ch
Feedback
Polemos

Polemos

前往频道在 Telegram

ႱႠႫႸႭႡႪႭ • ႰႼႫႤႬႠ • ႲႰႠႣႨႺႨႠ polemos.ge

显示更多
571
订阅者
无数据24 小时
+17
-230
帖子存档
დღეს ვიხსნებთ ნაადრევად წასულ ქართველ მთამსვლელსა და ფოტოგრაფს - გურამ თიკანაძეს. თბილისის პირველი სკოლის დასრულების შემდეგ, სწავლობდა თსუ-ს გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე. 1956-59 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტში. თიკანაძე გატაცებული იყო სპორტის სხვადასხვა სახეობით, მათ შორის კრივის პირველი თანრიგს ფლობდა. ფოტოგრაფიამ მეშვიდე კლასიდან გაიტაცა. გახდა პირველი ქართველი ფოტოგრაფი, რომელმაც საერთაშორისო ჯილდო მიიღო. მისი ფოტონამუშევრები სცდებოდა იმ დროის შეზღუდვებს. სტუდენტობისას მთამსვლელობამ გაიტაცა. თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში დალაშქრა კავკასიონისა და პამირის ორმოცამდე მწვერვალი. მისი პირველი მწვერვალი იყო „სპარტაკი“. 1957 წლიდან ადიოდა მეხუთე კატეგორიის მწვერვალებზე. პირველი ასეთი მწვერვალი იყო ღარმოს პიკი პამირზე 1957 წელს. 1958 წელს განახორციელა სარეკორდო 14 მწვერვალის ტრავერსი ფასის მთიდან თეთნულდამდე. 1963 წლის აგვისტოში ალპინისტურ ჯგუფთან ერთად, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა, დალაშქრა თეთნულდი. 21 აგვისტოს ჯგუფი ავიდა შხარაზე. 27 აგვისტოს გურამ თიკანაძე შხარადან დაშვებისას დაიღუპა. მან თავად ჩაარჭო კლდის ნაპრალში პალო, დაკიდა თოკი და დაიწყო დაშვება, მაგრამ პალო ნაპრალიდან ამოვარდა. „მთამსვლელებს ხშირად გვეკითხებიან, რა გვაინტერესებს მთაში? ეს კითხვა უადგილოდ გვეჩვენება და ხშირად უპასუხოდ ვტოვებთ. ახლა განმარტებისათვის ზოგიერთი განცდა მოგვეშველება. მთასთან არ ვლაპარაკობთ და საუბრით არ ვამყარებთ სიყვარულს. კარგად ვიცით, რომ აქ ყოველ ქვის ქვეშ და ფიფქში მარცხია ჩასაფრებული...მუდამ სიახლე, სიფხიზლე, მოძრაობა. ჩვენ მთასთან და ყინულთან მეტ საერთოს ვნახულობთ, ვიდრე ბართან და ზღვასთან“.

photo content

გასულ უქმეებზე ჩვენი რუმინელი მეგობრები Camarazii-დან, ქალაქ ბრაშოვში ეწვივნენ პოლკოვნიკ სოლომონ ზალდასტანიშვილის საფლავს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას. საქართველოს არმიის პოლკოვნიკი ზალდასტანიშვილი მონაწილეობდა ახალგაზრდა რესპუბლიკის ყველა ბრძოლაში, მათ შორის 1921 წელს წითელ არმიასთან ომში. დამარცხებისა და ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ, სამშობლო დატოვა, თუმცა ბრძოლის გასაგრძელებლად დაბრუნდა. იგი აქტიურ ორგანიზებას უწევდა 1924 წლის ანტიბოლშევიკურ აჯანყებას. აჯანყების დამარცხების შემდეგ, პოლიტიკური მოღვაწეობა საფრანგეთში განაგრძო. 1941 წელს მსახურობდა აბვერის ქართულ დივერსიულ რაზმ "თამარა II"-ში, რომელიც რუმინეთში იყო დისლოცირებული. მას შემდეგ რაც შეიტყო, რომ 500 ქართველი წითელ არმიელი ტყვე უმძიმეს პირობებში იმყოფებოდა, გერმანელებს მოსთხოვა მათი უკეთეს პირობებში გადაყვანა. მოთხოვნის არასრულად დაკმაყოფილების შემდეგ, თავად დარჩა ტყვეთა ბანაკში სანამ ყველა ქართველი უკეთეს პირობებში არ გადაიყვანეს. ბანაკში ზალდასტანიშვილს მძიმე სენი შეეყარა და 1941 წლის 5 დეკემბერს, ბუქარესტის საავადმყოფოში ტვინის ანთებით გარდაიცვალა. გერმანელებმა სოლომონ ზალდასტანიშვილი პოლკოვნიკის პატივით დაკრძალეს. პოლკოვნიკი სოლომონ ზალდასტანიშვილი სუფევს! უღრმესი მადლობა ჩვენს რუმინელ მეგობრებს ქართველი პოლკოვნიკის გახსენებისა და პატივის მიგებისთვის 🫡 Recunoștință profundă camarazilor noștri români pentru că își amintesc și onorează memoria colonelului georgian 🫡 🇷🇴 🇬🇪

photo content
+3

Repost from N/a
More pictures from the Normandy experience museum Georgian section taken by Polemos
+4
More pictures from the Normandy experience museum Georgian section taken by Polemos

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის - გენერალ გიორგი კვინიტაძის დაბადების დღეა. გენერალ კვინიტაძის სახელს უკავშირდება: 1918 წლის ზაფხულში თურქული რაზმების დამარცხება ქვემო ქართლში; 1918 წლის დეკემბერში სომხეთ-საქართველოს ომის დროს შულავერის ფრონტის შტაბის ხელმძღვანელობა; 1919 წელს მისი სარდლობით ქართულმა ჯარმა დაამარცხა ე.წ ყარსის რესპუბლიკის ჯარები, აიღო ახალციხე და არტაანი; 1920 წლის მაისში, მისი მთავარსარდლობით საქართველომ საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიის შეტევა მოიგერია; 1918-1921 წლებში ჩაახშო რამდენიმე ანტისახელმწიფოებრივი ბოლშევიკური აჯანყება, აქტიურ მონაწილეობას იღებდა შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. 1921 წლის თებერვალ-მარტში რუსეთ-საქართველოს ომის დროს  სარდლობდა ქართულ ჯარს.  გენერალმა კვინიტაძემ, 18-24 თებერვალს, რუსების მიერ თბილისზე განხორციელებული რამდენიმე შტურმი მოიგერია და მათ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, თუმცა 24 თებერვლის საღამოს, დედაქალაქის დატოვებისა და ბრძოლის მცხეთის პოზიციებიდან გაგრძელების ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული მოქმედებით იგი ფრონტის ხაზის შემოკლებას აპირებდა. კვინიტაძემ ეს გადაწყვეტილება რეზერვის არყოლისა და დაუცველი ფლანგებიდან მტრის კავალერიის მანევრების გამო მიიღო, რაც მისი აზრით, დედაქალაქის დამცველებს ალყაში აქცევდა და განადგურებას უქადდა. თბილისიდან უკანდახევის შემდეგ, ჯარის მორალური სულისკვეთება დაეცა და მცხეთის პოზიციებზე გამაგრება ვერ მოხერხდა. კვინიტაძის მხრიდან მოწინააღმდეგის დამარცხების უკანასკნელი მცდელობა 4-6 მარტს, ოსიაურის ბრძოლაში ჩაიშალა. წითელი რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, პარიზის მახლობლად, ლევილში. სამხედრო სამსახური არცერთი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში არ გაუგრძელებია. მოგეხსენებათ, რომ ქართულმა სამხედრო ემიგრაციამ მეორე მსოფლიო ომში აქტიური მონაწილეობა მიიღო ბოლშევიკებთან ბრძოლაში. საინტერესოა, რომ ამ ბრძოლაში თავისი წვლილი გენერალ გიორგი კვინიტაძესაც მიუძღვის, რომელმაც 1941 წლის ოქტომბერში წერილი გაგზავნა ადოლფ ჰიტლერის სახელზე. ფიურერისადმი გაგზავნილ წერილში კვინიტაძე თანამშრომლობის სურვილს გამოხატავდა იმ შემთხვევაში თუ გერმანია ქართველების გვერდში დაყენებას მოისურვებდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლაში. წითელარმიელთა დაზვერვა გენერალ კვინიტაძეს ასე ახასიათებდა: “ფიცხი, მამაცი, ჭკვიანი. მისი ტაქტიკა - აღტყინება, შეტევა ჩინებული მცოდნე ჯარისკაცთა ფსიქოლოგიისა, დიდი ინიციატივის პატრონი. მან ერთადერთმა შეინარჩუნა წესიერება თავის ნაწილებში ფრონტზე ჯარების დაშლის დროს. ბრძოლაში სრული უშიშრობა, იცის მასების გამხნევება და მითი გატაცება. საუკეთესო ოფიცერი ქართული ჯარისა". სამარადისო დიდება გენერალ გიორგი კვინიტაძეს!

photo content

7-9 აგვისტოს შედგა ჩვენი ექსპედიცია ყაზბეგზე -  ევროპის სიმაღლით მეხუთე მწვერვალზე. ეს იყო სიცივის, დაღლილობის, დაძაბულობისა და საკუთარ თავთან ბრძოლის სამი დღე. მარშრუტზე ჩვენ გველოდა ქვათაცვენები, ძლიერი ყინვა და ნაპრალები. ერთ ასეთ ნაპრალში ჩვენი ჯგუფის წინამძღოლი ჩავარდა, რომელიც დროულად და უვნებლად ამოვიყვანეთ. ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა თუ რაოდენ სერიოზული და სახიფათო შეიძლება იყოს ეს მწვერვალი. გზად ორი უცხოელი შეგვხვდა, რომელთაც გზის გაგრძელება უჭირდათ, ამიტომ მათთვის დახმარების გაწევა გადავწყვიტეთ და თან წავიყოლეთ. მთაში გულგრილობის ადგილი არაა.  აქ სხვისთვის გაწეული დახმარება - მთის ეთიკის, მთის კულტურის ნაწილია. დღეს ვიღაცას ეხმარები რთულ მონაკვეთზე, ხვალ კი შესაძლოა მისი დახმარებით შემდეგი ნაბიჯის გადადგმა თავად შეძლო. მიუხედავად ყველა სირთულისა, ერთმანეთის გვერდში დგომით შევძელით მწვერვალის დაპყრობა. გაბედეთ, იარეთ მთებში, გამოსცადეთ საკუთარი თავები და დაიპყარით ახალი მწვერვალები!

photo content
+2

photo content
+9

2004 წლის ივლის-აგვისტოში, ცხინვალის რეგიონში ქართულ მხარესა და რუსეთიდან მხარდაჭერილ ოს სეპარატისტებს შორის საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. ქართული სოფლების დასაცავად დაწყებულ სპეცოპერაციაში XI მექანიზებული ბრიგადის მსუბუქი ქვეითი ბატალიონ "კომანდოს" კაპრალი ზაზა დამენიაც იღებდა მონაწილეობას. 5 აგვისტოს მისი ასეული სარაბუკი-თლიაყანის მიდამოებში განლაგდა, სადაც ყოველღამე ბრძოლები მიმდინარეობდა. 16 აგვისტოს, სანგარში, რომელშიც ზაზა დამენია თანამებრძოლებთან ერთად იმყოფებოდა მტერმა ხელყუმბარა ჩააგდო. კაპრალი ხელყუმბარას საკუთარი სხეულით გადაეფარა და სამი თანამებრძოლი სიკვდილს გადაარჩინა. დაღუპვამდე ორი დღით ადრე, დამენიას ჭურვის აფეთქების შედეგად მხედველობა დაუქვეითდა, თუმცა მან უარი განაცხადა პოზიციის დატოვებაზე და თანამებრძოლების გვერდით ბოლომდე დარჩა. "წიგნის კითხვა არ შემიძლია, მაგრამ მტერს კი ვხედავ და თუ სხვა ვერაფერს შევძლებ, ტყვიას ხომ მაინც გადაგიტენით, ბიჭებო" - უთქვამს მას. ზაზა დამენია 1993 წელს აფხაზეთშიც იბრძოდა. 2004 წლის 24 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. სამარადისო დიდება სამშობლოსთვის დაღუპულ კაპრალ ზაზა დამენიას!

photo content

34 წლის წინ აფხაზეთის ომი დაიწყო. ომი, რომლის ტკივილიც მოუშუშებელ იარად ამჩნევია და დღემდე აჩრდილად თან სდევს თითოეულ ქართველს. წითელი იმპერიისა და სოციალისტური ბანაკის დაშლამ, 90იან წლებში გამოიწვია ომის ცუნამი, რომლის ტალღებმაც სისხლისღვრითა და ნგრევით გადაუარეს დამოუკიდებლობა ახლად აღდგენილ ერებს აღმოსავლეთ ევროპაში. ამ მხრივ გამორჩეულია პატარა საქართველო, რომელსაც ბედისწერამ მძიმე ხვედრი არგუნა - კრემლის იმპერიალიზმთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაბმა. პოლიტიკურ, ეკონომიკურ კრიზისსა და სამოქალაქო ომში მყოფ საქართველოს კრემლმა მორიგი განსაცდელი დაატეხა თავს. ქართველი მეომრები 13 თვისა და 13 დღის განმავლობაში მარტოდმარტო, შეუპოვარ წინააღმდეგობას უწევდნენ რუსული რეგულარული არმიის ნაწილებსა და მათ წარმოქმნილ ანტიქართულ ძალებს - ჩრდილო-კავკასიელ ტერორისტებს, დაქირავებულ კაზაკ და დნესტრისპირელ ბოევიკებს, ბაგრამიანის ბატალიონის სომხებსა და აფსუებს. უთანასწორო ბრძოლას 5 ათასზე მეტი ქართველი მეომრის სიცოცხლე შეეწირა, 300 ათასამდე ქართველი დევნილად იქცა საკუთარ მიწაზე. არეულობამ, ღალატმა და რუსების მზაკვრობამ შედეგი გამოიღო - ანტიქართულმა ძალებმა იმარჯვეს, ბრძოლა წაგებულია, მაგრამ ომი გრძელდება... დიდება სამშობლოსთვის დაცემულ რაინდებს! აფხაზეთი საქართველოა!

photo content

1121 წლის 12 აგვისტოს გაიმართა დიდგორის ბრძოლა ქართულ ლაშქარსა და თურქ-სელჩუკურ ურდოებს შორის. ეს არის დღე, როცა პატრა ერმა დ
1121 წლის 12 აგვისტოს გაიმართა დიდგორის ბრძოლა ქართულ ლაშქარსა და თურქ-სელჩუკურ ურდოებს შორის. ეს არის დღე, როცა პატრა ერმა დიდი ისტორია დაწერა. საქართველო ოდითგანვე ევროპის აღმოსავლეთ ბასტიონს წარმოადგენდა და მუდამ ევროპული რწმენის, კულტურისა და ცივილიზაციის სადარაჯოზე იდგა. საქართველოში ახალი ფრონტის გახსნამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა მუსლიმებს, რომლებიც დასავლეთით ჯვაროსნებთან ომში იყვნენ ჩაბმულნი. კავკასიაში მძლავრი ქრისტიანული სახელმწიფოს აღორძინებამ, სარკინოზებთან ომში მყოფ ანტიოქიისა და იერუსალიმის სამეფოებსაც იმედი მისცა, ამიტომ ქართველების ეს დიდი გამარჯვება მათაც საერთო ქრისტიანულ გამარჯვებად აღიქვეს. ქართველებმა დაამტკიცეს, რომ რაოდენობა არაფერს ნიშნავს, როცა ერი ერთიანია და მის გულში რწმენა და სამშობლოს სიყვარული იწვიან. იყო ბრძოლა... იყო დიდგორი... ძლევაჲ საკვირველი... ჩვენი მოსაგები დიდგორი კიდევ წინ არის... და კვლავ უნდა გამთლიანდეს საქართველო...

დღეს ვიხსენებთ თანამედროვე ქართული ალპინიზმის ლეგენდას, მთის დოკუმენტალისტს, მკვლევარსა და უბრალოდ ძალიან დიდ პატრიოტს - არჩილ ბადრიაშვილს. არჩილმა მთამსვლელობა ადრეულ ასაკში დაიწყო - 9 წლისა მამასთან ერთად ჭაუხების მთებში ავიდა, ხოლო 15 წლის ასაკში მყინვარწვერი დალაშქრა. მთელი ცხოვრება ქართული ალპინიზმის პოპულარიზაციასა და განვითარებას მოუძღვნა. არჩილ ბადრიაშვილისა და მისი მეწყვილეების ექსპედიციები მსოფლიოს ურთულეს და მიუწვდომელ მწვერვალებს მოიცავდა. მას ურთულესი - VI კატეგორიის შვიდი მარშრუტი აქვს გავლილი, აქედან 3 აუსვლელი მთაა და ერთი გაუვლელი გზა. ხოლო V კატეგორიის 17 ასვლიდან, 12 ახალი, აქამდე გაუვლელი მარშრუტია. 2019 წლის ივლისში არჩილი თავის მეწყვილესთან გიორგი ტეფნაძესთან ერთად მსოფლიოს სიმაღლით IX, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებლით III მწვერვალზე - ნანგა პარბატზე ავიდა და პირველად ააფრიალა ქართული დროშა ამ მთაზე. ბადრიაშვილის ბოლო ესქპედიციებიდან აღსანიშნავია ექსპედიცია ჰიმალაებში, აუსვლელ მწვერვალ ნანდა შორიზე და რთულ მწვერვალ ჩანგუჩზე. არჩილ ბადრიაშვილმა ექვსჯერ მიიღო ქართული "ოქროს წერაყინის" ჯილდო, ზედიზედ ხუთჯერ წარდგენილი იყო მსოფლიო Piolet d'Or (ოქროს წერაყინი) ჯილდოზე და 2022 წელს პაკისტანის იქამდე დაუპყრობელ მწვერვალ სარაგარზე ასვლისთვის მიიღო. არჩილ ბადრიაშვილი გახლდათ მსოფლიო მნიშვნელობის ალპინისტი, რომელსაც წინ კიდევ ბევრი მწვერვალის დაპყრობა და წარმატება ელოდა, თუმცა ბედისწერამ სხვაგვარად გადაწყვიტა. 2024 წლის 10 აგვისტოს მწვერვალ შხელდაზე, მას მეხი დაეცა და კლდიდან მოწყვიტა. "მთასავით დიდებული და სუფთა ბიჭი იყო არჩილი, საიმედო და საამაყო! შხელდამ ჩაიხუტა გულში, ნაპრალმა ჩაჰკიდა ხელი, მყინვარმა გადახვია მხარი, მთამ მისად დაიტოვა ჩვენი მეგობარი... ცოცხალ ლეგენდებს ვერ იტევს მიწა! ეპოქის დასასრული!" - ასეთი სიტყვებით გამოემშვიდობნენ არჩილ ბადრიაშვილს მისი მეგობრები. ჩვენის მხრივ კი ვიტყვით, რომ ალპინიზმი თავისი თავდადებით, სირთულითა და შეუპოვრობით უტოლდება ომს მშვიდობიანობის დროს, ხოლო ყოველი დაღუპული ალპინისტი მეტაფიზიკური ფრონტის გმირია. ეს იცოდა არჩილმაც, ამიტომ ყოველ ექსპედიციაში მისი წასვლა - ბრძოლისთვის სამზადისს ჰგავდა. არჩილის მეხისგან დაღუპვაც შემთხვევითი არ უნდა იყოს, ალპინიზმს მისტიციზმი მუდამ თან სდევს, ხოლო ძველ ქართულ რწმენაში მსგავსი სიკვდილი უდიდეს საკრალურ და სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებდა. გვჯერა, რომ არჩილი ახლაც უკვდავების მარშრუტებით ზეციურ მწვერვალებს იპყრობს...

photo content

გიორგი ანწუხელიძე ჩვენი დროის გმირი, თუშური საბრძოლო ტრადიციის ღირსეული გამგრძელებელი და სამშობლოსათვის თავდადების მაგალითი. სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე მონაწილეობას იღებდა 2004 წლის საბრძოლო ოპერაციაში ცხინვალის რეგიონში და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში. 2008 წლის 9 აგვისტოს რუსებმა გიორგი ანწუხელიძე დაატყვევეს. ნოემბრამდე ანწუხელიძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. მოგვიანებით ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოსვენებული ათი ქართველის ცხედრის გენეტიკური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ანწუხელიძე ერთ-ერთი მათგანი იყო. 2009 წლის იანვარში, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც გიორგი ანწუხელიძის წამებაა ასახული. რუსებს და ოსებს დასისხლიანებული გიორგი წრეში ჰყავდათ მოქცეული და რიგრიგობით ურტყამდნენ ფეხებს კეფასა და ზურგში. მტერი ანწუხელიძეს აიძულებდა მიწისთვის ეკოცნა და მათთვის საჭირო ინფორმაცია გაეთქვა, მაგრამ 23 წლის გმირის გატეხვა ვერ შეძლეს. საბოლოოდ გიორგი ანწუხელიძე ცემით მოკლეს. ანწუხელიძეს მსხვერპლიც ისეთივე ფასეული და სამაგალითოა მომავალი თაობებისთვის როგორც - ცოტნე დადიანის, ქეთევან დედოფლის, კოტე აფხაზის, გურამ გაბესკირიას და სხვათა თავდადება. უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე დაჯილდოებულია - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, “სამშობლოსათვის თავდადებული” მედლით და ეროვნული გმირის ორდენით. მარადიული დიდება გაუტეხელ, სამაგალითო ქართველ გმირს! სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე სუფევს!

photo content

2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი გადაიზარდა ფართომასშტაბიან ომში, რომლისთვისაც რუსეთი რამდენიმე
2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი გადაიზარდა ფართომასშტაბიან ომში, რომლისთვისაც რუსეთი რამდენიმე წლის განმავლობაში ემზადებოდა. ქართულმა სამხედრო და საპოლიციო დანაყოფებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს აშკარა ტექნიკურ და რიცხობრივ უპირატესობაში მყოფ რუს აგრესორებს. ქართულმა ჯარმა, საკუთარი ძალებით შეძლო დიდი ზიანის მიყენება აგრესორებისთვის, მათ შორის, ისტორიაში პირველად რუსეთისთვის სტრატეგიული ბომბდამშენის ჩამოგდებაც. 18 წლის წინ კრემლის ურდოებმა ვერ შეძლეს თბილისში შემოსვლა, რამაც მათ მესვეურებს სტრატეგიის შეცვლისკენ უბიძგა - ტანკების ნაცვლად, მათ რბილი ძალის გამოყენება დაიწყეს. უნდა გვესმოდეს, რომ ომით დაკარგულს, მხოლოდ ომითვე დავიბრუნებთ. განცხადებები დიპლომატიაზე პოპულიზმია, რადგან დიპლომატია მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა ძალა უმაგრებს ზურგს. გვახსოვს ჩვენი გმირების მსხვერპლი და პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას. სამარადისო დიდება სამშობლოსთვის დაცემულ გმირებს! სამაჩაბლო საქართველოა! 🇬🇪