cookie

ما از کوکی‌ها برای بهبود تجربه مرور شما استفاده می‌کنیم. با کلیک کردن بر روی «پذیرش همه»، شما با استفاده از کوکی‌ها موافقت می‌کنید.

avatar

Shame Movement

نمایش بیشتر
کشور مشخص نشده استزبان مشخص نشده استدسته بندی مشخص نشده است
پست‌های تبلیغاتی
457
مشترکین
اطلاعاتی وجود ندارد24 ساعت
اطلاعاتی وجود ندارد7 روز
اطلاعاتی وجود ندارد30 روز
آرشیو پست ها
კარგი ამბები გვაქვს 🥳 საქართველოს სახალხო დამცველმა, 2022 წლის 7 მარტს დაკავებული აქტივისტების საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სასამართლო მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა თავის მოსაზრებაში აღნიშნა, რომ პირთა დაკავება პოლიციელების მხრიდან შეკრების და მანიფესტაციის უფლებაში არააუცილებელი ხასიათის ჩარევას წარმოადგენდა და მათი დაკავებით პოლიციამ სიტუაციის ხელოვნური ესკალაცია გამოიწვია. აქტივისტები დააკავეს ტუალეტის ქაღალდების სროლიდან მნიშვნელოვანი დროის გასვლის შემდეგ, როდესაც ართუ სერიოზული საფრთხის, არამედ სამართალდარღვევის ჩადენის აღკვეთის ინტერესიც კი აღარ იდგა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ 2022 წლის 7 მარტს დაკავებული პირების (ზუკა ბერძენიშვილის, გიორგი მჟავანაძის, გიგა მაქარაშვილის, ნოდარ რუხაძის, ალექსანდრე სამხარაძისა და გური გოლიაძის) სამართალდამრღვევად ცნობა შეეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. https://www.facebook.com/177657096172822/posts/921836875088170/?d=n
نمایش همه...
2022 წლის 18 მარტს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება უკრაინის სოლიდარობის აქციაზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების სასამართლო პროცესი. დაცვის მხარეს წარმოადგენს უფლებადამცველთა გუნდი შემდეგი შემადგენლობით: • გიორგი მახარაძე, სამოქალაქო მოძრაობა (მოძრაობა “სირცხვილია”); • გურო იმნაძე, (სოციალური სამართლიანობის ცენტრი - EMC); • გიორგი მშვენიერაძე, (დემოკრატიის მცველები - Democracy Defenders); • ედუარდ მარიკაშვილი (საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI); • ვანო ჩიტაშვილი (საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს - TIG); შეგახსენებთ, რომ სასამართლო პროცესზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. #სირცხვილია https://www.facebook.com/177657096172822/posts/921368588468332/?d=n
نمایش همه...
გახსოვთ ნოდარ რუხაძის დაკავება 2021 წლის 23 თებერვალს? ამ ჩანაწერში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის უვადოდ დანიშნულმა მოსამართლემ, მანუჩარ ცაცუამ, კანონდარღვევა დაინახა და რუხაძე 2000 ლარით დააჯარიმა. 2022 წლის 18 მარტს ზუკა ბერძენიშვილს, გიორგი მჟავანაძეს, გიგა მაქარაშვილს, ნოდარ რუხაძეს, ალექსანდრე სამხარაძესა და გური გოლიაძეს იგივე მოსამართლე გაასამართლებს. #სირცხვილია https://fb.watch/bNqtnUzyb6/
نمایش همه...
როგორც მოგეხსენებათ, 2022 წლის 18 მარტს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება ზუკა ბერძენიშვილის, გიორგი მჟავანაძის, გიგა მაქარაშვილის, ნოდარ რუხაძის, ალექსანდრე სამხარაძისა და გური გოლიაძის სასამართლო პროცესი. შინაგან საქმეთა სამინისტრო 7 მარტს გამართულ უკრაინის სოლიდარობის აქციაზე უკანონოდ დაკავებულ აქტივისტებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 4500 ლარამდე ან პატიმრობას 15 დღის ვადით. მივმართავთ თბილისის საქალაქო სასამართლოს: ვინაიდან საქმე განიხილება ექვსი პირის მიმართ, ასევე, არსებული მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გთხოვთ, უზრუნველყოთ მიმდინარე წლის 18 მარტს ჩანიშნული სასამართლო სხდომის დიდ დარბაზში განხილვა, რათა შესაძლებელი იყოს სხდომაზე დამსწრეთა დაშვება. ასევე, გთხოვთ, უზრუნველყოთ პროცესზე ყველა იმ მედიასაშუალების დასწრება, რომელიც ოფიციალური შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს პროცესის გაშუქების მიზნით. #სირცხვილია https://www.facebook.com/177657096172822/posts/920687418536449/?d=n
نمایش همه...
https://vm.tiktok.com/ZSdeV4w5D/?k=1 თქვენ ვინ გახსენდებათ ამ სიტყვაზე? 🥰
نمایش همه...
Read about the context and donate here: bit.ly/3CDKvG0
نمایش همه...
საქართველოს ტერიტორიაზე რუსების უკონტროლო შემოდინების პარალელურად, მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტი და რუსული ოკუპაციის მიმართ ცნობიერების ამაღლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძებს. შემოუერთდით კამპანის, ამობეჭდეთ ანტისაოკუპაციო შინაარსის სტიკერები და გააკარით მთელი ქვეყნის მასშტაბით. 👉 გახსენით ბმული: https://bit.ly/3IbyJns დაბეჭდილი სტიკერების შესაძენად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში. #StandWithUkraine 🇬🇪🇺🇦✊
نمایش همه...
გამოგვყევით სხვადასხვა პლატფორმებზე 🥳 Twitter: https://twitter.com/shamemovement Instagram: https://www.instagram.com/shamemovement Youtube: https://bit.ly/3MOqIZ1 TikTok: https://www.tiktok.com/@shamemovement Telegram: https://t.me/shamemovement
نمایش همه...
“ვიყაით, არიყაით, საიყაით”? - აქცია ოზურგეთში ❤️ ალტინფოს ოფისთან მოქალაქეებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ძალადობრივი, პრორუსი დაჯგუფება გააპროტესტეს. https://www.facebook.com/177657096172822/posts/920130175258840/?d=n
نمایش همه...
მუხაისტატე - ქობულეთი 🖕 https://www.facebook.com/177657096172822/posts/920107765261081/?d=n
نمایش همه...
ნოდარ რუხაძის დამკავებელი პოლიციელი, ლაშა სალუქვაძე. შეგიძლიათ დარეკოთ ან დაამესიჯოთ ნომერზე 577519697 ❤️
نمایش همه...
გამარჯობა, ჩვენ ვაგრძელებთ ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებას უკრაინელებისთვის. საელჩოს ინფორმაციით, მედიკამენტები კვლავ პრიორიტეტულია. შეგიძლიათ მოიტანოთ წამლები ჩვენი მოძრაობის ოფისში, ყოველდღე, 11-დან 19 საათამდე: თბილისი, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩა N8, საკონტაქტო: +995 574 700 740 მედიკამენტებისთვის თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშებზე: ააიპ მოძრაობა სირცხვილია GE27TB7589236070100003 GE44BG0000000162241054 დანიშნულება: “უკრაინისთვის” #StandWithUkraine 🇺🇦🇬🇪✊
نمایش همه...
ჩაქვში რუსული დროშა აღარ ფრიალებს! #PutinKhuylo ✊
نمایش همه...
نمایش همه...
დღეს 💥 7 საათზე პარლამენტთან!
نمایش همه...
ხვალ დაუმორჩილებლობის დღე დგება! შაბათს საღამოს, 6 თებერვალს, ე.წ. “კომენდანტის საათის” დროს, ვგეგმავთ დაუმორჩილებლობის ფერად, მხიარულ მარშს, რომელში მონაწილეობაც ყველა მსურველს შეუძლია. სასურველია, წამოიღოთ დოლები, ტამტამები, ნიღბები, სადღესასწაულო ქუდები და სხვა რეკვიზიტები, რომლებიც მარშს კიდევ უფრო ფერადსა და კიდევ უფრო დაუმორჩილებელს გახდის 🙂 20:00-ზე ვიკრიბებით პარლამენტთან! 💡
نمایش همه...
ოპერაცია “ვაჟა შეშა სირაძე” by #სირცხვილია ✊
نمایش همه...
ნოდა რუხაძე დაჯარიმდა 1500 ლარით. გიორგი მჟავანაძე დააკავეს 3 დღით. #სირცხვილია !!!
نمایش همه...
ნოდარ რუხაძეს დაატოვებინეს საკუთარი პროცესი, შეკითხვისთვის “მოსამართლე რატომ არის აგრესიული?”
نمایش همه...
🔴 გაგრძელდა ნოდარ რუხაძისა და გიორგი მჟავანაძის პროცესი. მოსამართლემ დაცვის მხარეს ორი, კარგად არგუმენტირებული შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილა, მაშინ, როდესაც იმავე ჟანრის შუამდგომლობა ბრალდების მხარეს ეგრევე დაუკმაყოფილა! #სირცხვილია!
نمایش همه...
🔴 ლექსო მაჭავარიანი დაჯარიმდა 1000 ლარით. #სირცხვილია! 🔴 Lekso Machavariani was fined 1000 GEL. #Shame!
نمایش همه...
‼️‼️‼️‼️‼️
نمایش همه...
მეგობრებო, ჩვენ სასამართლოს შენობასთან ვართ. თუ “სირცხვილიას” აქტივისტებს არ გამოუშვებენ, კომენდანტის საათიც შემოგვერღვევა ალბათ და ვინც მოდიხართ - გაითვალისწინეთ. თუ რამეა ჯერ კიდევ არ არის გვიანი უკან დაბრუნება 😁✊💛
نمایش همه...
#სირცხვილია! 🔴 პროტესტი თბილისის საქალაქო სასამართლოსთან. #SHAME! 🔴 Protest in front of the Tbilisi City Court.
نمایش همه...
მოგესალმებით, მეგობრებო ❤️ როგორც იცით, მოძრაობა "სირცხვილიას" სამი აქტივისტი დაკავებულია. ჩვენ სასამართლო პროცესებზე ვართ დილიდან. ჯერ ლექსო მაჭავარიანის მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს. ალბათ საღამომდე გაგრძელდება ყველაფერი. წინ არის ნოდა რუხაძის და გიორგი მჟავანაძის პროცესები. გარეთ სახმაუროდ, პროტესტისთვის და მხარდაჭერისთვის, გელით სასამართლოსთან 18:00-დან, როცა მოახერხებთ. სავარაუდოდ რამდენიმე დღით დააკავებენ ყველას და წყნარად გაშვება არ გვსურს. 🙂 Update-ებს აქ დავწერთ ხოლმე. ❤️ Dear friends ❤️ As you know, three activists of the "Shame Movement" have been detained. We've been attending the trial since morning. The evidence of Lekso Machavariani's case is currently being investigated. The processes will probably last till the evening. The processes of Noda Rukhadze and Giorgi Mzhavanadze are ahead. For noise, protest, and support, you can come to the court from 18:00 on - whenever you can. All of them will probably be detained for a few days, and we don't want to let this run quietly.🙂 We will post all the updates here. ❤️
نمایش همه...
მადლობა! Thank you! 🎉
نمایش همه...
რამდენიმე ადამიანი დააჯარიმეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კომენდანტის დარღვევისთვის.
نمایش همه...
A state inspector has launched an investigation into police violence against a member of the Shame Movement. Lawyer: Since I have already made sure that the State Inspector's Office will interrogate Giorgi Mzhavanadze tomorrow as part of the investigation and the Deputy Public Defender is recording the fact, the public should know that Giorgi Mzhavanadze has been physically and verbally abused by the policemen. There are eyewitnesses to this fact. Everyone who committed the crime must be punished.
نمایش همه...
მოძრაობა სირცხვილიას წევრზე პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო. ადვოკატი: რადგან უკვე დავრწმუნდი, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ხვალ გიორგი მჟავანაძეს გამოკითხავს გამოძიების ფარგლებში და დაიწყო გამოძიება, ხოლო ამ წუთებში ფაქტს აფიქსირებს სახალხო დამცველის მოადგილე, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ გიორგი მჟავანაძის გადმოცემით მასზე პოლიციის ეზოში, პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამ ფაქტს ყავს თვითმხილველვებიც და აუცილებლად უნდა დაისაჯოს ყველა ის პირი ვინც ეს ჩაიდინა.
نمایش همه...
მეგობრებო, თუ ვინმე დაჯარიმდით დღეს ლოქდაუნის დარღვევისთვის, მოგვმართეთ მოძრაობა სირცხვილიას. m.me/shamemovement
نمایش همه...
ქაშუეთთან არის ბიოტუალეტები, ისარგებლეთ ჯგუფურად, ყოველი შემთხვევისთვის. ✊
نمایش همه...
გთხოვთ გაიკეთოთ პირბადეები ❤️😷
نمایش همه...