cookie

نحن نستخدم ملفات تعريف الارتباط لتحسين تجربة التصفح الخاصة بك. بالنقر على "قبول الكل"، أنت توافق على استخدام ملفات تعريف الارتباط.

avatar

არა რუსულ კანონს ❗️

საინფორმაციო არხი ამ არხზე გაგიზიარებთ სტრატეგიებსა და სიახლეებს, რომ გავრცელებულმა დეზინფორმაციამ არ შეგვიყვანოს შეცდომაში

إظهار المزيد
مشاركات الإعلانات
8 796
المشتركون
-2924 ساعات
-1327 أيام
-58030 أيام

جاري تحميل البيانات...

معدل نمو المشترك

جاري تحميل البيانات...

‼️‼️ "საქართველოსთან არსებული ყველა პროგრამა გადახედვის პროცესშია. გულწრფელად რომ ვთქვათ, როდესაც ჩვენ ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას, როდესაც ვხედავთ მიღებულ კანონებს, რომლებიც საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის სივრცეს ზღუდავს, ეს არ შეესაბამება ღირებულებებს, რომლებიც ნატო-ს ალიანსს საფუძვლად უდევს და გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ თავსებადია ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან, მათ შორის ევროკავშირთან. ცხადია, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით წავიდა ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივის თვალსაზრისით. ჩვენ დიდი ხანია მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 60-ზე მეტ რაუნდში საქართველოს მხარდასაჭერად“ | ამბობს აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსი დირექტორი მაიკლ კარპენტერი. მის ამ განცხადებას ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ X-ზე ავრცელებს.
إظهار الكل...
👍 7
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს უპირველეს ყოვლისა, ვფიქრობ, როდესაც ეს კანონი პარლამენტში გამოჩნდა ერთი წლის წინ, ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ამ კანონს შედეგები მოჰყვებოდა, რადგან ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს, ჩვენს ღირებულებებს და დემოკრატიულ საზოგადოებას, რადგან ის საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის დემონიზებასა და სტიგმატიზაციას ახდენს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ასევე გავაფრთხილეთ, რომ რეალურად როცა საქმე ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას, არსებობს სხვა საშუალებები, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ. ერთი წლის წინ ეს კანონი უკან გაიწვიეს. სამწუხაროდ, დაპირების მიუხედავად, რომ მას უკან არ დააბრუნებდნენ, მათ ეს მაინც გააკეთეს. ჩვენი გზავნილი იყო ძალიან მკაფიო, თუ ეს კანონი მიიღება, ჩვენ ვერ გავაგრძელებთ ჩვეულ საქმიანობას საქართველოსთან, რადგან ეს არის ნაბიჯი, რომელიც შეგნებულად გადაიდგა იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რისი გაკეთებაც ჩვენ გირჩიეთ. საქმე მხოლოდ ამ კანონს არ ეხება, არის სხვა კანონებიც, რომლებიც ასევე საკამათოა და ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულების სისტემას. საქართველო შესაძლოა, ძალიან დიდხანს დარჩეს ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში. ვფიქრობ, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. ჩვენ ყველა არგუმენტი მივაწოდეთ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, თუნდაც მათ თქვან, რომ ლეგიტიმური არგუმენტები არ გაუგიათ. ვფიქრობ, ჩვენ ბევრი არგუმენტი მოვიყვანეთ. ჩვენ მათ ასევე მივეცით აღწერილობები იმის შესახებ, თუ როგორ ვექცევით ამ საკითხებს ჩვენ, სხვა საზოგადოებები. მაგალითად, ესტონეთში ასევე არის ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია. ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ფინანსდება სხვა ქვეყნებიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან. ჩვენ არ გვეშინია, რომ ისინი ძირს უთხრის ჩვენს დემოკრატიას. სამოქალაქო საზოგადოების როლი არის კრიტიკული იყოს მთავრობისა და პარლამენტის საქმიანობის მიმართ და დააყენოს კრიტიკული საკითხები. თუ თქვენ ხართ კონსოლიდირებული და ძლიერი დემოკრატია და ხართ სამართლიანად არჩეული მთავრობა და პარლამენტი, თქვენ არ უნდა ინერვიულოთ იმაზე, რომ სამოქალაქო საზოგადოება რამენაირად შელახავს თქვენს ლეგიტიმაციას. ორივე მხრიდან შეიძლება იყოს მკაცრი საუბარი, მაგრამ ეს სხვა საშუალებებით უნდა დაიძლიოს და არა რეპრესიული საშუალებებით.
إظهار الكل...
👍 17
ვიტყვი, რას ნიშნავს ეს კანონი ჩვენი საელჩოს გადმოსახედიდან. შესაძლოა, ამ კანონმა მნიშნელოვნად დააზიანოს ბევრი კარგი საქმე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ საქართველოში. ერთ-ერთი დიდი ნაწილი, სადაც ჩვენ საქართველოს მხარს ვუჭერთ, ეს შერიგების პროცესია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. ამ მხარდაჭერას სხვადასხვა სახე აქვს, საქმის ნაწილი ეუთოში მიმდინარეობს საქართველოს სუვერენიტეტის დაცვისთვის. გაერომ კიდევ ერთხელ დიდ ბრიტანეთთან ერთად უზრუნველჰყო რეზოლუცია დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით. პოლიტიკურად ჩვენი მხარდაჭერა და პოზიცია სრულიად ნათელია, მაგრამ ამასთან დაფინანსებას რაც შეეხება ვთანამშრომლობთ სათემო ორგანიზაციებთან, ამ კანონით მათ უცხო აგენტის იარლიყი უნდა მიეკრათ. მიმაჩნია, რომ ეს არ არის სწორი, ისინი საქართველოს მთავრობის შერიგების პოლიტიკის მხარდასაჭერად მუშაობენ, ამ კანონის რისკი ის არის, რომ მათი სტიგმატიზება შეიძლება მოხდეს და ეს სამუშაო გაჩერდეს. ამბობს საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი, მარკ კლეიტონი BMG-ის გადაცემაში.
إظهار الكل...
BMG-ის ექკლუზივი – ინტერვიუ მარკ კლეიტონთან; | 👉BMG-ის ექკლუზივი –...

👉BMG-ის ექკლუზივი – ინტერვიუ მარკ კლეიტონთან; 🗨️UK-საქართველოს ურთიერთობები: ფაქტები & რიცხვები 🗨️UK-საქართველოს ურთიერთობები: რუსული კანონის გავლენა...

👍 16
00:55
Video unavailableShow in Telegram
დიმა ობოლაძის განმარტებით მან სიტყვა კობიაშვილს არ მისცა
إظهار الكل...
video.mp416.12 MB
👎 26👍 3
ირმა სოხაძე "ვერ დავმალავ, გამიკვირდა! შეიძლება, შემსრულებელი არ მოგწონდეს, არც ავტორებზე გიჟდებოდე, მაგრამ სიმღერას, ლექსს, თვითონ ფეხბურთელებს და ხალხს რას ერჩი, არ მესმის. მგონი, იგნორირება და სხვა სიმღერის, თუნდაც ძალიან კარგის, სამჯერ გაჟღერება ვერაფრით შეცვლის იმ რეალობას, რომ "ზღაპრის ბოლო კეთილია" ბოლო პერიოდის ქართული ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია, მეტი რომ არ ვთქვა! და შეკრების ბოლოს, უფონოგრამოდ, თვითონ ფეხბურთელებისთვის რომ მიეცათ ამ მისამღერის გაჟღერების საშუალება, ვითომ უკეთესი არ იქნებოდა?! რა ვიცი, რა ვიცი... ის კი ვიცი, რომ "ზღაპრის ბოლო კეთილია", მუდამ! დასასრული კი ამ გამარჯვებებს აღარ ექნება!" - წერს მომღერალი ირმა სოხაძე საფეხბურთო ნაკრებთან შეხვედრის საზეიმო ღონისძიების შესახებ
إظهار الكل...
👍 17
00:13
Video unavailableShow in Telegram
ბუდუ ზივზივაძეს სცენაზე სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცა წამყვანმა- დიმა ობოლაძემ
إظهار الكل...
video.mp44.38 MB
👎 65 1
00:51
Video unavailableShow in Telegram
🎥 Mariam nikuradze
إظهار الكل...
video.mp418.45 MB
38👍 3👎 1
00:13
Video unavailableShow in Telegram
რუსული კანინის მხარდამჭერ პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს, ფეხბურთელების გულშემატკივრებთან შეხვედრისას საზოგადოება უარყოფითი შეძახილებით შეხვდა
إظهار الكل...
IMG_1848.MOV4.61 MB
👍 52 43
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილის, ვედანტ პატელის თქმით, აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რუსულ კანონთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია გააგრძელოს. პატელის თქმით, ეს ასეც მოხდება. „რაც შეეხება საქართველოს და ჩვენ დიდი დრო გავატარეთ ცოტა ხნის წინ მიღებული კანონების შესახებ ლაპარაკზე – მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ასევე გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოს ხელისუფლების შესაბამის ოფიციალურ პირებთან. ეს არის ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ კვლავ გვაქვს პრობლემური საკითხების მთელი რიგი, რომლებსაც გვინდა, პრიორიტეტი მივანიჭოთ ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში. და მაშინ, როცა საქმე ეხება ამ კონკრეტულ კანონმდებლობას – ჩვენ გვჯერა, რომ ეს ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს, ისევ გვწამს, რომ მნიშვნელოვანია ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ჩართულობა. კვლავ რჩება საკითხები, რომლებზეც, ეჭვი არ გვეპარება, რომ მათთან ვისაუბრებთ”. – თქვა მან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგზე საქართველოს შესახებ დასმული კითხვის პასუხად.
إظهار الكل...
👍 15
"ეს არის ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ მთელი რიგი საკითხები გვაქვს, რომელთაც გვსურს ამ ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში პრიორიტეტი მივანიჭოთ... რა თქმა უნდა, როდესაც საქმე ამ კონკრეტულ [რუსულ] კანონს ეხება, თქვენ მოისმინეთ, როგორც ჩემგან, ისე მეთისგან (მილერი) იმ ბევრი პრობლემის შესახებ, რომლებიც გვაქვს და როგორ ვფიქრობთ, რომ ეს საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებს ეწინააღმდეგება. ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და გვაქვს სხვა საკითხები, რომლებსაც, ეჭვი არ გვეპარება, რომ მათთან აუცილებლად განვიხილავთ“ | განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა აშშ-ში ქართველი ოფიციალური პირების ვიზიტების შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხად
إظهار الكل...
👍 18
اختر خطة مختلفة

تسمح خطتك الحالية بتحليلات لما لا يزيد عن 5 قنوات. للحصول على المزيد، يُرجى اختيار خطة مختلفة.