Nene Dalakishvili 🇺🇦🇬🇪
الذهاب إلى القناة على Telegram
Україна переможе ამბები უკრაინიდან და არა მხოლოდ. სიახლეები სანდო და ობიექტური წყაროებიდან.
إظهار المزيد3 002
المشتركون
لا توجد بيانات24 ساعات
-97 أيام
+20130 أيام
أرشيف المشاركات
უკრაინის შეიარაღებული ძალები ფრონტის ერთბაშად 3 მიმართულებაზე ლოკალურ კონტრშეტევაზე გადავიდნენ.
ЗСУ-ს ძალებმა ზაპადნოეს ჩრდილოეთ ნაწილი გაათავისუფლეს და კუპიანკის ჩრდილოეთით, დვორეჩნაიას სამხრეთ-დასავლეთით დაწინაურდნენ.
ასევე უკრაინელმა გაათავისუფლეს კატერინოვკა და ნოვოე, დაწინაურდნენ ნოვომიხაილოვკას აღმოსავლეთით და აგრძელებენ ნოვი მირის შენარჩუნებას.
გუშინ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევა განახორციელეს რიდკოდუბი-ნოვოეს მონაკვეთზე და რუსულ პოზიციებს ჩრდილოეთიდან დაესხნენ თავს ოკუპანტების დაწინაურების შეკავების მიზნით.
2026 წელს აბიტურიენტების 20%-ზე მეტი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ვერ მოხვდა. ივანიშვილის განათლების რეფორმის შედეგად 2026 წელს ეროვნული გამოცდების შედეგები შემდეგნაირად გამოიყურება:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროგრამების უმრავლესობის დახურვის გამო მიმდინარე წელს მხოლოდ 304 სტუდენტი ისწავლის, მაშინ როდესაც 2025 წელს ილიაუნში 3468 სტუდენტი ჩაირიცხა.
სტუდენტების რაოდენობა გაიზარდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სადაც 2026 წელს 6507 პირველკურსელი ისწავლის, რაც გასული წლის რაოდენობას 1000 სტუდენტით აღემატება.
🔻💬 "დღეს გონიოს სანაპიროზე გამოწვეული ტალღების შედეგად ლამის დაიხრჩო 5 მოზარდი. ამ ორმა ადამიანმა, გამოცდილმა და დამსახურებულმა მაშველმა მანუჩარ წულუკიძემ და გურამ რთველიაშვილმა ისინი იხსნა" | სწერს მთავარს მოქალაქე და ფოტოს უგზავნის
Repost from Euroscope
დონალდ ტრამპი CIA-ს დირექტორის ჯონ რედკლიფის მოსკოვში ვიზიტზე : ის იქ რუტინულ საქმეზე იმყოფებოდა. არ მინდა ხალხის იმედგაცრუება. ჩვენ გვინდა, ვნახოთ უკრაინაში ომის დასრულება. ეს არის ომი, რომელიც არ დაიწყებოდა მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ კონფლიქტის დასრულებაზე, გულახდილად რომ ვთქვა, ამ ეტაპზე ორივე მხარეს სურს მისი დასრულება.
ევროპისთვის უსაფრთხოების ქმედების (SAFE) ინსტრუმენტის ფარგლებში რუმინეთმა პირველი, €2.5 მილიარდის ოდენობის თანხა მიიღო, რაც ჯამში ქვეყნისთვის მექანიზმით გათვალისწინებული €16.7 მილიარდის 15%-ს შეადგენს.
ევროკომისიის ცნობით, პირველი საავანსო გადახდა რუმინეთს პრიორიტეტული თავდაცვითი ინვესტიციების დაჩქარებაში, მდგრადობის გაძლიერებასა და სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზებაში დაეხმარება.
SAFE (Security Action for Europe) ევროკავშირის €150-მილიარდიანი ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც წევრ სახელმწიფოებს თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად კონკურენტული პირობების მქონე გრძელვადიან სესხებს სთავაზობს.
❗️განხორციელდა მასირებული სარაკეტო დარტყმა ოკუპირებულ დონეცკზე „ფლამინგოს“ გამოყენებით.
ქალაქში ბევრი აფეთქებაა.
არსებობს ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 51-ე არმიის სამეთაურო პუნქტის განადგურების შესახებ.
ნეპალი-ჩინეთის საზღვარზე, ტიბეთის მთებში, ახლად აშენებული კაშხალი ჩაინგრა და მთლიანად გაანადგურა, როგორც კაშხლის ინფრასტრუქტურა, ისე ხეობაში არსებული დასახლებები.
პირველადი ცნობებით, დაღუპულია ათობით ადამიანი, ასობით კი, დაკარგულად ითვლება.
რადიოლოკაციური სადგური „კასტა“, უპილოტო საფრენი აპარატების სასწავლო ცენტრი, სარემონტო ბაზა- უკრაკნის გენშტაბი ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსების სამხედრო ობიექტების განადგურების შესახებ.
2026 წლის 25 აგვისტოს და 26 აგვისტოს ღამით, უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა დარტყმები მიაყენეს ოკუპანტების არაერთ ობიექტს:
🔹 კაჩაში (ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა) განადგურდა რადიოლოკაციური სადგური „კასტა“.
🔹 ლუგანსკში დარტყმა განხორციელდა მოწინააღმდეგის უპილოტო საფრენი აპარატების სასწავლო ცენტრზე.
🔹 ყირიმში, პერვომაისკოეში, დარტყმა მიაყენეს ოკუპანტების სარემონტო-აღდგენით ბაზას.
ასევე განადგურდა:
🔹 საწვავ-საპოხი მასალების საწყობები ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში, ასევე ყირიმში.
🔹 საბრძოლო მასალის საწყობები დონეცკის ოლქში.
🔹 უპილოტო საფრენი აპარატების, „გერანის“/„გერბერას“ რეტრანსლატორი ყირიმში.
26 აგვისტოს დილით რუსულმა დრონებმა უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვს შეუტიეს. ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატი საცხოვრებელ სახლს დაეცა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა და შენობა მთლიანად დაიწვა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 49 წლის ქალი და 4 წლის გოგო. ასევე დაშავდა 14 წლის მოზარდი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ჩერნიგოვის საქალაქო საბჭოს ცნობით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა დამხმარე ნაგებობები და ხანძარი მეზობლად მდებარე მაღაზიაშიც გაჩნდა.
წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის დროს საცხოვრებელ სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა. დაღუპულთა ცხედრები სამძებრო სამუშაოებისას აღმოაჩინეს.
ჩერნიგოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დმიტრო ბრიჟინსკის განცხადებით, ქალაქზე რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელდა იერიში.
ჩერნიგოვი რუსულმა ძალებმა 25 აგვისტოსაც რამდენჯერმე დაბომბეს. დღის განმავლობაში ქალაქზე 10-ზე მეტი დრონი იერიშს ახორციელებდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა და დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და საწყობის ობიექტები. საღამოს განხორციელებული კიდევ ერთი თავდასხმის შედეგად კი ორი ზრდასრული და ერთი ბავშვი დაშავდა.
უკრაინამ რუსეთში Wildberries-ის 10 უმსხვილესი საწყობიდან რვა მწყობრიდან გამოიყვანა.
ღამის დარტყმის შემდეგ ტამბოვის ოლქში მდებარე ლოგისტიკურმა ცენტრმა მუშაობა შეწყვიტა.
ეს უკვე მარკეტპლეისის მერვე მსხვილი საწყობია, რომელიც ივლისის შუა რიცხვებიდან მოყოლებული მწყობრიდან გამოვიდა.
გამოცემა „აგენტსტვოს“ გათვლებით, Wildberries-ის ათი უმსხვილესი საწყობის 1,6 მილიონი კვადრატული მეტრი საერთო ფართობიდან ამჟამად 1,3 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი (ანუ 81%-ზე მეტი) არ ფუნქციონირებს.
კიდევ ორი მსხვილი ცენტრი, თავდასხმების მიუხედავად, მუშაობას აგრძელებს.
ბელარუსში, უკრაინის საზღვართან ახლოს, სამხედრო ეშელონების გადასასროლად რკინიგზას აშენებენ, – იუწყება „რადიო თავისუფლება“.
გომელის ოლქში ახალი სამხედრო პოლიგონისთვის სარკინიგზო ინფრასტრუქტურას ქმნიან.
პროექტი ითვალისწინებს ცალკე ლიანდაგს 60 ვაგონამდე შემადგენლობისთვის და პლატფორმას ბორბლიანი და მუხლუხიანი ტექნიკის გადმოსატვირთად.
ამის პარალელურად, გომელის მახლობლად გრძელდება მსხვილი სამხედრო ბაზის მშენებლობა, სადაც, სავარაუდოდ, ბელარუსის სპეციალური ოპერაციების ძალების 37-ე ცალკეულ სადესანტო-მოიერიშე ბრიგადას განათავსებენ.
უკავშირდება თუ არა ეს მშენებლობა რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ, ჯერჯერობით უცნობია.
Repost from რა ხდება - ამბები მიშასგან ✌️
🏅კადიროვის ვაჟი ადამ კადიროვი ოკუპირებულ აფხაზეთში „სამხედრო თანამშრომლობისთვის“ მედლით დააჯილდოვეს | ინფორმაციას ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ უმცროსმა კადიროვმა ჯილდო ურთიერთქმედების მაღალი დონისა და თანამშრომლობის განმტკიცებისთვის მიიღო. მათივე ცნობით, ადამ კადიროვი სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს
20 წლის ადამ კადიროვს ჯამში 20-მდე მედალი აქვს აღებული. მათ შორისაა ჩეჩნეთის გმირის ორდენი, ყარაჩაი-ჩერქეზეთის ორდენი „დამსახურებისთვის“, ყაბარდო-ბალყარეთის ორდენი „დამსახურებისთვის“, მედალი - „ჩეჩნეთის რესპუბლიკის დამცველი“, ახმატ კადიროვის სახელობის მემორიალური მედალი, ორდენი „ისლამის რელიგიის სამსახურისთვის“, მედალი „ატომური სადგურების უსაფრთხოების ამაღლებაში დამსახურებისთვის“ და ა.შ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას ილონ მასკის თავისუფლების ორდენით დაჯილდოების შესახებ.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბიზნესმენი დაჯილდოვდა „ადამიანთა სიცოცხლისა და თავისუფლების დაცვაში, ასევე უკრაინასა და აშშ-ის ხალხებს შორის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი დამსახურებისთვის“.
❗️ რეტკლიფმა გააფრთხილა პუტინი, რომ უკრაინა და აშშ ამზადებენ ოპერაციებს, რომლებსაც შეუძლიათ მისი სამხრეთ პორტების ბლოკირება, და დონბასთან დაკავშირებით კომპრომისი შესთავაზა - პუტინმა უპასუხა, რომ "სამჯერ უფრო ძლიერად" დაარტყამს, — პავლიუჩენკო
"საპორტო" და "ენერგეტიკული" ზავის სანაცვლოდ პუტინმა პირობები წამოაყენა: უკრაინა წყვეტს დარტყმებს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ყირიმზე და ფრონტის ხაზიდან 200 კილომეტრზე უფრო შორს მდებარე ნებისმიერ სამიზნეზე.
🔻💬 "CIA-ის დირექტორის მოსკოვში ვიზიტი უსაფრთხოების სამსახურებს შორის კონტაქტებს უკავშირდება" | ამბობს კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი Washington Post-ის ინფორმაციით: „კითხვაზე, რა არის რეტკლიფის ვიზიტის მიზანი, პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა The Post-ს განუცხადა, რომ ეს „უსაფრთხოების სამსახურებს შორის კონტაქტებს“ უკავშირდება“
🔻 გუშინ, 25 აგვისტოს CBS News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვში ფარული ვიზიტით აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი, ჯონ რეტკლიფი იმყოფება. მოგვიანებით გამოცემა Axios-მა დაწერა, რომ აშშ-მა უკრაინას სთხოვა, არ დაბომბოს რუსეთი, სანამ იქ CIA-ს დირექტორი იმყოფება
+3
🔹 ღამით „კეთილი დრონები“ ტამბოვის ოლქში მდებარე Wildberries-ის ლოგისტიკურ ჰაბსა და კსტოვოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ესტუმრნენ.
🔹 დარტყმა განხორციელდა კოტოვსკში (ტამბოვის ოლქი) მდებარე Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე, რომელიც ცენტრალურ რუსეთში მარკეტპლეისის ერთ-ერთი საკვანძო ლოგისტიკური ობიექტია.
ℹ️ კოტოვსკს „კეთილი დრონები“ უკვე ესტუმრნენ 18 ივლისს. წინა თავდასხმის შემდეგ Wildberries-ში აცხადებდნენ, რომ ცენტრი მუშაობას განაახლებდა. თუმცა, როგორც ჩანს, ვეღარ.
🔹 ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში „ფოიერვერკები“ იყო კსტოვოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის რაიონში.
ეს რუსული ნავთობგადამუშავების ერთ-ერთი უმსხვილესი და უძველესი ქარხანაა.
მისი ნავთობგადამუშავების სიმძლავრე წელიწადში 17 მილიონ ტონამდე შეადგენს.
🔹 გარდა ამისა, ძლიერი აფეთქება და შემდგომი დეტონაცია დაფიქსირდა ოკუპირებულ ლუგანსკში.
⚡️ მაიკ ტაისონმა ნიუ-იორკში ბოქსის ვარსკვლავების აღლუმზე უკრაინული ვიშივანკა ჩაიცვა.
მსოფლიო კრივის ლეგენდა ღონისძიებაზე ტრადიციული უკრაინული ორნამენტის მქონე პერანგით გამოჩნდა, რამაც მომენტალურად მიიპყრო საზოგადოებისა და პრესის ყურადღება.
მოკრივეს უკრაინასთან აკავშირებს კამილა ევალდი (ივაშჩუკი) — უკრაინული წარმოშობის ამერიკელი ქალი, რომელიც მწვრთნელ კას დ'ამატოსთან ერთად ახალგაზრდობაში ზრუნავდა ტაისონზე და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მის მოკრივედ ჩამოყალიბებაში.
ასევე თავდასხმა განხორციელდა კსტოვოში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.
„ლუკოილ-ნიჟეგოროდნეფტეორგსინთეზი“ რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, რომლის საპროექტო სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 17 მილიონ ტონა ნავთობს შეადგენს.
