cookie

نحن نستخدم ملفات تعريف الارتباط لتحسين تجربة التصفح الخاصة بك. بالنقر على "قبول الكل"، أنت توافق على استخدام ملفات تعريف الارتباط.

avatar

PANKISI INFO Channel

إظهار المزيد
مشاركات الإعلانات
259
المشتركون
لا توجد بيانات24 ساعات
-17 أيام
-730 أيام
أرشيف المشاركات
📣📣📣 მიიღეთ მონაწილეობა PANKISI INFO-ს გამოკითხვაში👇 ყველაზე ხშირად რომელ პლატფორმას იყენებთ ინფორმაციის მიღების მიზნით?Anonymous voting
  • Google
  • facebook
  • instagram
  • youtube
  • telegram
  • twitter
0 votes
📣📣📣 PANKISI INFO-მ თქვენთვის მოამზადა საინტერესო სტატია ვაინახების ისლამამდელ რწმენა-წარმოდგენებზე. 🔸”ჩეჩნეთში ისტორიული,  ისლამამდელი წარმართობის კვალის დადასტურება მარტივია. ამაზე მოწმობს სხვადასხვა ისტორიული ძეგლები და ჩეჩნური ენა.  წარმართობის ეპოქაში საფუძველი ჩაეყარა ჩეჩნური ეთნოსის   მენტალიტეტს, ღირებულებით დამოკიდებულებებსა და მთლიანად კულტურას. ვაინახების წარმართული კულტურა საკმაოდ განვითარებული იყო, შეიცავდა მითოლოგიას, მთავარი ღვთაებების პანთეონს, ჰყავდათ რელიგიური პირები და ჰქონდათ წმინდა სალოცავი ადგილები.  ვაინახთა უძველესმა რელიგიამ გაიარა გრძელი ისტორიული გზა ტოტემიზმიდან - რელიგიის უძველესი ფორმა - ღმერთების პერსონიფიკაციამდე.” 🔸”ვაინახების პანთეონში სხვა ღვთაებებიც არსებობდნენ. „სიელა“ იყო ჭექა-ქუხილის ღმერთი, ზნეობის მცველი. „გალ-ერდი“ იყო მესაქონლეობისა და ზოგადი კეთილდღეობის მფარველი. „სთიგალა“ ცის ღვთაებაა. „კინჩი“ მთვარის ქალღმერთია. ამ ღვთაებიდან ბევრს პატივს სცემდნენ როგორც მფარველებს გასული საუკუნის დასაწყისშიც.  „ელტა“ გარეული ცხოველების მფლობელი და მონადირეების მფარველია. ლეგენდის თანახმად, ელტა ცალთვალა იყო, მისი სახელს მზის ჩასვლის შემდეგ არ წარმოთქვამდნენ და დღისითაც კი უპირატესობას ანიჭებდნენ სხვა სახელით მოხსენიებას.” 🔎სტატიის სრულად სანახავად გადადით ჩვენს ბლოგზე👇 https://pankisinfo.blogspot.com/2022/07/blog-post_24.html
إظهار الكل...
📣📣📣 🔹Pankisi Info საინტერესო ინფორმაციებს ტელეგრამ არხისა და ჯგუფის გარდა გიზიარებთ სხვა პლათფორმებზეც🔁 🔹გადადით ლინკზე და ეწვიეთ ჩვენს ბლოგს, Instagram-ისა და Facebook-ის გვერდებს📲 🔹დაათვალიერეთ კადრები პანკისის ხეობიდან და მიიღეთ მეტი წვდომა სასურველ ინფორმაციაზე🌄📊 👇👇👇 https://linktr.ee/Pankisi_Info?utm_source=linktree_profile_share&ltsid=57f9e6a3-227c-48f2-8181-c055c2b9b927
إظهار الكل...
Photo unavailableShow in Telegram
“დასახლება” ________________________________ “სოფელი დუისი პანკისის ხეობაში ყველაზე ადრეული ქისტური დასახლება უნდა იყოს — სავარაუდოდ, იგი 1826 წლიდან არსებობს. სოფელ ჯოყოლოს დაარსების თარიღად 1855 წელი მიიჩნევა. დაახლოებით ამავე პერიოდში ფიქსირდება სოფ. ომალო. არსებობს მოსაზრება, რომ იგი ჯოყოლოზე ადრინდელი დასახლებაა და დაარსებულია თუშეთში დიდი ხნის წინ გადმოსახლებული და ერთ ხანს იქ მცხოვრები მართლმადიდებელი ქისტების მიერ. ქისტების ოცდათორმეტამდე კომლი 1848 წელს პანკისის ხეობის ბალთაგორის მიდამოებში დაფუძნდა. მათ ჰქონდათ 1000 ჰექტარი სახნავ-სათესი სავარგული და მიწათმოქმედებას ეწეოდნენ. როდესაც ხელისუფლება ქისტების ახალი ნაკადის დასასახლებლად ადგილს არჩევდა, ომალოში ქისტები უკვე ბინადრობდნენ. 1858 წელს დაისვა ქისტების 75 ოჯახის ომალოში გადაყვანის საკითხი. იმავე წელს ალვანიდან ომალოში გადმოასახლეს ქისტების 37 ოჯახი, ხოლო 40 ოჯახის ჩამოსახლება შემდეგი წლის გაზაფხულისთვის იყო განზრახული.” წყარო:”ეთნოსები საქართველოში”
إظهار الكل...
📣📣📣 PANKISI INFO-მ თქვენთვის მოამზადა საინტერესო სტატია ვაინახების ხალხურ მედიცინაზე. 🔸”ხალხური  მედიცინა ნებისმიერი ერის ისტორიული მემკვიდრეობაა. ტრადიციული მედიცინა ეთნიკურ, კულტურულ და რელიგიურ ასპექტებთან ერთად,  პირდაპირ კავშირშია ეთნიკური ჯგუფის საცხოვრებელი ადგილის ეკოლოგიურ და გეოგრაფიულ თავისებურებებთან. ვაინახების ხალხური მედიცინაზე არქეოლოგიური გათხრების მონაცემები გვაძლევენ ინფორმაციას. ისინი მოწმობენ, რომ ჩეჩნური ხალხური მედიცინა უძველესი დროიდან წარმოიშვა.” 🔸”ვაინახებში ფართოდ იყო გავრცელებული ამულეტები და თილისმები, რომლებშიც ფურცელზე დატანილი ლოცვები იკერებოდა. მათ სჯეროდათ, რომ თილისმები  ბოროტი თვალისგან იცავდნენ. ადრეული მუსლიმური მედიცინა ეყრდნობოდა ჩრდილოეთ კავკასიის ტრადიციულ პრაქტიკას და ბუნებრივ საშუალებებს, როგორიცაა თაფლი ან ზეითუნის ზეთი, ვაკუმიანი ქილები (ჰიჯამა), რომლებიც დღესაც კი აქტიურად გამოიყენება ბევრ ისლამურ ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში დაავადებების სამკურნალოდ.” 🔎სტატიის სრულად სანახავად გადადით ჩვენს ბლოგზე👇 https://pankisinfo.blogspot.com/2022/07/blog-post_17.html
إظهار الكل...
📣📣📣 🔹Pankisi Info საინტერესო ინფორმაციებს ტელეგრამ არხისა და ჯგუფის გარდა გიზიარებთ სხვა პლათფორმებზეც🔁 🔹გადადით ლინკზე და ეწვიეთ ჩვენს ბლოგს, Instagram-ისა და Facebook-ის გვერდებს📲 🔹დაათვალიერეთ კადრები პანკისის ხეობიდან და მიიღეთ მეტი წვდომა სასურველ ინფორმაციაზე🌄📊 👇👇👇 https://linktr.ee/Pankisi_Info?utm_source=linktree_profile_share&ltsid=57f9e6a3-227c-48f2-8181-c055c2b9b927
إظهار الكل...
Photo unavailableShow in Telegram
ამფითეატრი _______________________________ პანკისის ამფითეატრი 1984-1986 წლებში იქნა აშენებული. იგი მიეძღვნა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას. ამფითეატრის თავში აშენებულია მემორიალი, რომელზეც სოფლების მიხედვით ჩამოწერილია დაღუპულთა სახელები და გვარები. აქ დიდი ხნის მანძილზე იმართებოდა 9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, მასპინძლობდნენ სხვადასხვა რანგის სტუმრებს, მათ შორის იყო 1997 წელს ასლან მასხადოვის სტუმრობაც. ამფითეატრი მაღლიდან გადმოჰყურებს მთელ ხეობას და იქ მისულებს საშუალებას აძლევს დატკბნენ უმშვენიერესი ხედით.
إظهار الكل...
📣📣📣 PANKISI INFO-მ თქვენთვის მოამზადა საინტერესო სტატია ანტიკური ხანის ვაინახურ ტომებზე. 🔸”ჩეჩნეთი და ინგუშეთი  უძველესი დროიდან იყო ძველი ჩეჩნური ტომებით დასახლებული ტერიტორია, რასაც მოწმობს არქაული ქვის იარაღების აღმოჩენა (40 ათასი წლის წინანდელი).  ქვის ხანის ადამიანის კვალი აღმოჩნდა როგორც დაბლობზე, ისე ინგუშეთისა და ჩეჩნეთის მთიანეთში. ლითონების აღმოჩენამ (სპილენძის ნაწარმი კავკასიაში ძვ. წ. V-IV სს-ში გაჩნდა) და მეცხოველეობის განვითარებამ ხელი შეუწყო ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიის, კერძოდ კი მისი მთიანი რეგიონის უფრო განვითარებას. მოსახლეობის მთაში გადაადგილება, უპირველეს ყოვლისა,  ეკონომიკური მიზეზებით იყო გამოწვეული, კერძოდ,  ლითონის საჭიროება და პირუტყვისთვის საძოვრების ძიება.“ 🔸”გარკვეული ცნობები ჩეჩნებისა და ინგუშების წინაპრების შესახებ თავად ანტიკური ეპოქის ავტორების თხზულებაშიც გვხვდება. ამგვარად, ყურადღებას იქცევს სტრაბონის გეოგრაფიაში, პლინიუს უხუცესთან და პლუტარქესთან (ახ. წ. I-II სს.) მოხსენიებული გარგარეელი ხალხის სახელი. გარგარეი ლოკალიზებულია ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიაში, დაღესტნის გელებისა და ლეგების ტომებთან. მიჩნეულია, რომ ვაინახური ეთნიკური თემი გარგარეისთან უნდა იყოს დაკავშირებული, ვინაიდან ეს ტერმინი, დღესაც კი, ნათესავის მნიშვნელობას ატარებს(ინგუშურად - გარგარ, ჩეჩნურად - გერგერა).” 🔎სტატიის სრულად სანახავად ეწვიეთ ჩვენს ბლოგს👇 https://pankisinfo.blogspot.com/2022/07/blog-post.html
إظهار الكل...
🔔🔔🔔 გაეცანით და მიიღეთ მონაწილეობა PANKISI INFO-ს გამოკითხვაში📊👇 🔻ჩამოთვლილთაგან, თქვენი აზრით, რომელი წარმოადგენს მთავარ პრობლემას პანკისის ხეობაში? (ხმის მიცემა ანონიმურია)Anonymous voting
  • განათლების პრობლემა
  • ეკოლოგიური პრობლემა
  • დასაქმების პერსპექტივის არარსებობა
  • თავისუფალი აზრის გამოხატვის შეზღუდვა
  • ტრანსპორტი (სოფლებს შორის გადაადგილება)
0 votes
Photo unavailableShow in Telegram
შამილის ცოლი, ამინათი _______________________________ “შამილი, რომელიც ხედავდა, რომ ქისტებთან მარტო ძალით საუბარი სასურველ შედეგს ვერ მიაღწევდა,მთელ რიგ დათმობებეზე მიდიოდა. ნათესაური კავშირის გამოყენებაზეც არ უთქვამს უარი და ცოლად შეირთო ქისტის ქალი,რომელიც მის ცოლებში ყველაზე ახალგაზრდა და ლამაზი იყო. ამინათი დაიბადა ჩანთი არგუნის მაღალმთიან აულში. გავიდა წლები და ამინათი ულამაზესი ქალიშვილი დადგა. პოლიტიკური და პირადი გრძნობების გამო შამილმა 14 წლის ამინათი 1850წელს ცოლად შეირთო. ქისტი ქალი არა მარტო გარეგნულად იყო უნაკლო, არამედ გამოირჩეოდა ჭკუით,მოსაზრებულობით და დიდი გულისხმიერებით. ამინათს არ უყვარდა შამილი. ამას განაპირობებდა,ალბათ ისიც,რომ იმამი მისი ხალხის მიმართ მკაცრი იყო და მრავალი უბედურება დაატეხა თავს ქისტებს. შესაძლებელია, სწორედ ეს სიმკაცრე გახდა მათი დაშორების მიზეზიც. ასეა თუ ისე,იმამ შამილმა ვერ მოტეხა ამინათის სიამაყე და 1858წელს გაეყარა.” /ხასო ხანგოშვილი/
إظهار الكل...
📣📣📣 PANKISI INFO-მ თქვენთვის მოამზადა საინტერესო სტატია ბეიბულათ თაიმიევის ეპოქაზე. 🔸”1820-იან წლებში ჩეჩენი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას ხელმძღვანელობდა ჩეჩნეთის გამოჩენილი ლიდერი, სამხედრო-პოლიტიკური მოღვაწე, ბეიბულათ თაიმიევი. მას მხარს უჭერდა, ფაქტორბივად, ჩეჩნეთის მთელი მოსახლეობა. ბეიბულათ თაიმიევი დაიბადა 1779 წელს, ღარიბ ოჯახში, სოფელ ბილტოიში. თაიმიევს გააჩნდა გამორჩეული  ორატორული ნიჭი, კარგად იცოდა კავკასიაში  ცარიზმის მოქმედებების ბუნება და იცოდა, როგორ დაემყარებინა საჭირო ურთიერთობა ხელისუფლებასთან. რუსულ წყაროებში ბეიბულათი პირველად მოიხსენიება 1802 წლის მოვლენებთან დაკავშირებით, როდესაც ის და მთიელთა ჯგუფი თავს დაესხა კაზაკებს.” 🔸”ბეიბულათ თაიმიევს კარგად იცნობდნენ არა მარტო კავკასიაში, არამედ პეტერბურგის უმაღლეს წრეებშიც და რუსეთის ფარგლებს გარეთაც. ის არაერთხელ ცდილობდა დაღესტანთან, ყაბარდასა და საქართველოსთან ურთიერთობის დამყარებას. ამ მიზნით ირანშიც კი წავიდა. როგორც ჩანს, მას ესმოდა, რომ შეუძლებელი იყო მარტო ეომა   ერთ-ერთი უძლიერესი არმიის წინააღმდეგ, რომელმაც იმ დროისთვის დიდი გამოცდილება მიიღო საფრანგეთთან, თურქეთთან და ირანთან ომებში.” 🔎სტატიის სრულად სანახავად ეწვიეთ ჩვენს ბლოგს👇 https://pankisinfo.blogspot.com/2022/06/blog-post_24.html
إظهار الكل...
📣📣📣 Pankisi info-მ თქვენთვის მოამზადა საინტერესო სტატია ჩეჩნურ ეტიკეტზე. 🔸“თითოეულმა ეთნიკურმა ჯგუფმა თავისი ისტორიული განვითარების პროცესში შეიმუშავა სოციოტიპური ქცევის რეგულატორები, რომელთა არსი არის მორალური ნორმები, ე.ი. სწორი და არასწორი ქცევის შესახებ იდეების სისტემა, რომელიც მოითხოვს გარკვეული მოქმედებების შესრულებას და სხვების აკრძალვას. ეთნიკური ჯგუფის კომუნიკაციისა და ქცევის მოდელები ყალიბდება და ირღვევა მორალური ცნობიერებით და  ამდიდრებს ზოგად ეროვნულ და საყოველთაო ღირებულებებს. მოგეხსენებათ, კომუნიკაცია არის არა მხოლოდ ინფორმაციის გაცვლა, არამედ სოციალური და ფსიქოლოგიური ურთიერთქმედებაც. ჩეჩნებს, ისევე როგორც სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებს შორის კომუნიკაციის ტრადიციული კულტურის საფუძველს წარმოადგენს ადამიანების, როგორც სქესის და ასაკობრივი ჯგუფების წარმომადგენლების, ურთიერთქმედების პრინციპები.” 🔸”„გ1ილლაკხ“ არის ქცევის კულტურის გარეგანი გამოვლინება: მიმიკა, ჟესტები, ხმის ტემბრი, ჯდომის, დგომის, ჭამის, მოსმენის, ლაპარაკის და ძილის უნარიც კი, ისევე როგორც მრავალი სხვა რამ, რამაც შეიძლება პირველი შთაბეჭდილება მოახდინოს ადამიანზე. მაგალითად: უფროსს ფეხზე უნდა წამოუდგეს უმცროსი; უმცროსმა უფროსის მარცხნივ უნდა იაროს ; ჩეჩენმა წყალი ჯერ სხვას უნდა შესთავაზოს ; სუფრაზე ჭამა მასპინძელმა არ უნდა დაიწყოს  სტუმრის წინ; მასპინძელი დასაძინებბლად არ უნდა წავიდეს, სანამ სტუმრი არ დაიძინებს; უმცროსი არ უნდა დადგეს  უფროსის პირისპირ, განსაკუთრებით მზის მოფარებით. აქვე ვლინდება მზის უძველესი ჩეჩნური კულტიც. ჩეჩნური ეტიკეტის უძველესი წესები კომუნიკაციისას მზესთან ან სამხრეთთან ასოცირებულ ადამიანს უფრო მნიშვნელოვანს ხდის. ასე რომ, წესით, ჯერ ესალმებიან მზის ამოსვლის მხარეს მიმავალ ადამიანს.” 🔎სტატიის სრულად სანახავად გადადით ჩვენს ბლოგზე👇 https://pankisinfo.blogspot.com/2022/06/blog-post_12.html
إظهار الكل...
Photo unavailableShow in Telegram
ინტერვიუს ნაწყვეტი ჯოხარ დუდაევთან ______________________________ რ:- ჩეჩნები დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან უკვე 300 წელი. რა არის ჩეჩნების დაუმორჩილებლობის საიდუმლო? დუდაევი:- ჩეჩენი ხალხი მონობისთვის არაა გაჩენილი. მითუმეტეს ასეთი ბინძური, კაცთმოძულე პოლიტიკის პირობებში. რომელი ერი ან რომელი ადამიანი გაუძლებს და აიტანს მსგავს ძალადობას?! კავკასიის გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო, უდავოდ, კავკასია ითვლება მსოფლიო ცივილიზაციის აკვნად. ჩეჩნების მორალური, მენტალური და ბუნებრივი მდგომარეობა, რომლითაც ჩეჩნები, როგორც ეთნიკური ჯგუფი მიჯაჭვულია კავკასიას, არ აძლევს ჩეჩნებს იმის უფლებას, რომ იყვნენ მონები.”
إظهار الكل...
📊მიიღეთ მონაწილეობა Pankisi infi-ს გამოკითხვაში (პასუხი ანონიმურია) 🔸რა წარმოადგენს თქვენ მიერ Pankisi info-ს ტელეგრამ ჯგუფისა და არხის გამოწერის მიზანს? (შეგიძლიათ, აირჩიოთ რამდენიმე პასუხი)Anonymous voting
  • მაქვს ჩემი მცირე ბიზნესი, რომელიც მინდა განვავითარო
  • სწრაფად მოვიპოვო ინფორმაცია სასურველ სერვისზე
  • დავეხმარო სხვებს საჭირო ინფორმაციის მიღებაში
  • დაინტერესებული ვარ პროექტებით, რომლებსაც Pankisi info ხეობაში ატარებს
  • თვალი ვადევნო საინტერესო და შემეცნებით ინფორმაციებს ვაინახებზე
0 votes
Photo unavailableShow in Telegram
დაკრძალვა პანკისში _______________________________ პანკისში მიცვალებულის დაკრძალვამდე ასრულებენ საერთო ლოცვას, შემდეგ კი კაცებს ფეხით, შორი მანძილის დროს კი ტრანსპორტით გადაჰყავთ მუცვალებული სასაფლაომდე. მიცვალებულის ხმამაღლა დატირების ტრადიცია თანდათანობით მივიწყებას ეძლევა, დავიწყებას ეძლევა აგრეთვე სუფრის გაშლის და 40-ის გადახდის ტრადიციებიც. თუმცა, ხდება ახალდაკლული საქონლის ხორცის დარიგება მეზობლების, ნათესავებისა და გაჭირვებულებისთვის. მიცვალებულსთვის კუბოს არ ამზადებენ, მას თეთრ ნაჭერში ახვევენ, რომელიც არსად არ უნდა იყოს გაკერილი, ხოლო საფლავში ისე ასვენებენ, რომ სახით მექისკენ იყოს მიბრუნებული. ხშირად რამადანის შემდეგ ოჯახის წევრები სასაფლაოს წინ ტკბილეულით მიდიოდნენ და იქ თავმოყრილ ბავშვებს ურიგებდნენ. ეს წესი დღეს ქისტებში აღარ არსებობს. ასევე, ბევრ ოჯახში დღემდე შემორჩენილია წესი- გარდაცვალებიდან ერთი წლის მანძილზე, ყოველ ხუთშაბათ საღამოს ისინი გასცემენ “სააყა”-ს (მოწყალება) თავიანთი მიცვალებულის გამო.
إظهار الكل...
📣📣📣 Pankisi Info-მ თქვენთვის მოამზადა სტატია - “ტერიტორიული თემი- ჩეჩნური “თეიფი”. 🔸”თეიფ-თუკხუმის ორგანიზაცია თავისი კლასიკური ფორმით ჩამოყალიბდა  თემურ ლენგის შემოსევების შემდეგ, როდესაც  ბრძოლების გამო ჩეჩნეთმა დიდი დანაკარგი იწვნია  . ამ პერიოდში ჩეჩნები იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ ვაკე  და წასულიყვნენ მთაში. ჩეჩნეთის ისტორიაში თეიფ-თუკხუმის ორგანიზაციის როლზე საუბრისას აუცილებელია განვსაზღვროთ რას ვგულისხმობთ ტერმინები „თეიფი“ და „თუკხუმი“.  ჩეჩნური თეიფი მისი კლასიკური ფორმით არ არის არც პატრონიმი და არც გვარი. სიტყვა „თეიფი“ ნასესხებია არაბულიდან (სადაც „თეიფა“ ნიშნავს „სახეობას, გვარს“) და ჩეჩნებში გავრცელდა  მე-17 საუკუნეში. იგი ასევე გვხვდება სხვა კავკასიელ ხალხებში სხვადასხვა სოციალურ და პატრონიმულ ჯგუფებში. ჩეჩნური თეიფი კლასიკური თვითმმართველი ტერიტორიული საზოგადოებაა, რომელიც შედგება ერთი ან რამდენიმე სოფლისაგან და თავისი უფლებამოსილების  უმაღლესი დონის ასოციაციებზე დელეგირებას ახდენს.” 🔸”ამრიგად, კლასიკური ჩეჩნური თეიფი შეიძლება განისაზღვროს, როგორც ინსტიტუტი, რომელიც ტერიტორიული საზოგადოების დონეზე ახორციელებს სოციალური ორგანიზაციის ფუნქციებს  და გადასცემს თავის ზოგიერთ უფლებამოსილებას უმაღლესი დონის გაერთიანებებს. ტერიტორიული თემი შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე სოფლისაგან, რომლებიც მდებარეობს იმავე ლანდშაფტურ ზონაში. თეიფს, როგორც ინსტიტუტს აქვს მთელი რიგი ფუნდამენტური მახასიათებლები: ტერიტორიის ერთიანობა, საერთო ეკონომიკური, სამართლებრივი და იდეოლოგიური ბაზა. თეიფის სამართლებრივი საფუძველი იყო ტრადიციული სამართალი.” 🔎სტატიის სრულად სანახავად გადადით ჩვენს ბლოგზე👇 https://pankisinfo.blogspot.com/2022/06/blog-post.html
إظهار الكل...
📣📣📣 Pankisi Info-მ თქვენთვის მოამზადა სტატია, თუ როგორ ჩაიარა გუშინდელმა ინტელექტუალურმა თამაშმა “რა? სად? როდის?”. 🔸”27 მაისს,  Pankisi Info-ს   თანამშრომლებმა, „ვაინახთა ფონდის“ დაფინანსებით, დუისის საჯარო სკოლაში ჩაატარეს ინტელექტუალური თამაში - რა­?  სად?  როდის?. ორგანიზატორებთან ერთად კონკურსის მსვლელობას  ესწრებოდნენ დუსის საჯარო სკოლის მასწავლებლებიც.    კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ IX, X, XI კლასის 27 მოსწავლე.  მონაწილეებს  ცოდნის ინდივიდუალური გამოვლინების   საშუალება მიეცათ როგორც ზოგად, ისე ვაინახურ თემატიკაზე.  კონკურსი ჩატარდა 2 ტურად. პირველი ეტაპი მოიცავდა 20 შეკითვას, მათგან 10 ზოგადი და 10 ვაინახური თემატიკის შემცველი შეკითხვა დაისვა.” 🔸”დაჯილდოვდნენ ფულადი პრიზით, სერთიფიკატებითა და მაისურებით. პირველი ადგილზე გასულ მონაწილეს, მაკა გაურგაშვილს  გადაეცა  300 ლარი, მეორე ადგილზე გასულ მონაწილეს, ანზორი ცისკარიშვილს გადაეცა  200 ლარი და მესამე ადლიზე გასულ 2 მოწილეს  იიმან ბორჩაშვილსა და მარიამ მარგოშვილს გადაეცათ 50-50 ლარი.” 🔎სტატიის სრულად სანახავად გადადით ჩვენს ბლოგზე👇 https://pankisinfo.blogspot.com/2022/05/blog-post_28.html
إظهار الكل...
📣📣📣 ხვალ, 27 მაისს, დუისის საჯარო სკოლაში “ვაინახთა ფონდი”- ს დაფინანსებით “Pankisi info” ჩაატარებს ინტელექტუალურ თამაშს “რა? სად? როდის?”🦉 კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ IX, X და XI კლასის მოსწავლეები👩‍💼🧑‍💼 კონკურსი ჩატარდება 2 ტურად. კითხვები იქნება როგორც ზოგად, ისე ვაინახურ თემატიკაზე. 📑 ყველა მონაწილე მიიღებს სიმბოლურ საჩუქრებს. რაც შეეხებათ გამარჯვებულებს, დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზით: 🎉🎉🎉 🥇300 🥈200 🥉100 IX, X და XII კლასელებს გელოდებით თამაშზე🧨 გისურვებთ წარმატებებს🏆
إظهار الكل...
📣📣📣 Pankisi Info-მ თქვენთვის მოამზადა საინტერესო სტატია აბრაგებზე. 🔸“რუსეთის  მიერ საბოლოო დაპყრობის შემდეგ  განცდილმა სოციალურმა რყევებმა და სახელმწიფო რეფორმებმა ჩრდილოეთ კავკასიაში ადგილობრივი საზოგადოებისა და მისი მსოფლმხედველობის ღრმა ტრანსფორმაცია მოახდინა. მთელი რიგი ცვლილებებისა და რუსეთის დაპყრობის შედეგად  განვითარდა თანამედროვე აბრაგობა. ეს იყო ახალი ტიპის პროფესიული ძარცვა, რომელიც დამახასიათებელი იყო პოსტტრადიციული საზოგადოებისთვის, მაგრამ აღიქმებოდა თავად მთიელების, პოლიტიკოსებისა და მეცნიერების მიერ, როგორც ადგილობრივი მხედრების გამბედაობის ან „მტაცებლობის“ გაგრძელება. ფაქტობრივად, აბრაგობის სოციალურ-კულტურული ფესვები მნიშვნელოვნად შეიცვალა მე-19 და მე-20 საუკუნეებში.” 🔸”მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის ტერმინის მნიშვნელობა კვლავ შეიცვალა.მისი ახალი მნიშვნელობა იყო „კეთილშობილი ყაჩაღი კავკასიის მთიანეთიდან“. ასე განმარტა გენერალ-მაიორ პოლოზოვმა, რომელიც რევოლუციამდე მსახურობდა ელისავეტპოლის პროვინციის ჟანდარმერიაში (ახლანდელი ჩრდილოეთ აზერბაიჯანი) და თავად იბრძოდა აბრაგების წინააღმდეგ. პოლოზოვი ყოფილი ოპონენტების მიმართ პატივისცემას არ მალავს: „ყაჩაღი ხალხის ნაწილს... ჩრდილოეთ კავკასიაში აბრაგებს უწოდებენ, ხოლო სამხრეთში, ამიერკავკასიაში – ყოჩაკებს (Türk. kacak - „ლტოლვილი“).” 🔎სტატიის სრულად სანახავად გადადით ჩვენს ბლოგზე👇 https://pankisinfo.blogspot.com/2022/05/blog-post_22.html
إظهار الكل...
Photo unavailableShow in Telegram
“მეტის-მეტად სძულდა შამილს რუსობა, ისე არ ახსენებდა მათ სახელს, რომ არ დაეყოლებინა “დონღუზი” (ღორი). უპირო და გაუტანელიაო, ამბობდა შამილი კაცი ვერ ენდობა მაგათაო. მოგატყუებს, გიღალატებს და პირში ჩალა-გამოვლებულს დაგტოივებსო. ამისთვის აუტეხა რუსებს ბრძოლა სასტიკი და ულმობელი. რუსებთან ერთად იბრძოდნენ ქართველი ცხენოსნები და ქვეითები, რომლებიც საოცარ გმირობასა და ვაჟკაცობას იჩენდნენ შამილის წინააღმდეგ ბრძოლაში და თვით შამილს უთქვამს არა ერთხელ თურმე, რუსები რომ მუსრს გვავლებენ მთიულებს, ეს მესმის და მეყურება, ვინაიდგან ზღაპრულ მგელსავით ხახაში ძვალსავით გავეჩხირეთო, მაგრამ ამ ქართველებს რა უნდათ ჩემგან, რად ეხმარებიან რუსებს ასე ერთგულად და რად უჩვენებენ ასე გაბედულად და ოსტატურად მთის გზა-კვალსო. განა ჩემისა და დაღესტნის წახდენით მაგათ რა შეემატებათ, ან თუ ჰგონიათ დაღესტანის გაქრობა აღადგენს მათ პოლიტიკურ არსებობასო. ისე ჩავიდა საფლავს იმამი, რომ ვერ შეიტყო მიზეზი ამ გულსაკლავ საიდუმლოსი და ვერც გაიგებდა , ძლიერაც რომ სცდილიყო მის გაგებას.” /წყარო: ალექსანდრე ფრონელი – მთის არწივი შამილი, 1914წ./
إظهار الكل...
“მეტის-მეტად სძულდა შამილს რუსობა, ისე არ ახსენებდა მათ სახელს, რომ არ დაეყოლებინა “დონღუზი” (ღორი). უპირო და გაუტანელიაო, ამბობდა შამილი კაცი ვერ ენდობა მაგათაო. მოგატყუებს, გიღალატებს და პირში ჩალა-გამოვლებულს დაგტოივებსო. ამისთვის აუტეხა რუსებს ბრძოლა სასტიკი და ულმობელი. რუსებთან ერთად იბრძოდნენ ქართველი ცხენოსნები და ქვეითები, რომლებიც საოცარ გმირობასა და ვაჟკაცობას იჩენდნენ შამილის წინააღმდეგ ბრძოლაში და თვით შამილს უთქვამს არა ერთხელ თურმე, რუსები რომ მუსრს გვავლებენ მთიულებს, ეს მესმის და მეყურება, ვინაიდგან ზღაპრულ მგელსავით ხახაში ძვალსავით გავეჩხირეთო, მაგრამ ამ ქართველებს რა უნდათ ჩემგან, რად ეხმარებიან რუსებს ასე ერთგულად და რად უჩვენებენ ასე გაბედულად და ოსტატურად მთის გზა-კვალსო. განა ჩემისა და დაღესტნის წახდენით მაგათ რა შეემატებათ, ან თუ ჰგონიათ დაღესტანის გაქრობა აღადგენს მათ პოლიტიკურ არსებობასო. ისე ჩავიდა საფლავს იმამი, რომ ვერ შეიტყო მიზეზი ამ გულსაკლავ საიდუმლოსი და ვერც გაიგებდა , ძლიერაც რომ სცდილიყო მის გაგებას.” ალექსანდრე ფრონელი – მთის არწივი შამილი, 1914წ.
إظهار الكل...
Photo unavailableShow in Telegram
პანკისის სოფლის სახელწოდებები _______________________________ “პანკისის ხეობაში სემანტიკური მრავალფეროვნებით ყურადღებას იპყრობს კუთვნილების გამომხატველი ტოპონიმები. ამ კატეგორიას მიეკუთვნება თვით ზოგიერთი სოფლის სახელწოდებაც: ჯუოყალაი იურთ-ჯოყოლას სოფელი, დუი იურთ- დუის სოფელი. როგორც ცნობილია, ქვემო ხალაწანში ოსები დასახლდნენ, შუა ხალაწანში- ქისტები, ხოლო ზემო ხალაწანში- ქართველი მთიელები, კერძოდ ფშავლები. ამ სოფლების შესაბამისი ქისტური სახელწოდებებია: ჰირიი ხაალაწანუო- ოსების ხალაწანი, ქისტიი ხაალაწანუო- ქისტების ხალაწანი, შვეი ხაალაწანუო- ფშავლების ხალაწანი. ამრიგად, ზოგიერთი სოფლის სახელწოდებაში გადმოცემულია მისი მოსახლეობის ეთნიკური წარმომადგენლობა. სოფელ ჯოყოლოს მეორე სახელიც ჰქვია- ტუგაი იურთ - ტუგელების სოფელი. ტოპონიმი მთიან ჩეჩნეთში ჯოყოლოელების თავდაპირველი სამოსახლოს სახელწოდებაზე მიუთითებს. ხოლო სოფელ დუისს, რადგან იქ ძირითადად მაისტიდან ჩამოსახლებული ქისტები ცხოვრობენ, ჰქვია მაისთუაი იურთ- მაისტელების სოფელი.” წყარო - “პანკისი: წარსული და თანამედროვეობა”
إظهار الكل...
📣📣📣 Pankisi Info-მ თქვენთვის მოამზადა საინტერესო სტატია “შეიხ მანსური: ჩრდილოეთ კავკასიის პირველი იმამი” 🔸”XVIII საუკუნის განმავლობაში მეფის რუსეთი ცდილობდა დაეპყრო ჩრდილოეთ კავკასია. ცარისტული რეჟიმისგან შევიწრეოებული იყო ჩეჩნეთის და  თითქმის ყველა მეზობელი რეგიონის მოსახლეობა: ჩრდილოეთ დაღესტანი (კუმიკია), მთიანი დაღესტნის ნაწილი, ყაბარდია, ჩერქეზეთი, ადიღეა. დამპყრობლებს, როგორც ყოველთვს, ყველაზე დიდ წინააღმდეგობას უწევდა ჩეჩნეთი.   ჩეჩნეთს სამხედრო ლაშქრობებით  არაერთხელ „ეწვია“ რუსეთის ჯარი. თუმცა, ცარისტული ჯარების მრავალი კამპანია ჩეჩნეთში დასრულდა სრული მარცხით. 1785 წლის მარტში ჩეჩნეთის ტერიტორიაზე იფეთქა  ძლიერმა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა აჯანყებამ, რომელმაც  მოიცვა მთელი ჩრდილოეთ კავკასია.  მოძრაობის სათავეში ჩაუდგა დაბალი ფენის წარმომადგენელი, სახელად უშურა. . ფართო მასებს შორის, ასევე დოკუმენტურ წყაროებსა და ლიტერატურაში, ჩრდილოეთ კავკასიის სახალხო-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, უშურმა ცნობილია  შეიხი მანსურის სახელით.” 🔸”კავკასიელი ხალხების გაერთიანების შიში იყო მეფის სარდლობის შეშფოთების მთავარი მიზეზი. ჩეჩნეთის სოფელ ალდიში, კუმიკიის სოფლებში აქსაევსკოიესა და ანდრეევსკოეში გაგზავნეს მუქარის შემცველი პროკლამაციები - მოითხოვდნენ  არ დაეჯერებინათ "ცრუ წინასწარმეტყველის" ქადაგებები. მაგრამ როდესაც ამ მოწოდებებმა არ იმუშავა , გენერალმა პავლე პოტიომკინმა 1985 წლის  5 ივლისს გაგზავნა სამხედრო ექსპედიცია ჩეჩნეთში, რათა დაემარცხებინა ჩეჩნური სოფლები მდინარე სუნჟას გასწვრივ, სოფელ ალდის გარშემო და დაეპყრო შეიხ მანსური.  უბრალო გლეხები შეადგენდნენ თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის მებრძოლ მთიელთა მთავარ ძალებს. მთიელთა შეტევის შედეგად, ცარისტულმა სარდლობამ პანიკაში დატოვა მცირე პოსტები და ციხესიმაგრეები და ჯარები კონცენტრირდა უფრო ძლიერ ციხესიმაგრეებში.” 🔍სტატიის სრულად სანახავად გადადით ჩვენს ბლოგზე👇 https://pankisinfo.blogspot.com/2022/05/blog-post.html
إظهار الكل...
Photo unavailableShow in Telegram
საცხოვრებელი სახლები __________________________________ პანკისის ხეობაში ქისტების დასახლება მოხდა მთაში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, მაგრამ მშენებლობიათვის სიპი ქვის მაგივრად გამოიყენეს წნელი. ახალ გარემოში, რია ცის ქვეშ დროებით ქოხებში თავშეფარებულმა ქისტების ოჯახებმა მაშინვე ტყეს მიაშურეს. მოიმარაგეს წნელები, ხეები საჭირო რაოდენობით და დაიწყეს სახლების შენება. მოგვიანებით, როცა ხვნა- თესვას მოჰკიდეს ხელი და ეკონომიკურად მომძლავრდნენ, დაიწყეს კახეთი სოფლებში ფართოდ გავრცელებული ფიცრული სახლების მშენებლობა.
إظهار الكل...
📣📣📣 Pankisi Info-მ თქვენთვის მოამზადა საინტერესო სტატია ნახური ჯგუფის ენებსა და დიალექტებზე📃 🔸”თანამედროვე მეცნიერებას არ გააჩნია საკმარისად ზუსტი ისტორიული მონაცემები ვაინახთა ენის განვითარების შესახებ. ჩეჩნებისა და ინგუშების შესახებ ისტორიული და ეთნოგრაფიული ხასიათის მეტ-ნაკლებად სანდო ინფორმაცია ჩნდება დაახლოებით მე-18 საუკუნის სამეცნიერო ნაშრომებში ხშირად ცალმხრივად და ტენდენციურად ჩნდებოდა ვაინახების ისტორიისა და კულტურის საკითხები: მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ძალიან მწირი იყო. ამიტომ ძნელია ამ ნაშრომებზე დაყრდნობით დასკვნების გამოტანა.” 🔸”ვაინახური ენა პირველად XVIII საუკუნეში შეისწავლეს რუსმა აკადემიკოსებმა გიულდენშტედტომ და პალასმა. მათ შეაგროვეს მხოლოდ ლექსიკური მასალა. გიულდენშტედტმა ვაინახურ ენებს მიზეგური დიალექტები უწოდა. როგორც ჩანს, ეს სიტყვა კუმიკური სმიჩხიშ-დან მოდის. კუმიკები ვაინახებს დღესაც „მიჩხიშებს უწოდებენ.” 🔎სტატიის სეულად სანახავად გადადით ჩვენს ბლოგზე👇 https://pankisinfo.blogspot.com/2022/04/blog-post_30.html
إظهار الكل...
📣📣📣 Pankisi Info-მ თქვენთვისმოამზადა საინტერესო სტატია ჩეჩნეთის პირველ პრეზიდენტზე, ჯოხარ დუდაევზე📃 🔸”1996 წლის 21 აპრილს კრემლმა მოკლა თანამეროვე ჩეჩნეთის ისტორიის  ყველაზე  გამოჩენილი და ღირსეული პიროვნება, პირველი ჩეჩენი გენერალი, ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პირველი პრეზიდენტი,ჯოხარ დუდაევი.  ჩეჩნეთი დარჩა დუდაევის გარეშე ყველაზე რთულ პერიოდში. შემდგომმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა თუ რა დიდი ტრაგედია იყო ჩეჩნეთისთვის ჯოხარ  დუდაევის  დაკარგვა. 1991 წელს ამ გენიალური ადამიანის წყალობით მსოფლიომ  გაიგო ჩეჩნებისა და ჯოხარ დუდაევის შესახებ. “ 🔸”ჯოხარ დუდაევი იყო ნიჭიერი სამხედრო მეთაური და შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი, რომელმაც ბრწყინვალედ აჩვენა ეს მისი პრეზიდენტობის დროს. პრეზიდენტი დუდაევი ყველა საშუალებით და მეთოდით ცდილობდა რუსეთთან მოლაპარაკებას, ტრაგედიის თავიდან აცილებას, მაგრამ რუსეთის ხელისუფლებას ომი მრავალი მიზეზის გამო სჭირდებოდა. ჯოხარ დუდაევმა ჩეჩენ ხალხთან ერთად განიცადა ეროვნული თვითშეგნების უპრეცედენტო ამაღლება, გამარჯვების სიხარული და დანაკარგის სიმწარე, რუსეთის იმპერიული კოლონიური ქვეყნის სასტიკი, ბარბაროსული ომი ჩეჩენი ხალხის წინააღმდეგ. თავისი ხალხის დიდი ვაჟკაცი, ჯოხარ დუდაევი, განასახიერებდა საუკეთესო ეროვნულ თვისებებს: თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ერთგულება,  გონიერება და სიბრძნე, უსაზღვრო სიმამაცე და თავგანწირვა თავისუფლებისთვის მისი სახელი საუკუნეების მანძილზე დარჩება ჩეჩენი ხალხის ისტორიაში  სხვა გმირების სახელებთან ერთად, ვინც ჩეჩნების თავისუფლებისთვის იბრძოდა.” 🔎სტატიის სრულად სანახავად გადადით ჩვენს ბლოგზე👇 https://pankisinfo.blogspot.com/2022/04/blog-post_21.html
إظهار الكل...
Photo unavailableShow in Telegram
ფოტოზე აღბეჭდილია, 1996 წლის 21 აპრილს, იჩკერიის პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის, მკვლელობის მომენტი. 1996 წლის 21 აპრილს, ულტრათანამედროვე აპარატურის მეშვეობით, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მოხდა, იჩკერიის პრეზიდენტის თანამგზავრული ტელეფონის, სატელეფონო საუბრის გადატაცვა და პრეზიდენტის ადგილმდებარეობის დადგენა. რის შემდგომ, ჯოხარ დუდაევის მისამართით, რუსეთის მოიერიშე ბომბდამშენის მიერ, გატყორცნილ იქნა, ზესიზუსტის მქონე გამანადგურებელი რაკეტა. ძლიერი აფეთქების შედეგად, დაიღუპნენ ჯოხარ დუდაევი და მისი თანმხლები პირები.
إظهار الكل...
Photo unavailableShow in Telegram
ქისტებში შემორჩენილია თვეების ძველი წარმართული სახელწოდებებიც. მაგ.: „თუშოლი-ბუთთ“ (მარტი) – ღვთაება თუშოლის თვე, ;სიელლი-ბუთთ“ ღვთაება სიელის თვე (ჭექა ქუხილის ღვთაება. 22 აპრილი 22 მაისი), „მიატსელი-ბუთთ“ - ღვთაება მიატსელის თვე (22 ივნისი- 22 ივლისი) და სხვ.
إظهار الكل...
Pankisi Info-მ თქვენთვის მოამზადა საინტერესო სტატია ჩეჩნეთის დე-ფაქტო დამოუკიდებელობაზე📃 🔸”1990 წელს მაშინ, ჯერ კიდევ, რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოცილური რესპუბლიკისს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ელცინმა   მიმართა რესპუბლიკებს: ''მოიპოვეთ იმდენი სუვერენიტეტი, რამდენიც ხელგეწიფებათ'' . ჩეჩნეთმა ისარგებლა რუსეთში არსებული სიტუაციით და საორგანიზაციო კომიტეტმა ჩეჩენი ხალხის პირველ ეროვნულ ყრილობაზე მოიწვია ავტორიტეტული პირები, მათ შორის, გენერალი ჯოხარ დუდაევი, რომელიც იმ პერიოდში ლატვიაში მოღვაწეობდა.” 🔸”დამოუკიდებლობის  გამოცხადების შემდეგ ჩეჩნეთის მთავრობის მთავარი მიზანი დამოუკიდებლობის შენარჩუნება და სხვა სახელმწიფოებისგან აღიარების მოპოვება იყო. კრემლი ჩეჩნეთს საკუთარი პრესტიჟის საქმედ მიიჩნევდა.  კონტრდაზვერვის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა, სერგეი სტეპაშინმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა  „რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალურ სამსახური  მთელ რიგ საიდუმლო უპერაციებს ატარებს ჩეჩნეთის წინააღმდეგ". “ 🔎სტატიის სრულად სანახავად ეწვიეთ ჩვენს ბლოგს👇 https://pankisinfo.blogspot.com/2022/04/1990-1994.html
إظهار الكل...
Photo unavailableShow in Telegram
გამოგვყევით Pankisi Info-ს Instagram გვერდზე, სადაც ყოველდღიურად გიზიარებთ ულამაზესი პანკისის ულამაზეს კადრებს📸🌄 https://instagram.com/pankisinfo?utm_medium=copy_link
إظهار الكل...
Photo unavailableShow in Telegram
ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქისტი მოკავშირეები, ,, შეფიცულთა რაზმის” წევრები. 1926 წ. მარცხნიდან მარჯვნივ: გორნაკაშვილი ლაზარე, ფარეულიძე დათიკო, ტოხოსაშვილი ხაძა, იმედაშვილი მახამ.
إظهار الكل...
Photo unavailableShow in Telegram
საცხოვრებელი გარემო ________________________________ “საკუთარ სამშობლოში ქისტების სოფლები სისხლით ნათესაობის ნიშნით, ანუ ერთი გვარის წარმომადგენლებით, იყო დასახლებული — სოფლებს მონოგენური ხასიათი ჰქონდა. საქართველოში მოსვლისას კი ერთ სოფელში რამოდენიმე გვარი ჩასახლდა, თუმცა თითოეულ გვარს ყველა სოფელში გამოკვეთილად ერთი უბანი ეჭირა. თავდაპირველი სოფლები ერთ ან ორუბნიანი იყო, თანდათანობით კი მათი რაოდენობა გაიზარდა, მაგალითად, თუ სოფ. დუისში თავიდან ორი უბანი იყო, მოსახლეობის მატების შედეგად, შვიდი უბანი გამოიკვეთა. მრავალრიცხოვანი ოჯახების განაყრებისა და საკარმიდამო ნაკვეთების სიმცირის გამოისობით დროთა განმავლობაში დასახლების ტრადიციული სტრუქტურა შეიცვალა და ახალ უბნებში გვარები შერეულად დასახლდნენ. პანკისში ქისტები, თავდაპირველად, ახოს სახით აღებულ მიწის ნაკვეთებზე დაფუძნდნენ, შემდეგ კი სოფლის გარშემო მიწების ათვისება დაიწყეს. საკარმიდამო ნაკვეთი კერძო საკუთრებაში იყო და მეპატრონეს მისი თავისუფალი განკარგვის უფლება ჰქონდა.” /წყარო- “ეთნოსები საქართველოდან”/
إظهار الكل...
📣📣📣 Pankisi Info-მ თქვენთვის მოამზადა საინტერესო სტატია ჩეჩნების მორალური ღირებულებების შესახებ📃 🔸”საზოგადოების კულტურაში გამოხატული მორალური ღირებულებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს  ცხოვრების ყველა ასპექტზე. უფრო მეტიც, მორალური ფასეულობები (არსებულ სამართლებრივ ნორმებთან ერთად) არეგულირებს  სოციალურ ცხოვრებას.  მორალური ნორმების ტრადიციულ საზოგადოებაში უნივერსალური ხასიათისა იყო და გამოიყენებოდა ცხოვრების ყველა სფეროში. საზოგადოებაში  სტაბილურობა მიიღწევა ან მასში სოციალურად აღიარებული ტრადიციებისა და მორალური ნორმების არსებობის შემთხვევაში, ან სახელმწიფოს, როგორც პოლიტიკური სისტემის ცენტრალური რგოლის წყალობით, რომელიც არეგულირებს საზოგადოების ცხოვრებას .” 🔸”ტრადიციული ჩეჩნური მორალური კულტურა ეფუძნება  უნივერსალურ ადამიანურ ღირებულებებს. ტრადიციული ჩეჩნური კულტურა, ისევე როგორც  კავკასიური, ხასიათდება „ღირსეული ადამიანის“ კულტით. „ყველაფერი ამორალური ანტისოციალურია“ ეს ლოზუნგი ჩეჩნური საზოგადოების ყოველდღიური ცხოვრების  მნიშვნელოვანი ნაწილია .” 🔍სტატიის სრულად სანახავად გადადით ჩვენს ბლოგზე👇 https://pankisinfo.blogspot.com/2022/04/blog-post_10.html
إظهار الكل...
📣📣📣 🔹Pankisi Info საინტერესო ინფორმაციებს ტელეგრამ არხისა და ჯგუფის გარდა გიზიარებთ სხვა პლათფორმებზეც🔁 🔹გადადით ლინკზე და ეწვიეთ ჩვენს ბლოგს, Instagram-ისა და Facebook-ის გვერდებს📲 🔹დაათვალიერეთ კადრები პანკისის ხეობიდან და მიიღეთ მეტი წვდომა სასურველ ინფორმაციაზე🌄📊 👇👇👇 https://linktr.ee/Pankisi_Info?utm_source=linktree_profile_share&ltsid=57f9e6a3-227c-48f2-8181-c055c2b9b927
إظهار الكل...
Photo unavailableShow in Telegram
მიხეილ (მახმად) კოსტას ძე მარგოშვილი. პირველი ქისტი მფრინავი
إظهار الكل...
Photo unavailableShow in Telegram
მატყლის დამუშავება _______________________________ XIX საუკუნის 30-იან წლებში პანკისელი ქისტების ერთი ნაწილი თუშეთში ცხოვრობდა. ქისტ ქალებს ხშირად უწევდათ ურთიერთობა თუშ ქალებთან, პარალელურად ეცნობოდნენ მათ შრომატევად საქმიანობას - მატყლის დართვას, ქსოვას, ღებვას და ა.შ. ქისტი ქალების მიერ წარმოებული შალი, ფარდაგი, წინდა, ხურჯინი და სხვა ნივთები თუშურ ნაწარმს არ ჩამოუვარდებოდა, თუმცა, რადგან ეს ძალზედ შრომატევადი საქმიანობა იყო, შალის მოქსოვას უმრავლესობამ თავი ანება და ხელი მოჰკიდა ქუდების დიდი რაოდენობით დამზადებას.
إظهار الكل...
📣📣📣 Pankisi Info-მ თქვენთვის მოამზადა საინტერესო სტატია რუსეთის საინფორმაციო ომზე პანკისის წინააღმდეგ📑 🔸”პანკისის მაცხოვრებლები წარმოადგენენ ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს, ისინი მიეკუთვნებიან საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ფენას და აწყდებიან საზოგადოებაში სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის პრობლემებს. პანკისის ხეობისა და ტერორიზმის შესახებ სიახლეებს ადგილობრივი და საერთაშორისო მედია აშუქებდა. დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გასავრცელებლად რუსეთი  იყენებს და იყენებდა   პანკისის ხეობის ისტორიულ ფონს.” 🔸”რუსული მედია დიდ როლს თამაშობს დეზინფორმაციის გავრცელებაში და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში.  რუსული საინფორმაციო კამპანია მიზნად ისახავს წარმოაჩინოს პანკისის ხეობა, როგორც დახურული საზოგადოება, რომელიც ფუნქციონირებს როგორც უსაფრთხო თავშესაფარი და ტრანზიტი ტერორისტებისთვის.” 🔍სტატიის სრულად სანახავად გადადით ჩვენს ბლოგზე👇 https://pankisinfo.blogspot.com/2022/04/blog-post.html
إظهار الكل...
📣 KRDF კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი, ევროკავშირის მხარდაჭერით, ახმეტის ინოვაციური ცოდნის ჰაბის წევრების მიერ ორგანიზებული კამპანიის ფარგლებში, აცხადებს სოციალური მეწარმეობის იდეების კონკურსს. 🔰 კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 14-დან 20 წლამდე ახალგაზრდებს. 🏆 კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომელთაც გადაეცემათ შესაბამისი სასაჩუქრე ნაკრებები უკრაინისა და საქართველოს დროშის ფერებში და სასურველი გაფორმებით. 🥇 ადგილი - ჰუდი, მაისური, ზურგჩანთა, ბლოკნოტი, კალამი, პირბადე. 🥈 ადგილი - ჰუდი, ზურგჩანთა, პირბადე 🥉 ადგილი - ჰუდი, პირბადე 🇬🇪🇺🇦 სამივე გამარჯვებული საჩუქრად მიიღებს საქართველოსა და უკრაინის დროშებს. 🟡 კონკურსის ვადის გასვლამდე, ახმეტის ინოვაციური ცოდნის ჰაბი გთავაზობთ ტრენინგს სოციალური მეწარმეობაზე, რაც დაგეხმარებათ უკეთ მოამზადოთ საკონკურსო განაცხადი 👇 ტრენინგზე დასწრებისთვის შეავსეთ ბმული 25 მარტის ჩათვლით: https://forms.gle/uov78DudZZo2zJr57 👇 იდეების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შეავსეთ ბმული 31 მარტის ჩათვლით: https://forms.gle/JcMXHZzXgAeJFSys8 🇪🇺🇬🇪 აქტივობა ინიცირებულია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი რეგიონული პროექტის "EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება CENN-ის მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან KRDF (საქართველო) და Green Lane NGO (სომხეთი) ერთად.
إظهار الكل...
🔉🔉ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური გიწვევთ კრეატიულ, ნიჭიერ ახალგაზრდებს (16 – 29 წლის) ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს ,,ახალგაზრდული საბჭოს“ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. 📌„ახალგაზრდული საბჭო „ (შემდგომში საბჭო) - წარმოადგენს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს, რომლის ძირითადი მიზანია ახალგაზრდული საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის განხორციელებისას, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება და მონაწილეობა ახალგაზრდული პროგრამებისა და პროექტების შემუშავებაში ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის 2021-2024 “ მოთხოვნების შესაბამისად. ✔️წევრების შერჩევა მოხდება სამოტივაციო წერილებისა და გასაუბრების საფუძველზე. სამოტივაციო წერილი უნდა წარმოადგინოთ მერიის შესაბამის სამსახურში არა უგვიანეს 15 აპრილისა. ➡ https://docs.google.com/document/d/1iqYlqqiNoKXO_bgXaOvBMD4V4mL-_quSQ6d8qRnMdeY/edit?usp=sharing ✔️ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს ,,ახალგაზრდული საბჭოს“ დებულება თან ერთვის ინფორმაციას. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ საკონტაქტო პირებთან: ☎️საკონტაქტო პირები: 📱სამსახურის უფროსი - ფიქრია ხოხობაშვილი ტელ: 599 85 79 49; 📱ახალგაზრდული პოლიტიკის კოორდინატორი - ირმა ჭილაშვილი ტელ: 595 56 24 82; 📱ახალგაზრდული სამსახურის სპეციალისტი - ბექა მარუქაშვილი ტელ: 599 15 58 76;
إظهار الكل...
📣📣📣 PANKISI INFO - მ თქვენთვის მოამზადა საინტერესო სტატია პანკისის კრიზისზე👇 🔸“1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლამ  პოლიტიკური და ეკონომიკური დესტაბილიზაცია გამოიწვია. ამ დიდი იმპერიის ნანგრევებზე ახალი ნაციონალური სახელმწიფოები წარმოიშვა. საბჭოთა კავშირის დანგრევით დაირღვა საერთაშორისო პოლიტიკური ბალანსი, რომელიც ერთ მხარეს საბჭოთა კავშირისა და მისი გავლენის სფეროების, და მეორე მხარეს ჩრდილო-ატლანტიკური ჭიდილით იყო განსაზღვრული. ამ მოულოდნელმა რეალობამ წარმოშვა კონფლიქტური კერები, რომელთა მოგვარება 30 წლის შემდეგაც კი არ მოხერხებულა.” 🔸”1999 წლის მიწურულს, ჩეჩნეთში ჯარების შეყვანიდან მალევე, რუსეთის მთავრობამ საქართველოს მოსთხოვა, რომ პანკისში წესრიგის დასამყარებლად  რუსეთთან ეთანამშრომლა  და საზღვრის ერთობლივად დასაცავად პანკისში რუსეთის სამხედროების შეყვანა შესთავაზა. 1999 წლის ბოლოს ჩეჩნეთში ომის გამწვავების შემდეგ , 6000-მდე ჩეჩენი გაიქცა პანკისის ხეობაში. ლტოლვილებს ოჯახური და სხვა კავშირები ჰქონდა ხეობის  მოსახლეობასთან. გაქცეულ ჩეჩნებს ხეობაში დასახლებაში საქართველოს მთავრობა დაეხმარა.” 🔍სტატიის სრულად სანახავად გადადით ჩვენს ბლოგზე👇 https://pankisinfo.blogspot.com/2022/03/blog-post_27.html
إظهار الكل...