáƒĄáƒĄ áƒ€áƒ”áƒźáƒ–áƒ” უნდა წამოუდგეს უმáƒȘროსი; უმáƒȘროსმა áƒŁáƒ€áƒ áƒáƒĄáƒ˜áƒĄ მარáƒȘჼნივ უნდა იაროს ; ჩეჩენმა წყალი ჯერ სჼვას უნდა ჹესთავაზოს ; áƒĄáƒŁáƒ€áƒ áƒáƒ–áƒ” ჭამა áƒ›áƒáƒĄáƒžáƒ˜áƒœáƒ«áƒ”áƒšáƒ›áƒ არ უნდა დაიწყოს  სჱუმრის წინ; áƒ›áƒáƒĄáƒžáƒ˜áƒœáƒ«áƒ”áƒšáƒ˜ áƒ“áƒáƒĄáƒáƒ«áƒ˜áƒœáƒ”áƒ‘áƒ‘áƒšáƒáƒ“ არ უნდა წავიდეს, სანამ სჱუმრი არ áƒ“áƒáƒ˜áƒ«áƒ˜áƒœáƒ”áƒ‘áƒĄ; უმáƒȘროსი არ უნდა დადგეს Â áƒŁáƒ€áƒ áƒáƒĄáƒ˜áƒĄ პირისპირ, განსაკუთრებით მზის მოჀარებით. აჄვე ვლინდება მზის áƒŁáƒ«áƒ•áƒ”áƒšáƒ”áƒĄáƒ˜ áƒ©áƒ”áƒ©áƒœáƒŁáƒ áƒ˜ კულჱიáƒȘ. áƒ©áƒ”áƒ©áƒœáƒŁáƒ áƒ˜ ეჱიკეჱის áƒŁáƒ«áƒ•áƒ”áƒšáƒ”áƒĄáƒ˜ წესები კომუნიკაáƒȘიიქაქ მზესთან ან სამჼრეთთან ასოáƒȘირებულ ადამიანს áƒŁáƒ€áƒ áƒ მნიჹვნელოვანს ჼდის. ასე რომ, წესით, ჯერ ესალმებიან მზის ამოსვლის მჼარეს მიმავალ ადამიანს.” 🔎სჱაჱიის სრულად სანაჼავად გადადით áƒ©áƒ•áƒ”áƒœáƒĄ ბლოგზე👇
Mostrar mĂĄs ...
áƒ©áƒ”áƒ©áƒœáƒŁáƒ áƒ˜ ეჱიკეჱი
Pankisi Info
114
0
ინჱერვიუს ნაწყვეჱი ჯოჼარ დუდაევთან ______________________________ რ:- ჩეჩნები დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან უკვე 300 წელი. რა არიქ áƒ©áƒ”áƒ©áƒœáƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ áƒ“áƒáƒŁáƒ›áƒáƒ áƒ©áƒ˜áƒšáƒ”áƒ‘áƒšáƒáƒ‘áƒ˜áƒĄ საიდუმლო? დუდაევი:- ჩეჩენი ჼალჼი მონობისთვის არაა გაჩენილი. მითუმეჱეს ასეთი áƒ‘áƒ˜áƒœáƒ«áƒŁáƒ áƒ˜, კაáƒȘáƒ—áƒ›áƒáƒ«áƒŁáƒšáƒ” პოლიჱიკის პირობებჹი. რომელი ერი ან რომელი ადამიანი áƒ’áƒáƒŁáƒ«áƒšáƒ”áƒ‘áƒĄ და აიჱანს მსგავს áƒ«áƒáƒšáƒáƒ“áƒáƒ‘áƒáƒĄ?! კავკასიის გეოპოლიჱიკური მდებარეობის გამო, უდავოდ, კავკასია ითვლება áƒ›áƒĄáƒáƒ€áƒšáƒ˜áƒ áƒȘივილიზაáƒȘიიქ აკვნად. áƒ©áƒ”áƒ©áƒœáƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ მორალური, მენჱალური და ბუნებრივი მდგომარეობა, რომლითაáƒȘ ჩეჩნები, როგორáƒȘ ეთნიკური áƒŻáƒ’áƒŁáƒ€áƒ˜ მიჯაჭვულია კავკასიას, არ áƒáƒ«áƒšáƒ”áƒ•áƒĄ áƒ©áƒ”áƒ©áƒœáƒ”áƒ‘áƒĄ იმის áƒŁáƒ€áƒšáƒ”áƒ‘áƒáƒĄ, რომ იყვნენ მონები.”
Mostrar mĂĄs ...
88
0

📊მიიჩეთ მონაწილეობა Pankisi infi-ქ გამოკითჼვაჹი (პასუჼი ანონიმურია) 🔾რა წარმოადგენს თჄვენ მიერ Pankisi info-ქ ჱელეგრამ áƒŻáƒ’áƒŁáƒ€áƒ˜áƒĄáƒ და არჟიქ გამოწერის მიზანს? (ლეგიძლიათ, აირჩიოთ რამდენიმე პასუჼი)

áƒ›áƒáƒ„áƒ•áƒĄ ჩემი მáƒȘირე ბიზნესი, რომელიáƒȘ მინდა განვავითარო
áƒĄáƒŹáƒ áƒáƒ€áƒáƒ“ მოვიპოვო ინჀორმაáƒȘია სასურველ სერვისზე
დავეჼმარო სჼვებს საჭირო ინჀორმაáƒȘიიქ მიჩებაჹი
დაინჱერესებული ვარ áƒžáƒ áƒáƒ”áƒ„áƒąáƒ”áƒ‘áƒ˜áƒ—, რომლებსაáƒȘ Pankisi info ჼეობაჹი აჱარებს
თვალი ვადევნო საინჱერესო და ჹემეáƒȘნებით ინჀორმაáƒȘიებს ვაინაჼებზე
0
VotaciĂłn anĂłnima
363
1
დაკრძალვა პანკისჹი _______________________________ პანკისჹი მიáƒȘვალებულის დაკრძალვამდე ასრულებენ საერთო ლოáƒȘვას, ჹემდეგ კი კაáƒȘებს áƒ€áƒ”áƒźáƒ˜áƒ—, ჹორი áƒ›áƒáƒœáƒ«áƒ˜áƒšáƒ˜áƒĄ დროს კი ჱრანსპორჱით გადაჰყავთ მუáƒȘვალებული áƒĄáƒáƒĄáƒáƒ€áƒšáƒáƒáƒ›áƒ“áƒ”. მიáƒȘვალებულის ჼმამაჩლა დაჱირების ჱრადიáƒȘია თანდათანობით მივიწყებას ეძლევა, დავიწყებას ეძლევა აგრეთვე ქუჀრიქ გაჹლის და 40-იქ გადაჼდის ჱრადიáƒȘიებიáƒȘ. თუმáƒȘა, ჼდება აჼალდაკლული áƒĄáƒáƒ„áƒáƒœáƒšáƒ˜áƒĄ ჼორáƒȘიქ დარიგება მეზობლების, ნათესავებისა და გაჭირვებულებისთვის. მიáƒȘვალებულსთვის კუბოს არ ამზადებენ, მას თეთრ ნაჭერჹი აჼვევენ, რომელიáƒȘ არსად არ უნდა იყოს გაკერილი, ჼოლო áƒĄáƒáƒ€áƒšáƒáƒ•áƒšáƒ˜ ისე ასვენებენ, რომ საჼით áƒ›áƒ”áƒ„áƒ˜áƒĄáƒ™áƒ”áƒœ იყოს მიბრუნებული. ჼჹირად რამადანის ჹემდეგ ოჯაჼის წევრები áƒĄáƒáƒĄáƒáƒ€áƒšáƒáƒáƒĄ წინ ჱკბილეულით მიდიოდნენ და იჄ თავმოყრილ ბავჹვებს ურიგებდნენ. ეს წესი დჩეს áƒ„áƒ˜áƒĄáƒąáƒ”áƒ‘áƒšáƒ˜ ა჊არ არსებობს. ასევე, ბევრ ოჯაჼჹი დჩემდე ლემორჩენილია წესი- გარდაáƒȘვალებიდან ერთი წლის მანძილზე, ყოველ ჼუთჹაბათ საჩამოს ისინი გასáƒȘემენ “სააყა”-ქ (მოწყალება) თავიანთი მიáƒȘვალებულის გამო.
Mostrar mĂĄs ...
140
0
📣📣📣 Pankisi Info-მ áƒ—áƒ„áƒ•áƒ”áƒœáƒ—áƒ•áƒ˜áƒĄ მოამზადა ქჹაჹია - “ჱერიჱორიული თემი- áƒ©áƒ”áƒ©áƒœáƒŁáƒ áƒ˜ “თეიჀი”. đŸ”žâ€áƒ—áƒ”áƒ˜áƒ€-თუკჼუმის ორგანიზაáƒȘია თავისი კლასიკური Ⴠორმით ჩამოყალიბდა  თემურ ლენგის ჹემოსევების ჹემდეგ, როდესაáƒȘ Â áƒ‘áƒ áƒ«áƒáƒšáƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ გამო ჩეჩნეთმა დიდი დანაკარგი იწვნია  . ამ პერიოდჹი ჩეჩნები áƒ˜áƒ«áƒŁáƒšáƒ”áƒ‘áƒŁáƒšáƒœáƒ˜ გაჼდნენ დაეჱოვებინათ ვაკე  და წასულიყვნენ მთაჹი. áƒ©áƒ”áƒ©áƒœáƒ”áƒ—áƒ˜áƒĄ ისჱორიაჹი თეიჀ-თუკჼუმის ორგანიზაáƒȘიიქ როლზე საუბრისას აუáƒȘილებელია განვსაზჩვროთ რაქ ვგულისჼმობთ ჱერმინები „თეიჀი“ და „თუკჼუმი“. Â áƒ©áƒ”áƒ©áƒœáƒŁáƒ áƒ˜ თეიჀი მისი კლასიკური Ⴠორმით არ არიქ არáƒȘ პაჱრონიმი და არáƒȘ გვარი. სიჱყვა „თეიჀი“ ნასესჼებია არაბულიდან (სადაáƒȘ „თეიჀა“ ნიჹნავს „საჼეობას, გვარს“) და ჩეჩნებლი გავრáƒȘელდა  მე-17 საუკუნეჹი. იგი ასევე გვჼვდება სჼვა კავკასიელ ჼალჼებჹი სჼვადასჼვა სოáƒȘიალურ და პაჱრონიმულ áƒŻáƒ’áƒŁáƒ€áƒ”áƒ‘áƒšáƒ˜. áƒ©áƒ”áƒ©áƒœáƒŁáƒ áƒ˜ თეიჀი კლასიკური თვითმმართველი ჱერიჱორიული საზოგადოებაა, რომელიáƒȘ ჹედგება ერთი ან რამდენიმე áƒĄáƒáƒ€áƒšáƒ˜áƒĄáƒáƒ’áƒáƒœ და თავისი áƒŁáƒ€áƒšáƒ”áƒ‘áƒáƒ›áƒáƒĄáƒ˜áƒšáƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ  უმაჩლესი დონის ასოáƒȘიაáƒȘიებზე დელეგირებას აჼდენს.” 🔾”ამრიგად, კლასიკური áƒ©áƒ”áƒ©áƒœáƒŁáƒ áƒ˜ თეიჀი ლეიძლება განისაზჩვროს, როგორáƒȘ ინსჱიჱუჱი, რომელიáƒȘ ჱერიჱორიული საზოგადოების დონეზე აჼორáƒȘიელებს სოáƒȘიალური ორგანიზაáƒȘიიქ áƒ€áƒŁáƒœáƒ„áƒȘიებს  და გადასáƒȘემს თავის ზოგიერთ áƒŁáƒ€áƒšáƒ”áƒ‘áƒáƒ›áƒáƒĄáƒ˜áƒšáƒ”áƒ‘áƒáƒĄ უმაჩლესი დონის გაერთიანებებს. ჱერიჱორიული თემი ლეიძლება ჹედგებოდეს ერთი ან რამდენიმე áƒĄáƒáƒ€áƒšáƒ˜áƒĄáƒáƒ’áƒáƒœ, რომლებიáƒȘ მდებარეობს იმავე áƒšáƒáƒœáƒ“áƒšáƒáƒ€áƒąáƒŁáƒ  ზონაჹი. áƒ—áƒ”áƒ˜áƒ€áƒĄ, როგორáƒȘ ინსჱიჱუჱს áƒáƒ„áƒ•áƒĄ მთელი რიგი áƒ€áƒŁáƒœáƒ“áƒáƒ›áƒ”áƒœáƒąáƒŁáƒ áƒ˜ მაჼასიათებლები: ჱერიჱორიის ერთიანობა, საერთო ეკონომიკური, სამართლებრივი და იდეოლოგიური ბაზა. áƒ—áƒ”áƒ˜áƒ€áƒ˜áƒĄ სამართლებრივი áƒĄáƒáƒ€áƒŁáƒ«áƒ•áƒ”áƒšáƒ˜ იყო ჱრადიáƒȘიული სამართალი.” 🔎სჱაჱიის სრულად სანაჼავად გადადით áƒ©áƒ•áƒ”áƒœáƒĄ ბლოგზე👇
Mostrar mĂĄs ...
ჱერიჱორიული თემი - áƒ©áƒ”áƒ©áƒœáƒŁáƒ áƒ˜ "თეიჀი"
Pankisi Info
126
0
📣📣📣 Pankisi Info-მ áƒ—áƒ„áƒ•áƒ”áƒœáƒ—áƒ•áƒ˜áƒĄ მოამზადა ქჹაჹია, თუ როგორ ჩაიარა გუჹინდელმა áƒ˜áƒœáƒąáƒ”áƒšáƒ”áƒ„áƒąáƒŁáƒáƒšáƒŁáƒ áƒ›áƒ თამაჹმა “რა? სად? როდის?”. 🔾”27 მაისს,  Pankisi Info-ქ   თანამჹრომლებმა, „ვაინაჼთა áƒ€áƒáƒœáƒ“áƒ˜áƒĄâ€œ áƒ“áƒáƒ€áƒ˜áƒœáƒáƒœáƒĄáƒ”áƒ‘áƒ˜áƒ—, დუისის საჯარო სკოლაჹი áƒ©áƒáƒáƒąáƒáƒ áƒ”áƒĄ áƒ˜áƒœáƒąáƒ”áƒšáƒ”áƒ„áƒąáƒŁáƒáƒšáƒŁáƒ áƒ˜ თამაჹი - რა­?  სად?  როდის?. ორგანიზაჱორებთან ერთად კონკურსის მსვლელობას  ესწრებოდნენ დუსის საჯარო სკოლის მასწავლებლებიáƒȘ.    კონკურსჹი მონაწილეობას იჩებდნენ IX, X, XI კლასის 27 მოსწავლე.  მონაწილეებს  áƒȘოდნის ინდივიდუალური გამოვლინების   საჹუალება მიეáƒȘათ როგორáƒȘ ზოგად, ისე ვაინაჼურ თემაჱიკაზე.  კონკურსი áƒ©áƒáƒąáƒáƒ áƒ“áƒ 2 ჱურად. პირველი ეჱაპი მოიáƒȘავდა 20 ჹეკითვას, მათგან 10 ზოგადი და 10 ვაინაჼური თემაჱიკის ჹემáƒȘველი ჹეკითჼვა დაისვა.” 🔾”დაჯილდოვდნენ áƒ€áƒŁáƒšáƒáƒ“áƒ˜ პრიზით, áƒĄáƒ”áƒ áƒ—áƒ˜áƒ€áƒ˜áƒ™áƒáƒąáƒ”áƒ‘áƒ˜áƒ—áƒ და მაისურებით. პირველი ადგილზე გასულ მონაწილეს, მაკა გაურგაჹვილს  გადაეáƒȘა  300 ლარი, მეორე ადგილზე გასულ მონაწილეს, ანზორი áƒȘისკარიჹვილს გადაეáƒȘა  200 ლარი და მესამე ადლიზე გასულ 2 მოწილეს  იიმან áƒ‘áƒáƒ áƒ©áƒáƒšáƒ•áƒ˜áƒšáƒĄáƒ და მარიამ მარგოჹვილს გადაეáƒȘათ 50-50 ლარი.” 🔎სჱაჱიის სრულად სანაჼავად გადადით áƒ©áƒ•áƒ”áƒœáƒĄ ბლოგზე👇
Mostrar mĂĄs ...
áƒ˜áƒœáƒąáƒ”áƒšáƒ”áƒ„áƒąáƒŁáƒáƒšáƒŁáƒ áƒ˜ თამაჹი - რა? სად? როდის?
Pankisi Info
132
0
📣📣📣 ჼვალ, 27 მაისს, დუისის საჯარო სკოლაჹი “ვაინაჼთა Ⴠონდი”- ქ áƒ“áƒáƒ€áƒ˜áƒœáƒáƒœáƒĄáƒ”áƒ‘áƒ˜áƒ— “Pankisi info” áƒ©áƒáƒáƒąáƒáƒ áƒ”áƒ‘áƒĄ áƒ˜áƒœáƒąáƒ”áƒšáƒ”áƒ„áƒąáƒŁáƒáƒšáƒŁáƒ  თამაჹს “რა? სად? როდის?”🩉 კონკურსჹი მონაწილეობას მიიჩებენ IX, X და XI კლასის áƒ›áƒáƒĄáƒŹáƒáƒ•áƒšáƒ”áƒ”áƒ‘áƒ˜đŸ‘©â€đŸ’ŒđŸ§‘â€đŸ’Œ კონკურსი áƒ©áƒáƒąáƒáƒ áƒ“áƒ”áƒ‘áƒ 2 ჱურად. კითჼვები იჄნება როგორáƒȘ ზოგად, ისე ვაინაჼურ თემაჱიკაზე. 📑 ყველა მონაწილე მიიჩებს სიმბოლურ áƒĄáƒáƒ©áƒŁáƒ„áƒ áƒ”áƒ‘áƒĄ. რაáƒȘ ჹეეჼებათ გამარჯვებულებს, დაჯილდოვდებიან áƒ€áƒŁáƒšáƒáƒ“áƒ˜ პრიზით: 🎉🎉🎉 đŸ„‡300 đŸ„ˆ200 đŸ„‰100 IX, X და XII კლასელებს გელოდებით თამაჹზე🧹 გისურვებთ წარმაჱებებს🏆
Mostrar mĂĄs ...
357
1
📣📣📣 Pankisi Info-მ áƒ—áƒ„áƒ•áƒ”áƒœáƒ—áƒ•áƒ˜áƒĄ მოამზადა საინჱერესო ქჹაჹია აბრაგებზე. 🔾“რუსეთის  მიერ საბოლოო დაპყრობის ჹემდეგ  განáƒȘდილმა სოáƒȘიალურმა რყევებმა და áƒĄáƒáƒźáƒ”áƒšáƒ›áƒŹáƒ˜áƒ€áƒ რეჀორმებმა ჩრდილოეთ კავკასიაჹი ადგილობრივი საზოგადოებისა და მისი áƒ›áƒĄáƒáƒ€áƒšáƒ›áƒźáƒ”áƒ“áƒ•áƒ”áƒšáƒáƒ‘áƒ˜áƒĄ ჩრმა áƒąáƒ áƒáƒœáƒĄáƒ€áƒáƒ áƒ›áƒáƒȘია მოაჼდინა. მთელი რიგი áƒȘვლილებებისა და რუსეთის დაპყრობის ჹედეგად  განვითარდა თანამედროვე აბრაგობა. ეს იყო აჼალი ჱიპის áƒžáƒ áƒáƒ€áƒ”áƒĄáƒ˜áƒŁáƒšáƒ˜ ძარáƒȘვა, რომელიáƒȘ დამაჼასიათებელი იყო პოსჱჱრადიáƒȘიული საზოგადოებისთვის, მაგრამ ა჊იჄმებოდა თავად მთიელების, პოლიჱიკოსებისა და მეáƒȘნიერების მიერ, როგორáƒȘ ადგილობრივი მჼედრების გამბედაობის ან „მჱაáƒȘებლობის“ გაგრძელება. áƒ€áƒáƒ„áƒąáƒáƒ‘áƒ áƒ˜áƒ•áƒáƒ“, აბრაგობის სოáƒȘიალურ-კულჱურული áƒ€áƒ”áƒĄáƒ•áƒ”áƒ‘áƒ˜ მნიჹვნელოვნად ჹეიáƒȘვალა მე-19 და მე-20 საუკუნეებჹი.” 🔾”მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის ჱერმინის მნიჹვნელობა კვლავ ჹეიáƒȘვალა.მისი აჼალი მნიჹვნელობა იყო „კეთილჹობილი ყაჩა჊ი კავკასიის მთიანეთიდან“. ასე განმარჱა გენერალ-მაიორ პოლოზოვმა, რომელიáƒȘ რევოლუáƒȘიამდე მსაჼურობდა ელისავეჱპოლის პროვინáƒȘიიქ ჟანდარმერიაჹი (აჼლანდელი ჩრდილოეთ აზერბაიჯანი) და თავად იბრძოდა აბრაგების წინააჩმდეგ. პოლოზოვი ყოჀილი ოპონენჱების მიმართ პაჱივისáƒȘემას არ მალავს: „ყაჩა჊ი ჼალჼის ნაწილს... ჩრდილოეთ კავკასიაჹი აბრაგებს უწოდებენ, ჼოლო სამჼრეთჹი, ამიერკავკასიაჹი – áƒ§áƒáƒ©áƒáƒ™áƒ”áƒ‘áƒĄ (TĂŒrk. kacak - „ლჱოლვილი“).” 🔎სჱაჱიის სრულად სანაჼავად გადადით áƒ©áƒ•áƒ”áƒœáƒĄ ბლოგზე👇
Mostrar mĂĄs ...
აბრაგები
Pankisi Info
140
0
“მეჱის-მეჱად áƒĄáƒ«áƒŁáƒšáƒ“áƒ ჹამილს რუსობა, ისე არ აჼსენებდა მათ საჼელს, რომ არ დაეყოლებინა “დონჩუზი” (ჩორი). უპირო და გაუჱანელიაო, ამბობდა ჹამილი კაáƒȘი ვერ ენდობა მაგათაო. მოგაჱყუებს, გიჩალაჱებს და პირჹი ჩალა-გამოვლებულს დაგჱოივებსო. ამისთვის აუჱეჼა რუსებს ბრძოლა სასჱიკი და ულმობელი. რუსებთან ერთად იბრძოდნენ Ⴤართველი áƒȘჼენოსნები და Ⴤვეითები, რომლებიáƒȘ საოáƒȘარ გმირობასა და ვაჟკაáƒȘობას იჩენდნენ ჹამილის წინააჩმდეგ ბრძოლალი და თვით ჹამილს áƒŁáƒ—áƒ„áƒ•áƒáƒ›áƒĄ არა ერთჼელ თურმე, რუსები რომ მუსრს გვავლებენ მთიულებს, ეს მესმის და მეყურება, ვინაიდგან ზჩაპრულ მგელსავით ჟაჟალი áƒ«áƒ•áƒáƒšáƒĄáƒáƒ•áƒ˜áƒ— áƒ’áƒáƒ•áƒ”áƒ©áƒźáƒ˜áƒ áƒ”áƒ—áƒ, მაგრამ ამ áƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒ”áƒ‘áƒĄ რა უნდათ ჩემგან, რად ეჼმარებიან რუსებს ასე ერთგულად და რად áƒŁáƒ©áƒ•áƒ”áƒœáƒ”áƒ‘áƒ”áƒœ ასე გაბედულად და ოსჱაჱურად მთის გზა-კვალსო. განა áƒ©áƒ”áƒ›áƒ˜áƒĄáƒ და დაჩესჱნის წაჼდენით მაგათ რა ჹეემაჱებათ, ან თუ ჰგონიათ დაჩესჱანის გაჄრობა აჩადგენს მათ პოლიჱიკურ არსებობასო. ისე ჩავიდა áƒĄáƒáƒ€áƒšáƒáƒ•áƒĄ იმამი, რომ ვერ ჹეიჱყო მიზეზი ამ გულსაკლავ საიდუმლოსი და ვერáƒȘ გაიგებდა , ძლიერაáƒȘ რომ ქáƒȘდილიყო მის გაგებას.” /წყარო: áƒáƒšáƒ”áƒ„áƒĄáƒáƒœáƒ“áƒ áƒ” Ⴠრონელი – მთის არწივი ჹამილი, 1914჏./
Mostrar mĂĄs ...
134
0
“მეჱის-მეჱად áƒĄáƒ«áƒŁáƒšáƒ“áƒ ჹამილს რუსობა, ისე არ აჼსენებდა მათ საჼელს, რომ არ დაეყოლებინა “დონჩუზი” (ჩორი). უპირო და გაუჱანელიაო, ამბობდა ჹამილი კაáƒȘი ვერ ენდობა მაგათაო. მოგაჱყუებს, გიჩალაჱებს და პირჹი ჩალა-გამოვლებულს დაგჱოივებსო. ამისთვის აუჱეჼა რუსებს ბრძოლა სასჱიკი და ულმობელი. რუსებთან ერთად იბრძოდნენ Ⴤართველი áƒȘჼენოსნები და Ⴤვეითები, რომლებიáƒȘ საოáƒȘარ გმირობასა და ვაჟკაáƒȘობას იჩენდნენ ჹამილის წინააჩმდეგ ბრძოლალი და თვით ჹამილს áƒŁáƒ—áƒ„áƒ•áƒáƒ›áƒĄ არა ერთჼელ თურმე, რუსები რომ მუსრს გვავლებენ მთიულებს, ეს მესმის და მეყურება, ვინაიდგან ზჩაპრულ მგელსავით ჟაჟალი áƒ«áƒ•áƒáƒšáƒĄáƒáƒ•áƒ˜áƒ— áƒ’áƒáƒ•áƒ”áƒ©áƒźáƒ˜áƒ áƒ”áƒ—áƒ, მაგრამ ამ áƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒ”áƒ‘áƒĄ რა უნდათ ჩემგან, რად ეჼმარებიან რუსებს ასე ერთგულად და რად áƒŁáƒ©áƒ•áƒ”áƒœáƒ”áƒ‘áƒ”áƒœ ასე გაბედულად და ოსჱაჱურად მთის გზა-კვალსო. განა áƒ©áƒ”áƒ›áƒ˜áƒĄáƒ და დაჩესჱნის წაჼდენით მაგათ რა ჹეემაჱებათ, ან თუ ჰგონიათ დაჩესჱანის გაჄრობა აჩადგენს მათ პოლიჱიკურ არსებობასო. ისე ჩავიდა áƒĄáƒáƒ€áƒšáƒáƒ•áƒĄ იმამი, რომ ვერ ჹეიჱყო მიზეზი ამ გულსაკლავ საიდუმლოსი და ვერáƒȘ გაიგებდა , ძლიერაáƒȘ რომ ქáƒȘდილიყო მის გაგებას.” áƒáƒšáƒ”áƒ„áƒĄáƒáƒœáƒ“áƒ áƒ” Ⴠრონელი – მთის არწივი ჹამილი, 1914჏.
Mostrar mĂĄs ...
1
0
პანკისის áƒĄáƒáƒ€áƒšáƒ˜áƒĄ საჼელწოდებები _______________________________ “პანკისის ჼეობაჹი სემანჱიკური მრავალჀეროვნებით ყურადჩებას იპყრობს კუთვნილების გამომჼაჱველი ჱოპონიმები. ამ კაჱეგორიას მიეკუთვნება თვით ზოგიერთი áƒĄáƒáƒ€áƒšáƒ˜áƒĄ საჼელწოდებაáƒȘ: ჯუოყალაი იურთ-ჯოყოლას áƒĄáƒáƒ€áƒ”áƒšáƒ˜, დუი იურთ- დუის áƒĄáƒáƒ€áƒ”áƒšáƒ˜. როგორáƒȘ áƒȘნობილია, Ⴤვემო ჼალაწანჹი ოსები დასაჼლდნენ, ლუა ჼალაწანჹი- áƒ„áƒ˜áƒĄáƒąáƒ”áƒ‘áƒ˜, ჼოლო ზემო ჼალაწანჹი- Ⴤართველი მთიელები, კერძოდ Ⴠლავლები. ამ áƒĄáƒáƒ€áƒšáƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ ჹესაბამისი Ⴤიქჹური საჼელწოდებებია: ჰირიი ჼაალაწანუო- ოსების ჼალაწანი, Ⴤიქჹიი ჼაალაწანუო- áƒ„áƒ˜áƒĄáƒąáƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ ჼალაწანი, ჹვეი ჼაალაწანუო- áƒ€áƒšáƒáƒ•áƒšáƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ ჼალაწანი. ამრიგად, ზოგიერთი áƒĄáƒáƒ€áƒšáƒ˜áƒĄ საჼელწოდებაჹი გადმოáƒȘემულია მისი მოსაჼლეობის ეთნიკური წარმომადგენლობა. áƒĄáƒáƒ€áƒ”áƒš ჯოყოლოს მეორე საჼელიáƒȘ ჰჄვია- ჱუგაი იურთ - ჱუგელების áƒĄáƒáƒ€áƒ”áƒšáƒ˜. ჱოპონიმი მთიან ჩეჩნეთლი ჯოყოლოელების თავდაპირველი სამოსაჼლოს საჼელწოდებაზე მიუთითებს. ჼოლო áƒĄáƒáƒ€áƒ”áƒš დუისს, რადგან იჄ ძირითადად მაისჱიდან áƒ©áƒáƒ›áƒáƒĄáƒáƒźáƒšáƒ”áƒ‘áƒŁáƒšáƒ˜ áƒ„áƒ˜áƒĄáƒąáƒ”áƒ‘áƒ˜ áƒȘჼოვრობენ, ჰჄვია მაისთუაი იურთ- მაისჱელების áƒĄáƒáƒ€áƒ”áƒšáƒ˜.” წყარო - “პანკისი: წარსული და თანამედროვეობა”
Mostrar mĂĄs ...
173
0
📣📣📣 Pankisi Info-მ áƒ—áƒ„áƒ•áƒ”áƒœáƒ—áƒ•áƒ˜áƒĄ მოამზადა საინჱერესო ქჹაჹია “ჹეიჼ მანსური: ჩრდილოეთ კავკასიის პირველი იმამი” 🔾”XVIII საუკუნის განმავლობაჹი áƒ›áƒ”áƒ€áƒ˜áƒĄ რუსეთი áƒȘდილობდა დაეპყრო ჩრდილოეთ კავკასია. áƒȘარისჱული რეჟიმისგან ჹევიწრეოებული იყო áƒ©áƒ”áƒ©áƒœáƒ”áƒ—áƒ˜áƒĄ და Â áƒ—áƒ˜áƒ—áƒ„áƒ›áƒ˜áƒĄ ყველა მეზობელი რეგიონის მოსაჼლეობა: ჩრდილოეთ დაჩესჱანი (კუმიკია), მთიანი დაჩესჱნის ნაწილი, ყაბარდია, ჩერჄეზეთი, ადიჩეა. დამპყრობლებს, როგორáƒȘ ყოველთვს, ყველაზე დიდ წინააჩმდეგობას უწევდა ჩეჩნეთი. Â Â áƒ©áƒ”áƒ©áƒœáƒ”áƒ—áƒĄ სამჼედრო ლალჄრობებით  არაერთჼელ „ეწვია“ რუსეთის ჯარი. თუმáƒȘა, áƒȘარისჱული ჯარების მრავალი კამპანია ჩეჩნეთლი დასრულდა სრული მარáƒȘჼით. 1785 წლის მარჱჹი áƒ©áƒ”áƒ©áƒœáƒ”áƒ—áƒ˜áƒĄ ჱერიჱორიაზე იჀეთჄა  ძლიერმა ეროვნულ-áƒ’áƒáƒœáƒ›áƒáƒ—áƒáƒ•áƒ˜áƒĄáƒŁáƒ€áƒšáƒ”áƒ‘áƒ”áƒšáƒ›áƒ აჯანყებამ, რომელმაáƒȘ  მოიáƒȘვა მთელი ჩრდილოეთ კავკასია. Â áƒ›áƒáƒ«áƒ áƒáƒáƒ‘áƒ˜áƒĄ სათავეჹი áƒ©áƒáƒŁáƒ“áƒ’áƒ დაბალი áƒ€áƒ”áƒœáƒ˜áƒĄ წარმომადგენელი, საჼელად ულურა. . Ⴠართო მასებს ჹორის, ასევე დოკუმენჱურ წყაროებსა და ლიჱერაჱურაჹი, ჩრდილოეთ კავკასიის საჼალჼო-áƒ’áƒáƒœáƒ›áƒáƒ—áƒáƒ•áƒ˜áƒĄáƒŁáƒ€áƒšáƒ”áƒ‘áƒ”áƒšáƒ˜ áƒ›áƒáƒ«áƒ áƒáƒáƒ‘áƒ˜áƒĄ ლიდერი, უჹურმა áƒȘნობილია  ჹეიჼი მანსურის საჼელით.” 🔾”კავკასიელი ჼალჼების გაერთიანების ლილი იყო áƒ›áƒ”áƒ€áƒ˜áƒĄ სარდლობის áƒšáƒ”áƒšáƒ€áƒáƒ—áƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ მთავარი მიზეზი. áƒ©áƒ”áƒ©áƒœáƒ”áƒ—áƒ˜áƒĄ áƒĄáƒáƒ€áƒ”áƒš ალდიჹი, კუმიკიის áƒĄáƒáƒ€áƒšáƒ”áƒ‘áƒšáƒ˜ áƒáƒ„áƒĄáƒáƒ”áƒ•áƒĄáƒ™áƒáƒ˜áƒ”áƒĄáƒ და ანდრეევსკოეჹი გაგზავნეს áƒ›áƒŁáƒ„áƒáƒ áƒ˜áƒĄ ჹემáƒȘველი პროკლამაáƒȘიები - მოითჼოვდნენ  არ დაეჯერებინათ "áƒȘრუ წინასწარმეჱყველის" Ⴤადაგებები. მაგრამ როდესაáƒȘ ამ მოწოდებებმა არ იმუჹავა , გენერალმა პავლე პოჱიომკინმა 1985 წლის  5 ივლისს გაგზავნა სამჼედრო áƒ”áƒ„áƒĄáƒžáƒ”áƒ“áƒ˜áƒȘია ჩეჩნეთლი, რათა დაემარáƒȘჼებინა áƒ©áƒ”áƒ©áƒœáƒŁáƒ áƒ˜ áƒĄáƒáƒ€áƒšáƒ”áƒ‘áƒ˜ მდინარე სუნჟას გასწვრივ, áƒĄáƒáƒ€áƒ”áƒš ალდის გარჹემო და დაეპყრო ჹეიჼ მანსური.  უბრალო გლეჼები ჹეადგენდნენ áƒ—áƒáƒ•áƒ˜áƒĄáƒŁáƒ€áƒšáƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄáƒ და სამართლიანობისთვის მებრძოლ მთიელთა მთავარ áƒ«áƒáƒšáƒ”áƒ‘áƒĄ. მთიელთა ჹეჱევის ჹედეგად, áƒȘარისჱულმა სარდლობამ პანიკაჹი დაჱოვა მáƒȘირე პოსჱები და áƒȘიჼესიმაგრეები და ჯარები კონáƒȘენჱრირდა áƒŁáƒ€áƒ áƒ ძლიერ áƒȘიჼესიმაგრეებჹი.” 🔍სჱაჱიის სრულად სანაჼავად გადადით áƒ©áƒ•áƒ”áƒœáƒĄ ბლოგზე👇
Mostrar mĂĄs ...
193
0
ქაáƒȘჼოვრებელი საჼლები __________________________________ პანკისის ჼეობაჹი áƒ„áƒ˜áƒĄáƒąáƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ დასაჼლება მოჼდა მთაჹი დამკვიდრებული ჱრადიáƒȘიიქ მიჼედვით, მაგრამ მჹენებლობიათვის სიპი áƒ„áƒ•áƒ˜áƒĄ მაგივრად გამოიყენეს წნელი. აჼალ გარემოჹი, რია áƒȘიქ Ⴤველ დროებით áƒ„áƒáƒźáƒ”áƒ‘áƒšáƒ˜ áƒ—áƒáƒ•áƒšáƒ”áƒ€áƒáƒ áƒ”áƒ‘áƒŁáƒšáƒ›áƒ áƒ„áƒ˜áƒĄáƒąáƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ ოჯაჼებმა მაჹინვე ჱყეს მიაჹურეს. მოიმარაგეს წნელები, ჼეები საჭირო რაოდენობით და დაიწყეს საჼლების ჹენება. მოგვიანებით, როáƒȘა ჼვნა- თესვას მოჰკიდეს ჼელი და ეკონომიკურად მომძლავრდნენ, დაიწყეს კაჼეთი áƒĄáƒáƒ€áƒšáƒ”áƒ‘áƒšáƒ˜ Ⴠართოდ გავრáƒȘელებული ჀიáƒȘრული საჼლების მჹენებლობა.
Mostrar mĂĄs ...
199
0
📣📣📣 Pankisi Info-მ áƒ—áƒ„áƒ•áƒ”áƒœáƒ—áƒ•áƒ˜áƒĄ მოამზადა საინჱერესო ქჹაჹია ნაჼური áƒŻáƒ’áƒŁáƒ€áƒ˜áƒĄ ენებსა და áƒ“áƒ˜áƒáƒšáƒ”áƒ„áƒąáƒ”áƒ‘áƒ–áƒ”đŸ“ƒ 🔾”თანამედროვე მეáƒȘნიერებას არ გააჩნია საკმარისად ზუსჱი ისჱორიული მონაáƒȘემები ვაინაჼთა ენის განვითარების ჹესაჼებ. áƒ©áƒ”áƒ©áƒœáƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄáƒ და ინგუჹების ჹესაჼებ ისჱორიული და áƒ”áƒ—áƒœáƒáƒ’áƒ áƒáƒ€áƒ˜áƒŁáƒšáƒ˜ ჼასიათის მეჱ-ნაკლებად სანდო ინჀორმაáƒȘია ჩნდება დააჼლოებით მე-18 საუკუნის სამეáƒȘნიერო ნაჹრომებჹი ჼჹირად áƒȘალმჼრივად და ჱენდენáƒȘიურად ჩნდებოდა ვაინაჼების ისჱორიისა და კულჱურის საკითჼები: მათ მიერ მოწოდებული ინჀორმაáƒȘია ძალიან მწირი იყო. ამიჱომ ძნელია ამ ნაჹრომებზე დაყრდნობით დასკვნების გამოჱანა.” 🔾”ვაინაჼური ენა პირველად XVIII საუკუნეჹი ჹეისწავლეს რუსმა აკადემიკოსებმა გიულდენჹჱედჱომ და პალასმა. მათ ჹეაგროვეს მჼოლოდ áƒšáƒ”áƒ„áƒĄáƒ˜áƒ™áƒŁáƒ áƒ˜ მასალა. გიულდენჹჱედჱმა ვაინაჼურ ენებს მიზეგური áƒ“áƒ˜áƒáƒšáƒ”áƒ„áƒąáƒ”áƒ‘áƒ˜ უწოდა. როგორáƒȘ áƒ©áƒáƒœáƒĄ, ეს სიჱყვა კუმიკური áƒĄáƒ›áƒ˜áƒ©áƒźáƒ˜áƒš-დან მოდის. კუმიკები ვაინაჼებს დჩესაáƒȘ â€žáƒ›áƒ˜áƒ©áƒźáƒ˜áƒšáƒ”áƒ‘áƒĄ უწოდებენ.” 🔎სჱაჱიის სეულად სანაჼავად გადადით áƒ©áƒ•áƒ”áƒœáƒĄ ბლოგზე👇
Mostrar mĂĄs ...
ნაჼური áƒŻáƒ’áƒŁáƒ€áƒ˜áƒĄ ენები და áƒ“áƒ˜áƒáƒšáƒ”áƒ„áƒąáƒ”áƒ‘áƒ˜: ლიჱერაჱურის მოკლე მიმოჼილვა
Pankisi Info
218
0
📣📣📣 Pankisi Info-მ áƒ—áƒ„áƒ•áƒ”áƒœáƒ—áƒ•áƒ˜áƒĄáƒ›áƒáƒáƒ›áƒ–áƒáƒ“áƒ საინჱერესო ქჹაჹია áƒ©áƒ”áƒ©áƒœáƒ”áƒ—áƒ˜áƒĄ პირველ პრეზიდენჱზე, ჯოჼარ დუდაევზე📃 🔾”1996 წლის 21 აპრილს კრემლმა მოკლა თანამეროვე áƒ©áƒ”áƒ©áƒœáƒ”áƒ—áƒ˜áƒĄ ისჱორიის  ყველაზე  გამოჩენილი და ჩირსეული პიროვნება, პირველი ჩეჩენი გენერალი, áƒ©áƒ”áƒ©áƒœáƒ”áƒ—áƒ˜áƒĄ რესპუბლიკა áƒ˜áƒ©áƒ„áƒ”áƒ áƒ˜áƒ˜áƒĄ პირველი პრეზიდენჱი,ჯოჼარ დუდაევი.  ჩეჩნეთი დარჩა დუდაევის გარეჹე ყველაზე რთულ პერიოდჹი. ჹემდგომმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა თუ რა დიდი ჱრაგედია იყო áƒ©áƒ”áƒ©áƒœáƒ”áƒ—áƒ˜áƒĄáƒ—áƒ•áƒ˜áƒĄ ჯოჼარ  დუდაევის  დაკარგვა. 1991 წელს ამ გენიალური ადამიანის წყალობით áƒ›áƒĄáƒáƒ€áƒšáƒ˜áƒáƒ›  გაიგო áƒ©áƒ”áƒ©áƒœáƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄáƒ და ჯოჼარ დუდაევის ჹესაჼებ. “ 🔾”ჯოჼარ დუდაევი იყო ნიჭიერი სამჼედრო მეთაური და ჹორსმჭვრეჱელი პოლიჱიკოსი, რომელმაáƒȘ ბრწყინვალედ აჩვენა ეს მისი პრეზიდენჱობის დროს. პრეზიდენჱი დუდაევი ყველა საჹუალებით და მეთოდით áƒȘდილობდა რუსეთთან მოლაპარაკებას, ჱრაგედიის თავიდან აáƒȘილებას, მაგრამ რუსეთის áƒźáƒ”áƒšáƒ˜áƒĄáƒŁáƒ€áƒšáƒ”áƒ‘áƒáƒĄ ომი მრავალი მიზეზის გამო სჭირდებოდა. ჯოჼარ დუდაევმა ჩეჩენ ჼალჼთან ერთად განიáƒȘადა ეროვნული თვითჹეგნების უპრეáƒȘედენჱო ამაჩლება, გამარჯვების სიჼარული და დანაკარგის სიმწარე, რუსეთის იმპერიული კოლონიური áƒ„áƒ•áƒ”áƒ§áƒœáƒ˜áƒĄ სასჱიკი, ბარბაროსული ომი ჩეჩენი ჼალჼის წინააჩმდეგ. თავისი ჼალჼის დიდი ვაჟკაáƒȘი, ჯოჼარ დუდაევი, განასაჼიერებდა საუკეთესო ეროვნულ თვისებებს: áƒ—áƒáƒ•áƒ˜áƒĄáƒŁáƒ€áƒšáƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄáƒ და დამოუკიდებლობის ერთგულება,  გონიერება და áƒĄáƒ˜áƒ‘áƒ áƒ«áƒœáƒ”, უსაზჩვრო სიმამაáƒȘე და თავგანწირვა áƒ—áƒáƒ•áƒ˜áƒĄáƒŁáƒ€áƒšáƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄáƒ—áƒ•áƒ˜áƒĄ მისი საჼელი საუკუნეების მანძილზე დარჩება ჩეჩენი ჼალჼის ისჱორიაჹი  სჼვა გმირების საჼელებთან ერთად, ვინáƒȘ áƒ©áƒ”áƒ©áƒœáƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ áƒ—áƒáƒ•áƒ˜áƒĄáƒŁáƒ€áƒšáƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄáƒ—áƒ•áƒ˜áƒĄ იბრძოდა.” 🔎სჱაჱიის სრულად სანაჼავად გადადით áƒ©áƒ•áƒ”áƒœáƒĄ ბლოგზე👇
Mostrar mĂĄs ...
áƒ©áƒ”áƒ©áƒœáƒ”áƒ—áƒ˜áƒĄ პირველი პრეზიდენჱის ჯოჼარ დუდაევის ჼსოვნას
Pankisi Info
260
0
áƒ€áƒáƒąáƒáƒ–áƒ” აჩბეჭდილია, 1996 წლის 21 აპრილს, áƒ˜áƒ©áƒ™áƒ”áƒ áƒ˜áƒ˜áƒĄ პრეზიდენჱის ჯოჼარ დუდაევის, მკვლელობის მომენჱი. 1996 წლის 21 აპრილს, ულჱრათანამედროვე აპარაჱურის მეჹვეობით, რუსეთის სპეáƒȘსამსაჼურების მიერ მოჼდა, áƒ˜áƒ©áƒ™áƒ”áƒ áƒ˜áƒ˜áƒĄ პრეზიდენჱის თანამგზავრული áƒąáƒ”áƒšáƒ”áƒ€áƒáƒœáƒ˜áƒĄ, áƒĄáƒáƒąáƒ”áƒšáƒ”áƒ€áƒáƒœáƒ საუბრის გადაჱაáƒȘვა და პრეზიდენჱის ადგილმდებარეობის დადგენა. რიქ ჹემდგომ, ჯოჼარ დუდაევის მისამართით, რუსეთის მოიერიჹე ბომბდამჹენის მიერ, გაჱყორáƒȘნილ იჄნა, ზესიზუსჱის მჄონე გამანადგურებელი რაკეჱა. ძლიერი áƒáƒ€áƒ”áƒ—áƒ„áƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ ჹედეგად, დაიჩუპნენ ჯოჼარ დუდაევი და მისი თანმჼლები პირები.
Mostrar mĂĄs ...
204
0
áƒ„áƒ˜áƒĄáƒąáƒ”áƒ‘áƒšáƒ˜ ლემორჩენილია თვეების ძველი წარმართული საჼელწოდებებიáƒȘ. მაგ.: „თუჹოლი-ბუთთ“ (მარჱი) – ჩვთაება თუჹოლის თვე, ;სიელლი-ბუთთ“ ჩვთაება სიელის თვე (ჭეჄა áƒ„áƒŁáƒźáƒ˜áƒšáƒ˜áƒĄ ჩვთაება. 22 აპრილი 22 მაისი), „მიაჱსელი-ბუთთ“ - ჩვთაება მიაჱსელის თვე (22 ივნისი- 22 ივლისი) და სჼვ.
252
0
Última actualización: 02.08.22
PolĂ­tica de privacidad Telemetrio