ar
Feedback
რა ხდება - ამბები მიშასგან ✌️

რა ხდება - ამბები მიშასგან ✌️

الذهاب إلى القناة على Telegram

🌍 მსოფლიო ჩემთან ერთად ✅ რეალური, აქტუალური, საინტერესო და გადამოწმებული ინფორმაცია. მიშა ხაჩიძის არხი: What's Up Media-ს ქართული პლატფორმა - გიყვებით ამბებს მარტივად, მოკლედ, საინტერესოდ.

إظهار المزيد
3 154
المشتركون
+124 ساعات
-57 أيام
-2030 أيام
أرشيف المشاركات
🇾🇪⚡️ — იემენის სამთავრობო ძალებმა ჰუსიტებისგან სტრატეგიული პოზიციები დაიბრუნეს: იემენის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის არმიამ, საუდის არაბეთის კოალიციის მხარდაჭერით, დასავლეთ იემენში მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო. გავრცელებულ კადრებში იემენელი სამხედროები ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტებისგან ტერიტორიების გათავისუფლებას ზეიმობენ. სამთავრობო ძალებმა კონტროლი აღადგინეს ტაიზის დასავლეთით მდებარე ალ-ხაზანისა და ალ-მაკახნას სტრატეგიულ მაღლობებზე, ასევე აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ჰუდაიდას სამხრეთით. იემენის სარდლობა აცხადებს, რომ შეტევის მიზანი მხოლოდ ჰუსიტების იერიშების მოგერიება არ არის — ამოცანას მათ მიერ დაკავებული ყველა ტერიტორიის, მათ შორის დედაქალაქ სანას სრული გათავისუფლება წარმოადგენს. პარალელურად, საუდის არაბეთის სათავეში არსებული კოალიციის ცნობით, ჰუსიტებმა ზედიზედ მეორე დღეა, რაც განახორციელეს სარაკეტო და დრონების იერიშები სამეფოს სამხრეთ ქალაქებზე.

🇮🇷⚠️ — ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) საზღვაო სივრცეში ახალ შეზღუდვებსა და სანქციებს აცხადებს: ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპიკერის განცხადებით, ირანი უახლოეს ხანში გამოაქვეყნებს აკრძალული საზღვაო ზონის ზუსტ კოორდინატებს.
“ნებისმიერი გემი, რომელიც აკრძალულ ზონაში გაივლის, შეიყვანება „შავ სიაში“. ასეთი ხომალდები ვეღარ მიიღებენ საზღვაო, სადაზღვევო და ლოჯისტიკურ მომსახურებას, მათ შორის ჰორმუზის სრუტის შემდგომი გადაკვეთის დროსაც.”
სპიკერის განმარტებით, აკრძალული ტერიტორია გავრცელდება ჩაბაჰარიდან, ომანის ყურის ნაწილის გავლით, არაბეთის ზღვამდე.

⚛️ 🇮🇷🇷🇺 — „როსატომი“ ირანში ახალი ენერგობლოკებისა და მცირე ბირთვული რეაქტორების მშენებლობას გეგმავს: რუსეთის სახელმწიფო კ
⚛️ 🇮🇷🇷🇺 — „როსატომი“ ირანში ახალი ენერგობლოკებისა და მცირე ბირთვული რეაქტორების მშენებლობას გეგმავს: რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსატომის“ გენერალურმა დირექტორმა ალექსეი ლიხაჩოვმა სააგენტო TASS-თან განაცხადა, რომ რუსეთი ირანის ტერიტორიაზე დამატებითი ბირთვული ენერგობლოკებისა და მცირე სიმძლავრის ბირთვული რეაქტორების მშენებლობას გეგმავს. რუსეთი უკვე მონაწილეობს ბუშერის ატომური ელექტროსადგურის მე-2 და მე-3 ენერგობლოკების მშენებლობაში, რომელთა ჯამური სიმძლავრე 2 000 მეგავატზე მეტი იქნება. ბუშერის მოქმედი რეაქტორი, რომელიც 1990-იანი წლებიდან რუსული მხარის მონაწილეობით შენდებოდა, ამჟამად 1,024 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

📱 🇺🇸 — გარდა iPhone 18 Pro და Pro max-ისა,Apple-მა ოფიციალურად წარადგინა თავისი პირველი დასაკეცი სმარტფონი — iPhone Duo. გაშლილ მდგომარეობაში ის კომპანიის ისტორიაში ყველაზე თხელი iPhone-ია. მოწყობილობას აქვს 7.6-ინჩიანი შიდა დასაკეცი ეკრანი, რომელიც 50%-ით დიდია iPhone 18 Pro Max-ზე. სმარტფონი აღჭურვილია A20 Pro ჩიპით, ტიტანის კორპუსით, 5.4-ინჩიანი გარეთა ეკრანით და სპეციალური iOS 27-ის ადაპტირებული ინტერფეისით. 256 GB-იანი მოდელის საბაზო ფასი $1,999-დან დაიწყება. წინასწარი შეკვეთები 16 ოქტომბერს გაიხსნება, ხოლო გაყიდვაში 23 ოქტომბრიდან ჩაეშვება.

+3
📱Apple-მა iPhone 18 Pro და Pro max წარადგინა. ის ოთხ ფერში იქნება ხელმისაწვდომი. მთავარი სიახლე კი — „მუქი ალუბლისფერია.“

🇷🇺🔥🇺🇦 სოჭში უკრაინული დრონების თავდასხმის გამო ტატიანა ბულანოვას კონცერტი ჩაიშალა.

სოჭში ხმაურია 🔥

🇺🇸🇮🇷⚡️ — ტრამპი ირანზე:
„ჩვენ არ ვეძებთ მოლაპარაკებებს ირანთან. თავდაპირველად მინდოდა შეთანხმების მიღწევა. ახლა უკვე იმდენად შორს წავედით; მათ ახლა ქვეყნისგან ძალიან ცოტა რამ დარჩათ. მოლაპარაკებები შესაძლოა შედგეს, თუმცა ეს არ არის ის, რასაც განვიხილავთ. ეს ომი ჩვენი არჩევნების დასრულებისთანავე დასრულდება“.

🇺🇸🇮🇷⚡️ — ტრამპი ირანზე:
„მე გაცილებით მეტს ვაკეთებ, ვიდრე უბრალოდ ბირთვული შეთანხმებაა. ჩვენ გვექნება ბირთვული შეთანხმება — ეს 99.9%-ია, თუმცა მოლაპარაკებების მაგიდაზე ბევრი სხვა საკითხიც იდება, რაც 6 თვის წინ საერთოდ არ ყოფილა“.

🇺🇸🇮🇷⚡️ — პრეზიდენტი ტრამპი ირანზე:
„მე ვფიქრობ, ომი არჩევნების დასრულებისთანავე დასრულდება, რადგან ისინი ვეღარ უძლებენ. ისინი ყველანაირად ცდილობენ გავლენა იქონიონ არჩევნებზე, რათა სათავეში მოვიდეს სუსტი ხალხის ჯგუფი, რომელიც მათ თავის ნებაზე მიუშვებს და ბირთვული იარაღის მოპოვების უფლებას მისცემს. ყველაფერი, რაც მათ სურთ — ბირთვული იარაღია“.

🇺🇸❌🇮🇷 — ჟურნალისტი: „ჩვენ ვნახეთ ბევრი თავდასხმა ჰორმუზის სრუტეში“. ტრამპი:
„თავდასხმებს ჩვენ ვახორციელებთ. ჩვენ უკვე გავანადგურეთ მათი 9 ხომალდი. ვიტყოდი, რომ ეს თავდასხმები ჩვენ მიერ არის გამოწვეული. თქვენ კიდევ ბევრად მეტს ნახავთ“.

🇺🇸🇬🇧🇨🇦🇪🇺🇮🇱🇵🇸⚡️ — ჟურნალისტი: „ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და კანადამ სანქციები დააწესეს იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ისრაელის დასახლებებზე. როგორია თქვენი რეაქცია?“ ტრამპი:
„მე დაველაპარაკები ისრაელსაც და მათაც, და გავარკვევ, რას ფიქრობენ. ზუსტად მესმის რა ხდება, მაგრამ მინდა გავარკვიო, რატომ მოხდა ეს ასე უეცრად“.

🇺🇸🇷🇺🇺🇦⚡️ — აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის სამმხრივ შეხვედრაზე დასმულ შეკითხვაზე ტრამპმა უპასუხა: „ეს შესაძლოა მოხდეს.... ამ ომში ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება“.

🇺🇸🇷🇺🇺🇦⚡️ — პრეზიდენტი ტრამპი რუსეთ-უკრაინაზე:
„ჩვენ შესანიშნავი საუბარი გქონდა პუტინთან. მას შეთანხმების მიღწევა სურს. თუ ზელენსკისაც სურს შეთანხმების მიღწევა, ეს ძალიან კარგი იქნება. ერთადერთი დაბრკოლება ის ორი ადამიანია, რომელთაც ერთმანეთი სძულთ. ყველაფერზე მეტად, ეს არის ორი ადამიანი, რომელთაც ერთმანეთი სძულთ. ეს არის ორი ადამიანი, რომელიც დაიღალა ბრძოლით“.

🇺🇸🇮🇷⚡️ — ჟურნალისტი ტრამპს: „თქვენ კვირების განმავლობაში ამბობდით, რომ ნავთობისა და საწვავის ფასები შემცირდებოდა. ახლა ნავთობის ფასმა ისევ გადააჭარბა 100 დოლარს. როგორ აუხსნით ამას ამერიკელებს?“ ტრამპი:
“ამერიკელებისთვის ამის ახსნა ძალიან მარტივია: საკმარისია ჰკითხოთ — 'მისცემთ ირანს უფლებას, ჰქონდეს ბირთვული იარაღი?' პასუხია: არა. ირანი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. მათი ქვეყანა ახლა სრულ ქაოსშია. 300%-იანი ინფლაციაა. მათ ფულს ფასი აღარ აქვს. ჯარისკაცებს ხელფასებს ვერ უხდიან. ჩვენ ვაკონტროლებთ სრუტეს და კიდევ ბევრ სხვა რამეს“.

აფხაზეთს გლიჯეთ ძაან გამიხარდება

🇺🇦🇷🇺 უკრაინული დრონები სოჭს უტევენ. პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქებების შესახებ იუწყებიან.

🇮🇱 ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცთან და IDF-ის გენშტაბის უფროსის მოადგილე, გენერალ-მაიორ თამირ იადაისთან ერთად, სირიის ტერიტორიაზე, ჰერმონის მთაზე მდებარე ისრაელის არმიის საგუშაგოს ეწვია. ჩრდილოეთის სარდლობის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა რაფი მილომ პრემიერ-მინისტრს სექტორში მიმდინარე ოპერატიული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. „როშ ჰაშანას წინა დღეს ჩვენ ჰერმონის მთის მწვერვალზე ვართ. დამასკო პირდაპირ აქ არის, ლიბანი იქვეა, სირიის გოლანის მაღლობებიც იქვეა — ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ მთელ ტერიტორიას ჰერმონის მწვერვალიდან მდინარე იარმუკამდე და აქედან ხმელთაშუა ზღვამდე. ეს არის აბსოლუტური კონტროლი, რომლის ანალოგიც არასდროს ყოფილა“, — განაცხადა ნეთანიაჰუმ. პრემიერის თქმით, ისრაელი არ დაუშვებს თავის საზღვრებთან ტერორისტული არმიის ჩამოყალიბებას, თუმცა უმთავრეს ამოცანად ირანის რეჟიმის დამარცხება რჩება: „ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ამასთან. ვიცით, რომ მთელი ირანული ღერძი საბოლოოდ დაეცემა. ჩვენ ამის ერთგულნი ვართ და ამას გავაკეთებთ“.