cookie

Utilizamos cookies para mejorar tu experiencia de navegación. Al hacer clic en "Aceptar todo", aceptas el uso de cookies.

avatar

PANKISI INFO Channel

Mostrar más
Advertising posts
259Suscriptores
Sin datos24 hours
-17 days
-730 days
Archivo de publicaciones
ფრაგმენტი ლევ ტოლსტოის ჰაჯი მურატიდან (ტოლსტოი 1851-1854 წლებში ცხოვრობდა ჩეჩნეთში და თავისი თვალით უნახავს ჩეჩნური სოფლების უმოწყალო რბევა) შინ დაბრუნებულ სადოს სახლი დანგრეული დახვდა: სახურავი ჩაქცეული, კარი და ბანის ბოძები ჩაფერფლილი, კერა შებილწული. მისი შვილი, ისლამაზი, თვალნათელი ბიჭუნა, ასეთი აღფრთოვანებით რომ შესცქეროდა ჰაჯი-მურატს, ნაბადგადაფარებული ცხენით მოასვენეს მეჩეთთან, ბავშვს ხიშტი ზურგში ჰქონდა ჩაცემული. თავდაჭერილი, სათნო მანდილოსანი, რომელიც სუფრას ემსახურებოდა ჰაჯი მურატის სტუმრობისას, ახლა თმაგადლშლილი დასდგომოდა შვილის ცხედარს; სახეს იხოკავდა, დაჭრილი ნადირივით ღრიალებდა. სადომ წერაქვი და ბარი მოიძია და შვილისთვის საფლავის გასათხრელად წავიდა ნათესავებთან ერთად. მოხუცი პაპა, რომელიც სულ ახლახან მობრუნებულიყო თავისი საფუტკრიდან, ჩამოქცეული სახლის კედელთან იჯდა, ჩხირს ჩორკნიდა და უაზროდ გასცქეროდა სივრცეს. თივის ორი ზვინი გადაეწვათ რუსებს საფუტკრეში, მისი ხელით დარგული, ნასათუთები ჭერმისა და ალუბლის ხეები ჩაელეწ-ჩაენაცრათ და, რაც მთავარია, ფუტკრის სკები ცეცხლში ჩაებუგათ. სახლებიდან დედაკაცების ვაი-ვიში ისმოდა, გოდებდა მოედანიც, სადაც კიდევ ორი გვამი მიასვენეს.” წყარო: თუმი დიშნი-”ვეინახების ქართული საგა”
Mostrar todo...
1785 წელს ალდის ბრძოლაში ჩეჩნებმა ტყვედ აიყვანეს რუსეთის ოფიცერი თავადი ბაგრატიონის შვილი. ჩეჩენმა მებრძოლებმა გაიგეს რომ ქართველი იყო. შეიხ მანსურმა თქვა რომ ის ვაჟკაცურად და ძლიერად იბრძოდა ბრძოლაში და მოჯაჰედებს უბრძანა რაც საჭირო იყო ყველაფერი გაეკეთებინათ დაჭრილი ოფიცრის გადარჩენისთვის. ერთერთმა მოჯაჰედმა, ვინც მედიცინაში ერკვეოდა, ჭრილობა დაუმუშავა მას და შეუხვია. რუსებმა ჩეჩნებს ფული შესთავაზეს ოფიცრის სანაცვლოდ. მდინარე სუნჟასთან უნდა გადაეცათ ოფიცერი. ჩეჩნებმა მიიყვანეს მდინარესთან. ნავით გადააცურეს მეორე ნაპირზე და უკან გამობრუნდნენ. ამ დროს რუსებმა ჰკითხეს ფულს არ აიღებთ სანაცვლოდ? მათ კი უპასუხეს: "ჩვენ ვაჟკაცებს არც ვყიდულობთ და არც ვყიდით."
Mostrar todo...
📣📣📣 PANKISI INFO- მ თქვენთვის მოამზადა საინტერესო თემა ისლამამდელ პერიოდზე პანკისის ხეობაში. 🔸” რელიგია და რწმენა ყოველთვის წარმოადგენდა სოციუმის ერთ-ერთ ყველაზე დიდ დამახასიათებელ და განმსაზღვრელ ფაქტორს. ზოგჯერ ადამიანები ბრმად მისდევენ იმ დოგმას, რაც მათ წინაპრებისგან ერგოთ, თუმცა არც თუ ისე იშვიათად დგება მომენტი, როცა გააზრებული გადაწყვეტილება ახალ არჩევანს ეყრება საფუძვლად.” 🔸”XIX საუკუნის მეორე ნახევარში ქრისტიანულმა ეკლესიამ ახლადჩამოსახლებულ ქისტებში დაიწყო მისიონერული მოღვაწეობა, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ აღწევდნენ. ამის მიზეზი კი დიდწილად იყოს ის, რომ ქისტები მამა-პაპის “გზას” არ ღალატობდნენ. სხვადასხვა გზით ეცადა მეფის ხელისუფლება: ძალდატანებით, მოსყიდვით, დაპირებით, თუმცა კვლავ დიდ წინააღმდეგობას აწყდებოდნენ. ჯოყოლოს მოსახლეობა, რომელიც გადასახადებისგან გათავისუფლების პირობით გაქრისტიანდა, კვლავ იხდიდა მათ მაშინ, როცა დუისის მუსლიმი მოსახლეობისგან გადასახადები არ იკრიფებოდა.” 📃სტატიის სრულად სანახავად ეწვიეთ ჩვენს ბლოგს🔎👇 https://pankisinfo.blogspot.com/2023/09/blog-post.html
Mostrar todo...
მთიანი ჩეჩნეთი, ციხე-სიმაგრე ტუგა (ТIуга), მაისტი. სწორედ, აქედან არიან პანკისის ხეობაში, სოფ. ჯოყოლოში მცხოვრები მაისტელების ერთი ნაწილი. წყარო: ჩეჩნეთი•chechnya
Mostrar todo...
ჯოხარმა ეროვნული გმირის წოდება არ მისცა, არც ერთ ჩეჩენ მებრძოლს. ,, ერის ვალს შვილები ვერასოდეს მოიხდიან, ტყუილად ნუ მელაპარაკებით, მე ერის გმირის წოდებებს არ ვიძლევი. რომ მივცე სახლში დაჯდება და არ იომებს. გმირები, ასე იწრთობიან და ადამიანის სიცოცხლეს, საკუთარზე ძაან უფრთხილდებიან. ამიტომ ჰქვია მას ომი"
Mostrar todo...
ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის დედა შვილიშვილთან ერთად.🥰 ლაბი(რაბიათ) (თეიფიდან ნაშხო, სოფელი ხიაიბახი.) 1944 წელს იძულებითი დეპორტაციის დროს, მისი ყველა ნათესავი მოკლეს და დაწვეს ... ნათესავებიდან ყველაზე ახლო გადარჩენილი ბიძაშვილი ჰყავდა. როცა ბავშვობაში ვკითხე - ნანი და სად არიან შენი ძმები, შენც სხვების მსგავსად რატომ არ გყავს? - ჩუმად ტიროდა, ვერ ბედავდა ეთქვა, რომ ხიაიბახში ყველა მოკლეს და დაწვეს... (წყარო @ჩეჩნეთი•chechnya)
Mostrar todo...
📣📣📣 PANKISI INFO-მ თქვენთვის მოამზადა საინტერესო თემა დუი დიშნელზე. 🔸”უკვე 200 წელია, რაც ქისტების აკვანი აქ, საქართველოში, კერძოდ კი პანკისის ხეობაში ირწევა; 200 წელია, რაც ჩვენი წინაპრები ღრმა ფესვებს დროებით თუ სამუდამოდ დაშორდნენ (თუმცა მხოლოდ ფიზიკურად); 200 წელია, რაც ქართული სიტყვები თითქმის ისეთივე სიხშირით გვესმის, როგორც ქისტური; 200 წელია, რაც ჩვენს შორის ხიდი გაიდო, რომელიც  ზოგჯერ მორყეული იყო, თუმცა  ჩამტყდარი არასდროს.” 🔸”როგორც ჩეჩნეთში, ისე პანკისში იგი დიდი ავტორიტეტითა და გამორჩეული პიროვნულობით ხასიათდებოდა  . დუი მებრძოლი, მოხერხებული და ბელადობის უნარით დაჯილდოებული ყოფილა; თანამემამულეებს შორის იმდენი პატივისცემლობით სარგებლობდა, რომ  მის მიერ დაარსებულ სოფელს, რომელსაც თავიდან პენგიზი (პანკისი) ერქვა, მისი გარდაცვალების შემდეგ დუის სოფელი (დუი იურთ), შემდეგ კი დუისი ეწოდა.” 📃სტატიის სრულად სანახავად ეწვიეთ ჩვენს ბლოგს🔎 https://pankisinfo.blogspot.com/2023/08/blog-post.html?m=1
Mostrar todo...
📣📣📣 PANKISI INFO-მ თქვენთვის მოამზადა საინტერესო თემა ძველი ვაინახების რწმენასა და წარმოდგენებზე. 🔸”ვაინახებს ძალიან საინტერესო და სტრატეგიულად ხელსაყრელი გეოგრაფიული ტერიტორია უკავიათ მსოფლიო რუკაზე; ამ ფაქტს კი დადებით მხარეებთან ერთად ახლავს ის გარემოება, რომ საუკუნეების მანძილზე ძალიან ბევრი ერი და დამპყრობელი ცდილობდა მოექცია ისინი საკუთარ ჩარჩოებში, რაც ითვალისწინებდა არა მხოლოდ ტერიტორიულ დამოკიდებულებას, არამედ რელიგიურ აზროვნებასაც. “ 🔸”ვაინახების წარმოდგენაში არსებობდა ქალღმერთიც, გაზაფხულის ქალღმერთი- თუშოლი, რომელსაც უკავშირებდნენ ბუნების აღორძინებას და ნაყოფიერებას. ამ პერიოდში მთაში მოფრინდებოდა ოფოფი- “თუშოლი ქუათამ” (თუშოლის ქათამი), რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ კლავდნენ.” 🔎სრულად სანახავად ეწვიეთ ჩვენს ბლოგს👇 https://pankisinfo.blogspot.com/2023/07/blog-post.html
Mostrar todo...
იცოდით თუ არა, რომ ჩეჩნურ ენაში კვირის ნებისმიერ დღეზე შეგიძლია ილაპარაკო ამ დღის სახელის გამოუყენებლად?! მაგალითად, ორშაბათ დღეს მეგობარს შეგიძლია უთხრა “შენთან წაქ მოვალ” , ნაცვლად “შენთან პარასკევს მოვალ”, ან თუნდაც- “წუომოქ სოფელში ვბრუნდები” , ნაცვლად “მომდევნო ორშაბათს სოფელში ვბრუნდები” ამგვარად, დღევანდელი დღიდან მთელი მომდევნო 7 დღე ჩეჩნურ ენაში თითო სიტყვით გამოითქმის: დღეს- თახან (тахана) ხვალ- ქხან (кхана) ზეგ- ლამ (лама) მაზეგ- ულ (ула) … -წაქ (ц1ака) …- წასტ (ц1аста) …- წულ (ц1ула) …- წუომოქ (ц1умока)
Mostrar todo...
დუი დიშნი _________________________________ “ოფიციალური ცნობები პანკისში პირველმოსახლე ქისტებზე არსებობს ორ პიროვნებაზე - დუისა და ჯოყოლაზე, რომელთა სახელსაც ატარებს პანკისის ქისტური სოფლები - დუისი და ჯოყოლო. დუის პანკისში ყოფნა დაფიქსირებულია 1826 წრლს. ს. ჩხენკელის მოძიებული მასალებით დასტურდება, რომ დუი დიშნელი თიანეთის მაზრის უფროსს თხოვნით მიმართავს, მისცეს ნება, დასახლდეს ნათესავებთან ერთად პანკისის ხეობაში. ჩხენკელის ცნობით, დუი პირველად იმყოფებოდა თიანეთში, კერძოდ, ერწოში, შემდეგ კახეთში გადმოვიდა სოფ. ნაფარრულში და საბოლოოდ, 1826 წლისათვის დასახლდა პანკისში. შემდეგ მის გარშემო დასახლდნენ ქისტეთიდან ჩამოსული ქისტები და ასე წარმოიშვა სოფელი დუისი.” 🔎წყარო: “ქისტები”
Mostrar todo...
_______________________________ ვაინახებში თეიფებს შორის მკვლელობის ფაქტის დადასტურების შემდეგ მკვლელის გარდა იარაღის პატრონის პასუხისმგებლობის საკითხიც დგებოდა. თუ მკვლელობა სხვისი იარაღით იყო ჩადენილი, მისი პატრონი ვალდებული იყო დაზარალებულისთვის გადაეხადა 10 ძროხა, ერთი ხარი და ერთი ნაჭერი აბრეშუმი, იმ შემთხვევაში, თუ ვერ დაამტკიცებდა, რომ არ იცოდა, მკვლელი მისი იარაღით თუ აპირებდა მკვლელობის ჩადენას. ასევე, პასუხს აგებდნენ ის პირები, რომლებიც ახლდნენ მკვლელს დანაშაულის ჩადენისას, გარდა ამისა, სახლის პატრონი, სადაც მოხდა მკვლელობა და ა.შ. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი, თუ ისინი არ შედიან თეიფში, ფიცით ადასტურებდნენ თავიანთ უდანაშაულობას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შესაბამის საფასურს იხდიდნენ.
Mostrar todo...
Repost from PANKISI INFO
📣📣📣 🔹Pankisi Info საინტერესო ინფორმაციებს ტელეგრამ არხისა და ჯგუფის გარდა გიზიარებთ სხვა პლატფორმებზეც🔁 🔹გადადით ლინკზე და ეწვიეთ ჩვენს ბლოგს, Instagram-ისა და Facebook-ის გვერდებს📲 🔹დაათვალიერეთ კადრები პანკისის ხეობიდან და მიიღეთ მეტი წვდომა სასურველ ინფორმაციაზე🌄📊 👇👇👇 https://linktr.ee/Pankisi_Info?utm_source=linktree_profile_share&ltsid=57f9e6a3-227c-48f2-8181-c055c2b9b927
Mostrar todo...
📣📣📣 🔹PANKISI INFO-მ თქვენთვის მოამზადა საინტერესო თემა ვაინახების ტრადიციებსა და მენტალიტეტზე. 🔸”ვაინახებში საუკუნეების მანძილზე  ცხოვრებისეული დაკვირვებით, ყოველდღიური გამოცდილებითა და ამ გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარებით ყალიბდებოდა ადათ-წესები, ზნე-ჩვეულებები, ტრადიციები, რომლებიც თავიანთი ფასეულობისა და ღრმა ეთიკური შინაარსის წყალობით მრავალ საუკუნესა და თაობას შემორჩა. მათში ჩადებული სიბრძნე და პრაქტიკულობადღევანდელი აზროვნებისთვისაც კი შესაშურია.” 🔸”სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია, ვფიქრობ, ვაინახების მაღალი ზნეობრივი თვითშეგნებისა და მენტალიტეტის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია. ეს მეზობელ ხალხებზეც იმდენად დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ თვით ვაჟა ცალკე პოემას უძღვნის ამ საკითხს. სტუმრის დაფასება და პატივისცემა ვაინახის ვალია, არ აქვს მნიშვნელობა სტუმარი მდიდარი იქნება თუ ღარიბი, განათლებული თუ გაუნათლებელი, მოყვარე თუ მტერი. სტუმრის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ავტომატურად ხდები, ისევე, როგორც მის მიერ ჩადენილ საქციელზე, მაგალითად, თუ ადამიანი შენთან სტუმრობის პერიოდში ჩადის ქურდობას ან მკვლელობას, შენც ვალდებული ხარ გარკვეულწილად აგო პასუხი მომხდარზე.” 🔎სრულად სანახავად ეწვიეთ ჩვენს ბლოგს👇 https://pankisinfo.blogspot.com/2023/06/blog-post.html
Mostrar todo...
ლეილა ალბოგაჩიევა ინგუში ალპინისტი, ერთადერთი სპორტსმენი რუსეთიდან, რომელსაც ორგზის აქვს დალაშქრული ევერესტი, 2012 წელს სხვა ინგუშ ალპინისტებთან ერთად, ხოლო 2013 წელს მარტოდმარტო. მის მიერ დალაშქრულ მწვერვალებს შორის ასევე არის კილიმანჯარო (ტანზანია), აკონკაგუა (არგენტინა) და იალბუზი (12-ჯერ). ლეილამ სიცოცხლე სწორედ ამ საქმიანობის დროს დაასრულა; 2014 წელს იალბუზიდან დაშვების დროს იგი ტრაგიკულ შემთხვევას ემსხვერპლა. დაკრძალულია ინგუშეთში, ალი-იურთის სასაფლაოზე.
Mostrar todo...
📣📣📣 მოგესალმებით, მეგობრებო! 🔹თუ სურვილი გაქვთ, მოიწვიოთ თქვენი ახლობლები ან ის კონტაქტები, ვისთვისაც ჩვენი ჯგუფი სასარგებლო იქნება, მაშინ გაუზიარეთ აქ მოცემული “ლინკი”, რომლის მეშვეობითაც შემოგვიერთდებიან ჯგუფში. https://t.me/pankisi_info
Mostrar todo...
📣📣📣 🔹PANKISI INFO-მ თქვენთვის მოამზადა საინტერესო თემა “ახალგაზრდების პანკისური საგა” 🔸“პანკისში მოსახლეობის ასაკობრივი დიაპაზონი წლის სეზონების მიხედვით იცვლება.  თუმცა, თითქმის ყოველთვის მის უმრავლესობას მაინც ახალგაზრდები შეადგენენ. მათი რაოდენობის მაჩვენებელი, ალბათ, უფრო მეტი იქნებოდა, რომ არა სხვადასხვა მიზეზით იძულებული მიგრაცია, რაც, დამეთანხმებით, მხოლოდ ხეობისთვის არ წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ პრობლემას.” 🔸“ახალგაზრდების გასართობ და დროის სასიამოვნოდ გასატარებელ რესურსებს, ძირითადად, თავად ახალგაზრდები ქმნიან. ისინი სწავლობენ, მუშაობენ ფიზიკურად თუ გონებრივად, ერთმანეთს ეხმარებიან, სპორტს მისდევენ, შრომობენ და ოჯახებსაც ქმნიან. ზოგი თავის მომავალს თითქმის დამოუკიდებლად ქმნის, თუმცა დიდია მშობლის მხარდაჭერა და გვერდში დგომაც. ბევრი ხეობაში აგრძელებს ცხოვრებას, ბევრი კი საზღვარგარეთ მიდის ოჯახთან ერთად, თუმცა წლების შემდეგ თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა კვლავ უბრუნდება თავის მიწას, თავის პანკისს.” 🔎სრულად სანახავად ეწვიეთ ჩვენს ბლოგს👇 https://pankisinfo.blogspot.com/2023/05/blog-post.html
Mostrar todo...
ჯოხარმა ეროვნული გმირის წოდება არ მისცა, არც ერთ ჩეჩენ მებრძოლს. ,, ერის ვალს შვილები ვერასოდეს მოიხდიან, ტყუილად ნუ მელაპარაკებით, მე ერის გმირის წოდებებს არ ვიძლევი. რომ მივცე სახლში დაჯდება და არ იომებს. გმირები, ასე იწრთობიან და ადამიანის სიცოცხლეს, საკუთარზე ძაან უფრთხილდებიან. ამიტომ ჰქვია მას ომი"
Mostrar todo...
ქისტური ადათის დაუწერელი კანონი... ,,დედა სულ გვასწავლიდა, როცა ქუჩაში მოხუცი შეგვხვდებოდა, განზე უნდა გავწეულვიყავით და გზა დაგვეთმო... ცხენაცხენ ახალგაზრდა თუ შემოვარდებოდა სოფლის შარაზე და მომავალ უხუცესს შენიშნავდა, მაშინვე ჩამოქვეითდებოდა, ლაგამით ცხენს მოწევდა და მასთან ერთად ერთადგილას გაიყინებოდა, სანამ მოხუცი არ ჩაივლიდა და პატივისცემისთვის მადლობას არ გადაუხდიდა." ამ დიდებულ ილუსტრაციაზე ქისტი მანდილოსნები ასეთი გარინდებითა და მოკრძალებით გამოხატავენ უფროსისადმი პატივისცემას... სწორედ ამ ტრადიციებმა გადაარჩინეს ვაინახები და ასე ღირსეულად მოიყვანეს დღემდე. ილუსტრაციის ავტორი, ქისტი მხატვარი ნათელა ცათიაშვილი.” წყარო: Chechnya• ჩეჩნეთი
Mostrar todo...
📣📣📣 PANKISI INFO-მ თქვენთვის მოამზადა საინტერესო თემა, თუ როგორ ატარებენ მარხვის თვეს პანკისში. 🔸”XXI საუკუნეში ის აზრი, რომ მარხვა, რომელსაც ჩვენ, მუსლიმები ვიცავთ, თავის არსში ბევრ მეცნიერულ სასწაულს და დიდ მორალური და სულიერი განვითარების პოტენციალს ინახავს, უკვე ერთგვარ აქსიომად იქცა. ბევრი კვლევა ჩატარდა, ბევრი ითქვა, ბევრიც დაიწერა…ბევრ არამუსლიმურ საზოგადოებაში შეინიშნება 16 და 18 საათიანი მარხვის ტენდენცია, მხოლოდ იმის გამო, რომ ეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას პირდაპირპროპორციულად აუმჯობესებს. თუმცა, ჩვენი მიზანი თავის თავში ბევრად უფრო მასშტაბურია.” 🔸”ძალიან ბევრ თვალისთვის და გულისთვის სასიამოვნო სურათს წააწყდებით ამ თვეს პანკისში: იმას, თუ როგორი სავსეა მეჩეთები, როგორ დგანან ერთად მუსლიმი ძმები და დები და ღვთისმსახურებას აღავლენენ, როგორ ხსნიან მარხვას ერთად და ერთი მთლიანობის მაგალითს ასახავენ.” 🔎სრულად სანახავად ეწვიეთ ჩვენს ბლოგს👇 https://pankisinfo.blogspot.com/2023/04/blog-post.html
Mostrar todo...
ჩეჩნები ზურგში არ ისვრიან 1859 წლის მაისის თვეში რუსებს უკვე დაპყრობილი ჰქონდათ მთელი ჩეჩნეთი, გარდა ბენოეს თემისა. ჩეჩნებმა დანებება გადაწყვიტეს. ბაისანგურ ბენოელი თანამებრძოლებთან ერთად გაჰყვა შამილს დაღესტანში, მაგრამ არც დაღესტანში უჭერდნენ შამილს მხარს. 300 მეომართან ერთად ის ალყაში მოაქციეს. შამილმა სისხლის ბოლო წვეთამდე გადაწყვიტა ებრძოლა, თუმცა მის შვილებს და ცოლებს სიცოცხლე სურდათ და სთხოვეს დანებებულიყო. ბაისანგური შეეცადა მისთვის გადაეფიქრებინა; შეჰპირდა, რომ უვნებლად გაიყვანდა ალყიდან. თუმცა შამილს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა. როცა შამილი რუსებისკენ მიდიოდა, ბაისანგურმა იარაღი ამოიძრო და შამილს მისი წოდების გარეშე შესძახა : “შემალ!” . შამილი არ მობრუნებულა. ორჯერ კიდევ გაიმეორა ბაისანგურმა, თუმცა ამაოდ. შემდეგ ცარიზმის გენერლის კითხვაზე, თუ რატომ მოიქცა ასე, იმამმა უპასუხა, რომ თუ ის შებრუნდებოდა, ბაისანგური მას ესვროდა. გაკვირვებულმა გენერალმა იკითხა: “ - რა, ისედაც არ შეეძლო შენთვის სროლა? ⁃ ჩეჩნები ზურგში არ ისვრიან, - უპასუხა შამილმა.
Mostrar todo...
🌙 გილოცავთ რამადანის წმინდა თვის დადგომას. #რამადანი
Mostrar todo...
1785 წელს ალდის ბრძოლაში ჩეჩნებმა ტყვედ აიყვანეს რუსეთის ოფიცერი თავადი ბაგრატიონის შვილი. ჩეჩენმა მებრძოლებმა გაიგეს რომ ქართველი იყო. შეიხ მანსურმა თქვა რომ ის ვაჟკაცურად და ძლიერად იბრძოდა ბრძოლაში და მოჯაჰედებს უბრძანა რაც საჭირო იყო ყველაფერი გაეკეთებინათ დაჭრილი ოფიცრის გადარჩენისთვის. ერთერთმა მოჯაჰედმა, ვინც მედიცინაში ერკვეოდა, ჭრილობა დაუმუშავა მას და შეუხვია. რუსებმა ჩეჩნებს ფული შესთავაზეს ოფიცრის სანაცვლოდ. მდინარე სუნჟასთან უნდა გადაეცათ ოფიცერი. ჩეჩნებმა მიიყვანეს მდინარესთან. ნავით გადააცურეს მეორე ნაპირზე და უკან გამობრუნდნენ. ამ დროს რუსებმა ჰკითხეს ფულს არ აიღებთ სანაცვლოდ? მათ კი უპასუხეს: "ჩვენ ვაჟკაცებს არც ვყიდულობთ და არც ვყიდით." წყარო: ჩეჩნეთი•Chechnya
Mostrar todo...
📣📣📣 PANKISI INFO- მ თქვენთვის მოამზადა საინტერესო თემა- “სანამ პანკისს ვესტუმრებით” 🔸”ძნელია საქართველოში იპოვო ვინმე, ვისაც არაფერი სმენია პანკისზე, ან პანკისელებზე. სოციალური მედიის წყალობით ბევრი დამახინჯებული ინფორმაცია და ფაქტი აღწევს არც თუ ისე პატარა მასშტაბის აუდიტორიამდე, რაც, თავისთავად აისახება იმ წარმოდგენაზე, რომელიც საზოგადოებას უყალიბდება ჩვენზე, ქისტებზე.” 🔸”თუ თქვენ ჩამოხვალთ პანკისში, პირველივე წამიდან იგრძნობთ, თუ როგორ გათბობთ აქაური ატმოსფერო,  ბუნება თავბრუს დაგახვევთ, კავკასიონის მთები კი, თავიანთ მედიდურობაში დარწმუნებულნი, ჰორიზონტს უჩვეულოდ მომხიბვლელად დაგანახებენ.” 🔎სრულად სანახავად გადადით ჩვენს ბლოგზე👇 https://pankisinfo.blogspot.com/2023/03/blog-post.html
Mostrar todo...
“როგორც კი ომი დაიწყო, გროზნოს თავზე ვერტმფრენები გამოჩნდნენ, ჩვენ ოჯახთან ერთად სახლში ვიყავით. მამამ დედას დაუძახა და უთხრა: -აივნიდან თეთრი ზეწარი მოაშორე, ღმერთმა არ ქნას იფიქრონ, რომ ვნებდებით!”
Mostrar todo...
📣📣📣 PANKISI INFO გთავაზობთ საინტერესო სტატიას ვაინახთა დეპორტაციასა და გენოციდზე. 🔸” 23 თებერვალი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი ჩეჩნებისა და ინგუშების ისტორიაში. ეს თარიღი აისახა  არა მარტო  თავად დეპორტირებულთა მეხსიერებაზე, არამედ მთელ თემზე. ეს თემა დღესაც ისევე  მწვავედ ახსენდება მოსახლეობას, როგორც 1944 წელს.  ოჯახებში თაობიდან თაობას გადაეცემა გენოციდს გადარჩენილთა ისტორიები, საყვარელი ადამიანების დაკარგვისა და იმ მწარე ტკივილის შესახებ, რაც  განიცადეს დეპორტირებულებმა. 1944 წლის 23 თებერვალს შესრულებული სპეცოპერაცია იყო სასტიკი  გენოციდი, რომელმაც ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.” 🔸”ხელსიუფლების სადამსჯელო ოპერაციების ფარგლებში დახოცეს შორეული მთაინი სოფლების მაცხოვრებლები და არა ტრანსპორტირებადი ავადმყოფები. „გალანჩოის რაიონის რამდენიმე სოფელში 700 ადამიანი ცოცხლად  ამოწვეს. ჩებერლოევის რ-ნის მთიან სოფლებში  ხალხი "კაზენოი ამ-ის" ტბაში დაახრჩვეს. ურუს-მართანის რეგიონალურ ცენტრში ავადმყოფებს შხამიანი ინექციები გაუკეთეს, დახოცეს და საავადმყოფოს ეზოში დამარხეს. ითომ-ქალის რაიონში ხალხი სახლებში ჩაკეტეს და ყუმბარებით  აუფეთქეს საცხოვრებლები. მალხისტში გამოქვაბულებში დაცხრილეს მოსახლეობა…” 🔎სტატიის სრულად სანახავად ეწვიეთ ჩვენს ბლოგს👇 https://pankisinfo.blogspot.com/2022/02/blog-post_23.html
Mostrar todo...
«-თქვენ პირველი ჩეჩენი გენერალი ბრძანდებით? -ყოველი ჩეჩენი გმირია და ყოველი ჩეჩენი გენერალია, მე მილიონ მეერთე ვარ.» ჰოხარ დუდაევი [ფოტოზე ჯოჰარ დუდაევი ხამზატ გელაევთან ერთად (ხამზატ გელაევი 2001 წლის კოდორის კრიზისის დროს იბრძოდა აფხაზეთში ქართველების მხარეს და მეთაურობდა ქართულ-ჩეჩნურ ლეგიონს, სადაც 450-მდე ჩეჩენი და 70-მდე ქართველი იყო გაწევრიანებული)] წყარო: “კავკასიური ოჯახი”
Mostrar todo...
📣📣📣 PANKISI INFO-მ თქვენთვის მოამზადა საინტერესო თემა ჩეჩნურ სამზარეულოზე. 🔸”როდესაც ადამიანები ახდენენ თავიანთი ეროვნების “პრეზენტაციას”, შეუძლებელია ყურადღების მიღმა დარჩეს კულინარია. კულინარია იდენტობისა და კულტურის წარმოჩენის ერთ-ერთი სანდო და მნიშვნელოვანი ბერკეტია. კულინარიულ ტრადიციას ყოველთვის პატივს სცემენ და მეტიც, ტრადიციული კულინარია ბევრ ქვეყანაში დღითი დღე აღორძინების უფრო მაღალ საფეხურზე ადის.” 🔸”ყველაზე პოპულარული კერძის სტატუსს, ალბათ, მაინც იმსახურებს “ჯიჯიგ- გალანიშ”.მისდამი ასეთი “სიმპატიის” მიზეზი, სავარაუდოდ,  კარგად დამუშავებული და გამომშრალი ხორცია, თუმცა გარდა ამ უკანასკნელისა, იყენებენ ქათმის და საქონლის ახალ ხორცსაც. ცომის დამუშავებასაც გარკვეული ტექნიკა და ხელის მოქნილობა სჭირდება, რასაც ქისტი დიასახლისები არაჩვეულებრივად ართმევენ თავს.” 🔎სრულად სანახავად ეწვიეთ ჩვენს ბლოგს👇 https://pankisinfo.blogspot.com/2023/02/blog-post.html
Mostrar todo...
ცნობილი ფოტოს ისტორია ___________________________ "ომისშემდგომი ქალაქი გროზნო. ძნელბედობის ჟამი. ირგვლივ დანგრეული შენობები. ახლახან დაიწყო აღდგენითი სამუშაოები. პირველი გაჩნდა ხამფაშა ნურადილოვის სკვერი. მე ჩუმად დავეხეტებოდი ნანგრევებად ქცეულ ქალაქში, რომ გადასაღებად შესაბამისი მომენტები შემერჩია. უკვე წასვლას ვაპირებდი, რომ უეცრად ეს წყვილი შევნიშნე. ირგვლივ ოდნავ ჟინჟლავდა. ბიჭი წვიმაში იდგა, სულ გალუმპული, გოგონას ქოლგას აფარებდა, რომ ისიც არ დასველებულიყო. გარშემო არავის ამჩნევდნენ და რაღაცაზე გაცხარებით საუბრობდნენ. ამგვარ იღბალს ხელიდან ვერ გავუშვებდი. ხეს ამოვეფარე და სურათი გადავიღე. თავის გამხელა ვერ გავბედე. მძიმე დრო იყო, უცნობია, თუ რა რეაქცია ექნებოდა იმ ახალგაზრდას. შევეცადე, რომ გოგონა პროფილში გადამეღო, ისე რომ მისი სახე არ დაფიქსირებულიყო". ფოტოს ავტორია ჩეჩენი ფოტოგრაფი- საიდ-ჰუსეინ ცარნაევი.
Mostrar todo...
👆ჩეჩენი მებრძოლი და ხადიშათ შახგირიევა, რომელიც შვილთან ერთად შეეწირა სამშობლოს. “შვილს იცავთ? -არა! აქ რატომ მოხვედით მაშინ? -იარაღი მინდა შვილისთვის. თქვენი მიეცით. -არა, მე მჭირდება, სამშობლოს ვიცავ!”
Mostrar todo...
📣📣📣 PANKISI INFO-მ თქვენთვის მოამზადა საინტერესო ესე ვაინახი ქალის როლზე. 🔸”XXI საუკუნე გენდერების ქიშპობის, “როლების გადანაწილებისა” და “ფემინიზმის აღზევების” ეპოქად გვევლინება-  ქალი ცდილობს პატივისცემის, ყურადღებისა და “თავისუფლების” მოპოვებას. დასავლური კულტურა თავისი “თანასწორობით” და “ქალის სიტყვის წონით” ოქროს მედალს ისაკუთრებს, თუმცა, ვფიქრობ ამ კულტურის ვერც ერთი ნაწილი ვერ ჩასწვდება იმ როლსა და ადგილს, რომელიც ქალს უჭირავს ჩეჩნების და ზოგადად, ვაიანხთა სოციუმში.” 🔸”დროის სვლის პარალელურად ქისტი ქალი მეტ და მეტ ადგილს იკავებს საზოგადოებაში. ისლამის დამკვიდრებასთან ერთად ქალი არათუ იჩაგრება, როგორც ამას ცრუ წარმოდგენები აფიშირებენ, არამედ მისი როლი დღითიდღე უფრო მაღალ საფეხურს ეუფლება. “სამოთხე დედის ფეხქვეშაა” , “თქვენ შორის საუკეთესონი არიან ისინი, რომლებიც საუკეთესოდ ექცევიან თავიანთ ცოლებს”- ეს არის სიტყვები, რომლებიც ყველა მუსლიმის, მაშასადამე ყველა მუსლიმი ვაინახის “ცხოვრების კოდექსის” მნიშვნელოვან ნაწილს უნდა  წარმოადგენდნენ.” 🔎ესეს სრულად სანახავად გადადით ჩვენს ბლოგზე👇 https://pankisinfo.blogspot.com/2023/01/blog-post.html
Mostrar todo...
ვაინახები _________________________ “უფლის სარკმელზე მზემ მოხატა თეთრი კამეა... იჩქერიაშიც, ალბათ, ახლა თეთრი ღამეა... თეთრი ღამეა და არ სძინავთ ჩეჩენ არწივებს, - რა დააძინებთ! თოვს და ფითრდება პეიზაჟი - ნავენახარი... თოვს და მწვერვალებს დარაჯობენ ვაინახები... და თუ ამაღამ გროზნოს ცაზე მეხი იელვებს, რა მოასვენებთ ბებერ ლომებს - კავკასიელებს!.. ეჰ, სად არიან უძლეველი, ურჩი მხედრები?!. ო, რომ შემეძლოს, საქართველოს ავამხედრებდი!.. ო, რომ შემეძლოს, ჯარს შევყრიდი ივრის ჭალაში, რაა სიცოცხლე, თუ არ მტერთან ჟინით თამაში?! რაა სიკვდილი, როცა გული რისხვით ივსება?! რაა სიცოცხლე, თუ აგვართვა მტერმა ღირსება?! მე რომ შემეძლოს, საქართველოს გავაცოცხლებდი, იბერიული სიმამაცით გავაოცებდი... დავარისხებდი დედოზარებს, ქართლთან, კახეთთან, - და ჩოლოყაშვილს გავყვებოდი ვაინახებთან!.. შევულეწავდი, შევუნგრევდი გულმკერდს ავსულებს, დავიფარავდი მზეთუნახავ ჩეჩენ ასულებს... ყინულის ლოდებს მოვაბნევდი ვარდს და იელებს, სულს შთავბერავდი ჩემს გათოშილ კავკასიელებს!.. და ნახანჯლარი მრისხანებით ავიმღვრეოდი, თეთრ მწვერვალებზე მზის სხივებად დავიღვრებოდი... ალესილ ხმალზე ვაცეკვებდი შურისმგებელებს და ბინძურ ზრახვებს ავურევდი იუდეველებს!.. თავაწყვეტილი შევმუსრავდი მონღოლ-კალმიკებს და რუს გენერლებს ჩავაცმევდი კაბა-ვალინკებს და მათ გალინკებს გავგზავნიდი ცივ რასიაში, რომ არასოდეს არ დაბრუნდნენ კავკასიაში!.. მერე, პანკისში, ქისტის ჭერქვეშ შევისვენებდი, საქართველოდან რუსის ჩექმას გავასვენებდი, დავისვენებდი!.. თოვს უსაშველოდ... მზემ მოხატა თეთრი კამეა... თეთრი ღამეა... უსაშველოდ თეთრი ღამეა... იჩქერიაში, ალბათ, ათოვთ ჩეჩენ არწივებს, - რა დამაძინებს!..” თინათინ მღვდლიაშვილი
Mostrar todo...
სისხლის აღების ადათი ____________________________ სისხლის აღებას ვაინახების ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. დღეს არც თუ ისე ხშირი, თუმცა მაინც არის შემთხვევები, როდესაც დაზარალებული ოჯახი ამ ტრადიციას მიჰყვება. შუა საუკუნეებში მკვლელობის შემდეგ მკვლელი თავს აფარებდა კოშკს. როგორც კი შეიტყობდნენ მომხდარის შესახებ, თეიფის წარმომადგენლები იკრიბებოდნენ კოშკში, შეიარაღდებოდნენ და თავდაცვისთვის მოემზადებოდნენ. მოკლულის თეიფიც მაშინვე იკრიბება, იქმნება მამაკაცებისაგან შეიარაღებული რაზმი, გარს ერტყმიან საბრძოლო კოშკს, სადაც მოსისხლეები არიან გამაგრებული და იწყება თეიფებს შორის ომი. გამოსასყიდი 12 ძროხის მიღების შემდეგ მოსისხლეები ხსნიან ალყას და სახლში ბრუნდებიან, მაგრამ საქმე ამით როდი მთავრდება. მართალია, მკვლელის სახლს ახლა აშკარად ვერ დაეცემიან, მაგრამ თავად მკვლელი და მისი ახლო ნათესავები ემალებიან, ერიდებიან მოსისხლეებს. მკვლელი არ თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან და მთელი ხნის განმავლობაში, სანამ სისხლს არ აიღებენ ან არ შერიგდებიან საბოლოოდ, უნდა იმყოფებოდეს ადგილზე, მას “მეერ” ჰქვია. “მეერ” ქისტურად მამაცს ნიშნავს, მართლაც, მამაცი უნდა იყოს კაცი, რომელიც სახლში ზის და სიკვდილს ელოდება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის გულხელდაკრეფილი ელოდება მტერს. არა, ის შეიარაღებულია და იარაღით იცავს სიცოცხლეს. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ “მეერს” თავდამსხმელი მოუკლავს და ორი სისხლი დასდებია. ხშირად მოსისხლეობა შერიგებით მთავრდებოდა, რაც უაღრესად შრომატევადი და მთელი რიგი ცერემონიების შემცველი პროცესია. წყარო:“ქისტები”
Mostrar todo...
📣📣📣 PANKISI INFO-მ თქვენთვის მოამზადა საინტერესო სტატია “საახალწლო შტურმი გროზნოში”. 🔸”27 წლის წინ რუსეთის ჯარმა ჩეჩნეთში ‘’კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის ოპერაცია’’ დაიწყო. უდავოა, რომ ეს  ე.წ. ‘’ოპერაცია’’ რეალურად სრულმაშტაბიანი ომი  იყო. ომის დაწყებას რამდენიმე საინტერესო ეპიზოდი ახლდა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ‘’საახალწლო შტურმი ქალაქ გროზნოში.” 🔸”1994 წლის 31 დეკემბერს რუსული არმიის მიერ გროზნოზე თავდასხმა დაიწყო. დაგეგმილი იყო ოთხი ჯგუფის მიერ "ძლიერი კონცენტრული დარტყმების" მიტანა და ქალაქის ცენტრში  დაკავშირება. სამე­თა­უ­რო შტაბ­ის ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი იყო გროზ­ნო­ში შეს­ვლა და "წეს­რი­გის“ დამ­ყა­რე­ბა. გათ­ვლა იყო სწრაფ, ელ­ვი­სე­ბურ შე­ტე­ვა­ზე, რო­მე­ლიც სულ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი უნდა გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო. გეგმა ითვალისწინებდა სამხედრო დაჯგუფებების მოქმედებებს ფრონტის ხაზისა და არმიის ავიაციის საფარქვეშ სამი მიმართულებით გროზნომდე წინსვლასა და მის დაბლოკვას.” 🔎სტატიის სრულად სანახავად გადადით ჩვენს ბლოგზე👇 https://pankisinfo.blogspot.com/2022/12/blog-post.html
Mostrar todo...
ქისტები ქართულ წყაროებში __________________________ “ქართულ ნერილობით წყაროებში თავდაპირველად ვაინახური ტომები კავკასიანებად ან დურძუკებად/ძურძუკებად მოიხსენიებიან, თუმცა მოგვიანებით, ეს ეთნონიმი კონკრეტულად ჩეჩნების აღმნიშვნელად იქცა, ხოლო ინგუშების აღსანიშნავად გვხვდება ეთნონიმი ღლიღვი. გვიან ფეოდალური ხანიდან ქართველთა ლექსიკონში მკვიდრდება ეთნონიმი ქისტი, რომელშიც ჩეჩნების გარდა ინგუშებიც იგულისხმებიან. აღმოსავლეთ საქართველოს მთიელები ეთნონიმ ქისტს დღესაც ორივე ხალხთან დაკავშირებით ხმარობენ. ამავე დროს, ქისტებად ინოდება საქართველოს მოსაზღვრე თემებიდან პანკისის ხეობაში გადმოსული და კომპაქტურად მოსახლე ჩეჩნური ნარმომავლობის ეთნიკური ჯგუფი (ზოგიერთი ავტორის შეხედულებით, ქისტები ცალკე ვაინახური ტომია). ქართული ისტორიული წყაროების მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე ვაინახური ეთნიკური ერთეულის შემოდინებას თავდაპირველად ჩვ. ნ. III საუკუნეში ჰქონდა ადგილი, როდესაც ფარნავაზ მეფის ძემ, საურმაგმა, პოლიტიკური მოსაზრებით აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში მასობრივად გადმოასახლა თავისი დედულნი დურძუკები. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში დასახლებული დურძუკები დროთა განმავლობაში გაქართველდნენ. ამის შემდეგ კავკასიონის ქედის სამხრეთით ვაინახთა გადმოსახლების პროცესი ინტენსიურ ხასიათს XIII საუკუნიდან იღებს, ხოლო XVIII საუკუნის მინურულიდან XIX საუკუნის შუა წლებამდე განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევა. ერთეულ შემთხვევებს მოგვიანებითაც აქვს ადგილი. XVII-XVIII საუკუნეებში ჩრდილოეთიდან საქართველოში გადმოსული ვაინახები, ძირითადად კი ქისტებად სახელდებული ჩეჩნები, თიანეთისა და თელავის რეგიონებში ბინავდებოდნენ. ამათი ნაწილი ადგილობრივ მოსახლეობასთან ასიმილირდა, ხოლო ნანილი პანკისის ხეობაში დასახლდა.”
Mostrar todo...
📣📣📣 PANKISI INFO გიზიარებთ ინფორმაციას კომერციული ფოტოგრაფიის კურსის შესახებ მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის👇 🔸კურსი მოიცავს ინტენსიურ პრაქტიკულ ვორქშოფებს (გადაღებებს) და თეორიულ კურსს შემდეგი აქცენტებით: - ინტერიერის გადაღება ადგილობრივი გესთჰაუსების პოპულარიზაციისთვის; - საკვების ფოტოგრაფია ადგილობრივი სამზარეულოსა და პროდუქტების პოპულარიზაციისთვის; - ლანდშაფტის ფოტოგრაფია რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისთვის; - სარეკლამო ფოტოგრაფია სუვენირების და სხვადასხვა პროდუქტების პოპულარიზაციისთვის. 🔸პროგრამას გაუძღვებიან ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ფოტოგრაფები: ტბელ აბუსერიძე და გიორგი შენგელია. პროექტს ახორციელებს თბილისის ფოტო ფესტივალი. პროექტი ხორციელდება დუისისა და ჯოყოლოს KRDF-ის ხელშეწყობით. ___ პროექტში მომაწილოების მსურველები დაუკავშირდით კორდინატორს.👇 👩🏻- ნატა 📞- 577 54 41 09 დეტალური ინფორმაცისთვის გახსენით pdf ფაილი.👇
Mostrar todo...
PANKISI INFO-მ თქვენთვის მოამზადა საინტერესო სტატია რუსეთ- ჩეჩნეთის პირველ ომზე. 🔸”1994 წლის 30 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა ხელი მოაწერა საიდუმლო განკარგულებას  №2137с "ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე კონსტიტუციური კანონიერების და წესრიგის აღდგენის ზომების შესახებ",  განკარგულების  თანახმად, 1 დეკემბრიდან  ”ჩეჩნეთის რესპუბლიკაში უნდა განხორციელებულიყო კონსტიტუციური კანონიერების და კანონის უზენაესობის აღდგენის ზომები”, დაწყებულიყო განიარაღება და შეიარაღებული ფორმირებების ლიკვიდაცია, ამასთანავე, მოლაპარაკებების ორგანიზება.” 🔸”ჩეჩნეთში ომის დაწყება კრემლსა და ბორის ელცინს ძვირად დაუჯდა დიდი ძალისხმევის მიუხედავად რუსეთმა ვერ შეძლო ჩეჩნეთის დამარცხება, პირიქით,  ჩეჩნები დროდადრო დაკარგულ ტერიტორიებს იბრუნებდნენ, ამიტომ კრემლს მოუწია შეთანხმებაზე წასვლა.” 🔎სტატიის სრულად სანახავად გადადით ჩვენს ბლოგზე👇 https://pankisinfo.blogspot.com/2022/12/i.html
Mostrar todo...
წოვა თუშები “წოვა თუშებს, რომლებიც წარმოშობით ვეინახური ტომისანი არიან, დღემდე შემორჩენილი აქვთ მშობლიური ენა, ვეინახური ენის ერთ-ერთი კილო. მკვლევართა უმრავლესობა, რომელთაც ჰქონდათ შეხება წოვა თუშების ისტორიულ წარმომავლობასთან, უყოყმანოდ იზიარებენ იმ აზრს, რომ ის ვეინახური ტომია, რაზეც მეტყველებს ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ლინგვისტური, ფოლკლორული და სხვა სახის მასალები. მიუხედავად იმისა, რომ წოვა თუშები-ბაცბები ქრისტიანები არიან, ქისტები კი მაჰმადიანები, მათ ძალიან ბევრი რამ აკავშირებთ საერთო ენის გარდა: შემორჩენილი წარმართული კულტი,ადათ-წესები, კულტურა და სხვა.აკაკი შანიძე მიიჩნევდა,რომ “მე-18 საუკუნეში ქართული ენა თუშეთში ყველგან გავრცელებული იყო, მაგრამ წოვათის სოფლებს თავიანთი ენაც ჰქონდათ,რომელიც მათ კახეთში ჩამოსახლების შემდეგაც არ დაივიწყეს.თუმცა ქართულიც კარგად შეითვისეს და სხვა თუშებზე ნაკლებ არ იციან. ამიტომ თუშების ნაწილი დღეს მხოლოდ ქართულ ენაზე ლაპარაკობს,ნაწილს კი შემორჩა მამა-პაპების ენაც,რომელიც ადრე თუშეთის ყველა თემში უნდა ყოფილიყო გავრცელებული.” წყარო:“ვეინახების ქართული საგა”
Mostrar todo...
ჩაჩნები _______________________________ ეთნიკური ნომენკლატურა: ავტოეთნონიმი: “ნოხჩი” ; ეგზოეთნონიმები: ინგუშური- “ნოხჩი”, ქართული- “ჩეჩენი”, “ქისტი”, ოსური- “ცაცაინაგ”, ყაბარდოულუ და ნოღაური- “შეშენ”, აბაზური- “ჩაჩენ”, ავარიული- “ბურტიალ”, რუსული- “ჩეჩენეც”, ინგლისური- “ჩეჩენ”, გერმანული- “ჩეჩენენ”. ჩაჩნები თვითსახელწოდება “ნოხჩი”-ს უკავშირებენ ეპონიმურ სახელწოდებად “ნახჩოუ თურფალ”, ან ჩეჩენი ხალხის წარმოშობის ადგილად მიჩნეულ “ნაშახ”-ს. ეგზოეთნონიმები “ჩეჩენი”, “ჩაჩანი”. შეშენი მომდინარეობს ტოპონიმ “ჩაჩანისაგან”. VIII ს-დან აულ “ჩეჩენის” სახელწოდება რუსებმა მთელ ნოხჩებზე გაავრცელეს, ქართველი მთიელები ჩაჩნებს და მათ ახლო მონათესავე ინგუშებს ზოგადად “ქისტებს” უწოდებენ. ძველ ქართულ მატიანეებში ჩეჩენთა და ინგუშთა წინაპრები “დურძუკების” სახელით ფიგურირებენ. ეთნონიმი “ნოხჩი” დოკუმენტურად ცნობილია ახ.წ. VII საუკუნიდან. პურველად ის იხსენიება “სომხურ გეოგრაფიაში” “ნახჩამატიან”-ის ფორმით”. წყარო:”ვეინახების ქართული საგა”
Mostrar todo...