1 986
订阅者
无数据24 小时
-47 天
-2830 天
帖子存档
1 987
„ღმერთს ვფიცავ, საკუთარ დაზე არ დავქორწინებულვარ. ორი არაჩვეულებრივი და მყავდა. ახლა ერთი დამრჩა — ელიზაბეთი. იგი უმშვენიერესია. მაგრამ ჩემი დებისთვის ცოლობა არასდროს შემითავაზებია! ისინი, რა თქმა უნდა, ლამაზები არიან, თუმცა ქალის ამპლუაში ჩემში ინტერესს არასოდეს იწვევდნენ.“
1 987
ბუნების პირველყოფილი ძალმოსილების წარმტაცი წამი, არწივმა ტალღებს სძლია და წყლის სიღრმიდან მის მიერვე მონადირებული, უზარმაზარი ლოქო ამოზიდა.
1 987
⚡️ „ჩვენ მზად ვართ 2030 წელს ევროპასთან ომისთვის, თუმცა არავითარი ომი არ გვსურს“, — პუტინი.
1 987
⚡️ აშშ-მა შესაძლოა ირანზე სამხედრო დარტყმები უკვე ამ შაბათ-კვირას განაახლოს, იუწყება The Times of Israel.
გამოცემას აშშ-ის ელჩის თურქეთში, თომას ბარაკის, განცხადება მოჰყავს:
„შესაძლებელია თუ არა, რომ ამერიკამ ირანზე დარტყმები შაბათ-კვირას განაახლოს? რა თქმა უნდა“.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, საუდის არაბეთში მყოფ ამერიკელ თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს ქვეყნის დატოვება დაევალათ. დიპლომატების ოჯახების გაყვანის განკარგულება რეგიონის კიდევ რამდენიმე ქვეყანაშიც გაიცა. ვრცელდება ცნობები ამერიკული სამხედრო ბაზებიდან ევაკუაციის შესახებაც.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კონფლიქტის შემდგომი გამწვავების საფრთხეზე საუბრობს.
ისრაელის მხარის ინფორმაციით, ირანი შესაძლოა პრევენციული სამხედრო დარტყმისთვის ემზადებოდეს.
1 987
ირლანდიაში სოციალური რეკლამით გვიხსნიან, რომ ბებიებმა და ბაბუებმა შვილიშვილებს ჩახუტებამდე ნებართვა უნდა სთხოვონ.
თურმე ყველას არ სიამოვნებს, როდესაც ეხებიან, თუნდაც ეს ყველაზე ახლობელი და მოსიყვარულე ადამიანები იყვნენ. მნიშვნელობა არ აქვს. ამქვეყნად ყველაფერზე წინასწარ, ნებაყოფლობითი თანხმობის მიღებაა საჭირო.
ეს ყველაფერი იმავე სულისკვეთების გაგრძელებაა, რომლის თანახმადაც, დედამ ჩვილს საფენის გამოცვლაზეც უნდა სთხოვოს ნებართვა. ბოლოს და ბოლოს, ბავშვს ხომ შიშველს დაინახავს და ვინ იცის, იქნებ თავად პატარა სულაც არ არის თანახმა!
მოკლედ, იმავე იდეების ავტორთა მორიგი შედევრი.
1 987
ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც მის „პოლიტიკურ მომავალს“ ეხებოდა.
1 987
«Недолго музыка играла, недолго фраер танцевал».
CNN-ის ცნობით, ამერიკელთა 75% მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი უნდა გამოუცხადონ, დამნაშავედ ცნონ და ციხეში ჩასვან.
1 987
ზუსტად 80 წლის წინ, ნიურნბერგში სიკვდილით დასაჯეს ნაცისტური რეჟიმის მთავარი დამნაშავეები. პირველი სახრჩობელაზე გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი იოახიმ ფონ რიბენტროპი აიყვანეს.
სიკვდილით დასჯა მტანჯველი აღმოჩნდა. ზოგიერთი მსჯავრდებული მყისიერად არ გარდაცვლილა, რამაც მათი სიცოცხლის ბოლო წუთები ხანგრძლივ აგონიად აქცია.
თავს დავდებ, კარგად ვიცი, რა აზრმა გაუელვა ამ სტრიქონების წაკითხვისას ადამიანთა უმრავლესობას.
ფოტოზე: აშშ-ის არმიის უფროსი სერჟანტი ჯონ ვუდსი სიკვდილით დასჯისთვის სახრჩობელას თოკს ამზადებს.
1 987
სირიაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა ადგილობრივ მოსახლეობას კიდევ ერთი „დემოკრატიული სამოთხე“ აუშენეს.
ევროკავშირმა ამ „სამოთხის“ გარდამავალი პერიოდისთვის 7 მილიარდი ევროც გაიღო. ქვეყანაში ქრისტიანებს ავიწროებენ, ამცირებენ და აბუჩად იგდებენ.
სამაგიეროდ მთავარი, როგორც ჩანს, წესრიგშია: ნავთობი ამერიკის კონტროლქვეშაა.
დანარჩენი, ეტყობა, დემოკრატიის მშენებლობის თანმდევი უმნიშვნელო უხერხულობებია.
1 987
მანანა კობახიძემ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის მიერ იყო არჩეული, პირადი განცხადების საფუძველზე სასამართლო დატოვა. მოსამართლის უფლებამოსილება მას ვადაზე ადრე შეუწყდა.
1 987
„სულელების როლებს ვასრულებდი და ამიტომ ყველგან ისე მხვდებოდნენ, როგორც შინაურს“.
ზუსტად 92 წლის წინ, 1934 წლის 13 ოქტომბერს, დაიბადა შესანიშნავი მსახიობი საველი კრამაროვი.
ვიდეოში: ოჯახის ბიუჯეტის გამოთვლა.
1 987
„ქვეყნის სიმდიდრე აუცილებლად მის ბუნებრივ რესურსებს არ ეფუძნება. კეთილდღეობის მიღწევა მაშინაც შესაძლებელია, როდესაც სახელმწიფოს ასეთი რესურსები საერთოდ არ გააჩნია.
ქვეყნის უმთავრესი სიმდიდრე და ყველაზე ღირებული რესურსი თავად ადამიანია“.
დღეს მარგარეტ ტეტჩერის დაბადებიდან 101 წელი შესრულდა (1925 წლის 13 ოქტომბერი).
1 987
„მამაკაცებთან ასე ხშირად არ ვიქცევი, მაგრამ მისი სხეულის თვალიერება დავიწყე, რადგან არ ვიცოდი, ასეთი დიდი სპორტსმენი თუ იყო... მის უკანალსაც შევხედე“.
დონალდ ტრამპმა ისაუბრა, როგორ ათვალიერებდა და აფასებდა ამერიკელი სენატორის, ჯონ ჰუსტედის გარეგნობასა და აღნაგობას.
1 987
აშშ და ევროკავშირი უკრაინაში ომის დასრულების ახალ სამშვიდობო გეგმაზე მუშაობენ.
გამოცემა The Washington Post ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს შორის განხილული ახალი სამშვიდობო წინადადების დეტალებს აქვეყნებს, რომელმაც შესაძლოა ე.წ. ანკორიჯის შეთანხმების სულისკვეთებაზე დაფუძნებული მიდგომა ჩაანაცვლოს.
გეგმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს მოიცავს:
— რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების ეტაპობრივი მოხსნა, წინასწარ შეთანხმებული პირობებითა და ვადებით.
— რუსეთს, უკრაინასა და ევროპას შორის ახალი ენერგეტიკული შეთანხმება, რომელიც შესაძლოა ევროპისთვის რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენასაც ითვალისწინებდეს.
— ცეცხლის შეწყვეტა არსებული ფრონტის ხაზის გასწვრივ. რუსეთი შეინარჩუნებს ფაქტობრივ კონტროლს მის მიერ დაკავებულ უკრაინულ ტერიტორიებზე, დონბასის ჩათვლით. ეს უკრაინის მხრიდან მძიმე ტერიტორიულ დათმობად განიხილება.
— უკრაინის ომისშემდგომი აღდგენა და დაზარალებულთა დახმარება. შესაბამისი ფინანსური მექანიზმის შექმნაში მონაწილეობას მსოფლიო ბანკი და საინვესტიციო კომპანია BlackRock გეგმავენ.
— უკრაინის უსაფრთხოების მყარი გარანტიები, ნატოს წესდების მე-5 მუხლის მსგავსი ვალდებულებებით, რაც რუსეთის მხრიდან განმეორებითი თავდასხმის შემთხვევაში აშშ-ისა და ევროპული სახელმწიფოების სამხედრო რეაგირებას ითვალისწინებს.
გამოცემის ინფორმაციით, ეს საკითხები ჯერ მოლაპარაკების პროცესშია. საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის.
1 987
გავრცელდა ახალი ვიდეოკადრები შაბათს ერ-რიადის აეროპორტზე განხორციელებული თავდასხმიდან, რომელსაც 13 ადამიანი ემსხვერპლა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს.
1 987
ტაილანდში რუსმა ტურისტებმა ამერიკულ ავიამზიდ „ჯორჯ ბუშს“ თავისებური „დაზვერვა“ ჩაუტარეს: გულდასმით შეათვალიერეს ხომალდი და მისი შეიარაღება.
1 987
გვატემალაში, გარდაცვლილად მიჩნეული გოგონა დაკრძალვისთვის მოამზადეს და ახლობლები გამოსამშვიდობებლად შეკრიბეს. მისი გარდაცვალებიდან, როგორც ამბობენ, 8 საათი იყო გასული, როცა დამშვიდობების დაწყებამდე გოგონას სიცოცხლის ნიშნები შეამჩნიეს.
ამჟამად რა მდგომარეობაშია, უცნობია. ვიდეო ახალი გავრცელებულია.
1 987
⚡️⚡️ რუსეთმა დაადასტურა მზადყოფნა, ნავთობი და ნავთობპროდუქტები აშშ-ისა და მსოფლიო ბაზრებს მიაწოდოს, განაცხადა ვლადიმირ პუტინმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის დასრულების შემდეგ.
