El servicio también está disponible en tu idioma. Para cambiar el idioma, pulseEnglish
Best analytics service

Add your telegram channel for

  • get advanced analytics
  • get more advertisers
  • find out the gender of subscriber
CategoríaSin especificar
Ubicación del canal e idioma

audience statistics ➤ ₿ კრიპტო | სიახლე

კრიპტო სიახლეების არხი NFT/DEFI/META 
523+2
~128
~52
24.52%
Calificación general de Telegram
Globalmente
2 608 317lugar
de 5 688 541
46lugar
de 109

Género de suscriptores

Averigua cuántos suscriptores masculinos y femeninos tienes en el canal.
?%
?%

Idioma de la audiencia

Descubre la distribución de los suscriptores de canales por idioma
Ruso?%Inglés?%Árabe?%
Crecimiento del canal
GráficoTabla
D
W
M
Y
help

La carga de datos está en curso

Duración del usuario en el canal

Descubra cuánto tiempo permanecen los suscriptores en el canal.
Hasta una semana?%Viejos?%Hasta un mes?%
Ganancia de suscriptores
GráficoTabla
D
W
M
Y
help

La carga de datos está en curso

Since the beginning of the war, more than 2000 civilians have been killed by Russian missiles, according to official data. Help us protect Ukrainians from missiles - provide max military assisstance to Ukraine #Ukraine. #StandWithUkraine
#COINBASE Coinbase-ის ფინანსური ზარალი 2022 წლის მეორე კვარტალში კრიპტოვალუტის ბაზრის დაცემამ უარყოფითი გავლენა მოახდინა Coinbase-ის ფინანსურ მაჩვენებლებზე. კომპანიის აქციების ფასი საგრძნობლად დაეცა NASDAQ -ზე. შეგახსენებთ, რომ კრიპტოკომპანია Coinbase აშშ-ს საფონდო ბაზარზე გასულ გაზაფხულზე შევიდა. მისი აქციები ხელმისაწვდომია ინვესტორებისთვის Nasdaq პლატფორმაზე. Coinbase-ის საოპერაციო ხარჯები 2022 წლის მეორე კვარტალში პირველ კვარტალთან შედარებით 8%-ით გაიზარდა. გიგანტის წმინდა ზარალმა საანგარიშო პერიოდში 1,1 მილიარდი დოლარი შეადგინა. Coinbase-ის პრესსამსახურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპანიის საოპერაციო ხარჯები პერსონალის 18%-ით შემცირების მიუხედავად გაიზარდა. კომპანიას შეეძლო ტრანზაქციის საკომისიო გაზრდა, თუმცა, მიუხედავად გამოწვევებისა, Coinbase-ის მენეჯმენტი ოპტიმისტური დარჩა. Coinbase: „ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მომხმარებლებისგან მიღებული გამოხმაურებით. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ თუ გავაგრძელებთ ფოკუსირებას ეფექტური პროდუქტებისა და სერვისების გამოშვებაზე, ბევრად უფრო მალე გავძლიერდებით“.
Mostrar más ...
39
0
#APTOS Meta-ს ყოფილმა თანამშრომლებმა 200 მილიონი დოლარი შეაგროვეს Aptos პროექტისთვის Meta-ს ყოფილმა თანამშრომლებმა 200 მილიონი დოლარი შეაგროვეს, რათა შექმნან ყველაზე მასშტაბური ბლოკჩეინი მილიარდობით მომხმარებლისთვის. Aptos არის ღია კოდის ტექნოლოგია და ის შექმნილია Move პროგრამირების ენაზე. 15 მარტს გუნდმა გამოაცხადა დეველოპერებისთვის ტესტის ქსელის გაშვება. მეინნეტის გაშვება მოსალოდნელია მეორე და მესამე კვარტალში. Aptos-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მო შაიხმა განუცხადა TechCrunch-ს, რომ პროექტი აპირებს პარტნიორობას მსოფლიოს უდიდეს ბრენდებთან და ტექნოლოგიურ კომპანიებთან, რათა შექმნას web3 ეკოსისტემა "დიდი მასებისთვის". Aptos ის სლოგანია: „Scalable Blockchain for Billions of People“ გუნდმა დახურა 150 მილიონი დოლარის სერიის დაფინანსების რაუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობდა FTX Ventures და Jump Crypto. Apollo, Griffin Gaming Partners, Franklin Templeton, Circle Ventures, Temasek's Superscrypt და Andreessen Horowitz და multicoins. 2022 წლის მარტში seed რაუნდის ჩათვლით, სტარტაპმა $350 მილიონი შეაგროვა. „მასშტაბურობის პრობლემის გამო, მიმდინარე ბლოკჩეინები არ არის შესაფერისი მასობრივი მიღებისთვის. Aptos შეიძლება გახდეს მყარი საფუძველი Web3-ისთვის. ეს საშუალებას მისცემს მომხმარებლებს მთელი მსოფლიოდან ისიამოვნონ დეცენტრალიზაციის სარგებლით“, - განაცხადა პროექტის აღმასრულებელმა დირექტორმა მო შაიხმა. ⚡️ დღეს დაიდება aptos -ის ბლოკჩეინის ახალი ტესტნეტ პროექტი.
Mostrar más ...
406
1
⚡️ Meta-მ დაამატა TrustWallet-ის და Metamask -ის მხარდაჭერა. დღეიდან სოციალური ქსელი მხარს უჭერს აქტივებს Ethereum-ზე, Polygon-ზე და Flow ბლოკჩეინზე. 🧩 შედეგად კი TWT ტოქენი გაიზარდა 20%-ზე მეტით, ხოლო FLOW მონეტა 40%-ზე მეტით.
106
0
#BTC გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ ვერ შეარყია ინვესტორებში ბიტკოინისადმი “მიმზიდველობა” ბევრი ექსპერტი შიშობდა, რომ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტი ტაივანში გამოიწვევდა კაპიტალის მასიურ გადინებას სარისკო აქტივებიდან. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში დაძაბულობა მატულობს, მაგრამ ბაზრები მშვიდად რეაგირებენ კვირის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენაზე. ტექნიკურ სექტორსა და კრიპტოვალუტებს პრობლემები შეექმნა, მაგრამ ისინი სწრაფად მოგვარდა. ბიტკოინი გუშინ ღამეს 22700 დოლარზე დაბლა დაეცა და უბრუნდება 23 000 ნიშნულს. ოთხშაბათს, 3 აგვისტოს, BTC გაცვლითი კურსი გამყარდა $23,209-მდე. წამყვანი ციფრული ვალუტის კაპიტალიზაცია გაიზარდა $442,972 მილიარდამდე. Ethereum (ETH) ამ მიმოხილვის გამოქვეყნების დროს ვაჭრობს $1609-ზე, მან 3%-მდე დაიკლო ღამით. დანარჩენი წამყვანი ალტკოინებიც დღეს ძვირდება. Binance Coin (BNB) და Cardano (ADA) გაიზარდა $305, $0.49 მდე Solana-ს (SOL) ფასი კი იზრდება, მიუხედავად გასულ სამშაბათს , რამაც გამოიწვია ქსელის მომხმარებლების ცხელი საფულეებიდან დაახლოებით 5 მილიონი დოლარის ღირებულების ციფრული აქტივების მოპარვა. ეს მონეტა ვაჭრობს $38.5-მდე. დანიელ მუვდიმ, Quantfury-ის კვლევის განყოფილების ხელმძღვანელმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტმა მართლაც შეაშინა ბევრი ინვესტორი, მაგრამ პანიკა არ ყოფილა. ამიტომ, კრიპტოვალუტის ბაზარმა არა მხოლოდ გაუძლო ზეწოლას, არამედ ცოტათი გაძლიერებაც კი მოახერხა მას შემდეგ, რაც ამერიკელი პოლიტიკოსი კუნძულზე უპრობლემოდ ჩავიდა.
Mostrar más ...
118
0
Magiceden-ს დაემატა ეთერეუმის მხარდაერა

IMG_4789.MP4

101
0
🚫 Solana Status-ის განცხადებით დეველოპერების გუნდის და უსაფრთხოების აუდიტის მიერ გამოძიების შემდეგ დადგინდა, რომ მისამართები იმპორტირებული ან შექმნილი იყო Slope მობილური საფულის აპლიკაციაში. იმის შესახებ, თუ როგორ მოხდა ეს, ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია, სანამ Solana Status უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგვაწვდის, მანამდე გავლენიანი დეველოპერი ტვიტერზე შემდეგ კვლევას აქვეყნებს: Slope საფულე ინახავდა პირად გასაღებებს, როგორც უბრალო ტექსტებს დაშიფვრის ნაცვლად. (ბავშვების არ გააკეთებენ საბავშვო ბაღში მსგავს მავნებლობას) ⚠️ ასე, რომ SLOPE საფულე ვისაც ერთხელ მაინც გამოგიყენებიათ, სასურველია აქტივები ახლადშექმნილ სოლანას საფულეზე გადაიტანოთ. ფოტოზე ჩანს ერთერთი საფულის Text ფაილი სადაც ნათლად ჩანს დაუშიფრავი Private key და ფრაზები.
Mostrar más ...
image
108
0
#SOLANA დავიწყოთ იმით, რომ პრობლემა არ არის სოლანაში, არამედ პრობლემა სოლანაზე მომუშავე რომელიღაც საფულეშია. შეგახსენებთ, რომ დაჰაკულია 8000 საფულე, ეს არის მთლიანი საფულეების ძალიან მცირე ნაწილი. სავარაუდოდ, მათ იპოვეს ძველი დაუხურავი შეცდომა რომელიღაც საფულის საინსტალაციო პაკეტზე (სავარაუდოდ SLOPE), რომლებიც არ განახლებულა. თუ ონლაინ საფულეებში გაქვთ შენახული თანხები, გადაიტანეთ ცივ საფულეში. რაც შეეხება TrustWallet-ი, რომ გატეხილიყო, მაშინ ყველაფერი გაცილებით სევდიანი იქნებოდა.
103
0
#SCAM აშშ - $300-მილიონიანი კრიპტო პირამიდის თანადამფუძნებელი საქართველოში ცხოვრობდა აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისია (SEC) 300-მილიონიან კრიპტო თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომისიის განმარტებით, 2020 წლის იანვარში გაშვებული პროექტის სახელწოდება Forsage იყო, თაღლითური სქემის დაფუძნებასა და ოპერირებაში კი ბრალი 11 პირს ედება - თაღლითებს შორის იყვნენ საქართველოში, რუსეთსა და ინდონეზიაში მცხოვრები პირები. საქართველოში მცხოვრები თაღლითის ვინაობა ცნობილია. Forsage კლასიკური პირამიდის სქემა იყო, რომელიც მარკეტინგული მიზნით იყენებდა სიტყვებს „ბლოკჩეინსა“ და „კრიპტოვალუტას“, პროექტის შემქმნელები აგრესიული მარკეტინგითა და რეკლამებით იზიდავდნენ ინვესტორებს მსოფლიოს მასშტაბით, მანამ, სანამ პროექტის საბაზრო კაპიტალიზაციამ $300-მილიონიან ნიშნულს არ მიაღწია, რის შემდეგაც თაღლითებმა ინვესტორების თანხები მიითვისეს. „ბლოკჩეინსა და „სმარტ კონტრაქტებზე“ ფოკუსირებით თაღლითები ვერ შეძლებენ ფედერალური კანონმდებლობის გვერდის ავლას“, - განაცხადა SEC-ის კრიპტოაქტივების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კაროლინ ველშანსმა.
Mostrar más ...
131
0
📢 შეგახსენებთ, რომ სუპერდროპები, რეტროდროპები, WL, GEM და ეარდროპები მხოლოდ . ➤ კი მხოლოდ მნიშვნელოვანი სიახლეები და ანალიტიკა.
36
0
📢 შეგახსენებთ, რომ სუპერდროპები, რეტროდროპები, WL, GEM და ეარდროპები მხოლოდ . ➤ კი მხოლოდ მნიშვნელოვანი სიახლეები და ანალიტიკა.
1
0
📢 შეგახსენებთ, რომ სუპერდროპები, რეტროდროპები, WL, GEM და ეარდროპები მხოლოდ . ➤ კი მხოლოდ მნიშვნელოვანი სიახლეები და ანალიტიკა.
77
0
#APPLE Apple და WEB3 კომპანიამ გამოაქვეყნა ვაკანსია კონტენტის კრეატიული დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე, რომლის ინტერესის სფერო უნდა მოიცავდეს Web3 სექტორს. კუკმა წლის , რომ პოტენციალს ხედავს მეტავერსიის სექტორში, ასე რომ IOS -ში Web3-ის ინტეგრაციაზე ინტერესი სრულიად ლოგიკურია. და როგორ ფიქრობ შენ, Apple-მა იცის როგორ იშოვოს მილიარდები? 😉
166
0
📢 შეგახსენებთ, რომ სუპერდროპები, რეტროდროპები, WL, GEM და ეარდროპები მხოლოდ . ➤ კი მხოლოდ მნიშვნელოვანი სიახლეები და ანალიტიკა.
49
0
#ETH Ethereum-ზე ტრანზაქციების დღიურმა რაოდენობამ 1.64 მილიონს მიაღწია ყველაზე დიდი ალტკოინი ეთერეუმი (ETH) აჩვენებს განსაცვიფრებელ შედეგებს. კრიპტოვალუტა კვირის დასაწყისში 1,365 დოლარიდან 1,700 დოლარამდე გაიზარდა. IntoTheBlock-ის ანალიტიკოსების თქმით გასულ ოთხშაბათს Ethereum-ზე აქტივობამ რეკორდულ დონეს მიაღწია, ბლოკჩეინზე ტრანზაქციების საშუალო დღიურმა რაოდენობამ 1.64 მილიონს მიაღწია. სანტიმენტის გუნდმა კი დაასკვნა, რომ ქსელში აქტიური ETH მისამართების რაოდენობამ ამ კვირის შუა რიცხვებში 1,06 მილიონს გადააჭარბა. ექსპერტები მომხმარებლის აქტივობის ზრდას ქსელის სექტემბრის განახლებისთვის მზადებას უკავშირებენ. პირველი მოსამზადებელი სამუშაოები 6-დან 12 აგვისტომდეა დაგეგმილი. ივლისის დასაწყისიდან ETH-ის ღირებულება 60%-ით გაიზარდა. ამ კვირის დასაწყისში, Fairlead Strategies-ის ექსპერტმა ქეთი სტოკტონმა იწინასწარმეტყველა Ethereum-ის უკანდახევა მას შემდეგ, რაც Fed-მა მიიღო განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილება. უფრო მეტიც, მან არ გამორიცხა ისეთი სცენარი, როდესაც ალტკოინი დაბრუნდება მხარდაჭერის ზონაში $1293 ზონაში.
Mostrar más ...
151
0
🔴 FED ის ლაივი შეგიძლიათ ნახოთ მოცემულ ლინკზე:
FOMC Press Conference July 27, 2022
Captions: https://www.streamtext.net/player?event=CFI-FRB&chat=false The Federal Reserve System is the central bank of the United States. It performs five general functions to promote the effective operation of the U.S. economy and, more generally, the public interest. The Federal Reserve conducts the nation’s monetary policy to promote maximum employment, stable prices, and moderate long-term interest rates in the U.S. economy; promotes the stability of the financial system and seeks to minimize and contain systemic risks through active monitoring and engagement in the U.S. and abroad; promotes the safety and soundness of individual financial institutions and monitors their impact on the financial system as a whole; fosters payment and settlement system safety and efficiency through services to the banking industry and the U.S. government that facilitate U.S.-dollar transactions and payments; and promotes consumer protection and community development through consumer-focused supervision and examination, research and analysis of emerging consumer issues and trends, community economic development activities, and the administration of consumer laws and regulations. Visit the Federal Reserve’s website at www.federalreserve.gov for more information.
65
0
​📢 დღეს 22:30 წუთზე იწყება FED ის სხდომა. ექსპერტების დიდ ნაწილს პანიკური გაყიდვების მოლოდინი აქვს 🩸 🩸 🩸 რას ელით თქვენ? გააზიარეთ პროგნოზები კომენტარებში.
image
56
0
#კვლევა ციფრული ვალუტები ქმნიან გადახდის ახალ სისტემას ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ კრიპტოვალუტა იქნება შესანიშნავი ალტერნატივა ტრადიციული გადახდის სისტემებისთვის. ფაქტობრივად, ყალიბდება თანხების გაგზავნისა და მიღების ახალი მექანიზმი. ანალოგიურ დასკვნამდე მივიდა ფულის გადარიცხვის ქსელების საერთაშორისო ასოციაცია (IAMTN). ამ ორგანიზაციის ანალიტიკოსების კვლევაში ნათქვამია, რომ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის მთავარი უპირატესობა შუამავლების გარეშე სახსრების გაგზავნის შესაძლებლობაა. ახლა ოპერაციები ბანკების შუამავლობით მიმდინარეობს. თუ ფიზიკურ და იურიდიულ პირს სურს ფულის გაგზავნა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და რაც შეიძლება მალე, მაშინ მან უნდა გამოიყენოს ბიტკოინი ან სხვა ვირტუალური ქოინი. გარდა ამისა, კრიპტოსფერო ხელს უწყობს გლობალური ფინანსური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას. ანალიტიკოსები თვლიან, რომ კრიპტოვალუტების მიღება დაჩქარდება უახლოეს წლებში. ციფრული ვალუტების გამოყენებით საერთაშორისო ტრანზაქციების დამუშავება შესაძლებელია მყისიერად. ზოგიერთი კომპანია უკვე გადადის თანხების გაგზავნის ტრადიციული ფორმებიდან ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებაზე. შენ როდის ელოდები ბულლრანს? 🤔 2023 🤔 2024 🤩 2025 😱 2026 👍 შემდეგ წლებში👎
Mostrar más ...
146
0
📣 $500-ის BNB საჩუქრად Trust Wallet-ისგან 🙌 მონაწილეობის მისაღებად 👇🏻: ✔️ გადადით ამ Trust Wallet-ის ჩამოსატვირთად ✔️ გაწევრიანდით Trust Wallet-ის და Trust Wallet საქართველოს ✔️ Binance Georgia-ს შეხვედრის დროს გადაიღეთ კრეატიული ფოტო და ატვირთეთ თაგით Trust Wallet-ის ქართულ ტელეგრამ არხზე 👉 ✔️ დარწმუნდით, რომ კარგად ჩანდეს Trust Wallet-ის ლოგო სურათის ფონზე 👀 სულ ეს არის! Trust Wallet-ის გუნდი აარჩევს 10 გამარჯვებულ ფოტოს და დაგიკავშირდებათ გამარჯვებულებს თქვენი საფულის მისამართების გადასამოწმებლად! Წარმატებას გისურვებთ!
Mostrar más ...
132
0
📣 $500 BNB-ს საჩუქრად Trust Wallet-ისგან 🙌 მონაწილეობის მისაღებად 👇🏻: ✔️ გადადით ამ Trust Wallet-ის ჩამოსატვირთად ✔️ გაწევრიანდით Trust Wallet-ის ტელეგრამზე და ტელეგრამ არხზე ✔️ Binance Georgia შეხვედრის დროს გადაიღეთ კრეატიული ფოტო ამ თაგით და ატვირთეთ Trust Wallet-ის ქართულ ტელეგრამ არხზე 👉 ✔️ დარწმუნდით, რომ კარგად ჩანდეს Trust Wallet-ის ლოგო სურათის ფონზე 👀 სულ ეგ არის! Trust Wallet-ის გუნდი აარჩევს 10 გამარჯვებულ ფოტოს და დაგიკავშირდებათ გამარჯვებულებს თქვენი საფულის მისამართების გადასამოწმებლად! Წარმატებას გისურვებთ!
Mostrar más ...
1
0
#BTC ბიტკოინი კარგავს ღირებულებას საფონდო ბირჟის კორექციის ფონზე ექსპერტების უმეტესობა თანხმდება, რომ ამ კვირის შუა რიცხვებში აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემა კიდევ ერთხელ გაზრდის დისკონტის განაკვეთს. ინვესტორები თავიანთ პორტფელს დოლარის სასარგებლოდ ანაწილებენ. აშშ დოლარის ინდექსი ზედიზედ მეორე დღეა იზრდება. პარალელურად ხდება საფონდო ბირჟაზე კორექტირება და კრიპტოვალუტების უკანდახევა. კაპიტალი გამოდის ტექნიკური აქციებიდან და ბლოკჩეინის ინდუსტრიასთან დაკავშირებული კომპანიებიდან. 26 ივლისს აზიის სესიაზე ბიტკოინის კურსი 5.4%-ით დაეცა და 21044 დოლარამდე შემცირდა. ალტკოინებიც კარგავენ ღირებულებას. ამ განხილვის დროს, Ether (ETH) და Binance Coin (BNB) დაეცა $1,411 და $243-ზე. კრიპტო ბაზრის კაპიტალიზაცია სამშაბათს 965,052 მილიარდ დოლარამდე დაეცა. MVIS CryptoCompare Digital Assets 100 Index, რომელიც აკონტროლებს ტოპ 100 კრიპტოვალუტის მუშაობას, დღეს 4%-ზე მეტით დაეცა. ექსპერტების პროგნოზით უახლოეს კვირებში ყველაზე დიდი ციფრული ვალუტა სავარაუდოდ ივაჭრება $19,000-დან $22,000 დიაპაზონში.
Mostrar más ...
125
0
#კრიპტო მსხვილი ინვესტორები კაპიტალის მხოლოდ 0.3% ინვესტირებას ახდენენ კრიპტოვალუტაში 🙄 BCG, Bitget და Foresight Ventures-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ ციფრული ვალუტების მიმართ ხალხის ინტერესის გაზრდის მიუხედავად, კაპიტალის ინვესტიციების წილი ასეთ აქტივებში რჩება უკიდურესად დაბალი. ინვესტორები კაპიტალის მხოლოდ 0.3%-ით ყიდულობენ ბიტკოინს და სხვა მონეტებს. შედარებისთვის, კაპიტალის 25%-ზე მეტი მიმართულია აქციებზე. ანალიტიკოსები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კრიპტოს სანდოობისთვის წლები დასჭირდება. ხალხმა დაიწყო მეტი ყურადღების მიქცევა ბიტკოინის ღირებულებაზე. თუმცა, მათ ეშინიათ აქტივის არასტაბილურობის და არ ჩქარობენ მის ყიდვას. ინვესტორების უმეტესობა კრიპტოსფეროს განიხილავს, როგორც ბაზარს, რომელიც შეიძლება გახდეს პერსპექტიული, მაგრამ ისინი ფიქრობენ, რომ ეს ინდუსტრია საწყის ეტაპზეა და მომწიფების გზაზე მრავალი ეტაპის გავლა მოუწევს. თუმცა, კვლევის ავტორები ოპტიმისტურად რჩებიან. მათი პროგნოზით, უახლოეს წლებში ციფრული ვალუტების მფლობელთა რაოდენობა ნელ-ნელა, მაგრამ მაინც გაიზრდება. 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი შეიძლება მიაღწიოს 1 მილიარდს, თუ ბიტკოინის მიღების მაჩვენებელი იგივე დარჩება, რაც ახლაა. Coinbase-ის ბირჟის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბრაიან არმსტრონგმა ჯერ კიდევ 2020 წლის გაზაფხულზე განაცხადა, რომ კრიპტოსფეროში ადამიანების შემოსვლა დაჩქარდება. მან არ გამორიცხა, რომ ციფრული აქტივების მფლობელთა რაოდენობა უახლოეს მომავალში 5 მილიარდს მიუახლოვდეს.
Mostrar más ...
124
0
✔️ აი რატომ უნდა გააკეთოთ რეტროდროპები 💎 ერთ საფულეზე მომხმარებელმა მიიღო 68 000 OP დღევანდელი კურსით 65 000$ ხოლო ATH ის კურსით 260 000$ OPTIMIS ის რეტროდროპის, მსგავსი მიმდინარე დროპები შეგიძლიათ ნახოთ ფერმერის ჩენელზე: ••••••••••••••✔️💎$$$ ••••••••••••••✔️💎$$$ ••••••••••••••✔️💎$$$ •••••••✔️💎$$$
48
0
📢 შეგახსენებთ, რომ სუპერდროპები, რეტროდროპები და ეარდროპები მხოლოდ . ➤ კი მხოლოდ სიახლეები და ანალიტიკა.
56
0
#კრიპტო Coinbase-ის ყოფილ თანამშრომელს ბრალი ედება კრიპტოვალუტებით ინსაიდერულ ვაჭრობაში და მას პარიმრობა ემუქრება! საუბარია 1.5 მილიონ დოლარზე. დეტალურად 👇🏻 Ishan Wahi მუშაობდა პროდუქტის მენეჯერად coinbase-ში მან მოგების მისაღებად ისარგებლა სენსიტიური ინფორმაციით ტოქენების შესახებ, რომელთა ლისტინგსაც Coinbase გეგმავდა. ცნობილი ფაქტია „Coinbase-ის ეფექტი“, რაც ნიშნავს, რომ ციფრული აქტივების ფასები ცამდე იზრდება, როგორც კი ისინი პლატფორმას დაემატება. ვარაუდობენ, რომ ვაჰი ჩართული იყო "უაღრესად კონფიდენციალურ პროცესში", რომელიც გადაწყვეტდა რომელი კრიპტოვალუტა მოხვდებოდა Coinbase-ზე და, როგორც ამბობენ, ჰქონდა "დეტალური და სიღრმისეული ცოდნა" იმის შესახებ, თუ როდის მოხდებოდა ლისტინგი. პროკურორების თქმით, 2021 წლის აგვისტოდან 2022 წლის მაისამდე, ის იყო Coinbase-ის წარმომადგენლების სპეციალურ ჯგუფში, სადაც მსგავსი ინფორმაცია ზიარდებოდა. სულ მცირე 14 შემთხვევაში ვაჰიმ ეს კონფიდენციალური ინფორმაცია შეატყობინა თავის ძმას ან მის ბიზნეს პარტნიორს სამერ რამანს, რის შემდეგაც ისინი იწყებდნენ ვაჭრობას ამ კრიპტო აქტივებით, რომელთა ლისტინგიც Coinbase-ზე იგეგმებოდა. საერთო ჯამში მათ საქმე ჰქონდათ 25 სხვადასხვა კრიპტოვალუტასთან და სულ მიიღეს დაახლოებით 1,5 მილიონი დოლარის მოგება. აპრილში, Coinbase-მა გამოაცხადა თუ, რომელი ტოკენები განიხილებოდა ლისტინგის სიაში უახლოეს მომავალში. ქოინბეისის ანონსიდან რამდენიმე დღეში პოპულარულმა კრიპტო ინფლუესერმა განაცხადა, რომ ერთერთმა საფულემ იყიდა ასობით ათასი დოლარის ღირებულების ტოკენები ამ განცხადების გაკეთებამდე ერთი დღით ადრე, რომლებიც ექსკლუზიურად იყო წარმოდგენილი პოსტში. Coinbase-მა სწრაფად გამოეხმაურა ინფლუესერის ტვიტს და პირობა დადო, რომ ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც შემჩნეული იქნება ინსაიდერულ ვაჭრობაში, სამსახურიდან გაათავისუფლებენ და გადასცემენ ხელისუფლებას. მოგვიანებით იშან ვაჰის უთხრეს, რომ დაესწროს პირისპირ შეხვედრას Coinbase-ის უსაფრთხოების მთავარ ოფიცერთან ბირჟის აქტივების ჩამონათვალის პროცესის შესახებ, მაგრამ წინა ღამით მან იყიდა ინდოეთის ბილეთი. სანამ მისი რეისი ქვეყანას დატოვებდა, მან ტყუილი უთხრა Coinbase-ის თანამშრომლებს, რომ უკვე დატოვა ქვეყანა. სამართალდამცავებმა ის თვითმფრინავში ჩაჯდომამდე დააკავეს. ბრალდებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის გენერალურმა პროკურორმა დემიან უილიამსმა განაცხადა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა კრიპტოვალუტებით ინსაიდერულ ვაჭრობასთან დაკავშირებით საქმე აღიძრა. „დღევანდელი ბრალდებები კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ Web3 არ არის კანონისგან თავისუფალი ზონა. გასულ თვეში, მე გამოვაცხადე პირველი ინსაიდერული ვაჭრობის შემთხვევა, რომელიც მოიცავს NFT-ებს, დღეს კი ვაცხადებ პირველ ინსაიდერულ ვაჭრობის შემთხვევას, რომელიც მოიცავს კრიპტოვალუტის ბირჟებს. ბრალდებები ნათელია: თაღლითობა არის თაღლითობა, იქნება ეს ბლოკჩეინზე თუ უოლ სტრიტზე. - ამბობს პროკურორი. Coinbase-მა თქვა, რომ მან დაადგინა პირები და მიაწოდა ინფორმაცია მათ შესახებ იუსტიციის დეპარტამენტს: „Coinbase აქტიურად აკონტროლებს უკანონო საქმიანობას და იძიებს სავარაუდო გადაცდომებს. ჩვენ ყველას ვინც შემჩნეული იქნება მსგავს საქმიანობაში გადავცემთ სამართალდამცავებს, სადაც მათ რეალური სამართლებრივი შედეგები ემუქრებათ, მათ შორის შესაძლო პატიმრობა. ” ბირჟამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას სურს კრიპტოვალუტით ვაჭრობა განხორციელდეს თანაბარ პირობებში, სადაც ყველას ექნება წვდომა ერთსა და იმავე ინფორმაციაზე.
Mostrar más ...
141
0
📢 შეგახსენებთ, რომ სუპერდროპები, რეტროდროპები და ეარდროპები მხოლოდ . ➤ კი მხოლოდ სიახლეები და ანალიტიკა.
81
0
#BTC ბიტკოინი (BTC) და სხვა მყარი აქტივები მკვეთრად გაძვირდება, რადგან მსოფლიო აგრძელებს მაღალი ინფლაციის გზას, ამბობს მაიკ ნოვოგრაცი, ფინანსური სერვისების და ინვესტიციების მართვის ფირმა Galaxy Digital-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. სამშაბათს ბლუმბერგის კრიპტო სამიტზე გამოსვლისას, ნოვოგრაცმა თქვა, რომ არ სჯერა, რომ მსოფლიო მალე დაასრულებს მაღალ ინფლაციას და დასძინა, რომ მომავალში შესაძლოა “ჰიპერინფლაციაც“ ვიხილოთ. „ჩვენ [შეერთებულ შტატებს] გვაქვს ვალის მშპ-ს (მთლიანი შიდა პროდუქტი) თანაფარდობა 140%-ზე მეტი. ეს არასდროს მთავრდება ვალის რესტრუქტურიზაციის ან ჰიპერინფლაციის გარეშე“, - თქვა ნოვოგრაცმა ნიუ-იორკში Bloomberg Crypto Summit-ზე მიცემულ ინტერვიუში. „ბიტკოინი არ არის ერთადერთი რთული აქტივი. თქვენ უნდა გქონდეთ ბევრი მყარი აქტივი თქვენს პორტფელში. მაგრამ ბიტკოინი უნიკალურია და ის პოპულარობას იძენს“, - თქვა ნოვოგრაცმა და ამტკიცებს, რომ ბიტკოინი “გაიზრდება”. მან დაამატა რომ „მოხარულია, რომთაობას” ნამდვილად სჯერა ბიტკოინის და დაარწმუნებს თავის მეგობრებს, საზოგადოებას და ორგანიზაციებს, რომ ეს კარგი გზაა სიმდიდრის გადასარჩენად.
Mostrar más ...
115
0
📢 შეგახსნებთ, რომ სუპერდროპები, რეტროდროპები და ეარდროპები მხოლოდ . ➤ კი მხოლოდ სიახლეები და ანალიტიკა.
59
0
#BTC Tesla-მ მეორე კვარტალში 936 მილიონი დოლარის ბიტკოინი გაყიდა Tesla-მ გაყიდა პორტფოლიოში არსებული ბიტკოინის სამი მეოთხედი. ამის შესახებ კომპანიის კვარტალურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც ახლახანს გამოქვეყნდა. „მეორე კვარტლის ბოლოსათვის ჩვენ მიერ შეძენილი ბიტკოინების დაახლოებით 75% გადავაქციეთ ფიატ ვალუტაში“, წერს კომპანია. ამ ოპერაციამ Tesla-ს დაახლოებით 936 მილიონი დოლარი მოუტანა. კომპანიამ გაყიდა კრიპტოვალუტა საშუალოდ $29,000-ში. ტესლამ ბიტკოინში 1,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო 2021 წლის იანვარში, როდესაც კრიპტოვალუტა 29 000$ - 30 000$ -ში ვაჭრობდა. მოგვიანებით, იმავე წლის პირველ კვარტალში, მან მოახდინა პოზიციის დაახლოებით 10% ლიკვიდაცია, რაც უკავშირდება ბაზრის ლიკვიდურობის შემოწმების აუცილებლობას. შემდგომში კომპანიამ თავი შეიკავა BTC-ის ყიდვისა და გაყიდვისგან. ასევე 2021 წლის პირველ ნახევარში ტესლამ დაიწყო თავისი პროდუქციის ბიტკოინზე გაყიდვა, მაგრამ მალევე გააუქმა სერვისი. Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა გადაწყვეტილების ცვლილება გარემოზე მაინინგის უარყოფითი გავლენით ახსნა. ბოლო ანგარიშის მიხედვით, ტესლას დაახლოებით 218 მილიონი დოლარის ბიტკოინი აქვს დარჩენილი. წინა სეგმენტში ეს მაჩვენებელი 1,26 მილიარდი დოლარი იყო. Tesla-ს განცხადების შემდეგ ბიტკოინის ფასი 3%-ით დაეცა და $23 000 შეადგინა, გასულ წელს კომპანიის მიერ კრიპტოვალუტის შეძენის შესახებ განცხადებამ კი მისი კურსი 17%-ით აწია.
Mostrar más ...
119
0
📢 მეგობრებო შეგახსნებთ, რომ მალე სუპერდროპები, რეტროდროპები და ეარდროპები მხოლოდ . ➤ კი მხოლოდ სიახლეები და ანალიტიკა.
39
0
#კრიპტო იაპონიამ აღიარა კრიპტო ბაზრის თვითრეგულირების პროექტის წარუმატებლობა იაპონური კრიპტო ბიზნესი ხელისუფლებასთან შეთანხმდა ინდუსტრიის თვითრეგულირების სისტემის შემუშავებაზე. 2018 წლიდან ადგილობრივმა ასოციაციამ JVCEA, შეიმუშავა კანონმდებლობა ციფრული ვალუტით ტრანზაქციების რეგულირებისთვის. თუმცა, კრიპტო ბიზნესს ჯერ კიდევ აქვს თავისუფალი ინტერაქციის უფლება, რათა სტარტაპებმა და კრიპტოპლატფორმებმა შეძლონ ინდუსტრიის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრა სახელმწიფოს მონაწილეობის გარეშე. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ხელისუფლება ყურადღებით აკვირდებოდა ბაზარს და აანალიზებდა კრიპტოსფეროს თვითრეგულირების მექანიზმის ეფექტურობას. შედეგად, ოფიციალური პირები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სისტემა მარცხდება და მას არ შეუძლია უზრუნველყოს ინვესტორების დაცვა და ციფრული ვალუტით ტრანზაქციების გამჭვირვალობა. Financial Times-ის ცნობით, იაპონიის ფინანსური მომსახურების სააგენტომ (FSA) უკმაყოფილება გამოთქვა JVCEA-ს მუშაობით. ამ ორგანიზაციამ აქამდე ვერ უზრუნველჰყო ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კანონმდებლობის სათანადო დაცვა. სისტემა არ მუშაობს დამაკმაყოფილებლად და კომპანიებს შორის ურთიერთქმედება არ განვითარდა. JVCEA-მ “მიიღო” FSA-ს უკმაყოფილება და მზადაა მარეგულირებელს გაუგზავნოს ახალი წინადადებები მექანიზმის გასაუმჯობესებლად.
Mostrar más ...
129
0
Última actualización: 02.08.22
Política de privacidad Telemetrio